სტევან მილოშევიჩი თბილისში მომხდარ სტიქიურ უბედურებას გამოეხმაურა

მონტენეგროს “ბარის” ამჟამინდელი, თბილისის “დინამოსა” და რუსთავის “ოლიმპის” ყოფილი კალათბურთელი, სტევან მილოსევიჩი თბილისში მომხდარ სტიქიურ უბედურებას სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.

“თბილისზე და ჩემს ქართველ მეგობრებზე ვფიქრობ. იმედი მაქვს, რომ გაძლიერდებით და ამ მდგომარეობას გადალახავთ. დარწმუნებული ვარ ამას შეძლებთ. #ლოცვათბილისისთვის”.

stevan

მედეა მხეიძე: „დიდი მადლობა კრიტიკისთვის“

„ქუთაისის“ მწვრთნელმა მედეა მხეიძემ „დინამოსთან“ მოგებული მატჩი შეაფასა.

„დინამოს“ მსურს მადლობა გადავუხარო, რადგან სამივე მატჩი ძალიან დაძაბული და კარგი იყო, იმ მხვრივ, რომ ძლიერი გუნდების თამაშისას კალათბურთელთა და მწვრთნელთა შესაძლებლობებში ვრწმუნდებით. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, ორი წაგების შემდეგ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ვცდილობდით. ვერ ვიტყვით, რომ თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან უამრავი შეცდომა დავუშვით. ფაქტობრივად, „დინამოს“ უპირატესობა ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაღალი მოთამაშეები გვყავს. ფარზე ბურთის მოხსნა და სწრაფი შეტევები – ის კომპონენტებია, რომელთა დახმარებითაც მოვიგეთ.

ვულოცავ ყველას, ვინც ჩვენს კლუბში და მის გარშემოა. საინტერესო იყო, „დინამოსთან“ ორი წაგების შემდეგ როგორ ვითამაშებდით.  ასევე დიდი მადლობა კრიტიკისთვის, ეს გუნდის ხვალინდელი დღეზეც აისახება “, – განაცხადა მხეიძემ.

ხოშტარია: „ეს მარცხი ტრაგედია არ არის“

„დინამო“ – „ქუთაისის“ მატჩის დასრულების შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელმა სპორტკომპლექს „არენას“ საპრესკონფერენციო დარბაზში განვლილი შეხვედრა შეაფასა.

წარმოგიდგენთ თბილისელთა თავკაცის ირაკლი ხოშტარიას კომენტარს.

„ორი კვირის განმავლობაში „ქუთაისთან“ სამი მატჩი ვითამაშეთ. თასზე ორი მოგებული შეხვედრის შემდეგ ვამბობდი, რომ ეს ძლიერი გუნდია, რომელთანაც ადვილი თამაში ვერ გამოვა. წინასამატჩო პრესკონფერენციაზეც აღვნიშნე, რომ რთული მატჩი გვექნება. რა თქმა უნდა, შეცდომები გვქონდა, თუმცა მეტოქეს კარგ თამაშს ვერ დავუკარგავ. ეს მარცხი ტრაგედია არ არის, რეგულარულში მხოლოდ მეორედ დავმარცხდით. ხვალიდან შემდეგი თამაშისთვის მოვემზადებით“, – განაცხადა „დინამოს“ დამრიგებელმა.

14 მარტს სტარტს ა ლიგა აიღებს

14 მარტს, სტარტს აიღებს საკალათბურთო “ა” ლიგა, ანუ პირველი ლიგის გათამაშება, რომელიც საქართველოს ისტორიაში პირველად ჩატარდება. გათამაშებაში მონაწილეობას 6 გუნდი მიიღებს, რომელიც 11 მსურველიდან საკვალიფიკაციო ტურნირის შედეგად შეირჩა. საუკეთესო ექვსეულში მოხვდნენ: არენა-76, კაქტუსი, თსუ, სეუ-ჰიუნდაი, გორის “დილა” და “წყალტუბო”. აღსანიშნავია, რომ თითოეული გუნდი 50 000 ლარს მიიღბს.

ჩემპიონატი ორ წრედ ჩატარედება, რომლის დასრულების შემდეგაც ცხრილში 1-2 ადგილზე გასული გუნდები სუპერლიგის ბოლო 2 ადგილზე გასულ გუნდს საკვალიფიკაციო მატჩების სერიაში შეეჯიბრებიან. გამარჯვებული გუნდები 2015/16 წლების სეზონში სუპერლიგაში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ა ლიგის მე-5 და მე-6 პოზიციაზე გასული გუნდები საკვალიფიკაციო ეტაპის ორ გამარჯვებულ შეხვდებიან ჩემპიონატში ადგილის შესანარჩუნებლად.

ა ლიგის მატჩებს სპორტის სასახლე, საკალათბურთო აკადებია, სპორკომპლექსი “არენა” და წყალტუბოს საკალათბურთო დარბაზი უმასპინძლებენ. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე გორის “დილა” საშინაო შეხვედრებს თბილისში ჩაატარებს, თუმცა როგორც გორელთა თავკაცმა გვითხრა, უახლოეს მომავალში ქალაქში სპორტის სასახლის მშენებლობა იგეგმება.

პირველი ტურის შეხვედრები ხვალ, საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ლიგას საკუთარი ვებგვერდიც ექნება (www.a-league.ge).

დღეს, ახალი ტურნირის შესახებ კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ, სუპერლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ და კლუბების წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

ვლადიმერ ბოისა: “შესარჩევ ეტაპზე ძალიან დაძაბული თამაშები იყო. მაგალითად აკადემია, რომელიც ფავორიტად მესახებოდა, 6 გუნდში ვერ მოხვდა. იმედი მაქვს, მომავალ წელს რომელიმე გუნდს სუპერლიგაში ვიხილავთ. სასიამოვნოა, რომ საუკეთესოთა შორის ორი რეგიონის გუნდი არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, შესარჩევ ეტაპზე ორგანიზება უმაღლეს დონეზე იყო და ვეცდებით, რომ ასე გაგრძელდეს.”

გიორგი ზაბახიძე: “საქართველოს კალათბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერა. შესარჩევ რაუნდში მონაწილეობის მსურველი 20 გუნდი იყო, თუმცა საბოლოოდ 11-მა შეძლო მოთხოვნების დაკმაყოფილება, საიდანაც 6 საუკეთესო შეირჩა.

დიდი მადლობა სპორტის სამინისტროს, რომელიაც მაქსიმალურად დაეხმარა კალათბურთის ფედერაციას, სუპერლიგის და პირველი ლიგის გუნდებს. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად და სამართლიანი თამაშის პრინციპების დაცვით ჩატარდება.”

არჩილ ჟღენტი (კაქტუსი): “ა ლიგას საკმაოდ კარგი წამოწყებაა. მოთამაშეები უგონდოდ რჩებოდნენ და კალათბურთიდა წასვლა უწევდათ. ახლა კი მათ სპორტში დარჩენის შესაძლებლობა ექნებათ. შესარჩევი ეტაპი ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა. ფორმატიც საკმაოდ კარგი იყო. “კაქტუსი” ენთუზიაზმით, ყოფილი კაქტუსელებით შეიქმნა. გუნდმა ექვსეულში მოხვედრა შეძლო და ჩვენი შემდეგი მიზანი ოთხეული იქენბა”

ნუგზარ ჭეიშვილი (თსუ): “დიდი მადლობა კალათბურთის ფედერაციას ამ სიახლისთვის. ჩვენს გუნდს ამითი სუპერლიგაში დაბრუნების შანსი მიეცა. ეს უბრალოდ აზარტი და სურვილი არ არის. ეს კალათბურთის განვითარებაა. ა ლიგა კი ამ საქმისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა. თსუ ტრადიციული გუნდია, გვყავს რამდენიმე ახალგაზრდა კალათბურთელი. დიდი მადლობა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას თანადგომისთვის” 

როგორ თამაშობენ “ბაიერნის” ფეხბურთელები კალათბურთს (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ თამაშობენ მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელები კალათბურთს.

„დინამომ“ „სოხუმი“ უპრობლემოდ დაამარცხა

დღეს, სპორტკომპლექს „არენაში“, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის 2014 წლის ბოლო მატჩში ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და „სოხუმი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა თბილისელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 104:78 დასრულდა.

გიორგი ორმოცაძე_97646

პირველი მეოთხედი დინამოელებმა 6 ქულით – 22:14 მოიგეს. მეორე მეოთხედში კი ირაკლი ხოშტარიას კალათბურთელებმა მეტოქეს 14 ქულით აჯობეს (26:12). საბოლოოდ, დიდი შესვენების წინ „დინამო“ 48:26 იგებდა.

დინამო-სოხუმი_605664

დინამო-სოხუმი_6077766

მეორე ნახევარში სოხუმელებმა მეტოქეს, ასეა თუ ისე, წინააღმდეგობა გაუწიეს. მესამე მეოთხედი „სოხუმმა“ მხოლოდ ერთი ქულით დათმო (30:31), ბოლო ათ წუთში კი „დინამომ“ 3 ქულით იმარჯვა.

საბოლოოდ, 104:78 და „დინამო“ ახალ წელს სუპერლიგის ლიდერის სტატუსით ხვდება.

დინამო-სოხუმი_6056556

ბესიკ ლეჟავა_9057464

„დინამო“ – „სოხუმი“ 104:78 (22:14, 26:12, 31:30, 25:22)

„დინამო“: ლონდარიძე (25 ქ. 7 მ. 3 ა.), ლეჟავა (19 ქ. 5 მ. 6 ა.), ვახანია (18 6 მ. 5 ა.), გამყრელიძე (13 ქ. 3 მ. 7 ა.), მათიაშვილი (12 ქ. 1 მ.)

„სოხუმი“: ფარღალავა (18 ქ. 3 მ. 5 ა.), შვანგირაძე (18 ქ. 1 მ.), ბააკაშვილი (9 ქ. 5 მ. 4 ა.), პერიაშვილი (7 ქ. 13 მ. 1 ა.), დვალიშვილი (7 ქ. 3 მ. 1 ა.)

ლაშა ფარღალავა_958454

ილია ლონდარიძე_076665

წლის საუკეთესო ჩაგდება? (ვიდეო)

ბელგრადის „პარტიზანთან“ მატჩში „ოლიმპიას“ ფორვარდმა ბლაჟ მახკოვიჩმა ბრწყინვალე ბურთი ჩააგდო.

სპორტის სასახლეში პუტინის შეურაცხმყოფელი ბანერი გამოჩნდა

დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოსა და უნგრეთის მატჩის დროს ტრიბუნებზე საქართველოსა და უკრაინის დროშებით აღჭურვილი ახალგაზრდების ჯგუფმა ვლადიმერ პუტინის შეურაცხმყოფელი ბანერი გაშალა. ახალგაზრდებმა, ცნობილი სიმღერაც შეასრულეს. თუმცა დაცვის თანამშრომლების ჩარევის შემდეგ პლაკატი ტრიბუნებიდან გაქრა.

2 (2)

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები უნგრეთთან ერთი ქულით დამარცხდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები  ევრობასკეტის 2015 წლის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩში უნგრეთთან ერთი ქულით – 74:73 დამარცხდა.

შეხვედრის პირველი მეოთხედი მაპსინძელთა მინიმალური სხვაობით გამარჯვებით 19:18 დასრულდა. მეორე მეოთხედი თანაბარი აღმოჩნდა, საბოლოოდ, დიდი შესვენების დაწყების წინ ტაბლოზე ანგარიში 37:36 დაფიქსირდა.

იგორ კოკოშკოვის გუნდმა უპირატესობა მესამე მეოთხედში მოიპოვა, რომელიც ერთქულიანი უპირატესობით დაასრულა. სამწუხაროდ, გადამწყვეტ წუთებში ქართველმა კალათბურთელებმა რამდენიმე ეპიზოდი თავის სასარგებლოდ ვერ დაასრულეს, რასაც უნგრელებზე ვერ ვიტყვით, რომლებმაც ბოლო მეოთხედში საქართველოს ნაკრებს ორი ქულით აჯობეს და მატჩი ანაგრიშით 74:73 მოიგეს.

საუკეთესო საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ზაზა ფაჩულია იყო, რომლის მონაგარმაც 19 ქულა, 6 მოხსნა და 2 ასისტი შეადგინა. მასზე ერთი ქულით ნაკლები თორნიკე შენგელიამ დააგროვა.

რაც შეეხება სტუმრებს, მათი რიგებიდან 20 ქულით დავიდ ვოივოდა გამოირჩა.

უნგრეთი – საქართველო – 74:73 (19:18, 18:18, 17:19, 20:18)

უნგრეთი: ვოივოდა (20 ქ. 5 მ. 2 პ.), უიტმანი (15 ქ. 2 მ.), ტომასი (14 ქ. 3 მ.  6 პ.), ფერენცი (9 ქ. 1 მ.)

საქართველო: ფაჩულია (19 ქ. 6 მ. 2 პ.), შენგელია (18 ქ. 5 მ. 4 პ.), სანიკიძე (12 ქ. 2 მ.), ცინცაძე (6 ქ. 2 მ. 4 პ.)

რუმინეთში გამგზავრებამდე 20-წლამდელთა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა (ვიდეო)

საქართველოს 20-წლამდლთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილი 20-წლამელები შეკრებაზე თბილისში, დიღმის ბაზაზე იმყოფებოდნენ, დღეს კი გეზს რუმინეთისკენ აიღებენ, სადაც 2 საკონტროლო მატჩს გამართავენ და იგივე მიზნით ლუქსემბურგში გადავლენ.

ამ მატჩებში მთავარი მწვრთნელი, დავით უსტიაშვილი 13 მოთამაშეს გამოცდის, საიდანაც საბოლოოდ იმ 12 კალათბურთელს შეარჩევს, რომლითაც ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება. საქართველოს ნაკრები „ბ“ დივიზიონის B ჯგუფში მოხვდა ფინეთთან, ჰოლანდიასთან, უკრაინასთან, ავსტრიასთან, შვეიცარიასთან და ბელარუსთან ერთად. მთლიანად „ბ“ დივიზიონში 14 გუნდი ასპარეზობს, რომლებიც 2 ჯგუფშია განაწილებული. მომდევნო ეტაპზე, ნახევარფინალში 2-2 საუკეთესო გადის, ხოლო „ა“ დივიზიონის საგზურებს სამეულში მოხვედრილი გუნდები მოიპოვებენ.

20-წლამდელთა ნაკრები რუმინეთში, მოსამზადებელ შეკრებას 23-27 ივნისს გაილის, ხოლო ლუქსემბურგში 27 ივლისიდან 4 ივლისამდე დარჩება. ევროპის ჩემპიონატი კი ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში 10-20 ივლისს გაიმართება.

დღეს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 20-წლამდელთა ნაკრებმა რუმინეთში გამგზავრების წინ ბოლო ვარჯიში გამართა, რის შემდეგაც მთავარ მწვრთნელსა და გუნდის ერთ-ერთ ლეგიონერს გავესაუბრეთ.

დავით უსტიაშვილი: უცხოეთში სპარინგ-მატჩების გასამართად 13 მოთამაშით მივდივართ. კიდევ 3 კალათბურთელი ვარჯიშობდა ჩვენთან, მაგრამ ლოლივილი და გელაზონია გარკვეული მიზეზების გამო გამოგვაკლდნენ, ლევან გრძელიძეს კი ფეხის ტრავმა აწუხებს და რუმინეთ-ლუქსემბურგში ვერ მოდის.

– შემადგენლობაში დაახლოებით ნახევარი 19 წლის მოთამაშეა, რომლებიც 20-წლამდელთა ნაკრებში პირველად არიან. დანარჩენებს აქვთ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება და იმედი მაქვს, მათი გამოცდილება გუნდს სასიკეთოდ წაადგება.

– გავიარეთ 20-დღიანი შეკრება „დინამოს“ ბაზაზე და ბიჭები ცოტა გადაღლილები არიან, მაგრამ იმედი მაქვს, ძალებს მალე აღიდგენენ, ეს ამხანაგური მატჩებიც წაადგებათ და ევროპის ბოსნიაში გასამართ ჩემპიონატს ოპტიმალურ ფორმაში შეხვდებიან. რუმინეთში 2 ამხანაგურ მატჩს გავმართავთ, ხოლო ლუქსემბურგში – 3-ს.

– 5 დღის წინ შემოგვიერთდა ბექა ბურჯანაძე, რომელმაც ესპანეთში პოლიპების ოპერაცია გაიკეთა და ჯერჯერობით ფორმის აღდგენის პროცესშა. ის ეროვნული ნაკრების წევრია და მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ. გვყავს მეორე ლეგიონერიც, ნუგზარ აბულაძე, რომელიც ამ ასაკში პირველად თამაშობს. ის ვარჯიშებზე მონდომებულია და ვნახოთ, გუნდს თამაშებში როგორ გამოადგება.

– ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონის გათამაშების ფორმატი შედარებით უხერხულია ჩვენთვის, რადგან მეორე ეტაპზე გასასვლელად აუცილებლად 2 საუკეთესო გუნდში უნდა მოხვდე, თან ჯგუფი 7-გუნდიანია. ვერაფერს ვიზავთ, ესეთია ფორმატი და ჩვენც მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ.

– რაც შეეხება ჯგუფის შემადგენლობას, საკმაოდ ძლიერი მეტოქეები გვყავს ჰოლანდიის, ავსტრიის, უკრაინის სახით. ძლიერები არიან ბელარუსი, ფინეთი და შვეიცარიაც. ჩვენი მიზანია, მოთამაშეებმა მიიღონ გამოცდილება, დავინახოთ ის პერსპექტიული კალათბურთელები, რომლებიც მომავალში გამოადგებიან ეროვნულ ნაკრებს. რა თქმა უნდა, ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ და მიზნის მისაღწევად მაქსიმუმს გავიღებთ.

ნუგზარ აბულაძე: წინა წელს ეროვნული გამოცდების გამო ვერ ვითამაშე 18-წლამდელთა ნაკრებში, რაც ძალიან ცუდი იყო, მაგრამ სხვანაირად არ გამოდიოდა. მას შემდეგ ბოლომდე გადავერთე კალათბურთში და სწავლა ხელს არ მიშლის. გასული სეზონი გავატარე ესპანეთშ, კანარის კუნძულების საკალათბურთო აკადემიაში, სადაც ეროვნული ნაკრების წევრის, ლევან ფაცაციას დახმარებით მოვხვდი. ეს აკადემია იმაზეა ორიენტირებული, რომ ამერიკის სტუდენტურ ლიგაში პერსპექტიული მოთამაშეები მიავლინოს.

– გასული სეზონი ურიგოდ არ ჩამიტარებია, მონაწილეობა მივიღე ესპანეთის ასაკობრივ ჩემპიონატი და მოვიგეთ კანარის კუნძულების ჩემპიონატი, რის შემდეგაც გადავედით რეგიონალურ ფინალში, მაგრამ მე ნაკრებში გამომიძახეს და პლეი ოფის თამაშებში ვერ ვმონაწილეობ.  

– მომავალ სეზონში კარიერას სავარაუდოდ ამერიკაში, სტუდენტური ლიგის პირველ დივიზიონში გავაგრძელებ. უნივერსიტეტის გამოცდები უკვე ჩავაბარე, ახლა კი მოლაპარაკება მიმდინარეობს იმ სასწავლებლის გუნდთან, რომელიც თითქმის დასრულებულია და საბოლოოდ გადაწყვეტამდე, უნივერსიტეტის სახელის დასახელება არ მინდა.

– ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს მეტოქეებიდან რამდენიმე კალათბურთელს ვიცნობ. ესპანეთში თამაშობდნენ ჰოლანდიის 2 და ფინეთის ნაკრების 1 წევრი. საკმაოდ კარგი ბიჭები არიან და მთლიანობაში ურიგო გუნდი არ ეყოლებათ. ვნახოთ, რა გამოგვივა ევროპის ჩემპიონატზე.

gbf.ge

 

16-წლამდელთა “ბ” ლიგაში რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება

თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატის „ბ“ ლიგის მატჩები საინტერესოდ მიმდინარეობს. თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის მიერ ორგანიზებული და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით მიმდინარე ტურნირში რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება.

გათამაშების ფორმატის თანახმად გუნდები 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი და პლეი ოფში გასასვლელად იბრძვიან. თითოეული ჯგუფიდან პლეი ოფში 4-4 საუკეთესო გუნდი გავა, რომლებიც მეოთხედფინალში დაწყვილდებიან.

„ა“ ჯგუფში პლეი ოფის საგზურები განაღდებული აქვთ 11 მატჩიდან ყველა გამარჯვების მომპოვებელ „მართვე 2“-ს და მეორეზე მყოფ „გორს“. „ბ“ ჯგუფში კი პლეი ოფის საგზურები უკვე მოიპოვეს „ვესტამ“ და „შსს-მართვემ“ დანარჩენი გუნდები უახლოეს დღეებში გაირკვევიან და მეოთხედფინალებიც დაიწყება.

მომდევნო ტურის მატჩები 16 ივნისს, 53-ე საჯარო სკოლის დარბაზში გაიმართება.

gbf.ge

“ჩიკაგომ” “მაიამი” შენგელიას გარეშე, ოვერტაიმში დაამარცხა

საქართველოში 10 მარტი რომ თენდებოდა, ოკეანგაღმა, ამერიკაში, თორნიკე შენგელიას გუნდმა ნბა-ს მოქმედი ჩემპიონი და ახლაც ტიტულის მოგების უპირველესი კანდიდატი “მაიამი” დაამარცხა. “ჩიკაგომ” მაიამელებს “იუნაითედ სენთერში” უმასპინძლა და დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში 95:88 სძლია.

ბოლო მეოთხედის წინ ჩიკაგოელები 8 ქულით ჩამორჩებოდნენ და გადამწყვეტი პერიოდი სწორედ ამ სხვაობით – 27:19 მოიგეს. შეხვედრა დამატებით 5-უთეულში გადაიზარდა, სადაც მოწოდების სიმაღლეზე ჩიკაგოელები აღმოჩდნენ და მრისხანე მეტოქეს მინიპერიოდი 9:2 მოიუგეს.

სამწუხაროდ, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ქართველ ფორვარდს. შენგელია ჩიკაგოელთა განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე მიმდინარე დაძაბულ ორთაბრძოლებში არ ჩაბმულა. გამარჯვებულთაგან 22 ქულის მიმთვლელი დიჯეი აუგუსტინი და ფრანგო-ამერიკელი ჟოაკიმ ნოა (20 ქულა, 12 მოხსნა, 7 პასი) გამოირჩნენ. ბოლო წლების უძვირფასესი მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი ჩიკაგოელებმა 17 ქულას დააჯერეს, ხანშეპარულმა ვარსკვლავმა დუეინ ვეიდმა კი მაიამელთათვის 25 ქულა გაიღო.

35 მოგებითა და 28 წაგებით “ჩიკაგო” აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. მომდევნო ტესტი ჩიკაგოელებს 12 მარტს, ტიტულის კიდევ ერთ მაძიებელ “სან ანტონიოსთან” ელით.

GBF.GE