ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა მთელ ზრუგზე ტატუ გაიკეთა.
„დიდი მადლობა ჩინებული ხელოვნებისთვის“, – დაწერა არგენტინელმა თავისი ტვიტერის გვერდზე.
5 დეკემბერს, იტალიის ჩემპიონატში, “ფიორენტინასა” და “იუვენტუსს” შორის გამართულ შეხვედრაში, პოლ პოგბამ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს მშვენიერი ფინტები გაუკეთა.
იტალიის სერია A-ს მე-14 ტური ფლორენციაში გაიხსნა – ადგილობრივმა „ფიორენტინამ“ გათამაშების ცხრილის ლიდერი ტურინის „იუვენტუსი“ მიიღო. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
შედეგად, „ბიანკონერის“ 35 ქულა დაუგროვა და, „რომას“ მოგების შემთხვევაში, პირველ ადგილზე მყოფილი გუნდი უახლოეს მდევარს მხოლოდ ქულით გაუსწრებს. რაც შეეხება „ფიორენტინას“, ფლორენციელები 20 ქულით ამჟამად მერვე ადგილს იკავებენ.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე მხოლოდ ერთი ტურია დარჩენილი. განვლილ ხუთ ტურში ბევრი საინტერესო რამ მოხდა.
სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ დაასახელა ის ათი ფეხბურთელი, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მეტი ზუსტი პასი გააკეთეს.
10. ფაბიან ფრეი (“ბაზელი”)
ზუსტი პასების რაოდენობა – 266
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 86%
9.ლიონელ მესი (“ბარსელონა”)
ზუსტი პასების რაოდენობა – 272
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 86%
8. მაქსველი (“პარი სენ-ჟერმენი”)
ზუსტი პასების რაოდენობა – 286
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 92%
7. ნემანია მატიჩი (“ჩელსი”)
ზუსტი პასების რაოდენობა – 299
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 89%
6. მეჰდი ბენატია (“რომა”)
ზუსტი პასების რაოდენობა – 317
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 91%
5. ჯორჯო კიელინი (“იუვენტუსი”)
ზუსტი პასების რაოდენობა – 332
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 87%
4. სესკ ფაბრეგასი (“ჩელსი”)
ზუსტი პასების რაოდენობა – 349
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 89%
3. დანი ალვეში (“ბარსელონა”)
ზუსტი პასების რაოდენობა – 355
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 89%
2. ტონი კროოსი (“რეალი”)
ზუსტი პასების რაოდენობა – 361
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 95%
1. ჩაბი ალონსო (“ბაიერნი”)
ზუსტი პასების რაოდენობა – 433
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 91%
ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში ტურინის “იუვენტუსი” “მალმიოს” ესტუმრა და მეტოქეს ორი უპასუხო ბურთი გაუტანა.
მალმიო 0-2 იუვენტუსი
გოლები: ლიორენტე 49′ ; ტევესი 88′
ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის პოლ პოგბას აგენტის მინო რაიოლას აზრით, დღეს მისი კლიენტი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.
„ვფიქრობ, პოგბა დღეს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. „იუვენტუსმა“ ჩემი კლიენტის თაობაზე მიმდინარე წლის ზაფხულში რამდენიმე წინადადება სწორედ ამიტომ არ მიიღო.
ტურინში პოლი თავს ჩინებულად გრძნობს. კლუბის ხელმძღვანელობასთან შესანიშნავი ურთიერთბა გვაკავშირებს. კონტრაქტი 2019 წლამდე ამიტომ გავახანგრძლივეთ. როგორც ვიცი, პოგბას „იუვეს“ დატოვება არ სურს“, – განაცხადა რაიოლამ.
ტურინის “იუვენტუსის” ახალგაზრდა ფეხბურთელი პოლ პოგბა ბოლო დროს პრესაში გავრცელებულ ამბებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის “ბიანკონერის” რიგებში თავს ძალიან კარგად გრძნობს.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფეხბურთელს მადრიდის “რეალს” ხშირად უკავშირებენ, თუმცა როგორც ჩანს, ის ჯერ არსად წასვლას არ აპირებს.
“მადრიდის “რეალი” დიდი კლუბია, მაგრამ ასეთივე დიდი კლუბია “იუვენტუსი”. სანამ ტურინში ჩამოვიდოდი, “მანჩესტერ იუნაიტედში” ვთამაშობდი, მე კი აქ წამოსვლა გადავწყვიტე. “იუვენტუსში” თავს ძალიან კარგად ვგრძნობ”, – ამბობს პოგბა.
ხუან სებასტიან ვერონს მიაჩნია, რომ კარლოს ტევესი ”იუვენტუსში” კარიერის მანძილზე საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს.
”მანჩესტერ უნაიტედში” თამაშისას მას კარგი სეზონი მაინც არ ჰქონდა. არგენტინელი თავს ბედნიერად უფრო ”იუვენტუსის” შემადგენლობაში გრძნობს. საერთოდ მიმაჩნია, რომ თუ გუნდში კარგად გრძნობ თავს, ფული შენთვის ყოველთვის მეორეხარისხოვანია.”
ვერონს ასევე ტევესის თანაგუნდელ, პოლ პოგბას შესახებაც ჰკითხეს: “რა თქმა უნდა, ის კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მისი თამაშის სტილი არ მხიბლავს. მე მირჩევნია ვიდალი. ის მხოლოდდამხოლოდ კონცენტრირებულია გოლის გატანაზე. მაგრამ ერთიც პირლო ერთადერთი და არამიწიერი”.
იტალიური გრანდი ”ბარსას” ბრაზილიელი ფეხბურთელით დაინტერესდა. სავარაუდოდ, დანი ალვეში თავის ბოლო სეზონს ატარებს კატალონიელთა რიგებში. ფაქტია რომ ფეხბურთელი გუნდს ისე ვეღარ ეხმარება, როგორც მას ადრე შეეძლო.
ამ ყველაფერს ემატება თავსატეხი, შტეფან ლიხტშტაინერის სახით. ფეხბურთელმა უარი განაცხადა კონტრაქტის გახანგძლივებაზე. დიდი ალბათობით ის შემდეგ სეზონში გუნდს დატოვებს. იტალიელები კი, რა თქმა უნდა, მის შემცვლელს ეძებენ. ერთ-ერთ ვარიანტად კი, როგორც ზემოთ ვთქვით, დანი ალვესი განიხილება.
ტურინის “იუვენტუსმა” მომავალ სეზონში შესაძლოა, მაისურზე სამი ვარსკვლავი დაიბრუნოს.
შეგახსენებთ, რომ 2006 წელს იტალიურ ფეხბურთში აგორებული კორუფციული სკანდალი იმით დასრულდა, რომ ტურინულ კლუბს 2005 და 2006 წლების საჩემპიონო ტიტულები ჩამოართვეს და სერია B-ში დააქვეთეს. ტურინში ამ დრომდე მიიჩნევენ, რომ მათ ტიტულები უსამართლოდ ჩამოართვეს.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციასა და “იუვენტუსს” შორის შექმნილი ეს აზრთა სხვადასხვაობა კლუბის გერბს ზემოთ ვარსკვლავების რაოდენობის გამოსახვის დროსაც ქმნიდა პრობლემებს.
კერძოდ, აქამდე “იუვენტუსს” გერბს ზემოთ სამი ვარსკვლავის გამოსახვას უკრძალავდნენ, თუმც ტურინელებს ორი ვარსკვლავის გამოსახვის უფლება ჰქონდათ, რაზეც კლუბში უარი თქვეს და 2012 წელს გერბიდან ვარსკვლავები საერთოდ გააქრეს. ვინაიდან წინა სეზონში გუნდი იტალიის ჩემპიონი 30-ედ ოფიციალურად გახდა, ტურინელებს გერბის ზემოთ სამი საჩემპიონო ვარსკვლავის გამოსახვის უფლება უკვე აქვთ.
“იუვენტუსის” ტექნიკური სპონსორი “ადიდასი” აპირებს, რომ მომავალი სეზონისთვის კლუბის მაისურზე სამი ვარსკვლავი გამოსახოს.