ბუფონმა სარეკორდო მატჩი ჩაატარა

ხორვატიასთან მატჩი იტალიის ნაკრების მეკარისთვის ჯანლუიჯი ბურფონისთვის ევროპის ჩემპიონატზე და მის საკვალიფიკაციო ეტაპზე 50-ე გამოდგა. ამ მხვრივ, „სკუადრა აძურას“ გოლკიპერმა რეკორდი დაამყარა. კონტინენტის პირველობაზე და მის საკფალივიაკაციო შეხვედრებში მატჩების ეს რაოდნეობა აქამდე არავის ცაუტარებია.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბუფონის დებიუტი 1998 წლის ათ ოქტომბერს შედგა, როდესაც იტალიელებმა შვეიცარიას ანაგრიშით 2:0 მოიგეს.

მალტასთან 2014 წლის ოქტომბერში გამართულ შეხვედრაში ჯიჯიმ 48-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით სარკის ოვსეპიანსა და ლილიამ ტიურამს გაუთანაბრდა.

ბუფონს ათი ნაკერი დაადეს

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ხორვატიისა და იტალიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას “სკუადრა აძურას” კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა მუხლის არეში ღრმა ჭრილობა მიიღო და შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

Tmw-ის ცნობით, 37 წლის იტალიელ მეკარეს ათი ნაკერი დაადეს.

მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუ რა ხნის გამოტოვება მოუწევს ბუფონს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შეხვედრაში ჯანლუიჯი ბუფონმა მარიო მანჯუკიჩს პენალტი აუღო. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

 

ბუფონის მატჩისშემდგომი კომენტარი

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში ტურინის “იუვენტუსი” “ბარსელონასთან” ანგარიშით 1:3 დამარცხდა. შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა “ბებერი სინიორას” კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა, რომელსაც ეს პრესტიჟული ტიტული კარიერის განმავლობაში მოგებული არ აქვს.

“ვიცი, როგორ უნდა შევხვდე დიდ გამარჯვებებსა და მარცხს. სპორტში ასეთი იმედგაცრუებები ხდება ხოლმე, მაგრამ მანამდე ჩვენს ფანებთან ერთად ბევრი დიდებული მომენტით გავიხარეთ.

სამწუხაროა, რომ მთავარ მიზანს ვერ მივაღწიეთ, თუმც წარმატების იმედი ნამდვილად მქონდა”, – ციტირებს ბუფონის სიტყვებს “სქაი სპორტ იტალია”.

 

ბუფონის გენიალური სეივი დღევანდელ მატჩში (ვიდეო)

ახლა მიმდინარეობს ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბერლინში, სადაც “ბარსელონა” “იუვენტუსს” 0:1 ამარცხებს.

მატჩის დასაწყისში, იტალიური გრანდის მეკარემ, ჯიჯი ბუფონმა გენიალური სეივი განახორციელა, დანი ალვეშის დარტყმის შემდეგ.

ტურამი: „ბუფონის დონის ადამიანების გამო ჩემი გული ორად იყოფა“

ტურინის „იუვენტუსის“ ექს-ნახევარმცველმა ლილიან ტურამმა ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალში მეკარე ჯანლუიჯი ბუფონის როლის შესახებ ისაუბრა.

„ბუფონი „ბარსელონასთან“ თავს 200%-თ გამოიჩენს. მას ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან სურს. ჯანლუიჯი ფანტასტიკური მეკარეა, რომელიც კვლავ ტოპ დონეზე დაბრუნდა. მას რწმენა არასდროს დაუკარგავს. იმედია, ის ჩემპიონთა ლიგას მაინც მოიგებს.

ასეთი ადამიანების გამო ჩემი გუნდი ორად იყოფა, რადგან, როგორც „იუვენტუსში“, ასევე „ბარსელონაში“, ბევრი ჩემი მეგობარი თამაშობს. წინ ძალიან კარგი მატჩი გველის“, – ციტირებს ტურამს „მუნდო დეპორტივო“.

ბუფონი: “ეს სკუდეტო ჩემთვის დიდი მიღწევაა”

“იუვენტუსის” მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა მორიგი მოგებული სკუდეტოს შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“ტიტულის მოგებას ათი წუთი ვზეიმობდით. მართალია, ჩვენი ფიქრი ახლა მხოლოდ მადრიდის “რეალზეა”, მაგრამ მორიგმა ტიტულმა ძალიან დადებიდათ იმოქმედა ჩვენზე. ახლა მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გადავერთოთ”.

“სეზონის მიწურულს ქულები დავკარგეთ, მაგრამ არაფერს წყვეტს. რაც მთავარია, მორიგი სკუდეტოს მფლობელები ვართ”.

“ეს სკუდეტო ჩემთვის დიდი მიღწევაა. გამარჯვება ნებისმიერ დროს სასიხარულოა, მაგრამ როდესაც ასეთი დონის ტიტულს იგებ, ორმაგად კარგია ნებისმიერი ფეხბურთელისთვის,”-განაცხადა ბუფონმა.

ბუფონი: “არ მეგონა, რომ ნახევარფინალში გასასვლელად 12-წლიანი ლოდინი მომიწევდა”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ტურინის “იუვენტუსმა” “მონაკო” ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 1:0 დაამარცხა. “ბებერი სინიორას” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ამბობს, რომ ჯერ არაფერია მიღწეული.

“12 წლის წინათ მეგონა, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში კიდევ ერთხელ გასასვლელად ნაკლები დრო დამჭირდებოდა, თუმცა ამ გზის გავლა რთული აღმოჩნდა. ახლა შედეგით ტკბობის საშუალება გვაქვს.

რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჯერ არაფერია მიღწეული. მომდევნო ეტაპზე ნებისმიერ ფასად უნდა გავსულიყავით. ეს დიდებული შანსია იმისთვის, რომ 12 წლის შემდეგ “იუვენტუსი” კიდევ ერთხელ ვასახელოთ”, – ბუფონის სიტყვები Football Italia-მ გამოაქვეყნა.

 

ბუფონი: „ეს პოზიტიური შედეგია“

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა „მონაკოსთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/4-ფინალური ეტაპის მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 1:0 მოიგო.

„ეს პოზიტიური შედეგია. ჩვენ სახლში გავიმარჯვეთ და გოლიც არ გავუშვით, რაც საპასუხო მატჩის წინ უპირატესობას გვაძლევს.

პირველ ოც წუთში „მონაკომ“ თავისი შესაძლებლობები გამოამჟღავნა. ჩვენ პასების დროსაც ვცდებოდით, ამიტომაც მეტოქეეს სახიფათო კონტრშეტევების დროს 3-4 შანსი შეექმნა“, – განაცხადა ბუფონმა.

ბუფონი, პირლო და ტევესი „პარმასთან“ არ ითამაშებენ

ტურინის „იუვენტუსმა“ „პარმასთან“ იტალიის სერია ა-ს უახლოესი ტურის მატჩისთვის განაცხადი დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ გამოძახებულთა შორის ნახევარმცველი ანდრეა პირლო და თავდამსხმელი კარლოს ტევესი ვერ მოხვდნენ. ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა მასილიანო ალეგრიმ „მონაკოსთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველი მატჩის წინ თავის დაზღვევა გადაწყვიტა.

მცირე ვირუსის გამო აუტსაიდერთან შეხვედრაში ტურინელებს ვერც მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი დაეხმარება.

ბუფონი: “მატჩი “სიგნალ იდუნა პარკზე” არასდროსაა მოსაწყენი”

“ბორუსია დორტმუნდთან” გამართულ მატჩამდე, ჯანლუიჯი ბუფონმა პრეს-კონფერენციაზე მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ორი განმეორებითი მატჩი გაიმართება, ერთ-ერთში კი “სიგნალ იდუნა პარკზე” “ბორუსია” “იუვენტუსს” მიიღებს.

“სიგნალ იდუნა პარკი? – აქ მატჩი არასდროსაა მოსაწყენი. გულშემატკივრებისგან სითბოს პირველიდან ბოლო წუთამდე გრძნობ”.

“გულშემატკივრების აქტიურო მხარდაჭერა მასპინძლების პლიუსია, მაგრამ ვეცდებით, მათი ეს უპირატესობა არ გავხადოთ შესამჩნევი”.

პირველ მატჩში, “იუვენტუსმა” მეტოქე 2:1 დაამარცხა.

ბუფონმა დი ნატალეს სილა გააწნა

იტალიის სერია A-ს XXI ტურში “უდინეზესა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის გამართული მატჩის დაწყებამდე “ბებერი სინიორას” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი მეტოქე გუნდის ვეტერან კაპიტან ანტონიო დი ნატალეს ორიგინალურად მიესალმა. ხელის ჩამორთმევის ნაცვლად, ჯიჯიმ დი ნატალეს სილა გააწნა. ეს, რა თქმა უნდა, მეგობრული ჟესტი იყო.

მატჩი უგოლოდ დასრულდა.

სუპერ ჯიჯი! ჯანლუიჯი ბუფონის ბრწყინვალე სეივი “სამპდორიასთან” მატჩში (ვიდეო)

14 დეკემბერს, იტალიის სერია A-ში, “იუვენტუსსა” და “სამპდორიას” შორის გამართულ შეხვედრაში ჯანლუიჯი ბუფონმა შესანიშნავი სეივი განახორციელა.