დელ პიერო კვლავ „იუვენტუსის“ მაისურს ჩაიცვამს

თავდამსხმელი ალესანდრო დელ პიერო ცოტა ხნით კვლავ ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდება.

დღეს, ათ აგვისტოს, ტურინში, „იუვენტუსი“ ავსტრალიის საფეხბურთო ლიგის საუკეთესო მოთამაშეებით დაკომპლექტებულ გუნდს შეხვდება. აღნიშნულ შეხვედრაში დელ პიერო რამდენიმე წუთით „იუვენტუსის“ რიგებში თამაშს გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ალესანდრო „ბიანკონერის“ ღირსებას 1993 წლიდან 2012 წლამდე იცავდა. აღნიშნულ პერიოდში გუნდის მაისურით მან 705 მატჩი ჩაატარა და 290 გოლიც გაიტანა.

ალეგრი: “გვინდა, რომ ვიდალი “იუვენტუსში” დარჩეს”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი აცხადებს, რომ კლუბის ხელმძღვანებლობას არტურო ვიდალის შენარჩუნება სურს.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ნახევარმცველის შეძენა “მანჩესტერ იუნაიტედს” სურს, მაგრამ ტრანსფერი ჯერ არ განხორციელებულა.

“არტუროს ვესაუბრე, სასაუბრო თემა კი მისი ფიზიკური მდგომარეობა იყო. თუ ის “იუვენტუსში” დარჩება, ძალიან გაგვიხარდება. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ მან ისევ ჩვენთან ითამაშოს”, – ამბობს ალეგრი.

ოფიციალურად: ისლა “ქუინს პარკში” ითამაშებს

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარცველი მაურისიო ისლა კარიერას ინგლისურ “ქუინს პარკ რეინჯერსში” გააგრძელებს. 26 წლის ჩილელი ფეხბურთელი დასავლეთლონდონურ კლუბში მთელი სეზონის განმავლობაში იჯარის წესით ითამაშებს.

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სეზონის ბოლოს ლონდონელებს 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ ფეხბურთელის სრულად გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

ისლას შესახებ კომენტარი გააკეთა “ქუინს პარკის” მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა.

“ისლა უმაღლესი დონის მოთამაშეა. მოხარულნი ვართ, რომ მას ჩვენს კლუბში ვხედავთ. ის უნივერსალური ფეხბურთელია, სავსე ენერგიით. დარწმუნებული ვარ, რომ მისი დამატება ჩვენთვის სახეირო იქნება”, – რედნაპის სიტყვები კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პირველი კომენტარი გააკეთა მაურისიო ისლამაც.

“მოხარული ვარ აქ გადმოსვლით. ჩემთვის ეს ახალი თავგადასავლის დაწყებაა. ყველას კარგად მოეხსენება, რომ პრემიერლიგა მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია. “ქუინს პარკ რეინჯერსის” მიერ შემოთავაზებული წინადადება მეტად საინტერესო აღმოჩნდა და მიხარია, რომ დავთანხმდი. თითოეულ მატჩში 100 პროცენტით დავიხარჯები, რათა გუნდს დავეხმარო”, – აღნიშნა თავად ისლამ.

 

პოგბა: “მომავალი არ მაინტერესებს”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი პოლ პოგბა აცხადებს, რომ ის პრესაში გავრცელებულ ჭორებს ყურადღებას არ აქცევს და ახლა მხოლოდ “იუვენტუსზე” ფიქრობს.

“მომავალი არ მაინტერესებს. მე აწმყოთი ვცხოვრობ. “იუვენტუსში” ვრჩები და მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, გუნდს რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოვუტანო. შეხვედრა კლუბის ხელმძღვანებლობასთან ტრანსფერთან დაკავშირებით? მე არავისთან არ დამიგეგმავს შეხვედრა”, – ამბობს პოგბა.

ვიდალი “იუვენტუსიდან” წასვლაზე ფიქრობს

“სქაი სპორტსის” ცნობით, ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი არტურო ვიდალი ახლობლებთან საუბრისას გამოტყდა, რომ კლუბიდან წასვლაზე ფიქრობს.

თუმცა, თავად ფეხბურთელის სურვილზე ნაკლებია დამოკიდებული. “იუვეს” ხელმძღვანელობამ უკვე განაცხადა, რომ ვიდალს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევიან, თუ მსურველი მის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს გადაიხდის.

ჩილელ ნახევარმცველს “ბებერ სინიორასთან” მოქმედი კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში ეწურება.

არტურო ვიდალის მთავარ მსურველად “მანჩესტერ იუნაიტედი” სახელდება.

 

ისლამ “ქუინს პარკში” სამედიცინო შემოწმება გაიარა

საზღვარგარეთული პრესის თანახმად, ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა მაურისიო ისლამ “ქუინს პარკ რეინჯერსში” სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და უახლოეს პერიოდში ტრანსფერი ოფიციალურადაც უნდა დადასტურდეს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, დასავლეთლონდონური კლუბი ჩილელ ფეხბურთელს იჯარის წესით აიყვანს, შემდგომი გამოსყიდვის პირობით.

მაურისიო ისლამ იტალიის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში 18 მატჩი ჩაატარა.

 

ოფიციალურად: “იუვენტუსმა” რომულო ინათხოვრა

“ვერონას” ნახევარმცველი რომულო იჯარის წესით ტურინის “იუვენტუსში” ითამაშებს. საიჯარო ხელშეკრულება მთელი სეზონის პერიოდზე ვრცელდება.

შეთანხმების მიხედვით, თუ 27 წლის ფეხბურთელი “იუვეს” ფორმით მატჩების საერთო რაოდენობის მინიმუმ 60 პროცენტს ჩაატარებს, “ბებერ სინიორას” მისი სრულად გამოსყიდვის უფლება ექნება. ამ შემთხვევაში, ტურინელები იჯარისთვის გათვალისწინებულ ერთ მილიონს კიდევ 6 მილიონ ევროს დაამატებენ.

იტალიის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში რომულომ 32 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

ალეგრი: „ვიდალი „იუვენტუსში“ ბედნიერია“

ბრიტანული პრესა „იუვენტუსის“ ნახევარმცველის არტურო ვიდალის „მანჩესტერ იუნაიტედში“ შესაძლო ტრანსფერზე აქტიურად წერს, თუმცა მხარეები ჯერჯერობით ვერ შეთანხმებულან.

„ბიანკონერის“ თავკაცის მასიმილიანო ალეგრის თქმით, 27 წლის ნახევარმცველი კლუბის დატოვებას არ აპირებს.

„ვიდალი „იუვენტუსისთვის“ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. იგი ძალიან მოტივირებულია და აქ ყოფნით ბედნიერია.

მას ვესაუბრე, რათა მისი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ გამეგო, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე არტურომ ოპერაციის გაკეთების შემდეგ ითამაშა. რამდენიმე დღის განმავლობაში ვიდალი სპეციალოური პროგრამით ივარჯიშებს“, – განაცხადა ალეგრიმ.

კარლოს ტევესის მამა გაიტაცეს

არგენტინულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელის კარლოს ტევესის მამა გაიტაცეს.

გაზეთ Clarin-ის ცნობით, გატაცება დილის 5 საათზე მოხდა. გამტაცებლებმა გამოსასყიდის მიღების მიზნით ტევესის ოჯახის წევრებს ორჯერ დაურეკეს. თავდაპირველად, მათ არ იცოდნენ, რომ გატაცებული კარლოს ტევესის მამა იყო, ამიტომ მცირე თანხა მოითხოვეს, თუმცა შემდეგ დამნაშავეებმა ყველაფერი გაარკვიეს და უფრო დიდი თანხის მიღება მოინდომეს.

თუ არგენტინულ მედიას დავუჯერებთ, გამტაცებლებმა თანხა უკვე მიიღეს.

ალეგრიმ „იუვენტუსში“ მოღვაწეობა სამოყვარულო გუნდთან მარცხით დაიწყო

იტალიის მოქმედი ჩემპიონი ტურინის „იუვენტუსი“ სამოყვარულო გუნდ „ლუჩენტოსთან“ ამხანაგურ მატჩში ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

ხსენებულ შეხვედრაში გუნდის ახალმა თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ მოედანზე ყველა ის მოთამაშე გამოიყვანა, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა არ მიუღია. აღსანიშნავია, რომ „იუვეს“ რიგებიდან ორივე გოლი ესპანელმა ფერნანდო ლიორენტემ გაიტანა.

სათქმელია, რომ „ბებერი ქალბატონის“ შემადგენლობაში „უდინეზედან“ იჯარით გადასული რობერტო პერეირას დებიუტი შედგა, თუმცა განსაკუთრებული მას ვერაფერო გაუკეთებია.

„იუვენტუსმა“ არგენტინელი ფეხბურთელი დაიმატა

ტურინის „იუვენტუსმა“ იჯარის წესით „უდინეზეს“ ნახევარმცველი რობერტო პერეირა დაიმატა.

მხარეებს შორის ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა. სეზონის ბოლოს ტურინელებს არგენტინელი ფეხბურთელის სრულად გამოსყიდვის უფლება მიეცემათ.

რობერტო პერეირას ნახევარდაცვის ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, თუმცა უმეტესად მარცხენა ფრთაზე ირჯება ხოლმე.

იტალიური პრესის თანახმად, აღნიშნულ იჯარაში „იუვენტუსმა“ 1,5 მილიონი ევრო გაიღო. ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 14 მილიონ ევროს შეადგენს.

 

ტევესი „იუვენტუსიდან“ წასვლით იმუქრებოდა

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა კლუბის ხელმძღვანელობას მთავარი მწვრთნელის პოსტზე რობერტო მანჩინის დანიშვნა გადააფიქრა.

„ბიანკონერის“ თავკაცის პოსტიდან ანტონიო კონტეს წასვლის შემდეგ მანჩინი მის ერთ-ერთ შემცვლელად მოიაზრებოდა, თუმცა არგენტინელმა ფორვარდმა კლუბის ხელმძღვანელებს ულტიმატუმი წაუყენა და „მანჩესტერ სიტის“ ექს-თავკაცის დანიშვნის შემთხვევაში წასვლით იმუქრებოდა, რის შესახებაც „Football Italiა“ ცნობილ გამოცემა „Corriere della Sera“-ზე დაყრდნობით წერს.

შეგახსენებთ, რომ ტევესი მანჩინისთან ერთად „მანჩესტერ სიტიში“ მუშაობდა. მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩემპიონთა მატჩის დროს მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის კონფლიქტი მოხდა, რადგან არგენტინელმა ცვლილებაზე გამოსვლაზე უარი თქვა.

გეტყვით იმასაც, რომ ტურინელთა დამრიგებლად „მილანის“ ყოფილი თავკაცი მასიმილიანო ალეგრი დაინიშნა.