ფიფა-მ, შესაძლოა, მექსიკელი გულშემატკივრები ჰომოფობიაში დაადანაშაულოს

კამერუნთან მატჩის დროს მექსიკის ნაკრების გულშემატკვიართა გარკვეულმა ჯგუფმა ჰომოფობია გამოავლინა.

ფიფა-ს ვარაუდით, მექსიკელებმა კამერუნელთა მეკარის ჩარლზ იტანჯეს მისამართით ჰომოფობიური შეძახილები გამოიყენეს.

როგორც ცნობილია, ფიფა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ცნობილ ორგანიზაცია FARE-ს გაანდობს, რომელიც, გარდა ამისა, А ჯგუფის სასტარტო ტურში მომხდარ ოთხ სხვადასხვა ეპიზოდსაც განიხილავს.

კამერუნელ მოთამაშეებს შორის წუხანდელი მატჩის მიმდინარეობისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კამერუნისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (0:4) მიწურულს კამერუნელ ფეხბურთელებს – ბენუა ასუ-ეკოტოსა და ბენჟამენ მუკანჯოს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ასუ-ეკოტომ მუკანჯოს თავი ჩაარტყა. არბიტრს ეს ეპიზოდი გამოეპარა და ფეხბურთელი დასჯას გადაურჩა.

ასუ-ეკოტომ კინ­კლა­ო­ბა საფინალო სასტვენის შემდეგაც განაგრძო. საბოლოოდ კი, მისი დამშვიდება გუნდის კაპიტანმა სამუელ ეტოომ მოახერხა.

 

ხორვატიამ კამერუნი გაანადგურა

პირველ ტურში მარცხის შემდეგ ხორვატიამ კამერუნის ძლევით ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა. 

ნიკო კოვაჩის შეგირდებმა კამერუნელებს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს. დიდწილად ასეთი შედეგი სონგის გაძევებამ განაპირობა. კამერუნელთა ერთ-ერთმა მთავარამ ვარსკვლავმა მანჯუკიჩს სათამაშო ეპიზოდში ზურგში ხელი ჩაარტყა და საკუთარი გუნდი დააღალატა. იმ მომენტისთვის ხორვატები 1:0-ს იგებდნენ.

მოედნის ცენტრში შესანიშნავად იასპარეზე მოდრიჩი-რაკიტიჩის დუეტმა, რომელიც მიმდინარე მუნდიალზე ერთ-ერთ საუკეთესო წყვილს ქმნეს მოედნის შუაგულში.

ანგარიში მე-11 წუთზე ოლიჩმა პერიშიჩის პასით გახსნა. 48-ე წუთზე უკვე თავად პერიშიჩმა მოახერხა გატანა. 61-ე და 73-ე წუთებზე მანჯუკიჩის გაბრწყინების დროც დადგა. ხორვატების მთავარმა მეგოლემ დუბლი შეასრულა და კამერუნის შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსებს ხაზი გადაუსვა.

კამერუნი 0-4 ხორვატია

გოლები: ოლიჩი 11′ ; პერიშიჩი 48′; მანჯუკიჩი 61′ ; 73′ 

გაძევება: სონგი 40′

კამერუნი — ხორვატია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კამერუნისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ევროპელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბალკანელთა თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.

მიუნხენის „ბაიერნში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 24 გადაცემა და კარში 4-ჯერ დაარტყა.

 

მოდრიჩი ასი პროცენტით მზადაა

ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა კამერუნთან შეხვედრის წინ გამოჯანმრთელება მოასწრო.

„ლუკა ასი პროცენტით მზადაა. ვარჯიშებზე იგი კარგად მუშაობდა და არანაირი პრობლემა ჰქონდა. მატჩისთვის მოდრიჩი სრულიად მზად იქნება“, – განაცხადა ორვატთა თავკაცმა ნიკო კოვაჩმა.

„ვიცით, თუ რას ნიშნავს ეს მატჩი ორივე გუნდისთვის. ჩვენ მნიშვნელოვანი სამი ქულის აღებას ვაპირებთ“, – დაასრულა სპეციალისტმა.

პრევიუ: კამერუნი – ხორვატია

პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ ორივე გუნდი დღეს გამარჯვებისთვის იბრძოლებს. 

ამ შეხვედრაში წაგებული გუნდი ტურნირს ოფიციალურად დაემშვიდობება. ფრის შემთხვევაში კი ორივე ორივე გუნდის შანსი მნიშნველოვნად მცირდება.

კამერუნს ბოლო ტურში ბრაზილიასთან უწევს თამაში. პლეი-ოფში მოსახვედრად ფინკეს გუნდს გმირობის ჩადენა და დარჩენილი ორივე მატჩის მოგება სჭირდება. ამ დროს კამერუნი ხორვატიასთანაც კი არ არის ფავორიტი. “ლომების” მდგომარეობას ეტო’ოს ტრავმაც ართულებს.

ლიდერი, შესაძლოა, ხორვატიასაც გამოკალდეს. მოდრიჩი ბრაზილიასთან მატჩის მერე გამოკველვების ჩატარების მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ნიკო კოვაჩის თქმით, ლუკა კამერუნელებთან სრულ მზადყოფნაში იქნება.

ხორვატების სასტარტოში დიდი ცვლილებებს არ უნდაველოდოთ. რა თქმა უნდა პირვლეი წუთებიდან მოედანზე მანჯუკიჩი გამოვა, რომელიც იელავიჩის ადგილს დაიკავებს.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Cameroon_Croatia_GEO

ეტო’ო ჯგუფური ეტაპის დარჩენილ ორ მატჩს გამოტოვებს

კამერუნის ნაკრების თავდამსხმელმა სამუელ ეტო’ომ ვარჯიშზე მუხლის ტრავმა მიიღო.

გამოსაჯანმრთელებლად გამოცდილ მოთამაშეს დაახლოებით ათი დღე დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დარჩენილ ორ მატჩს გამოტვებს.

ცნობისთვის, 19 ივნისს კამერუნის ნაკრები ხორვატიას შეხვდება, ხოლო 24 ივნისს ფოლკერ ფინკეს გუნდი ტურნირის მასპინძელ ბრაზილიას დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში კამერუნი მექსიკასთან მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

პრევიუ: მექსიკა – კამერუნი

A ჯგუფში ერთი გამოკვეთილი ფავორიტია. დარჩენილ სამ გუნდს კი შემდეგ ეტაპზე გასვლის თანაბარი შანსი აქვთ. ამიტომ, ურთიერთშეხვედრებს ამ გუნდებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 

ტრადიციულად, მექსიკის და კამერუნის ნაკრებები საკუთარ შესარჩევ ზონებში ფავორიტებად ითვლებიან, თუმცა მუნდიალის ფინალურ სტადიაზე მათ უკვე დიდი ხანია მნიშვნელოვანი წარმატება არ ჰქონიათ.

გუნდების მწვრთნელებმა მიგელ ერერამ და ფოლკერ ფინკემ მატჩის წინ შემადგენლობების დამალვა არ დაიწყეს. მექსიკელებიც და კამერუნელებიც სასტარტოში განსაკუთრებულ ცვლილებებს არ გეგმავენ.

ერერას ორი რთული გადაწყვეტილება ჰქონდა მისაღება. მექსიკელი სპეციალისტი სათადარიგოთა სკამზე დასვამს ხავიერ ერნანდესს, რომელსაც მანჩესტერში არც თუ ისე კარგი სეზონი ჰქონდა და ოპტიმალურ ფორმაშიც არ იმყოფება. ასე რომ, შეტევაში დოს სანტოსი-პერალტას დუეტი იმოქმედებს. მეორე რთული გადაწყვეტილება კი, მეკარე ოჩოას სასტარტოში დაყენებას ეხება, რომელმაც ბოლო დროს მოიპოვა პირველი ნომრის სტატუსი.

დიდი ალბათობით, ერერა ტრადიციულ 5-3-2 სქემას მიმართავს, სადაც მოედნის ცენტრში მძლავრ ტრიოს შეტევების დროს ფლანგები აქტიურად დაეხმარებიან.

ფოლკერ ფინკე სასტარტო შემადგენლობას გერმანიასთან გამართული ამხანაგური მატჩიდან გამომდინარე დააყენებს. კამერუნელებმა ტურნირის ერთ-ერთი მთავარ ფავორიტთან ფრედ ითამაშეს, თანაც საკმაოდ კარგი ხარისხის ფეხბურთიც აჩვენეს.

ფინკეს მთავარი არჩევანი დაცვის მარჯვენა ფლანგზე აქვს გასაკეთებელი. გერმანელებთან აღნიშნულ პოზიციაზე ახალგაზრდა ჯეგუე თამაშობდა. თუმცა, ოფიციალურ მატჩში, შესაძლოა, მწვრთნელმა გამოცდილ კადრებს მიანიჭოს უპიარტესობა.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Mexico_Cameroon_GEO

კამერუნის ნაკრები ბრაზილიაში დაფრინდა

კამერუნის ნაკრები ბრაზილიაში დაფრინდა. გუნდის ლიდერმა სამუელ ეტოომ სოციალურ ქსელში აეროპორტში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

„კეთილი იყოს ჩვენი მობრძანება ბრაზილია“, – წერს ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ გუნდი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის გამოყოფილი პრემიის ოდენობასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო ბრაზილიაში გაფრენაზე უარს აცხადებდა. კამერუნის ნაკრები ბრაზილიაში გუშინ უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა გეგმა ერთი დღით შეიცვალა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ კამერუნის ნაკრებს ტურნირის პირველი შეხვედრა დამდეგ პარასკევს უწევს. კამერუნელები მექსიკელებს დაუპირისპირდებიან.

ბექა დოგრაშვილი

კამერუნის ნაკრები ბრაზილიაში გამგზავრებაზე უარს აცხადებს

კამერუნის ნაკრების ფეხბურთელები ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის გამოყოფილი პრემიის ოდენობასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო ბრაზილიაში გაფრენაზე უარს აცხადებენ.

კამერუნელ ფეხბურთელებს იმედი ჰქონდათ, რომ მუნდიალზე მოხვედრისთვის მათ გაცილებით მაღალ პრემიას მისცემდნენ, ვიდრე რასაც ახლა სთავაზობენ.

ნაკრები ამ დრომდე კამერუნის დედაქალაქ იაუნდეში იმყოფება და ჯერ კიდევ უცნობია, როდის გაემგზავრება ბრაზილიაში, ან საერთოდ გაემგზავრება თუ არა. შეგახსენებთ, რომ კამერუნის ნაკრებს ტურნირის პირველი შეხვედრა დამდეგ პარასკევს უწევს.

ცნობისათვის, ანალოგიური სიტუაცია კამერუნის ნაკრებს 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ჰქონდა. საბოლოოდ, მაშინ კამერუნელები ტურნირზე გაემგზავრნენ, თუმცა ჯგუფური ეტაპის დაძლევა ვერ შეძლეს.

ბექა დოგრაშვილი

სამუელ ეტოოს საინტერესო ვარცხნილობა

1 ივნისს, გერმანიისა და კამერუნის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში, სამუელ ეტოო მოედანზე საინტერესო ვარცხნილობით გამოჩნდა.

1

2

სიმულიანტი კამერუნელი

29 მაისს, კამერუნისა და პარაგვაის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში კამერუნელმა ფეხბურთელმა ისიმულიანტა.