SUN: “კონტე შესაძლოა იტალიის ნაკრებში დაბრუნდეს”

ინგლისური გამოცემა “სანი” საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ინგლისური გამოცემა იუწყება, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია მზადაა, კონტე ნაკრებში მეორეჯერ დააბრუნოს. ეს ყველაფერი კი, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მოხდება.

ამჟამად იტალიის ნაკრების თავკაცი ჯამპიერო ვენტურაა. ის გუნდს 2016 წლის ივლისიდან წვრთნის.

იტალიაში წლის საუკეთესო იტალიელი სპეციალისტი დაასახელეს

“ლესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, კლაუდიო რანიერი 2016 წლის ენცო ბერცოტის ტიტული მოიპოვა, რომელიც წლის საუკეთესო იტალიელ მწვრთნელებს გადაეცემათ.

აღნიშნული ტიტული 2011 წელს შეიქმნა. საკუთარი არჩევანის დაფიქსირების უფლება ცნობილ იტალიურ გაზეთებს აქვთ, რომელიც თავიანთ ერთ ფავორიტს ასახელებენ.

რაც შეეხება ტიტულის სახელს, ამ ტიტულს სახელი 1982 წლის მუნდიალის ტრიუმფატორი მწვრთნელის, ენცო ბერცოტის საპატივცემულად დაარქვეს.

აქამდე ეს ტიტული მოპოვებული აქვთ: “იუვენტუსის” მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის, “რეალის” ყოფილ თავკაცს, კარლო ანჩელოტისა და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილ ბოსს, ჩეზარე პრანდელის.

აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული ტიტული სპეციალურად ჩეზარე მალდინისაც უსახსოვრეს, რომელიც ახლახან, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საკითხები, რომელზეც კონტემ ძალიან ბევრი უნდა იფიქროს

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობამ უკვე დაადასტურა, რომ მომავალ სეზონში “არისტოკრატებს” სათავეში ანტონიო კონტე ჩაუდგება. ეს ევრო-2016-ის დასრულების შემდეგ მოხდება.

იტალიელს ლონდონში არც თუ ისე კარგი ვითარება დახვდება – კლუბი ევროპული ფეხბურთის გარეშეა დარჩენილი, რაც ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს, თუმცა ეს მათი ერთადერთი პრობლემა არ არის. გთავაზობთ კონტეს გადასაწყვეტ 5 მთავარ პრობლემას…

ჯონ ტერის შენარჩუნება

ლონდონური “ჩელსი” მომავალ სეზონში დიდი ალბათობით კლუბის ყველაზე გამოცდილი და გამორჩეული ფეხბურთელის, ჯონ ტერის გარეშე დარჩება, თუკი ის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს იტყვის. 35 წლის ტერიმ ზამთარში განაცხადა, რომ კლუბს ამჟამინდელი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დატოვებდა, რის მიზეზადაც კლუბის მიერ გეზის შეცვლა დაასახელა.

საინტერესოა, მოსწონს თუ არა კონტეს ჯონ ტერის მიერ ნახსენები გეზი? Sky Sports-თან საუბრისას, გრიმ სოუნესმა აღნიშნა, რომ ის ვერ ხედავს ვერანაირ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა უნდოდეს კლუბს მისი შენარჩუნება.

ზ

“მიჭირს წარმოდგენა იმისა, რომ ტერისა და “ჩელსის” გზები მომავალ წელს გაიყრება. ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ, თუ რატომ არ უნდა უნდოდეს “ჩელსის” ტერისთან თანამშრომლობა. რამდენიც არ უნდა გადაიხადო სხვა მცველში, თუნდაც 60 მილიონი ფუნტი, ის ვერ გააკეთებს იმას, რასაც ტერი გასახდელში აკეთებდა. ჯონ ტერის მოშორება ჩემის აზრით უდიდესი შეცდომა იქნება.”

ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონტე ჯონ ტერისა და “ჩელსის” ყოფილი ასისტენტის, რეი უილკინსის შენარჩუნებას აპირებს.

ყოველშემთხვევაში, ჯონ ტერის წასვლით დარჩენილი ღრმულის ამოვსება კონტეს ძალიან გაუჭირდება.

აზარის ძველ ფორმაში დაბრუნება

რთულია გაიხსენო ისეთი ფეხბურთელი, რომელმაც ასეთი დონის რეგრესი ასეთ მცირე პერიოდში გაიარა. 2014/15 წლების სეზონში ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელი დღეს გუნდის იმედგამაცრუებელ ფიგურად მოგვევლინა. მას წლევანდელ სეზონში პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ არცერთ მატჩში არ გაუტანია გოლი.

აღანიშნავია, რომ მას პრემიერ ლიგიდან წასვლასაც უწინასწარმეტყველებენ. თებერვალში ბელგიელმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ “პარის სენ-ჟერმენისთვის” უარის თქმა გაუჭირდებოდა.

ზ

“ჩელსის” ამჟამინდელი და დრობითი თავკაცი, გუს ჰიდინკი თვლის, რომ აზარს ძველი ფორმის აღდგენა შეუძლია, თუმცა Sky Sports-ის სპეციალისტის აზრით მისი გაყიდვა უკეთესი ვარიანტია, თანაც თუ შესაბამის თანხას გაიღებენ.

“მის სანაცვლოდ 60 მილიონი ფუნტიც რომ მოეცათ, მას აუცილებლად გავუშვებდი. მან ერთი ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, თუმცა წელს ის ვერაფრის გაკეთებას ვერ ახერხებს. მის სანაცვლოდ თუ რაიმეს მიღებას შეძლებ, აუცილებლად უნდა აიღო. არავინ იცის შეძლებს თუ არა ის ძველ ფორმაში დაბრუნებას.”

საეჭვოა ლონდონელებმა აზარი გაუშვან, რომლის კონტრაქტიც 2020 წელს იწურება, თუ ასტრონომიულ შეთავაზებას არ მიიღებენ. ნაცვლად მისი გაშვებისა, კონტე ეცდება რაიმე გასაღები გამოძებნოს, რომელიც მის ტრანსფორმაციას გამოიწვევს.

სატრანსფერო პოლიტიკის გამოსწორება

მართალია, რომ “ჩელსის” არასახარბიელო ასპარეზობა მოურინიოს ბრალია, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ აბრამოვიჩი მის სატრანსფერო პოლიტიკას მხარს დიდად არ უჭერდა.

კლუბის მიერ გაკეთებული ბოლო ცვლილებებიდან (რადამელ ფალკაო, აბდულ რაჰმან ბაბა, პაპი ჯილობოჯი და პედრო) ვერცერთმა ვერ გაამართლა. იგივე შეიძლება ითქვას პატოზეც. იანვარში გადმობირებული ფეხბურთელის დებიუტი ამ უიქენდზე შედგა.

თუმცა ისმის კითხვა: შეძლებს კონტე საჭირო ფეხბურთელების გადაბირებას, იმის ფონზე, რომ კლუბი მომავალ სეზონში ევროპულ სარბიელზე ვერ იასპარეზებს?

Sky-ს იტალიელი ჟურნალისტი, ავგუსტო დე ბართოლო თვლის, რომ “იუვეს” ყოფილი ბოსი 3-4 ფეხბურთელს დაიმატებს, მათ შორის კი “რომას” ნახევარმცველი, რაჯა ნაინგოლანიც იქნება.

“იუვეში” პოგბას გარდა მას ჰყავდა პირლო, მარკიზიო და ვიდალი. ამ მიზეზით, ვფიქრობ რომ ის დაიმატებს ფეხბურთელს, რომელიც მისთვის გამოსადეგი იქნება. ვფიქრობ ეს რაჯა ნაინგოლანი იქნება, “რომადან”, რომელსაც კონტე აღიარებს.” – აცხადებს დე ბართოლო.

ზ

კონტემ შეტევის ხაზის გაძლიერებაზეც უნდა იფიქროს. კოშტა გაცილებით უფრო კარგ დამხმარეებს იმსახურებს, ვიდრე ლოიკ რემი და ფალკაოა.

“მათ კიდევ ერთი ფორვარდი უნდა დაიმატონ ზაფხულში, რადგანაც მხოლოდ კოშტა ვერაფერს შეძლებს.” – განაცხადა მერსონმა.

ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემა

მართალია ამ პრობლემის გადაწყვეტა მოკლე დროში შეუძლებელია, თუმცა ახალგაზრდებისთვის მეტი შანსის მიცემა “ჩელსის” ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელების დაკარგვისგან დაიცავს, როგორებიც რომელუ ლუკაკუ და კევინ დე ბრუინი არიან.

რასაკვირველია, კონტეს ბევრ ფეხბურთელთან ექნება სამუშაო. “ჩელსიმ” საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი აიყვანა იჯარით. ახალგაზრდა პერსპექტიულთა რიცხვს მიეკუთვნებიან: რუბენ ლოფტუს-ჩიკი, მეტ მიასგა და ბერტრანდ ტრაორე.

ზ

ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების განვითარება და სწორი ტრანსფერები “ჩელსის” მომავალს უზრუნველყოფილს გახდის. გარდა ამისა, ჰიდინკი მისთვის დახმარების გაწევას აპირებს. მან უკვე აღნიშნა, რომ სანამ გუნდს დატოვებს, ის საკმაოდ ბევრ ახალგაზრდას მისცემს გუნდში თამაშის შანსს.

ეს ყველაფერი კი იტალიელს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.

განათხოვრებულ ფეხბურთელებზე ზრუნვა

როგორც იცით, “ჩელსის” 30 ფეხბურთელზე მეტი ყავს განათხოვრებული სხვადასხვა კლუბებში. ასე რომ კონტეს არჩევანის უფლება საკმაოდ აქვს.

განათხოვრებენ პატრიკ ბემფორდს 6 თვით? დააბრუნებენ ხუან კვადრადოს “იუვენტუსიდან”? არის მაიკლ ჰექტორი იგნლისური ფეხბურთისთვის მზად? მუჰამედ სალაჰის დაბრუნების შანსები არც ისე დიდია, მაგრამ ვიქტორ მოზესის მომავლის საკითხი კი აუცილებლად უნდა განიხილონ, რომლის შენარჩუნებასაც “ვესტ ჰემი” ყველანაირად ეცდება.

ზ

ბრალმდებელი ანტონიო კონტესთვის 6-თვიანი დისკვალიფიკაციის მისჯას ითხოვს

გარიგებული მატჩების საქმეში ანტონიო კონტეს მონაწილეობა შესაძლოა სულ მალე მთავარი სალაპარაკო თემა გახდეს. ბრალმდებელი კონდეს ფეხბურთიდან ექვსი თვით ჩამოშორებას ითხოვს.

ბრალმდებელი ირწმუნება, რომ იტალიის ეროვნული ნაკრების ბოსი “სიენასა” და “ალბინოლეფეს” შორის გამართულ მატჩთან დაკავშირებულ სკანდალში იყო გარეული. აღნიშნული მატჩი 2011 წელს გაიმართა, თუმცა საქმე ბოლომდე ჯერაც არ დახურულა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ კონტეს უკვე მიუსაჯეს მსგავსი ტიპის სანქციები “იუვეში” ყოფნისას – მას 10-თვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, რომელიც შემდეგში 6 თვემდე შემცირდა.

თუკი მოსამართლე 46 წლის სპეციალისტის დანაშაულში მონაწილეობას დაამტკიცებს, “ჩელსის” მომავალ მწვრთნელს დამატებით 8,000 ევროს გადახდაც მოუწევს.

დელ ბოსკე: “ჩვენი მთავარი მეტოქე საფრანგეთი იქნება”

ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი, ვისენტე დელ ბოსკე თვლის, რომ საფრანგეთში გასამართ ევრო-2016-ზე “ფურია როხას” მთავარი მეტოქე სწორედ მასპინძელთა გუნდი იქნება.

“ძალიან ძლიერი გუნდები არიან, თუმცა ამ ტურნირზე ფავორიტი არ არსებობს.” – განაცხადა დელ ბოსკემ იტალიის ეროვნულ ნაკრებთან გასამართ ამხანაგურ მატჩამდე.

თუმცა თუ მხოლოდ ერთი გუნდის ამორჩევას მომთხოვთ, ვიტყოდი რომ ეს საფრანგეთია, რამეთუ სწორედ ისინი თამაშობენ სახლში.

მოგებისთვის იტალია, ბელგია, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი და პორტუგალია იბრძოლებს, თუმცა არაა გამორიცხული, რომელიმე სხვა გუნდმაც განაცხადოს ჩემპიონობაზე პრეტენზია, რაც გუნდის კარგი ფორმით იქნება განპირობებული.” – განაცხადა ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა.

ოფიციალურად: კონტე ნაკრებს ევრო 2016-ის დასრულების შემდეგ დატოვებს

Goal-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ტურნინის “იუვენტუსის” ყოფილი თავკაცი, ანტონიო კონტე იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს საფრანგეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვებს.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის შეფი, კარლო ტავეკიო ადასტურეს ინფორმაციას, რომ კონტე, რომელსაც ლონდონის “ჩელსიში” უწინასწარმეტყველებენ გადასვლას ნაკრებს ზაფხულის მიწურულს დატოვებს.

თავად 46 წლის სპეციალისტის თქმით კი ის მთლიანად ევროპის ჩემპიონატზეა კონცენტრირებული:” ამ დროისთვის ჩვენი მთავარი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე სასურველი შედეგის მიღწევაა.

ყველამ ვინც მე მიცნობს, იცის, რომ სრული პასუხისმგებლობით ვეკიდები ამ საქმეს. შემდგომ კი რომელიმე კლუბის მწვრთნელი გავხდები, სადაც აქტიურად მომიწევს მუშაობა.”

რანიერის გადასაბირებლად მხოლოდ 1 მილიონია საჭირო

ცნობილი ინგლისური გამოცემა, The Sun საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თაანხმადაც “ლესტერ სიტის” თავკაცის, კლაუდიო რანიერის გამოსასყიდად მხოლოდ 1 მილიონი ფუნტია საჭირო.

როგორც იცით, იტალიელი პრემიერ ლიგაში სენსაციურად დაბრუნდა, რამეთუ მისი კლუბი, რომელიც გასულ სეზონში პრემიერ ლიგაში დარჩენისთვის იბრძოდა ამჟამად პირველ პოზიციაზე იმყოფება და ჩემპიონობის საუკეთესო შანსი აქვს.

გამომდინარე აქიდან ბუნებრივია, რომ მისდამი ინტერესი არსებობს. რანიერის ნაკრების ჩაბარებასაც უწინასწარმეტყველებენ. შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი, ანტონიო კონტე უახლოეს მომავალში პოსტის დატოვებას აპირებს.

აბრამოვიჩმა “ჩელსის” ფეხბურთელებს გაუმხილა, რომ კონტესთან ყველაფერი შეათანხმა

Corriere dello Sport-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, რომან აბრამოვიჩმა იტალიის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელ თავკაცთან, ანტონიო კონტესთან შეთანხმებას მიაღწია.

წყაროს ცნობით, “ჩელსის” მფლობელმა სასიხარულო ამბავი ფეხბურთელებსაც ამცნო, რომლებიც იმ დროისთვის “კობჰემზე” ვარჯიშობდნენ.

ანტონიო კონტე, რომელმაც “იუვენტუსს” ზედიზედ სამჯერ მოაგებინა “სკუდეტო”, პრემიერ ლიგის ბინადარ გუნდს ევრო 2016-ის შემდეგ ჩაიბარებს.

ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ჯანლუიჯი ბუფონი 2018-ში?

როგორც იცით, ჯანლუიჯი ბუფონი, რომელსაც ნაკრებში დაახლოებით 20 სეზონი აქვს ჩატარებული, კარიერის დასრულებას 2018 წელს აპირებს.

იტალიის ნაკრებში მისი ჩანაცვლება ნამდვილად ძალიან რთული იქნება. თუმცა, იტალიელთა საბედნიეროდ მათ ჰყავთ რამოდენიმე ნიჭიერი მეკარე, რომელმაც შესაძლოა ეს საქმე იკისროს.

გთავაზობთ იტალიის ნაკრების მთავარი მეკარეობის 5 კანდიდატურას:

Mundo_Deportivo.svg

Mundo_Deportivo.svg

Mundo_Deportivo.svg

Mundo_Deportivo.svg

Mundo_Deportivo.svg

ანჩელოტი: ” ნაკრებს ჩაბარებაზე მაშინ ვიფიქრებ, როცა 71 წლის ვიქნები”

კარლო ანჩელოტი, რომელიც მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ჩაიბარებს მიუნხენის “ბაიერნს”, უახლოეს ათწლეულში იტალიის ეროვნული ნაკრების ჩაბარებას არ აპირებს. თუმცა არ გამორიცხავს, რომ ეს ოდესმე მაინც მოხდეს.

“ისტორიას თუ დავეყრდნობით, იტალია რუსეთში გასამართი მუნდიალის ფინალში უნდა გავიდეს, ხოლო 2030 წელს  უნდა მოიგოს კიდეც ეს ტიტული.

აძურის” რიგებში კარიერა არიგო საკისთან ერთად დავიწყე და კარგი იქნება თუ ასევე დავასრულებ – 71 წლის ასაკში, ეს შესაფერისი დრო იქნება.

ეს კი ნიშნავს იმას, რომ 2026 წლამდე მაღალ დონეზე უნდა განვაგრძო მუშაობა, შემდეგ კი ნაკრებში მუშაობაზეც დავფიქრდები.”

იტალიამ და ინგლისმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ამხანაგური შეხვედრა ტურინში, სადაც იტალიისა და ინგლისის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს დაუზავდნენ.

იტალია 1-1 ინგლისი

გოლი: პელე 29 – თაუნსენდი ’79

კონტე: “არამგონია, ეროვნული ნაკრები დავტოვო”

“სკუადრა აძურას” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ის არ აპირებს “იუვენტუსში” დაბრუნებას.

ტურინში წარმატებული მუშაობის შემდეგ, ანტონიო კონტე იტალიის ეროვნული ნაკრების თავკაცი გახდა, ხოლო ახლა, პრესა მას კლუბში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებს.

“დავტოვო ნაკრები? ამაზე არასდროს მიფიქრია, რომ ისინი აპირებენ ამის გაკეთებას. ჩემი დევიზი? – ჩვენ გავაგრძელოთ მუშაობა მაშინაც, როდესაც მიზანზე მიღწეულია. ეს პროგრესის საუკეთესო საშუალებაა”.

“იტალიის ნაკრებში მუშაობა ჩემთვის დიდი პატივია. ეს ოცნება ბავშვობიდანვე მქონდა და საბედნიეროდ, ავიხდინე კიდევაც. ახლა გუნდთან ერთად ტურნირის მოგება მსურს,”-განაცხადა კონტემ.