ჯანო ანანიძემ “სპარტაკთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ მოსკოვის “სპარტაკის” ქართველმა ლეგიონერმა, ჯანო ანანიძემ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. 24 წლის სპორტსმენი რუსულ კლუბში 2021 წლის 31 აგვისტომდე დარჩება.

გეტყვით, რომ ჯანო “სპარტაკში” 2007 წელს მივიდა. მას 2008 წელს ახალგაზრდულ გუნდში თავის გამოჩენის საშუალება მისცეს. ერთ წელში კი ანანიძე მთავარ გუნდში გადავიდა. 2009 წლის 15 ივლისს რუსეთის თასის მატჩზე ქართველმა “კრასნოდარს” გოლი გაუტანა და ამით იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც “სპარტაკის” მაისურით გოლი გაუტანია. ამ წლის პირველ აგვისტოს ჯანოს უკვე რუსეთის პრემიერ ლიგაში ჰქონდა დებიუტი “ყუბანის” წინააღმდეგ.

საბოლოო ჯამში, 24 წლის ფეხბურთელმა მოსკოვურ გუნდში 111 შეხვედრა ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.

მას საქართველოს ნაკრებში 32 მაქტჩში აქვს მონაწილეობა მიღებული; ეროვნულ ნაკრებში ანანიძის ანგარიშზე 4 გოლია.

 

ანანიძის მიერ გატანილი ბურთი ტურის საუკეთესო გოლად დასახელდა

რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურში “ორენბურგის” კარში ჯანო ანანიძის მიერ გატანილი ბურთი ტურის საუკეთესო გოლად დაასახელეს (3:1). ორივე წამყვანი რუსული სპორტული გამოცემის – “სოვეტსკი სპორტისა” და “სპორტ-ექსპრესის” თანახმად, მე-7 ტურში საუკეთესო გოლი ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა.

“სოვეტსკი სპორტის” გამოკითხვა გულშემატკივრებს შორის ტარდება და აქ ჩვენებურმა ხმათა 65,4 პროცენტი მოაგროვა. “სპორტ-ექსპრესმა” კი ტურის საუკეთესო გოლი გამოცემის ჟურნალისტების გამოკითხვით აირჩია. “სპორტ-ექსპრესის” ხუთიდან ოთხმა ჟურნალისტმა საუკეთესოდ სწორედ ანანიძის გოლი დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჯანო ანანიძემ ოთხი მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.

მოსკოვის “სპარტაკი” სატურნირო ცხრილს 19 ქულით ლიდერობს.

ანანიძემ “ორენბურგს” სუპერგოლი გაუტანა (ვიდეო)

რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურში მოსკოვის “სპარტაკი” “ორენბურგს” ეწვია და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა. სტუმართა მესამე გოლი ჯანო ანანიძის ანგარიშზეა, რომელიც 69-ე წუთზე გაიტანა. ქართველ ფეხბურთელს მართლაც თვალსასეირო გოლი გამოუვიდა, რომლის ამსახველ ვიდეოსაც აქვე გთავაზობთ. ანანიძემ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 81-ე წუთამდე ითამაშა.

რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჯანო ანანიძემ ოთხი მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.

მოსკოვის “სპარტაკი” სატურნირო ცხრილს 19 ქულით ლიდერობს.

ჯანო ანანიძემ ავსტრიის ნაკრებს ბრწყინვალე გოლი გაუტანა (ვიდეო)

ჯანო ანანიძემ ავსტრიის ნაკრების კარში ბრწყინვალე გოლის გატანა მოახერხა და საქართველოს ნაკრები თამაშში დააბრუნა – 2:1.

ლეგიონი: ჯანო ანანიძემ “ანჟის” გაუტანა (ვიდეო)

მოსკოვური “სპარტაკის” ქართველი ლიდერი, ჯანო ანანიძე კვლავ შესანიშნავ ფორმაშია – ამჯერად, ქართველმა ლეგიონერმა თავი “ანჟისთან” გამართულ მატჩში გამოიჩინა. სწორედ ჯანომ გახსნა ანგარიში აღნიშნულ მატჩში.

ჯანო ანანიძე: “ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა”

რუსული “სპარტაკის” ქართველმა ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ TACC-თან საუბრისას, აღნიშნა, რომ ახალ სეზონში გუნდის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა.

შეგახსენებთ, რომ რუსული ჩემპიონატის 2015/16 წლების გათამაშებაში “სპარტაკი” მეხუთე პოზიციაზე გავიდა და ევროპა ლიგაზე ბრძოლის უფლება მოიპოვა. ამ დროისთვის, “სპარტაკს” ევროპა ლიგის პლეი-ოფში თამაშამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.

“ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა – სწორედ ასეთი მიზანი დაგვისახა კლუბის ხელმძღვანელობამ მიმდინარე სეზონისათვის. “ზენიტისა” და “ცსკას” თამაშებს ვუყურე (პირველ ტურში).

შეიძლება ითქვას, რომ ისეთი ფეხბურთელების წასვლამ, როგორებიც არიან: ჰალკი, აქსელ ვიტსელი და დანი, “ზენიტი” საკმაოდ დაასუსტა. სწორედ ეს ფეხბურთელები წარმოადგენდნენ მთავარ ძალას მათ შეტევაში. ამ ფეხბურთელების გარეშე “ზენიტს” ნამდვილად გაუჭირდება.

იგივე შემიძლია ვთქვა “ცსკა-ზეც”: კლუბი დატოვა აჰმედ მუსამ, რომელიც გუნდის ლიდერი იყო. მის ჩასანაცვლებლად და გუნდის გადასაწყობად მათ დიდი დრო დასჭირდებათ. მართალია, “ლოკომოტივი” ახალი ფეხბურთელებით არ გაძლიერებულა, მაგრამ ისინი კვლავ განაგრძობენ კარგი ფეხბურთის თამაშს.

ამ მომენტისათვის, რაიმე დასკვნის გაკეთება ძალიან რთულია. ალბათ, 5-7 ტურის შემდეგ გამოჩნდება, თუ ვინ რა მიზნებისთვის აპირებს ბრძოლას.

ჩემთვის, როგორც ფეხბურთელისთვის, მნიშვნელობა არ აქვს, გუნდი ოთხი მცველით ითამაშებს, თუ – ხუთით. მე მაინც განვაგრძობ ფლეიმეიკერის ფუნქციის შესრულებას და შეტევაში ზონების გახსნაზე ვიზრუნებ. უბრალოდ, როდესაც გუნდი 5 მცველით თამაშობს, მე უფრო მეტი ვარიანტი მაქვს შეტევის გასაძლიერებლად.

რაც შეეხება ჩვენი გუნდის ნახევარდაცვას, გასული სეზონისგან განსხვავებით, ამ მხრივ უფრო გავძლიერდით. რომან ზობნინი ძალიან კარგი ფეხბურთელია, ის ხშირად ამოდის წინ და მეხმარება შეტევის წარმოებაში. ფერნანდო კი ჯერ ადაპტაციის პროცესს გადის. იმედი მაქვს, რომ მომავალში ის გუნდს ძალიან დაეხმარება.”

“კარგა ხანია, რაც დუბლი არ გამიფორმებია – 6 წელი”

“ძალიან მიხარია, რომ ბოლო ორ მატჩში სამი გოლის გატანა მოვახერხე. თუმცა, ამაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გუნდმა დადებითი შედეგის მოპოვება მოახერხა. ცუდია, ევროპა ლიგის პირველი მატჩის მოგება რომ ვერ შევძელით, თუმცა ეს გაუსაძლისი პირობების ბრალი უფროა. განმეორებით მატჩში იმედი მაქვს, მოგებას მოვახერხებთ და შემდეგ ეტაპზეც გავალთ.

ძალიან მესიამოვნა, პირველ ტურში დუბლის გაფორმება რომ მოვახერხე. კარგა ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს ერთ მატჩში ორი გოლი გავიტანე – დაახლოებით 6 წელი. მესამე გოლის გატანაც შემეძლო, მაგრამ არ გამიმართლა. განსაკუთრებით მეორე გოლი მომეწონა – შორი დისტანციიდან დარტყმის საშუალება არც ისე ხშირად მეძლევა.”

ანანიძეს ისევ ალენიჩევი უთავკაცებს

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის ჯანო ანანიძის მოსკოვის „სპარტაკის“ მთავარი მწვრთნელი შემდეგ სეზონში კვლავ დიმიტრი ალენიჩევი იქნება. ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მოსკოვური კლუბის დირექტორთა საბჭომ დღევანდელი შეკრების შემდეგ მიიღო, იუწყება „სპარტაკის“ პრესსამსახური.

აქამდე მოსკოვურ კლუბს კურბან ბერდიევს უკავშირებდნენ, თუმცა სპეციალისტმა „როსტოვში“ დარჩენა ისურვა.

ცნობილმა რუსმა მსახიობმა ანანიძეს ქართულად მადლობა გადაუხადა (ვიდეო)

ცნობილმა რუსმა მსახიობმა და მოსკოვის „სპარტაკის“ გულშემატკივარმა დიმიტრი ნაზაროვმა მოსკოვის „დინამოსთან“ ანგარიშით 3:0 მოგებული მატჩის შემდეგ „სპარტაკელთა“ ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე შეაქო, რომელმაც ხსენებულ შეხვედრაში 69-ე წუთამდე ითამაშა და მეორე გოლის ავტორი ზე ლუიში საგოლე პასით მოამარაგა.

„ჯანოსთვის მადლობის თქმა მინდოდა. დიდი, დიდი მადლობა, ჯანო (ქართულად – ავტ.). ეს მოთამაშე გამოდის და ჩანს, რომ ის მოედანზე მუშაობს, ის იქ მღერის და ჩინებულად არსებობს“, – განაცხადა ნაზაროვმა „მატჩ ტვ“-სთან ინტერვიუში.

ჯანომ მთავარ გუნდთან ერთად სექტემბრის შემდეგ პირველად ივარჯიშა

როგორც იქნა, რუსული “სპარტაკის” ქართველი ნახევარმცველის, ჯანო ანანიძეს რეაბილიტაციის პროცესი დასასრულს მიუახლოვდა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც მარცხენა ტერფის ტრავმა ჰქონდა, ოპერაცია ნოემბერში გაიკეთა.

ესპანეთში, შეკრებაზე მყოფმა ჯანო ანანიძემ გამარტივებული მეთოდით ივარჯიშა.

“მოსკოველთა” სამედიცინო დეპარტამენტის მეთაურმა, მიხაელ ვარტაპეტოვამ განაცხადა, რომ ქართველის რეაბილიტაციის პროცესი დაგეგმილზე უკეთ მიმდინარეობს, თუმცაღა ის ჯერ მოედანზე გასასვლელად მზად არ არის.

ანანიძემ სექტემბრის შემდეგ ბუცებით პირველად ივარჯიშა (ფოტო)

მოსკოვის “სპარტაკისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ სექტემბრის შემდეგ ბუცებით პირველად ივარჯიშა.

შეგახსენებთ, რომ ანანიძეს ნოემბერში კოჭ-წვივის სახსრის ოპერაცია გაუკეთეს. აღდგენითი პროცესი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.

ჯანო ანანიძემ რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში სამი მატჩი ჩაატარა.

Ananidze boots

 

ანანიძემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.

ქართველმა ლეგიონერმა დღეს სავარჯიშო დარბაზში იმუშავა.

შეგახსენებთ, რომ ანანიძეს ნოემბერში კოჭ-წვივის სახსრის ოპერაცია გაუკეთეს. აღდგენითი პროცესი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.

ჯანო ანანიძემ რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში სამი მატჩი ჩაატარა.

 

ანანიძე: „აი, ასეთი არასწორი ქართველი ვარ“

მოსკოვის „სპარტაკი“ სეზონის გაზაფხულის ნაწილისთვის მზადებას შეუდგა. რუსული კლუბი ამჟამად შეკრებას აბუ-დაბიში გადის. ალენიჩევის ფეხბურთელთა შორის საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძეცაა, რომელიც ჯერ კიდევ სექტემბერში მიღებული ტრავმის შემდეგ მკურნალობს და ამჟამად ისევ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. აბუ-დაბიში ჯანომ „სპარტაკის“ ოფიციალურ ვებგვერდს თავისი ზამთრის არდადეგებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უამბო.

– თავს როგორ გრძნობ?

– კარგად. მგონია, ყველაფერი ცუდი უკვე გასულ წელს დარჩა. ყოველ შემთხვევაში, ფეხის ტკივილი აღარ მაწუხებს.

– დასვენებისას აღდგენით კურსს აგრძელებდი?

– დიახ, თბილისში. საქართველოს ნაკრების ბაზაზე ამაში ეროვნული გუნდის ექიმი დამეხმარა. ახალ წელს ბაკურიანში შევხვდი, სადაც ბევრი თოვლია

– ბაკურიანში ცნობილი ტრამპლინი იყო, საიდანაც თავისი სარეკორდო ნახტომებით ცნობილი კობა ცაკაძე გამოირჩა…

– ამ დიდებული სპორტსმენის შესახებ მსმელია. ბაკურიანის ტრამპლინიც მინახავს. თუმცა, სავარაუდოდ, ეს უკვე ახალი ტრამპლინია.

– სამწუხაროა, რომ ვერ სრიალებდი

– საერთოდ, პროფესიონალ ფეხბურთელებს დასვენებისას სხვა სპორტის სახეობებით დაკავება, რბილად რომ ვთქვათ, ეკრძალებათ. მითუმეტეს, ჩემს მდგომარეობაში.

– როგორ ხვდებიან პროფესიონალები ახალ წელს?

-სადღესასწაულო განწყობით. რა თქმა უნდა, ამ დღესასწაულს ოჯახისა და მეგობრების წრეში ვატარებთ. მართალია, მათთან შედარებით, მხოლოდ წვენისა და ლიმონათის დალევა შეგვიძლია. სიმართლე რომ გითხრათ, ალკოჰოლს საერთოდ ვერ ვიტან. აი, ასეთი არასწორი ქართველი ვარ (იღიმის). ასე რომ, ჩემგან თამადა, ალბათ, ვერ გამოვა.

1-29781

– როდის იმედოვნებ თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშს?

– იმედია, მათ მარბელაში შემდეგ შეკრებაზე შევუერთდები. ყველაფერი ექიმების სიტყვაზე იქნება დამოკიდებული. სასიკეთო ცვლილებები სახეზეა. ოპერაციამდე სირბილიც კი მიჭირდა. დღეს კი, მაგალითად, სხვადასხვა მოძრაობა გამომდის. ამავდროულად თავს კომფორტულად ვგრძნობ.