ვიტალი დარასელიას თასზე “დინამოსთან” ერთად “ესპანიოლი”, “ჯენოა” და სხვა კლუბები ითამაშებენ

24-დან 29 აპრილის ჩათვლით ვიტალი დარასელიას სახელობის “დინამოს” საფეხბურთო აკადემია საერთაშორისო ტურნირს მესამედ უმასპინძლებს.

წელს ვიტალი დარასელიას თასი 15 წლამდე ასაკის გუნდებს შორის ჩატარდება და ტურნირში 8 კლუბი მიიღებს მონაწილეობას. ვიტალი დარასელიას თასი შარშან, ფინალურ შეხვედრაში “აზ ალკმაარსა” და “დინამო კიევს” შორის გათამაშდა და ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. მოახლოებულ ტურნირზე “დინამო თბილისისა” და შარშანდელი გამარჯვებულის გარდა ასევე სფფ-ს აკადემია, “ესპანიოლი” (ესპანეთი), “ჯენოა” (იტალია), “ვიტესი” (ჰოლანდია), მოსკოვის “სპარტაკი” (რუსეთი) და “დინამო მინსკი” (ბელარუსი) იასპარეზებენ.

გეტყვით, რომ მატჩები “დინამოს” აკადემიისა და ბაზის მოედნებზე ჩატარდება, ხოლო ფინალურ შეხვედრას “დინამო არენა” უმასპინძლებს.

Fcdinamo.Ge

“ჯენოას” თავდამსხმელს, მაურისიო პინილიას 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს

“ჯენოას” თავდამსხმელს, მაურისიო პინილიას იტალიური ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა საკმაოდ მკაცრი განაჩენი გამოუტანა – ის 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება.

პინილიამ მსგავსი სასჯელი “ჯენოასა” და “ატალანტას” შორის გამართულ მატჩში (0-5) ჩადენილი არასპორტული საქციელის გამო მიუსაჯეს – ჯერ მეტოქე გუნდის მეკარესთან უხეშობის გამო, შემდეგ კი მსაჯის გადაწყვეტილების გაპროტესტებისათვის.

დისციპლინარული კომიტეტის განცხადებით, მოედნიდან გაძევების შემდეგ, პინილიამ მსაჯებს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა, რაც დაუსჯელად არ უნდა დარჩენილიყო.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ 33 წლის ჩილელი ფეხბურთელი “ჯენოაში” “ატალანტადან” არის განათხოვრებული.

ბრიტანული პრესა: “საუთჰემპტონი” მიგელ ველოსოს გადაბირებას შეეცდება

ბრიტანული “საუთჰემპტონის” ხელმძღვანელები ზამთარში იტალიური ჯენოას ნახევარმცველის, მიგელ ველოსოს გადაბირებას აპირებენ. ამ ინფორმაციას ინგლისური Daily Star ავრცელებს.

როგორც იცით, 30 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი “ჯენოაში” 2016/17 წლების სეზონის დასაწყისში გადაბარგდა (“დინამო კიევიდან”) და მას შემდეგ, იტალიის სერია ა-ს 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ველოსოს, რომელსაც პორტუგალიის ნაკრების მაისურით 56 მატჩში აქვს მიღებული მონაწილეობა, იტალიურ კლუბთან მოკლევადიანი კონტრაქტი აკავშირებს – სეზონის ბოლოს მას კლუბის დატოვება თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება.

ასე რომ, კლოდ პუელს საკმაოდ კარგი შანსები აქვს პორტუგალიელის გადაბირებისა, რომელმაც უკრაინაში ყოფნის პერიოდში ორი ტიტულის მოგება მოახერხა.

სარფიანი შემოთავაზების შემთხვევაში “ჯენოა” მზადაა პერინი ინგლისში გაუშვას

მატია პერინის, იტალიური “ჯენოას” კარის დარაჯის აგენტის თქმით, ფეხბურთელი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს ინგლისურ პრემიერ ლიგაში გადაბარგებას, თუ ინგლისელები საკმაო თანხას გადაიხდიან.

“ჯენოას” მეკარე, რომელიც მიმდინარე სეზონში ძირითადის მუდმივ წევრად იქცა, რამოდენიმე ინგლისური კლუბის ინტერესთა სფეროშია მოქცეული. საუბარია “ტოტენჰემზე”, “არსენალსა” და “ლივერპულზე”.

“იმედი მაქვს, რომ პერინი დიდ კლუბში შესძლებს გადასვლას. იტალიაში მან 120 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელსაც ასეთი გამოცდილება აქვს.

თუმცა “ჯენოა” მას მხოლოდ სარფიანი გარიგების შემთხვევაში შეელევა.” – განაცხადა იტალიელის აგენტმა.

„მილანმა“ „ჯენოასთან“ რევანში აიღო

იტალიის სერია ა-ს 25-ე ტურის ბოლო დღე „სან-სიროზე„ დაიწყო, სადაც „მილანმა“ „ჯენოა“ მიიღო და ანაგრიშით 2:1 მდაამარცხა.

უკვე მე-5 წუთზე ანგარიში კარლოს ბაკამ გახსნა. მასპინძელთა უპირატესობა მეორე ტაიმში კეისუკე ჰონდას მიერ შორიდან ლამაზად და ზუსტად შესრულებული დარტყმის წყალობით გაიზარდა. შეხვედრის ბოლოს ჯანლუიჯი დონარუმამ გენუელთა დარტყმული მოიგერია, თუმცა იქვე „როსონერის“ ყოფილი ნახევარმცველი ალესიო ჩერჩი აღმოჩნდა, რომელმაც დამატებაზე ახალგაზრდა გოლკიპერს აჯობა და სხვაობაც შეამცირა.

ამგვარად, „მილანმა“ 43 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციაზე დარჩა და ახლა, შესაბამისად, მე-3 და მე-4 ადგილებზე მყოფი „ფიუორენტინასა“ და „ინტერის“ ურთიერთშეხვედრის მოლოდინშია.

რაც შეეხებათ გენუელებს, ისინი 25 ქულით მე-16 ადგილზე დარჩნენ და გასავარდნ ზონამდე მხოლოდ 2 ქულა აშორებთ.

„მილანი“ – „ჯენოა“ 2:1
გოლები: ბაკა 5′, ჰონდა 64′ – ჩერჩი 90′
გაფრთხილებები: რომანიოლი 90′ – რიგონი 67′

ლიაიჩი: „იმედია, „რომა“ ნანობს, რომ გამიშვა“

„ჯენოასთან“ სერია ა-ს მე-15 ტურში „ინტერმა“ ადემ ლიაიჩის გოლით ანგარიშთ 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლის ავტორმა შეხვედრის შემდეგ განვლილი მატჩი თავად შეაფასა.

„ჩემს გოლს დიდი მნიშვნალობა აქვს, რადგან ის სამ ქულად ფასობს.

ვცდილობ, ყოველდღე ბევრი ვივარჯიშო და გუნდს მატჩების დროს დავეხმარო. კარგ ფორმაში ვარ. იმედია, ასე გავაგრძელებ.

დავრჩები თუ არა „ინტერში“? კლუბები ამ საკითხს ერთმანეთში გაარკვევენ. ყველაფრით კმაყოფილი ვარ და მსურს, რომ გუნდს დავეხმარო.

იმედია, „რომა“ ჩემ გაშვებას ნანობს“, – განაცხადა ლიაიჩმა „Mediaset Premium“-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის შუახაზელი „ინტერში“ იჯარით „რომადან“ გადავიდა.

მიჰაილოვიჩმა „ჯენოასთან“ წაგებული მატჩი შეაფასა

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიჰაილოვიჩმა იტალიის სერია ა-ს მეექვსე ტურის მატჩი შეაფასა, რომელშიც მისმა გუნდმა გასვლაზე „ჯენოასთან“ ანგარიშთ 0:1 წააგო.

„სათანადო შემართებით არ გვითამაშია, „ჯენოა“ კი იმ ფეხბურთს აჩვენებდა, რომლის ჩვენებაც სურდა. გოლს თუ არ ჩავთვლით, მეტოქეს განსაკუთრებული არაფერი შეუქმნია.

მოვიგებდით, თუ პირველივე ტაიმში ისე ვითამაშეთ, როგორც მეორეში. სახიფათოდ ვუტევდით, მაგრამ ანგარიში ვერ გავათანაბრეთ. მეტოქეთათვის მატჩის ნახევრის ასე დათმობა არ შეიძლება“, – განაცხადა სერბმა სპეციალისტმა.

„სამპდორია“ ევროთასებზე დაიშვა

„სამპდორია“ ევროპის ლიგის 2015/16 წლების სეზონის გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს.

მასიმო ფერეროს კლუბმა უეფა-ს ლიცენზია მიიღო და ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს.

შეგახსენებთ, რომ განვლილი სეზონის შედეგის მიხედვით, ევროპის ლიგაზე მეექვსე ადგილზე გასულ „ჯენოას“ უნდა ეთამაშა, თუმცა სტადიონთან დაკავშირებული პრობლემების გამო ევროთასზე მისი თანაქალაქელი „სამპდორია“ დაიშვა, რომელმაც მეშვიდე პოზიცია დაიკავა.

“ჯენოამ” პერინს გაუხანგრძლივა

მატია პერინმა “ჯენოასთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 22 წლის მეკარე გენუელთა ღირსებას 2019 წლამდე დაიცავს.

სერია ა-ს დასრულებულ სეზონსი პერინმა 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მატია “ჯენოას” აღზრდილია და 2011 დან 2013 წლამდე “პადოვასა” და “პესკარაში” იჯარის წესით თამაშობდა.

“ტორინოს” ფეხბურთელმა “ჯენოას” გენიალური ჯარიმა გაუტანა

დღეს, იტალიის ტურში ერთმანეთს “ჯენოა” და “ტორინო” დაუპირისპირდნენ. მასპინძლები იგებდნენ, როდესაც 61-ე წუთზე, სტუმართა შემტევმა, ომარ ელ-კადურიმ “ჯენოას” გენიალური ჯარიმა გაუტანა.

უეფამ „ჯენოას“ ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება არ მისცა

იტალიურმა „ჯენოამ“ შემდეგი სეზონისთვის უეფას ლიცენზიის მიღება ვერ შეძლო, რომელიც სერია ა-ს მეშვიდეადგილოსანს ევროპის ლიგაზე თამაშის საშუალებას მისცემს.

გენუელებს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შანსი ჯერ კიდევ აქვთ, თუმცა მისი ძალაში დარჩენის შემთხვევაში, „ჯენოას“ ადგილს „ინტერი“ ან „ტორინო“ დაიკავებს.

აღსანიშნავია, რომ შარშან ზუსტად ამ მიზეზით ევროპის ლიგაზე „პარმა“ არ დაუშვეს, მისი ადგილი კი სწორედ „ტორინომ“ დაიკავა.

“რომამ” “ჯენოა” დაამარცხა

იტალიის ჩემპიონატის 34-ე ტურში “რომამ” “სტადიო ოლიმპიკოზე” “ჯენოას” უმასპინძლა და ორი პასუხო გოლი გაუტანა.

რომაელებმა ანგარიში 35-ე წუთზე სეიდუ დუმბიას გოლით გახსნეს. საბოლოო შედეგი კი მასპინძლებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე დააფიქსირეს. გოლის ავტორი კი ალესანდრო ფლორენცი გახდა.

რომა 2-0 ჯენოა

გოლები: დუმბია 35′ ; ფლორენცი 90+3′