12 თებერვალს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ფულჰემსა” და “ლივერპულს” შორის გამართულ მატჩში, სტივენ ჯერარდმა შესანიშნავი პასი გააკეთა, რომლის შემდეგაც დანიელ სტარიჯმა გოლი გაიტანა.
ჭდე: ჯერარდი
სტივენ ჯერარდის ემოციური გოლის აღნიშვნა “ევერტონთან” მატჩში
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ აღნიშნავენ გოლებს “ლივერპულის” ფეხბურთელები “ევერტონთან” მატჩში (4:0).
12 საუკეთესო ფოტო ფეხბურთელების ბავშვობიდან
გთავაზობთ ფეხბურთელების ბავშვობაში გადაღებულ 12 საუკეთესო ფოტოს.
12. ფრანკ რიბერი
11. ზინედინ ზიდანი
10. პელე
9. დევიდ ბექჰემი
8. მარიო ბალოტელი
7. ანდრეს ინიესტა
6. კრიშტიანო რონალდუ
5. რონალდინიო
4. სტივენ ჯერარდი
3. გარეტ ბეილი
2. უეინ რუნი
1. ლიონელ მესი
ინგლისის პრემიერ ლიგის 10 ყველაზე მდიდარი ფეხბურთელი
ცნობილმა საფეხბურთო პორტალმა GiveMeSport-მა ინგლისის პრემიერ ლიგის 10 ყველაზე მდიდარი ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.
10) სერხიო აგუერო – 24 მილიონი ფუნტი
9) იაია ტურე – 25 მილიონი ფუნტი
8) ფერნანდო ტორესი – 26 მილიონი ფუნტი
7) რაიან გიგზი – 27 მილიონი ფუნტი
6) სტივენ ჯერარდი – 29 მილიონი ფუნტი
5) ჯონ ტერი – 29 მილიონი ფუნტი
4) ფრენკ ლამპარდი – 31 მილიონი ფუნტი
3) რიო ფერდინანდი – 37 მილიონი ფუნტი
2) სამუელ ეტოო – 39 მილიონი ფუნტი
1) უეინ რუნი – 45 მილიონი ფუნტი
ჯერარდი შესაძლოა “ჰალ სიტისთან” დაბრუნდეს
“ლივერპულის” კაპიტანი სტივენ ჯერარდი შესაძლოა მოედანს პირველ იანვას დაუბრუნდეს. 2014 წლის პირველ დღეს მერსისაიდელები “ჰალ სიტის” შეხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის ნახევარმცველმა ტრავმა მე-15 ტურის მატჩში, ლონდონის “ვესტ ჰემთან” მატჩის დროს მიიღო.
აღნიშნული ინფორცამია, ჟურნალისტებს “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნლემა ბრენდან როჯერსმა მიაწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ გუნდის კიდევ ერთი ნახევარმცველი ჯო ალენი ტრავმის გამო რამოდენიმე კვირას გამოტოვებს.
ჯერარდი: “ინლისის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა სუარესის განეიტრალებაზე უნდა იფიქროს”
ინგლისი ნაკრების ნახევარმცველი სტივენ ჯერარდი საკუთარი გუნის სამწვრთნელო შტავს სასარგებლო რჩევას აძლევს.
“როდესაც ჩვენს ჯგუფში ურუგვაი აღმოჩნდა, პირველ რიგში სუარესი გამახსენდა. ის ჩვენთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა უკვე დღეიდან უნდა დაიწყოს ფიქრი მის განეიტრალებაზე.
ვფიქრობ, ხალხმა იცის რისი გაკეთება შეუძია ჩვენს გუნდს. მთავარი ფავორიტები არ ვართ, თუმცა ეს კარგიც არის. ფსიქოლოგიურ ზეწოლას არ ვგრძნობთ, რაც დიდი პლიუსია” – ამბობს ჯერარდი.
ჯერარდი: “ოთხეულში უნდა დავრჩეთ”
ინგლისური “ლივერპულის” კაპიტანი, სტივენ ჯერარდი აცხადებს, რომ გუნდის მიზანი კვლავაც ინგლისის პრემიერ ლიგის ოთხეულში მოხვედრაა.
შეგახსენებთ, რომ ბრენდან როჯერსის შეგირდები, 36 ქულით, “არსენალთან” ერთად პირველ-მეორე პოზიციას იყოფს.
“მართალია, ამჟამად პირველ ადგილზე ვიმყოფებით, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ჩვენი მთავარი მიზანი ისევ ოთხეულში მყარად დამკვიდრებაა. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ ჩემპიონები ჩვენ გავხდებით”, – ამბობს ჯერარდი.
ჯერარდი: “სუარესი იმსახურებს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს”
“ლივერპულის” კაპიტანი, სტივენ ჯერარდი აცხადებს, რომ ლუის სუარესის დონის ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს იმსახურებს, ამიტომ მერსესაიდელები ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო ოთხეულში უნდა მოხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს, “ლივერპული” ლონდონში “ტოტენჰემს” ესტუმრა და მეტოქე ანგარიშით 5:0 გაანადგურა. აღნიშნულ მატჩში, სუარესმა ორი გოლის გატანა და ამდენივე საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.
“ლუისი ჩინებულ ფორმაშია და მისი დიდი დამსახურებაა იმაში, რომ გუნდი ასე კარგად თამაშობს. ვფიქრობ, სუარესის დონის ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს იმსახურებს, ამიტომ საუკეთესო ოთხეულში უნდა მოვხვდეთ”, – ამბობს ჯერარდი.
როჯერსი: “შესაძლოა, ჯერარდმა ცენტრალურ მცველად ითამაშოს”
“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, ბრენდან როჯერსი ფიქრობს, რომ კარიერის ბოლოს, შესაძლოა, სტივენ ჯერარდმა ცენტრალური მცველის პოზიცია დაიკავოს.
“ჩემი აზრით, ჯერარდს შეუძლია ცენტრალურ მცველად ითამაშოს და არ არის გამორიცხული, ეს მისი კარიერის მიწურულს მოხდეს.
როდესაც კარგ გუნდებს ეთამაშები, მეტოქე სწრაფად გიტევს. დაცვით ხაზში კი, ისეთი გამოცდილი და ჭკვიანი ფეხბურთელი გჭირდება, რომელიც ბევრ რაღაცას წინასწარ განსაზღვრავს”, – ამბობს როჯერსი.
ყველაზე ძლიერი დარტყმის მქონე 10 ფეხბურთელი
ფეხბურთში, ძლიერი დარტყმის შემდეგ, არაერთი ლამაზი გოლი გასულა. პერუში კი, ერთ-ერთმა პორტალმა – Depor.pe-მ გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც დარტყმებს ყველაზე ძლიერად ასრულებენ.
1. რონი (“ჰერტა” / მარცხენა ფეხი)
27 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ამპლუით ნახევარმცველია. “კორინთიასისა” და “სპორტინგის” ყოფილი მოთამაშე დარტყმებს რომ ძალიან კარგად ასრულებს, ამაში თავადაც დარწმუნდებით.
2. სტივენ ჯერარდი (“ლივერპული” / მარჯვენა ფეხი)
33 წლის ინგლისელი ნახევარმცველი ძლიერი და რაც მთავარია ზუსტი დარტყმით გამოირჩევა. მას შორეული მანძილიდან არაერთი ულამაზესი გოლი გაუტანია.
3. კრიშტიანო რონალდუ (“რეალი” / მარჯვენა ფეხი)
28 წლის პორტუგალიელი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და მიმდინარე სეზონში, ოქროს ბურთის მოპოვების მთავარი პრეტედენტია. რონალდუს ძლიერი დარტყმების შესრულება ორივე ფეხით შეუძლია.
4. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ” / მარჯვენა ფეხი)
ზლატანის დარტყმის შესახებ, ყველამ კარგად იცის. მეკარეები, ამის გამო, მას ხშირად უფრთხიან.
5. ჰალკი (“ზენიტი” / მარცხენა ფეხი)
მისი ზედმეტსახელიც კი უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ის ფიზიკურად ძალიან ძლიერია. ბრაზილიელს ბრწყინვალე დარტყმა აქვს.
ყველაზე ძლიერი დარტყმის მქონე 10 ფეხბურთელი
1. რონი (“ჰერტა” / ბრაზილია / 96 კმ/სთ)
2. სტივენ ჯერარდი (“ლივერპული” / ინგლისი / 95 კმ/სთ)
3. კრიშტიანო რონალდუ (“რეალი” / პორტუგალია / 94 კმ/სთ)
4. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ” / შვედეთი / 93 კმ/სთ)
5. ჰალკი (“ზენიტი” / ბრაზილია / 92 კმ/სთ)
6. ფრედი გუარინი (“ინტერი” / კოლუმბია / 92 კმ/სთ)
7. ქაბული (“ტოტენჰემი” / საფრანგეთი / 92 კმ/სთ)
8. პიტი (“გრანადა” / ესპანეთი / 92 კმ/სთ)
9. ილიჩიჩი (“ფიორენტინა” / სლოვენია / 91 კმ/სთ)
10. ტინო კოშტა (მოსკოვის “სპარტაკი” / არგენტინა / 91 კმ/სთ)
დიტო ჭიჭინაძე
სტივენ ჯერარდის ყველა გოლი ინგლისის პრემიერ ლიგაში
19 ოქტომბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ლივერპული” “ნიუკასლს” ესტუმრა და ფრედ, 2:2 ითამაშა.
აღნიშნულ შეხვედრაში, ლივერპულელთა ნახევარმცველმა, სტივენ ჯერარდმა პრემიერ ლიგაში, თავის ანგარიშზე, მე-100 გოლი მიითვალა.
გთავაზობთ ჯერარდის მიერ გატანილ ყველა გოლს პრემიერ ლიგაში.
კაგავამ ჯერარდს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა
25 სექტემბერს, ინგლისის ლიგის თასზე, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ლივერპულს” შორის გამართული შეხვედრა მანჩესტერელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
აღნიშნულ მატჩში, “მანჩესტერის” იაპონელმა ფეხბურთელმა, შინჯი კაგავამ “ლივერპულის” ნახევარმცველს, სტივენ ჯერარდს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა.