ანჩელოტი: “მომდევნო სეზონში ბეილი უკეთ ითამაშებს”

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი თვლის, რომ გარეთ ბეილს მადრიდული კლუბისთვის მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია. 25 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების გოლი გაიტანა.

“გარეთი მთელი სეზონის განმავლობაში ძალიან კარგი იყო. მომდევნოში კი, ის უკეთ ითამაშებს” – განაცხადა ანჩელოტიმ.

გარეთ ბეილი “რეალში” ლონდონის “ტოტენჰემიდან” გასული სეზონის წინ გადავიდა.

კარლო ანჩელოტი — მატჩის შემდეგ თქმული

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ სეზონის დაწყებამდე კლუბის პრეზიდენტს ჩემპიონტა ლიგის თასს შეპირდა და სიტყვა სეასრულა კიდეც.

„უზომოდ ბედნიერი ვარ. როგორც იქნა, „რეალთან“ ერთად ეს ტიტული მოვიგეთ. თითოეული ჩვენგანი მთელი სეზონის განმავლობაში მუყაითად მუშაობდა, ვამაყობთ მიღწეულით. ბედნიერია ყველა, ვინც ყოველდღიურად გვიჭერდა მხარს. „რეალის“ ქომაგები უზომოდ ბედნიერები არიან, რაც ჩვენ გვახარებს.

ყველაზე რთული ანგარიშის გათანაბრება იყო. თავისუფალი ზონა არ გვქონდა, „ატლეტიკო“ თავს ძალიან კარგად იცავდა, თუმცა ჩვენ ყველა შესაძლებლობის გამოყენებას  ვცდილობდით და მიზანს მივაღწიეთ კიდეც, შემდეგ კი თამაში მთლიანად შევცვალეთ. გატანილმა გოლმა დიდი ენერგია შეგვძინა და გამარჯვების წყურვილი გაგვიძლიერა.

გამიმართლა, თუმცა არა ამ მატჩის გამო. შეიძლება თქვათ, რომ გამიმართლა, შეიძლება სხვამ თქვას, რომ ბოლო წამამდე ძალ-ღონეს არ ვიშურებდით. ეს ფეხბურთია. ხან გაგიმართლებს, ხანაც – არა.

შესვენებაზე ვთქვი, რომ უფრო სწრაფად უნდა გვეთამაშა, შეტევითი პოტენციალი უფრო მეტად უნდა გამოგვეყენებინა. იგივე გავიმეორე 90 წუთის შემდეგ, რათა მეტოქე გუნდს შეტევის საშუალება არ მისცემოდა. ასე შევუქმნიდით „ატლეტიკოს“ უსიამოვნებებს.

პირველივე დღეს, როდესაც „სანტიაგო ბერნაბეუს“ სატიტულო ოთახში შევაბიჯე, კლუბის პრეზიდენტს ვუთხარი, რომ იქაურობას ერთი თასი აკლდა და მის მოგებას ამავე სეზონში ვეცდებოდით. ჩვენ ეს გამოგვივიდა. ნდობას მთელი კლუბისგან ვგრძნობდი, რაც გამარჯვებებში დაგვეხმარა.

ყველა ფინალი რთულია და არც ეს იყო გამონაკლისი. მძიმე სეზონი გამოვიდა, თუმცა ამავე დროს – კარგი. ეს „რეალში“ ჩემი პირველი წელი იყო, სტილის შეცვლას შევეცადეთ, გუნდმა თავი ფანტასტრიურად წარმოაჩინა: მოთამაშეები დიდ პროფესიონალიზმს და თამაშის სურვილს ავლენდნენ. მარსელო უკმაყოფილო იყო იმით, რომ სათადარიგოთა სკამზე დარჩა, თუმცა მოედანზე გავიყვანეთ და ერთ-ერთი გადამწყვეტი როლიც შეასრულა.

მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული მოვიგეთ. ძალიან გრძელი სეზონი გამოვიდა, „ბაიერნთან“ ნახევარფინალური მატჩის შემდეგ გამარჯვების სურვილი კიდევ უფრო გაგვიძლიერდა. ფანტასტიური სეზონი გვქონდა.

სიმეონეს ვესაუბრე. ამ მატჩამდე ჩემპიონატში გამარჯვება მივულოცე, იგივე გავაკეთე მატჩის შემდეგ. გუნდი, რომელიც ვერ იგებს, თუმცა ბოლომდე იბრძვის, დასაფასებელია. ჩემი აზრით, ეს გამარჯვება დავიმსახურეთ“, – განაცხადა ანჩელოტიმ.

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com

ფინალში მარცხის შემთხვევაში “რეალს” ზიდანი ჩაიბარებს

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის კორლო ანჩელოტის ასისტენმა ზინედინ ზიდან, შესაძლოა, მადრიდული კლუბის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ჩაიბაროს.

La Gazzetta dello sport – ის ცნობით სამეფო კლუბის პრეზიდენმა ფლორენტინო პერესმა ზიდანისთვის შანსის მიცემა გადაწყვიტა. თუმცა, ეს “რეალის” ფინალში მარცხის შემთხვევაში მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ზიდანი ანჩელოტის შტაბში სეზონის დასაწყისში მოხვდა, თუმცა მისი დასრულების შემდეგ კლუბის დატოვებას და პირადი კარიერის აწყობას გეგმავდა.

ზიდანით “ბორდო” და “მონაკო” არიან დაინტერესებულები.

ანჩელოტი: “ჩემი მომავალი რეალს უკავშირდება”

მადრიდის “რეალის” მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ იტალიაში დაბრუნებას არ აპირებს. შეგახსენებთ, გავრცლებული ინფორმაციით “მილანში” ანჩელოტის დაბრუნების საკითხს განიხილავდნენ.

“მილანთან დაკავშირებული ხმები ჩემამდეც მოვიდა, თუმცა ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ადრიანო გალიანისთან დღესაც შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს. ჩემი მომავალი “რეალის” უკავშირდება” – განაცხადა ანჩელოტიმ.

ანჩელოტი:”ბარსელონა ატლეტიკოსთან ბოლომდე დაიხარჯება”

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი თვლის, რომ “ბარსელონა” “ატლეტიკოსთან” სრული დატვირთვით ითამაშებს და მადრიდელებს მატჩს შეგნებულად არ დაუთმობს.

შეგახსენებთ, რომ საჩემპიონო რბოლაში სამი გუნდი – ატლეტიკო, რეალი და ბარსელონა არიან ჩართულები. პრიმერას დასრუელბამდე კი, სამი ტურია დარჩენილი. უკანასკნელ ტურში “ატლეტიკო” “ბარსელონას” შეხვდება, ხოლო “რეალი” “ესპანიოლს” დაუპირისპირდება.

“ბარსელონა ატლეტიკოსთან ბოლომდე დაიხარჯება. ყველა ტურნირის ბოლო ტურების მატჩები ერთ დროს იმართება. ვფიქრობ, არც ესპანეთი იქნება გამონაკლისი” – განაცხადა ანჩელოტიმ.

პრიმერას უკანასკნელი ტური 18 მაისს გაიმართება.

კარლო ანჩელოტიმ „მანჩესტერ იუნაიტედი“ უარით გაისტუმრა

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობა იუარა.

„El Confidencial“-ის ინფორმაციით, „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელობა 54 წლის სპეციალისტს ყოველწლიური ხელფასის სახით 18 მილიონ ევროს სთავაზობდა. თუმცა იტალიელმა მანჩესტერელები თავაზიანი უარით გაისტუმრა.

მადრიდელთა თავკაცს არაერთხელ უთქვამს, რომ „რეალში“ მას ყველაფერი აწყობს და ამჟამდ მხოლოდ ამ კლუბში მუშაობაზე ფიქრობს.

ამის შემდეგ პრესა „იუნაიტედის“ შესაძლო თავკაცთა შორის ლუი ვან გაალს მოიაზრებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ანჩელოტი: “რთული იქნება, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ”

მადრიდის “რეალის” მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ “ვალენსიასთან” ჩატარებული შეხვედრა შეაფასა და საჩემპიონო შანსებზეც ისაუბრა.

“მოგება გვინდოდა, ამიტომ მოთამაშეები გულდაწყვეტილები არიან. მიუხედავად წარუმატებლობისა, ბოლომდე ვაპირებთ ჩემპიონობისათვის ბრძოლას, რაც საკმაოდ რთული იქნება. დარჩენილი სამი მატჩიდან ორი გასვლითია.

ვალენსიასთან მატჩში მსაჯობა საკმაოდ დაბალი დონის იყო. ამასთან ერთად, გვეტყობოდა დაღლილობა ჩემპიონთა ლიგის შემდეგ. ანალოგიური პრობლემები “ატლეტიკოს” და “ჩელსის” შეექმნათ.

თუმცა, სამ დღეში ერთხელ თამაშს მიჩვეულები ვართ და ოთხშაბთს კარგად უდნა გამოვიყურებოდეთ.

კარგი შანსი გვქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. თუმცა, საგანგაშო არაფერი მომხდარა. მართალია, “ატლეტიკოს” ბარსელონაში უკვე ფრეც ჰყოფნის, მაგრამ დღეს მარცხის შემთხვევაში საჩემპიონო რბოლას საერთოდ ვეთიშებოდით” – განაცხადა ანჩელოტიმ.

ვერატი: “ანჩელოტისთან კარგი ურთიერთობა მაქვს, თუმცა პარიზში ბედნიერი ვარ”

“პსჟ”-ს ფეხბურთელმა მარკო ვერატიმ განაცხადა, რომ პარიზულ კლუბში ბედნიერია და მადრიდის “რეალში” გადასვლას არ აპირებს.

“ანჩელოტისთან საკმაოდ ხშირი კონტრაქტი მაქვს. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მასთან ერთად მე ძალიან გავიზარდე. თუმცა, პარიზში ბედნიერი ვარ. სხვა კლუბების წინადადებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში განვიხილავ, თუ “პსჟ”-ს აღარ დავჭირდები” – განაცხადა 21 წლის ვერატიმ.

ანჩელოტი: „იდეალური მატჩი ჩავატარეთ“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მიუნხენის „ბაიერნსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამართული მატჩი „სამეფო კლუბის“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა. ამრიგად, ფინალში მონაწილე ერთი გუნდის ვინაობა გაირკვა.

მატჩი მადრიდული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ შეაფასა.

„დღეს იდეალური მატჩი ჩავატარეთ. ჩემი გუნდი ყოველდღიურად მაკვირვებს. პირველ ტაიმში ფანტასტიურად ვითამაშეთ. სტანდარტული სიტუაციების დროს განსაკუთრებით მარჯვედ ვმოქმედებდით, რადგან ვიცოდით, რომ მეტოქეს ასეთ დროს პრობლემები შეექმნებოდა.

მიუნხენში „ბაიერნის“ წინააღმდეგ კარგი სტატისტიკა მაქვს, მაგრამ ახლა ყველაზე მთავარი ისაა, რომ 12 წლის შემდეგ „რეალი“ კვლავ ფინალშია.

გადამწყვეტ მატჩში თამაშის უფლების მოპოვება ჩვენი მთავარი მიზანი იყო. ეს არ ყოფილა ადვილი გასაკეთებელი, მაგრამ ამოცანას თავი კარგად გავართვით. ტურნირზე ერთადერთი ცუდი მატჩში ჩავატარეთ, როდესაც დორტმუნდის „ბორუსიას“ გასვლაზე ვეთამაშეთ“, – ანჩელოტის სიტყვები ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 24 მაისს, ლისაბონში მდებარე სტადიონ „ეშტადიუ და ლუჟზე“ გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

ანჩელოტი: „იმედია, ბავარიელები ცეცხლში ხეებს ოთხშაბათს შეუკეთებენ და არა – სამშაბათს“

უკვე რამდენიმე დღეა, სხვადასხვა უცხოური გაზეთები აქტიურად წერენ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა დევიდ მოიესის შემცვლელად კარლო ანჩელოტის კანდიდატურას მოიაზრებს. მადრიდის „რეალის“ თავკაცი პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა:

„რეალში“ ძალიან ბედნიერი ვარ და ჩემთვის დიდი პატივია მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო კლუბში მუშაობა. „იუნაიტედს“ დიდ პატივს ვცემ და არ მომეწონა მოიესის თავს დამტყდარი ამბავი, მაგრამ ჩემი ადგილი მადრიდშია“.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე „რეალსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის გამართული მატჩის (1:0) შემდეგ კარლ ჰაინც-რუმენიგემ განაცხადა, რომ მადრიდელებს „ალიანს არენაზე“ ჯოჯოხეთი ელით. გერმანელის ამ მუქარას ანჩელოტიმ მოხდენილად უპასუხა:

„იმედი ვიქონიოთ, ცეცხლში ხეებს ოთხშაბათს შეუკეთებენ, როდესაც ჩვენ მიუნხენიდან წამოვალთ და არა – სამშაბათს“.

კარლო ანჩელოტიმ სხვადასხვა თემებზეც ისაუბრა.

კრიშტიანუ რონალდუზე: „კრიშტიანუმ „ბაიერნთან“ კარგად ითამაშა. მას თამაში სჭირდება, რათა ფორმაში ჩადგეს. კრიშტიანუ ხვალ ითამაშებს“. (ხვალ „რეალი“ „ოსასუნას“ მასპინძლობს, – ავტ.)

გარეტ ბეილზე: „ცოტაოდენ სუსტადაა. ხვალ გადაწყდება, ითამაშებს „ოსასუნასთან“ თუ სამშაბათისთვის მოვამზადებთ“.

ტიტო ვილანოვაზე: „ყველანი ვღელავთ. ვცდილობთ, საქმის კურსში ვიყოთ. იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად იქნება“.

ალვარო მორატაზე: „თუ ბენზემას თამაში ეჭვქვეშ დადგება, მორატა ითამაშებს, რადგან ძალიან კარგ ფორმაშია. მე მისი მჯერა“.

პეპ გვარდიოლაზე: „მისი დიდი გულშემატკივარი ვარ. მან ფეხბურთში სიახლეები დანერგა, „ბარსელონას“ მკაფიო სტილი შესძინა და ახლა იგივეს „ბაიერნში“ ცდილობს, თუმც ეს უფრო მეტ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან გერმანელებმა წინა მწვრთნელისგან უკვე შეიძინეს თავიანთი იდენტობა“.

ბექა დოგრაშვილი

ანჩელოტი: “ჩვენი მაქსიმუმი ვაჩვენთ”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ “ბარსელონასთან” მოგებული ფინალი შეაფასა.

“ჩენი მაქსიმალური დონე ვაჩვენეთ. თითქმის მთელი მატჩი ძალიან კარგად ვასპარეზობდით. ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ.

ყველა მოთამაშემ თავისის საუკეთესო შესაძლებლობები წარმოადგინა. რონალდუს ტრავმა დამატებითი მოტივაცია გახდა.

რა თქმა უდნა ეს ჯილდო თავდაჯერებულობას შეგვმატებს” – განაცხადა ანჩელოტიმ.

ანჩელოტი: „ნახევარფინალური მატჩები ჩვენთვისაც რთული იქნება და „ბაიერნისთვისაც“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „რეალი“ მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება. „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გერმანელთა მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„ბაიერნი“ შესანიშნავი გუნდია, ძალიან მაღალი დონის მქონე. როცა დონეზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ ოსტატობას. ბავარიელები ფანტასტიურ სეზონს ატარებენ.

ხოსეპ გვარდიოლა ძალიან გამოცდილი მწვრთნელია. ჩემი აზრით, ის მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. ნახევარფინალური მატჩები რთული იქნება როგორც ჩვენთვის, ასევე „ბაიერნისთვის“, რადგან „რეალთან“ თამაში ყველას უჭირს“, – განაცხადა ანჩელოტიმ გუშინდელ პრესკონფერენციაზე.

„რეალსა“ და „ბაიერნს“ შორის პირველი მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 23 აპრილს შედგება, განმეორებითი კი – „ალიანს არენაზე“, 29 აპრილს.

ბექა დოგრაშვილი