მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის როლის დროებითმა შემსრულებელმა, ვილი სანიოლმა, რომელიც აქამდე კარლო ანჩელოტის დამხმარე მწვრთნელის ფუნქციას ასრულებდა, პირველი ვარჯიში ჩაატარა ახალ ამპულაში.
გერმანული ტაბლოიდის, Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვარჯიშის დაწყებამდე სანიოლმა სამი წუთი გამოყო ფეხბურთელებთან სასაუბროდ. უშუალოდ ვარჯიში კი ერთ საათს გაგრძელდა.
ვარჯიშზე სასიამოვნო ატმოსფერო სუფევდა განსხვავებით წინა შემთხვევებისა – შეგახსენებთ, რომ ანჩელოტის ფეხბურთელებთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ბავარიული გრანდის პრეზიდენტის, ული ჰიონესის ცნობით, იტალიელ სპეციალისტს 5 ფეხბურთელთან ჰქონდა კონფლიქტი.