ვენტურამ იტალიის ნაკრები დატოვა – ომარ მომანის მორიგი კარიკატურა

როგორც მოგეხსენებათ იტალიის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე 1958 წლის შმდეგ პირელად ვერ მოხვდა, ამ ყველაფერში კი დიდი წვლილი იტალიელთა აწ უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელს ჯამპიერო ვენტურას მიუძღვის.

არავის გაჰკვირვებია ის ფაქტი, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ვენტურას დათხოვნის შესახებ გადაწყვტილება მიიღო, მაგრამ ეს ფაქტი დიდა ტრაგიკული არც ჯამპიეროსათვისაა, რადგან ის კონპენსაციის სახით დიდ თანხას მიიღებს. სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა ომარ მომანი, კარიკატურაზე ასევე კარლო ანჩელოტიცაა გამოსახული, რომელიც იტალიელთა ახალ მწვრთნლად მოიაზრება.

ბუფონი: “ვტოვებ იტალიის ნაკრებს, ვეხუტები ჩემს ხალხს!”

დღეს იტალიის ეროვნული ნაკრები პლეი-ოფში, ორი შევხედრის ჯამში შვედეთთან ანგარიშით, 0-1 დამარცხდა და მან მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა.

დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს აღელვებული ჯანლუიჯი ბუფონი ესაუბრა.

“ჩემს თავზე არ ვღელავ. განვიცდი ამ ყველაფერს, მხოლოდ და მხოლოდ, იტალიური ფეხბურთის და იტალიელი ხალხის გამო! იმ ეტაპზე დავმარცხდით, სადაც წარუმატებლობა ჩვენიანებისთვის რთული მისაღებია. ძალიან ვნანობთ ასეთ დასასრულს.”

“ყველა, ვინც დღეს იტალიის ფორმას ატარებდა, იცოდა, როგორი რთულია ასეთი მატჩები. ჩვენ შესაძლებლობების მაქსიმუმი ვერ ვაჩვენეთ. ვერ გამოვავლინეთ საკმარისი კრეატივიზმი, რათა სათანადო მომენტი შეგვქემნა და გოლი გაგვეტანა. პლეი-ოფების ბედი ეპიზოდებით წყდება. ამ შემთხვევაშიც ასე იყო.”

“მე ძალიან ამაყი და თან დამწუხრებული ვარ. ვტოვებ იტალიის ნაკრებს. დარწმუნებული ვარ, ამ გუნდმა იცის, როგორ გააგრძელოს სამომავლო ცხოვრება. ვეხუტები ჩემს ხალხს, განსაკუთრებით მათ, ვინც ჩემი სანაკრებო კარიერის თანამონაწილე იყო,” – აცხადებს ლეგენდა.

 

“ინტერის” საუკეთესო სტარტი თავისი არსებობის მანძილზე

მილანის “ინტერი” ლუჩიანო სპალეტის მეთაურობით გაცილებით უფრო ცოცხლად გამოიყურება. “ნერაძურიმ” იტალიის სერია ა-ს ახალ სეზონში თერთმეტიდან ცხრა მატჩი მოიგო, ორი კი ფრედ დაასრულა.

ამ დროისთვის ლუჩიანოს ბიჭების ანგარიშზე 29 ქულაა, რაც კლუბის არსებობის მანძილზე საუკეთესო მაჩვენებელია სერია ა-ს 11 ტურის შემდეგ. “ინტერი” მხოლოდ “ნაპოლის” ჩამორჩება სატურნირო ცხრილში, რომლის ანგარიშზეც 11 თამაშში დაგროვებული 31 ქულაა.

გეტყვით იმასაც, რომ აქამდე მათი საუკეთესო სტარტიად 2009 წელს, ჟოზე მოურინიოს თავკაცობით დაწყებული სეზონი მიიჩინეოდა, როდესაც ამ ეტაპზე “ინტერის” ანგარიშზე 28 ქულა იყო. იმ სეზონში კი მილანელებმა ტრიპლეტი მოიგეს (სერია ა, იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგა).

ანტონიო კონტე: “პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში ლონდონის “ჩელსიმ” რომის “რომა” მიიღო და უხვგოლიანი ფრე, 3-3 დააფიქსირა.

დაპირისპირების შემდეგ, ჟურნალისტებს “ლურჯების” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე ესაუბრა.

“გულახდილად  ვიტყვი, შეხვედრის დიდი ნაწილი ცუდად ვითამაშეთ, რაზეც პასუხისმგებლობას მე ვიღებ. მინდოდა, დამეცვა ჩემი გუნდი. პირველ რიგში, ამის გაეკეთება მსურდა იმით, რომ წინ ავწეულიყავით, ცენტრალური მცველები მაღლა, ცენტრში ასულიყვნენ და მეტოქეზე მთელი გუნდით შეგვეტია. თუმცა, ჩვენ თეორიული ცოდნა ვერ გამოვიყენეთ, დამახასიათებელ სტილში ვერ ვითამაშეთ.”

“ვფიქრობ, შედეგი სამართლიანი იყო. პირველი ტაიმში 2-0-ს ვიგებდით, თუმცა შემდეგ ბურთზე კონტროლი დავკარგეთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, როცა მწვრთნელი ხარ, შენ უნდა მოძებნო პრობლემის გადაჭრის გზა. შესაძლოა, ეს სწორი, ან მცდარი იყოს, თუმცა რთულ სიტუაციაში სწორედ შენ იცი ყველაზე კარგად, რა სჭირდება გუნდს. მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ, ვაქებ ჩემს ფეხბურთელებს: მათ თავი არ დაზოგეს და ბოლომდე ეცადნენ წარმატების მიღწევას,” – აცხადებს ანტონიო კონტე.

სპალეტი: “იკარდი ჩამოყალიბებული თავდამსხმელია”

გუშინ იტალიის ჩემპიონატის მერვე ტურის შეხვედრაში მილანური დერბი შედგა: “ინტერი” “მილანის” წინააღმდეგ, სადაც პირველმა მათგანმა ანგარიშით, 3:2 იმარჯვა. “ინტერის” მხრიდან სამივე გოლი მაურო იკარდიმ შეაგდო.

გამარჯვებული გუნდის მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ მატჩისშემდგომი კომენტარი გააკეთა.

“დღეს მაურო ფანტასტიკური იყო, ფანტასტიკური! მიუხედავად იმისა, რომ მას დიდი პასუხისმგებლობა აქვს, არ უშინდება, ბევრს შრომობს და რჩევებსაც უსმენს. ეს ყველაფერი დღეს მინდორზე გამოჩნდა. იკარდი არის ჩამოყალიბებული თავდამსხმელი და მის მხრებზე დიდი პასუხისმგებლობაა.”

“მეორე ტაიმში უკან დავიხიეთ და ბურთი უფრო მეტოქეს დავუთმეთ. პირველი ნახევარი კი ჩვენი უპირატესობით წარიმართა – ოქროს ნახევარდაცვით ცენტრს მშვენივრად ვაკონტროლებდით. დერბის სწორად მივუდექით და შედექიც სახეზეა,” – აცხადებს სპალეტი.

იტალიელი პოლიტიკოსები ჯიჯი ბუფონს მინისტრის პოსტს სთავაზობენ

ჯიჯი ბუფონს, ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანს, იტალიელი პოლიტიკოსები საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სპორტის მინისტრის პოსტს სთავაზობენ.

ფეხბურთის ექსპერტები ლეგენდარულ მეკარეს სამწვრთნელო კარიერის დაწყებასაც ურჩევდნენ, მაგრამ ჯიჯიმ ამ შანსის გამოყენებაზე “იუვენტუსის” დირექტორთა საბჭოს უარი განუცხადა.

“არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ბუფონი სპორტის სამინისტროს წარუძღვება. ჯიჯი ძალიან დაბალანსებული პიროვნებაა და ქვეყნის სახელსაც წარმოადგენს.

ბუფონი კარიერის დასრულებას უახლოეს მომავალში გეგმავს. ის ხელოვნებითა და პოლიტიკით არის დაინტერესებული. ბუფონი ჩვენი გეგმების ნაწილია,” – აცხადებს ვიტორიო სარბი Vanity Fair-თან საუბრისას.

მასიმილიანო ალეგრი: “დღეს “ბარსელონას” დამარცხება გვსურს”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონა” ტურინის “იუვენტუსს” უმასპინძლებს.

პრინციპული დაპირისპირების წინ, იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“რაც მათ არაპროგნოზირებადს ხდის, ეს არის კლუბში მოთამაშე ფეხბურთელები და არა სათამაშო სისტემა. მაგალითად, ინიესტა, დემბელე… კარგი თამაში უნდა ჩავატაროთ. “ბარსელონამ” შესანიშნავად დაიწყო სეზონი და ახლა “რეალზე” ოთხი ქულით მაღლაა. ვფიქრობ, ისინი მსოფლიოში “ბლანკოსთან” ერთად საუკეთესოები არიან. როცა “ბარსელონა” პრესინგს მიმართავს, შევეცდებით, შემოქმედებითად ვითამაშოთ.”

“მიზანი, თავიდანვე, გოლის გატანა იქნება. ამ კლუბს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. ეს არაა შეხვედრა, რომელიც გადაწყვეტს ჯგუფში პირველი ადგილის ვინაობას. თუმცა, ჩვენ მათ დამარცხებას შევეცდებით,” – აცხადებს იტალიელი.

ტერ შტეგენი: “ბარსელონა” წინა სეზონისგან განსხვავებული კლუბია”

ხვალ კატალონიის “ბარსელონა” ტურინის “იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პრიველი ტურის შეხვედრაში უმასპინძლებს. მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ “ბლაგურნას” მეკარემ, მარკ ანდრე ტერ-შტეგენმა თავის გუნდის განვითარებაზე ისაუბრა.

“ჩვენი თამაში ახალი მწვრთნელის იდეებით ცოტათი შეიცვალა. ახლა უფრ მეტი სივრცის დაკავებაზე ვართ ორიენტირებულნი. ჩვენ გვყავს გუნდი, რომელიც ერთი სისტემით თამაშობს. თუმცა, ტაქტიკა ნებისმიერ დროს შეგვიძლია, შევცვალოთ. დიბალას ძალიან ბევრი პლუსი აქვს, თუმცა “იუვენტუსის” მთავარი კოზირი გუნდური თამაშია.”

“ბუფონი? ის ლეგენდაა. მიუხედავად ასაკისა, “ჯიჯი” უმაღლეს დონეზე თამაშობს. როცაა ის კარიერას დაამთავრებს, მის მიმართ კიდევ უფრო დიდი პატივისცემა მექნება.”

“წარსული წარსულია და რევანშზე ფიქრს არ ვპირებთ. უბრალოდ, ჩვენი შესაძლებლობები გვინდა, ვაჩვენოთ,” – აცხადებს გერმანელი მეკარე.

ზიდანი: “არ ვამაყობ იმით, რაც მატერაცის გავუკეთე”

ზინედინ ზიდანმა Telefoot-თან ინეტრვიუში 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მარკო მატერაცისთან მომხდარ ინციდენტზე ჰკითხეს. მოგეხსენებათ, მაშინ საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა იტალიელს თავი გულ-მკერდის არეში ჩაარტყა, რის გამოც მოედნიდან გააძევეს.

“ნამდვილად არ ვამაყობ იმით, რაც იმ მომენტში გავაკეთე. თუმცა, ეს ჩემი კარიერის ნაწილია. მატერაცისთან მომხდარი ინციდენტი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მომენტია, ეს არის ისეთი რამ, რასთან შეგუება მომიწევს,” – აცხადებს ზიდანი.

შეგახსენებთ, რომ ნახსენები მუნდიალის ფინალი ზინედინ ზიდანისთვის ბოლო შეხვედრა იყო. მან კარიერა წითელი ბარათით დაასრულა.

რამოსი: “ესპანეთის ნაკრებში “რეალის” ახალგაზრდების ასეთი ასპარეზობა ძალიან მახარებს”

გუშინ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრები გაიმართა. “სანტიაგო ბერნაბეუზე” ესპანეთის ნაკრებმა იტალიის ეროვნული გუნდი მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 3-0 დაამარცხა. ისკოს დუბლს, მორატამ ერთი ბურთი მიამატა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა.

დაპირისპირების შემდეგ “შერეულ ზონაში” ჟურნალისტებს სერხიო რამოსი ესაუბრა.

“ამაყი ვარ, რომ “რეალის” ახალგაზრდები ეროვნულ გუნდში ასე ასპარეზობენ. ისინი გაცემულ ავანსებს მშვენივრად ამართლებე, რაც ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესია.”

“ამ მატჩში ესპანეთს ათიდან ცხრა ქულით შევაფასებდი – მუდამ უკეთესს უნდა ეცადო. თუმცა, ნამდვილად შესანიშნავი შეხვედრა ჩავატარეთ.”

“პიკე? ვცდილობდით, რომ ხერარდის მიმართ სტვენისთვის თავი აგვერიდებინა. ფანები გულმხურვალედ გვიჭერდნენ მხარს, რაც წარმატების მიღწევაში დაგვეხმარა,” – აცხადებს რამოსი.

რამოსი: “პიკე სამაგალითო ფეხბურთელია”

ხვალ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში ესპანეთის ეროვნული ნაკრები იტალიას დაუპირისპირდება.  “ფურია როხას” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე შეხვედრასთან ერთად, თანამემამულეზე, ხერარდ პიკეზე ისაუბრა.

“პიკე სამაგალითპო ფეხბურთელია. ის ჩვენს ნაკრებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. გულშემატკივრის მიერ საკუთარი მოთამაშისთვის სტვენა არავის არგებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ფანებს, რომ არ დაუსტვინონ პიკეს.”

“მიზანი მხოლოდ ერთია – მოვხვდეთ მსოფლიოს ჩემპიონატზე. ვფიქრობ, ეს მთლიანი შესარჩევის ერთ-ერთი საუკეთესო დაპირისპირება გამოვა. გულშემატკივარი აუცილებლად მოვა და მხარს დაგვიჭერს. ეს ძალიან გვჭირდება,” – განაცხადა რამოსმა.

დიბალა: “იუვენტუსში” ბედნიერი ვარ, 10-ნომრიანი მაისური ჩემთვის იღბლიანი აღმოჩნდა”

სერია ა-ს მეორე ტურის ეგიდით გამართულ მატჩში შესრულებული ქამბექის (2-0-დან 2-4) შემდეგ, “იუვენტუსის” არგენტინელმა ლიდერმა, პაულო დიბალამ პრესასთან ემოციები ვერ დამალა.

“ძალიან ბედნიერი ვარ. ბოლოს აქ 3-1 დავმარცხდით და ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა, შესაბამისად მეტოქეს მომზადებულები შევხვდით. თავიდან ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ შემოვაბრუნეთ.

პირადად მე, ძალიან კმაყოფილი ვარ. მიმდინარე სეზონში ყველაფერი ისე მიდის, როგორც მინდოდა. ვიცოდი, რომ 10-ნომრიანი მაისურის ტარება რთული იქნებოდა. მაგრამ ყველაფერთან ერთად, ეს მაისური ჩემთვის იღბლის მომტანი აღმოჩნდა,” – აცხადებს დიბალა.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა საკმაოდ ახლოს იყო “ბარსელონაში” გადასვლასთან, თუმცა მან არჩევანი ტურინში დარჩენაზე გააკეთა.