იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელები ტურინის „იუვენტუსს“ ნახევარმცველ პოლ პოგბას სანაცვლოდ 95 მილიონ ევროს შესთავაზებს.
აქამდე ცნობილი იყო, რომ პოგბას შეძენაზე ასევე „პარი სენ-ჟერმენიც“ ფიქრობს.
შეგახსენებთ, რომ 2012 წელს პოგბა „იუვენტუსში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით სწორედ მანჩესტერული კლუბიდან გადავიდა.
28 წლის პერუელმა ფეხბურთელმა ანტონიო გონსალესმა, რომელიც ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველ არტურო ვიდალს ძალიან ჰგავს, ჩილელი ფეხბურთელის მსგავსი ვარცხნილობაც გაიკეთა.
გონსალესი, რომელიც “უნივერსიტარიოს” ღირსებას იცავს, აცხადებს, რომ მან ასეთი ვარცხნილობა თავისი შვილის თხოვნით გაიკეთა.
“ვიდალით აღტაცებული ვარ. ყველამ ვიცით, ვინ არის ის, თუმცა ეს ვარცხნილობა ჩემი შვილის თხოვნით გავიკეთე. მას სურს, რომ ვიდალს კიდევ უფრო დავემსგავსო”, – ამბობს გონსალესი.
ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა “მილანის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს მატჩი ის და მისი თანაგუნდელები ბოლომდე უნდა დაიხარჯონ.
შეგახსენებთ, რომ 7 თებერვალს “იუვენტუსი” “მილანს” საკუთარ მოედანზე მიიღებს. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
“მართალია, “მილანთან” შედარებით ცხრილში წინ ვართ, მაგრამ ვფიქრობ, ეს მატჩი მაინც გამორჩეული იქნება. “იუვენტუსსა” და “მილანს” შორის გასამართი შეხვედრა ყველასათვის საინტერესო უნდა იყოს. მე და ჩემი თანაგუნდელები ბოლომდე დავიხარჯებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ”, – ამბობ ტევესი.
როგორც ცნობილია, კოლუმბიელი იტალიურ კლუბში იჯარის წესით ითამაშებს. ამჟამად ტრანსფერის სხვა დეტალები უცნობია.
18 წლის ნახევარმცველი „ენვიგადოს“ ძირითად გუნდში 2014 წლიდან თამაშობდა და 16 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ ტელიოს კოლუმბიის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებშიც უთამაშია. 17-წლამდელთა რიგებში მან ორჯერ ითამაშა, 21-წლამდელთა შემადგენლობაში კი ოთხჯერ. კოლუმბიის 20-წლამდელთა ნაკრების მაისურით ტელიომ 6 მატჩი ჩაატარა.
იტალიის სერია A-ს XXI ტურში “უდინეზესა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის გამართული მატჩის დაწყებამდე “ბებერი სინიორას” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი მეტოქე გუნდის ვეტერან კაპიტან ანტონიო დი ნატალეს ორიგინალურად მიესალმა. ხელის ჩამორთმევის ნაცვლად, ჯიჯიმ დი ნატალეს სილა გააწნა. ეს, რა თქმა უნდა, მეგობრული ჟესტი იყო.
ტურინის “იუვენტუსის” ვარჯიშზე გუნდის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი და ნახევარმცველი პოლ პოგბა ერთმანეთს პატარა კარებებში გოლის გატანაში შეეჯიბრნენ.
გასული კვირის ბოლოს ტურინის „იუვენტუსისა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა დავიდ ტრეზეგემ მოთამაშის კარიერა დაასრულა.
დავიდი, არ შეიძლებოდა, რომ ფეხბურთელი არ გამხდარიყო, რადგან მამამისი თავის დროზე მცველის პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა წარმატებას დოპინგთან დაკავშირებული სკანდალის გამო ვერ მიაღწია, რის შემდეგაც სკაუტი და ფიზმომზადების მწვრთნელი გახდა. საბოლოოდ, მან აგენტის ფუნქციებიც შეასრულა და შვილის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.
რა თქმა უნდა, ტრეზეგეს კარიერაში არაერთი ცუდი ეპიზოდი იყო. „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მან პენალტი ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, ბევრ კომპონენტში მისი სერია ა-ს ვარსკვლავების გვერდით დაყენება შეიძლება. ტურინული კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა შორის დავიდი მეოთხე ადგილს იკავებს – მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ბეტეგას, ბონიპერტისა და დელ პიეროს აქვთ. ლეგიონერთა შორის „ბიანკონერისთვის“ ყველაზე მეტი სარგებელი სწორედ არგენტინული წარმოშობის ფრანგს მოუტანია.
სიმბოლურია, რომ დავიდმა დიდი ტურნირების ფინალებში სწორედ იტალიის ნაკრების წინააღდეგ ითამაშა. ევრო-2000-ზე მისმა დარტყმამ საფრანგეთის ნაკრებს მოგება მოუტანა, ხოლო ექვს წელიწადში „სკუადრა აძურასთან“ მისი გამოუყენებელი პენალტის გამო ფრანგები ანგარიშით 5:3 დამარცხდნენ. არავინ იცის, რა მოხდებოდა, თუ ტრეზეგე იმ პენალტს გაიტანა.
იქედან გამომდინარე, რომ ტრეზეგე ბევრ ეროვნებასთანაა დაკავშირებული, მან მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ითამაშა. კარიერა დავიდმა არგენტინაში დაიწყო, რის შემდეგას საფრანგეთში გადავიდა, საიდანაც „იუვეში“ მოხვდა. მისი მეუღლე ესპანელია, რომელთან ერთადაც მან ინდოეთში წასვლა მოასწრო, სადაც ბოლოს ითამაშა. ტრეზეგეს „ფულის გამომუშავება“ მობეზრდა, ამიტომაც 37 წლის ასაკში კარიერის დასრულება ლოგიკური გადაწყვეტილება იყო. დავიდი მიხვდა, რომ დასვენების და მომავალზე ფიქრის დრო დადგა, თანაც მას ტრავმებიც აწუხებდნენ.
წარმატებას „ტრეზეგოლმა“ არამხოლოდ სანაკრებო დონეზე მიაღწია, მის ტიტულებს შორის ეროვნული პირველობებიც არის, მან ესპანეთში თამაში და არაბეთის გაერთიანებულ საამიეროებში მუშაობაც მოასწრო, შემდგომ კი, „რივერ პლეიტის“ წინადადებაც მიიღო, რომელზეც უარი ვერ თქვა. ასე რომ, ტრეზეგეს თავისი საინტერესო კარიერის განმავლობაში ბევრი რამ უნახავს, თუმცა თავისი პრინციპულობისთვის მას არასდროს უღალატია. ასე, მან „ნაპოლიში“ თამაში იუარა, რითაც „იუვე“ მის კარიერაში ერთადერთი იტალიური კლუბი გამოდგა.
სამწუხაროდ, საფრანგეთის ნაკრებს ტრეზეგე სათანადოდ ვერ დაემშვიდობა. იგი 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე არ გამოიძახეს – რაიმონ დომენეკის აზრით, მისი ტიპის ფეხბურთელი ნაკრებს არ უხდებოდა. თუ იმ ტურნირზე „მამლების“ გამოსვლას გავიხსენებთ, მაშინ, მივხვდებით, თუ რაში გამოიხატებოდა ნაკრების პრობლემა. ტრეზეგე ძლიერი ფორვარდი იყო. დავიდი მეორე სართულზე თამაშითა და ორივე ფეხით ძლიერი დარტყმით ყოველთვის გამოირჩეოდა.
ახალგაზრდა ფორვარდებისთვის დავიდი მაგალითს უნდა წარმოადგენს – განსაკუთრებით ეს ტექნიკურ თავდამსხმელებს ეხება, რადგან დავიდს ტექნიკური დარტყმების შესრულების ნიჭი აქვს. ტრეზეგეს აკრობატული პოტენციალი ჰქონდა, რომლის წყალობითაც, მას ნებისმიერი პოზიციიდან გატანის უნარი გააჩნდა.
დავიდს დიდებულს, ალბათ, ვერც უწოდებენ, რამეთუ მის გვერდით ყოველთვის უფრო დიდი ვარსკვლავები თამაშობდნენ. კლუბში ეს ალესანდრო დელ პიერო იყო, ხოლო ნაკრებში – ტიერი ანრი. თუმცა, დიდი ფეხბურთელი დავიდი ნამდვილად იყო, „იუვენტუსისა“ და საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში თავისი კვალი მან სამუდამოდ დატოვა. ნაკრების შემადგენლობაში მასზე მეტი გოლი მხოლოდ მიშელ პლატინიმ და ტიერი ანრიმ გაიტანეს.
სხვათაშორის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ტრეზეგე „იუვენტუსის“ ხელმძღვანელებთან უნდა შეხვედრილიყო და კლუბში შესაძლო მუშაობა განეხილა. შეხვედრის დეტალები ჯერ არ გახმაურებულა, თუმცა ვინ იცის, იქნებ, მისი სახით „იუვემ“ არამხოლოდ დიდი ფეხბურთელი, არამედ კლუბის სტრუქტურაში მომუშავე ღირებული ადამიანიც მიიღოს.
ევროპულ პრესაში ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის პოლ პოგბას „მანჩესტერ იუნაიტედში“ შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას მისი თანაგუნდელი ანდრეა პირლო გამოეხმაურა. გამოცდილი შუახაზელის აზრით, ახალგაზრდა ტალანტი „წითელი ეშმაკების“ შემადგენლობაში არასდროს დაბრუნდება.
„გაურკვეველი მიზეზების გამო, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პოგბას შანსი არ მისცა. სამწუხაროდ, მათ ამ შეცდომის გამოსწორება აღარ შეუძლიათ. არამგონია, პოლი ოდესმე ამ კლუბში კიდევ დაბრუნდეს“, – ციტირებს პირლოს „Telefoot“-ი.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი ტურინელებს 2012 წლის ივლისში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
დავიდ ტრეზეგე, რომელმაც გასულ კვირას მოთამაშის კარიერა დაასრულა, დიდი ალბათბით, სულ მალე ტურინის „იუვენტუსის“ სტრუქტურაში მუშაობას დაიწყებს. გაზეთ „L’Equipe“-სთან საუბრისას, დავიდმა ტურინული კლუბის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკების დაწყება დაადასტურა.
„საქმე კლუბის მსოფლიოს მასშტაბით იმიჯს ეხება“, – აცხადებს ტრეზეგე.
როგორც ცნობილია, ექს-ფეხბურთელი „იუვეს“ წარმომადგენლებს უკვე ოთხშაბათს შეხვდება.
ცნობისთვის, ფეხბურთელის სტატუსით დავიდმა საფრანგეთისა და იტალიის ჩემპიონატები ორ-ორჯერ მოიგო. „იუვენტუსთან“ ერთად იგი ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი იყო, საერთაშორისო დონეზე კი მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონი და 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.