ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა მენეჯერმა ბეპე მაროტამ ნახევარმცველ პოლ პოგბას ბედზე ისაუბრა.
„პოგბას კონტრაქტი მხოლოდ „იუვენტუსს“ ეკუთვნის, ასე რომ, მის ბედს მხოლოდ ჩვენ გადავწყვეტთ. თუმცა, რა თქმა უნდა, მოთამაშის აზრიც გასათვალისწინებელია.
არ დაგავიწყდეთ, ჩვენ 21 წლის მოთამაშეზე ვსაუბრობთ. მას გაზრდა თამაშიდან თამაშამდე შეუძლია. „იუვენტუსში“ მისი პროგრესისთვისა და განვითარებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი.
ცოტა ხნის წინ მასთან კონტრაქტი გავახანგრძლივეთ და აქცენტი მის გარშემო კონკურენტუნარიანი გუნდის აშენებაზე გავაკეთეთ“, – განაცხადა მაროტამ.