„ინტერის“ ნახევარმცველმა ერნანესმა „იუვენტუსთან“ მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.
„აუცილებლად კარგად უნდა დავიწყოთ, შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება. პროგნოზებისგან თავს ვიკავებ, თუმცა ვგრძნობ, რომ ყველაფერი გამოგვივა. აგრესიულად, თუმცა ტაქტიკურად სწორად უნდა ვითამაშოთ.
ბოლო მატჩების სტატისტიკაზე საუბარი შეგვიძლია (მათ შორის ბურთის ფლობაზეც), თუმცა ამ კონკრეტულ შეხვედრაში ყველაფრის გაუმჯობესება შეგვიძლია. ხშირად არასწორი მოქმედება ძვირად გვიჯდება.
დიახ, „იუვენტუსი“ დაუმარცხებელი გუნდი ნამდვილად არაა, რაც მის „ჯენოასთან“ გასვლით მატჩში დამტკიცდა. ამავდროულად მისი დამარცხება, რა თქმა უნდა, რთულია. თანაც, ცოტა ხნის წინ გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში გავიდა.
„სან-პაუოლუმ“, რომელშიც მე ვთამაშობდი, სეზონის მეორე ნახევარში მეტოქის 11-ქულიანი ჰანდიკაპის მიხუედავად, ჩემპიონატის მოგება მოახერხა. უბრალოდ, საკუთარი თავის უნდა გვჯეროდეს“, – განაცხადა ბრაზილიელმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „ინტერის“ შეხვედრა ექვს იანვარს გაიმართება.