საუკეთესო ეპიზოდები პაოლო მალდინის კარიერიდან

დღეს „მილანისა“ და იტალიის ნაკრების ლეგენდარულ მცველს პაოლო მალდინის 46 წელი შეუსრულდა. წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომელშიც მისი მონაწილეობით საუკეთესო ეპიზოდებია ასახული.

დონადონი: „იტალიას მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეუძლია“

„პარმას“ მთავარი მწვრთნელის რობერტო დონადონის აზრით, იტალიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეუძლია.

„იტალიელებს მუნდიალის მოგების პოტენციალი გააჩნიათ. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება ადვილი არ იქნება, თუმცა, მგონია, შანსები გვაქვს. „სკუადრა აძურას“ მთლიანი ეტაპის დაძლევა ნამდვილად შეუძლია. ყველაფერი იმისგან იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ფორმაში იქნებიან მოთამაშეები სეზონის დასრულები შემდეგ“, – განაცხადა დონადონიმ.

ალექსანდრე მატევოსოვი

რუდი გარსია: „ტოტის მსოფლიოს ჩემპიოანტზე თამაში შეუძლია“

„რომას“ მთავარი მწვრთნელის რუდი გარსიას თქმით, გუნდის ვეტერანი კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი მუნდიალზე თამაშისთვის მზად არის.

„თუ ფრანჩესკო ბრაზილიაში გაემგზავრება, როგორც მისთვის, ასევე „რომასთვის“, ეს კარგი იქნება. ახლა მთავარია, რომ იგი კლუბში თამაშობდეს, სხვა დანარჩენს კი პრანდელი გადაწყვეტს. ყველანი ვხედავთ, რომ ტოტი ჩინებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფორმაშია. იგი ფეხბურთისგან სიამოვნების მიღებას აგრძელებს“, – განაცხადა „ჯალოროსის“ თავკაცმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

კონტეს იტალიის ნაკრების თავკაცობა სურს

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ აღიარა, რომ მას იტალიის ეროვნული ნაკრების ჩაბარების სურვილი აქვს.

„ეს ჩემთვის ნამდვილი გამოწვევა იქნებოდა. იტალიის ნაკრების თავკაცად ყოფნა – ჩემი ოცნებაა. „სკუადრა აძურას“ დამრიგებელი ვალდებულია, საუკეთესო შედეგებს მიაღწიოს, რადგან გუნდისთვის პირველი ადგილის გარდა, სხვა ადგილი არ არსებობს“, – აღნიშნა კონტემ.

„არსებობს სიტუაცია, როდესაც სულ ათი დღე გაქვს და ამ დროში გუნდთან მუშაობა უნდა მოასწრო და მოთამაშეებს თანამედროვე ფეხბურთის შესახებ შენი იდეები შესთავაზო“, – თვლის „ბიანკონერის“ თავკაცი.

„მთავარი მწვრთნელი, პირველ რიგში, კარგი ფსიქოლოგი უნდა იყოს. ყოველდღე დაახლოებით ოცდაათ ფეხბურთელთან გვიწევს საუბარი. გარდა ამისა, მუდმივი კონტაქტი ექიმებთან, გულემატკივრებთან და ჟურნალისტებთანაც გვაქვს. ყოველი მატჩისთვის სტრატეგია უნდა ავირჩიოთ“.

„თუ შემთავაზებენ, იტალიის ნაკრებს დიდი სიამოვნებით ვუთავკაცებ“, – დაასრულა ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

პრანდელი ბუფონის შეცვლას არ აპირებს

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთვნელი ჩეზარე პრანდელი „სკუადრა აძურას“ ძირითადი მეკარის შეცვლას არ გეგმავს.
„ჩემთვის ბუფონი იტალიის პირველი მეკარეა. შესაბამისად, ბრაზილიის მუნდიალზე იგი, რა თქმა უნდა, ითამაშებს. ჯიჯის ბოლომდე ვენდობი, ამიტომაც, ეჭვი არავის უნდა შეეპაროს“, – განაცხადა პრანდელიმ.
ალექსანდრე მატევოსოვი

მარკიზიოს ნაკრებში თამაში მოენატრა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო იტალიის ეროვნული ნაკრების რიგებში დაბრუნებით კმაყოფილია.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის შუახაზელი მიღებული ტრავმის შემდეგ, ერთ თვეზე მეტს მკურნალობდა, რის გამოც წინა სანაკრებო პაუზის დროსაც ვერ ითამაშა.
„ნაკრები ნამდვილად მომენატრა. ახლა ვმკურნალობ და აძურის ფორმის ჩასაცმელად კვლავ ვარ მზად. ჩვენ მეგობრული კოლექტივი გვყავს, რომელმაც ბოლო სამ წელიწადში ბევრი რამ გააკეთა. მადლობა ჩეზარე პრანდელის უნდა გადავუხადოთ, რომლის წყალობითაც ასეთ მაღალ დონეზე ავედით“,- აცხადებს მარკიზიო.
„ხვალ, ჩვენი მიზანი მხოლოდ მოგება იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე გასულები ვართ, კარგი თამაშის ჩვენება გვსურს“, – დაასრულა „ბიანკონერის“ მოთამაშემ.
ცნობისთვის, „სკუადრა-აძურას“ 2014 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე 8 ჩატარებული შეხვედრაში 20 ქულა აქვს მოპოვებული. ციკლის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ჩეზარე პრანდელი გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა.
ალექსანდრე მატევოსოვი

ბუფონი: „ტოტი ნებისმიერ გუნდს გამოადგება“

იტალიის ნაკრების მეკარის ჯანლუიჯი ბუფონის აზრით, ასაკის მიუხედავად, „რომას“ კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი ნებისმიერ გუნდს ახლაც გამოადგება.

„ასეთ ფორმაში მყოფი ტოტი ნებისმიერ გუნდს სჭირდება. ფრანჩესკო უბრალოდ უკვდავია. იგი – ნამდვილი ჩემპიონია“, – თვლის ბუფონი.

გარდა ამისა, ბუფონმა 2014 წლის მსოფლიო ჩემოპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დარჩენილ შეხვედრებზეც ისაუბრა.

„სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად, მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლი კარგად უნდა დავასრულოთ, რადგან ნაკრებში უიღბლოდ ჩატარებული შეხვედრები ფეხბურთელთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე არც ისე კარგად აისახება“, – დაასრულა ჯიჯიმ.

ალექსანდრე მატევოსოვი