მასკერანო: „რაც მოხდა, მოხდა“

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ხავიერ მასკერანომ „დინამო არენაზე“ ჩატარებული უეფას სუპერთასი შეაჯამა.

„ასეთ მატჩები იშვიათად ტარდება – ეს ნამდვილი სპექტაკლი იყო. გვიხარია, რომ გავიმარჯვეთ, ბევრი რამ გასაუმჯობესებელი გვაქვს. „სევილიას“ თამაშში დაბრუნების საშულაბეა მვიეცით, თუმცა რაც მოხდა, მოხდა. ყველაფერი ინდივიდუალურმა ოსტატობამ გადაწყვიტა. იმედია, პედრო ჩვენთან დარჩება. ის მნიშვნელოვან მატჩებში ძალიან დაგვჭირდება“, – განაცხადა არგენტინელმა.

მასკერანო “ბარსელონას” ვიცე-კაპიტანი გახდა

“ბარსელონას” მესამე ვიცე-კაპიტანი გუნდის ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო გახდა. “ასის” თანახმად, ამის შესახებ კატალონიელთა მორიგ ვარჯიშზე გაცხადდა.

შეგახსენებთ, რომ ჩავი ერნანდესის “ალ სადში” გადასვლის შემდეგ კაპიტნის სამკლავური ანდრეს ინიესტას ჩააბარეს, პირველი ვიცე-კაპიტნები კი ლიონელ მესი და სერხიო ბუსკეტსი არიან.

“ბარსელონა” უახლოეს ოფიციალურ მატჩს თბილისში გამართავს, სადაც უეფას სუპერთასისთვის “სევილიას” შეეცილება.

 

მასკერანო – “იუვენტუსის” საგანგებო მიზანი

სამი ხედირას ტრავმის შემდეგ, იტალიის ჩემპიონებს “ბარსელონას” ნახევარმცველის დამატება სურთ.

გერმანელი შუახაზელი “მარსელთან” მატჩში შეჯახების დროს 25-ე წუთზე საკაცით გაიყვანეს. მოსალოდნელია, რომ ხედირას ექვსი კვირა გაუცდება.

Tuttosport-ის ინფორმაციით, “იუვენტუსი” სამის დროებით ხავიერ მასკერანოთი შეანაცვლებს. ამასთანავე, 31 წლის ნახევარმცველს კარიერის დასრულება იტალიაში სურს, იტყობინება ამავე წყარო.

გარიგების ფასი დაახლოებით 10-15 მილიონი ევროა.

მასკერანო: “მე არ მესმის”

31 წლის ნახევარმცველი, კოპა ამერიკის ფინალში სამჯერ მოხვდა, მაგრამ სამივეჯერ დამარცხდა. ამასთან დაკავშირებით, ხავიერ მასკერანო კომენტარს აკეთებს.

ხავიერ მასკერანომ განაცხადა, რომ მისთვის თითოეული წაგებული ფინალი ყველანაირ წამებაზე უარესია.

“მე ვერ ავღწერ ჩემს გრძნობებს. იმედი მაქვს, მომავალში არგენტინა შეძლებს გამარჯვებას,”-განუცხადა ჟურნალისტს მასკერანომ.

“მინდოდა, როგორც მატჩის წინ, ასევე შემდეგაც მხიარულად ვყოფილიყავი. ვესაუბრე ტევესს. კოპა ამერიკაზე სამჯერ გავედი ფინალში და ყველა წავაგე. არ მესმის ეს როგორ მოხდა, ახსნას ვერ ვპოულობ”.

“დიდი მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. როგორც ერთი წლის წინ, ისინი ახლაც ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, მათი გაბედნიერება ვერ შევძელით. ეს ჩემთვის დიდი წამებაა,”-განაცხადა მასკერანომ.

“ეს კიდევ ერთი დიდი მწუხარებაა, იმის ფონზე, რომ ტურნირზე კარგად ვითამაშეთ”.

მასკერანოს ანტირეკორდი

2015 წლის კოპა ამერიკის ფინალურ მატჩში ჩილეს ნაკრებმა არგენტინა პენალტების სერიაში დაამარცხა.

“ალბისელესტეს” ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც კოპა ამერიკის ფინალურ მატჩში სამჯერ დამარცხდა.

მასკერანომ არგენტინის ნაკრებთან ერთად ამ ტიტულის მოგების შანსი 2004, 2007 და 2015 წლებში გაუშვა ხელიდან. გარდა ამისა, იგი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩიც დამარცხდა.

 

მასკერანო: „ბედნიერები ვართ“

„ბარსელონას“ მცველმა ხავიერ მასკერანომ „ბაიერნთან“ მოგებაზე ისაუბრა.

„ლიონელ მესი ის მოთამაშეა, რომლის აღწერაც შეუძლებელია. მისი თამაში უბრალოდ უნდა ნახოთ. ბედნიერები ვართ, რომ ასეთ შედეგს მივაღწიეთ, თუმცა ახლა საპასუხო მატზე უნდა ვიფიქროთ.

ვიცოდით, რომ გვარდიოლა ნებისმიერ სტადიონზე მოგებაზე ფიქრობს. „ბაიერნი“ პრესინგს მიმართავდა, თუმცა ხშირად საკმაოდ რისკიანად. მეტოქეს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა“, – განაცხადა არგენტინელმა.


მასკერანომ სუარესი ეტოოს შეადარა

“ბარსელონას” ნახევარმცველმა ხავიერ მასკერანომ გუნდის თავდამსხმელი ლუის სუარესი “ბლაუგრანას” ყოფილ ფორვარდ სამუელ ეტოოს შეადარა.

“მოხარული ვარ, რომ სუარესი ასე სწრაფად გადის ადაპტირებას გუნდში, განსაკუთრებით კი – შეტევით ხაზში, რაც ერთობ რთულია. თავისი მახასიათებლებით ის “ბარსელონაში” ბოლო წლებში მოთამაშე თავდამსხმელებიდან ყველაზე მეტად ეტოოს მაგონებს. ლუისი მუდმივად ურტყამს, არ უშინდება მეტოქე გუნდის მცველებს. მოწინააღმდეგეები ხვდებიან, რომ მისგან მთელი მატჩის განმავლობაში მოსვენება არ ექნებათ”, – ციტირებს მასკერანოს სიტყვებს TyCSports-ი.

 

მასკერანო რონალდუს გამოექომაგა

“ბარსელონას” ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო მადრიდის “რეალის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს გამოექომაგა, რომელმაც “ატლეტიკოსთან” განადგურების (0:4) შემდეგ იუბილე პომპეზურად აღნიშნა. ამის გამო პორტუგალიელი ფეხბურთელი საყოველთაო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

“ყველა ისე ცხოვრობს, როგორც სურს. არ მომეწონებოდა, ვინმეს ჩემთვის რომ მიეთითებინა, თუ როგორ გამომეყენებინა თავისუფალი დრო. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. მოედანზე და კამერის წინ კი პროფესიონალები გახლავართ. ამასთან, ჩვენ პირადი ცხოვრებაც გვაქვს. ჩვენ ამის უფლება გაგვაჩნია და ეს არავის არ უნდა დაავიწყდეს”, – მასკერანოს სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

მასკერანოს კარიერის დასრულება სამშობლოში სურს

“ბარსელონას” და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველმა, ხავიერ მასკერანომ, განაცხადა, რომ კარიერის დასრაულება “რივერ პლეიტში” სურს.

“კარიერის დასრულება მშობლიურ “რივერ პლეიტში” მსურს. “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2018 წლამდე მაქვს. მერე კი ვნახოთ რა იქნება. ასეთ საკითხებში სიჩქარე საჭირო არ არის” – განაცხადა მასკერანომ.

მასკერანო: ”შეცდომები უნდა გამოვასწოროთ”

პსჟ-სთან მარცხის შემდეგ, ”ბარსელონას” არგენტინელმა ფეხბურთელმა, ხავიერ მასკერანომ, ჟურნალისტებთან კომენტრი გააკეთა.

”დავიმსახურეთ თუ არა წაგება? ფეხბურთში არ შეიძლება, რომ დამარცხება ან გამარჯვება დაიმსახურო. მთავარია ისაა, სასურველ შედეგს მიაღწევ თუ ვერა. ჩვენ ძალიან ცუდად ვითამაშეთ. მეტოქემ ნათლად დაგვანახა, თუ რა პრობლემები გვაქვს და ამ დონის ტურნირზე, ამას არავინ გაპატიებს. შეცდომები აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. წინ უამრავი მატჩია და შესაბამისად, გამოსწორების შანსს მივიღებთ.” – განაცხადა მასკერანომ.

მასკერანო ბარსელონასთან გაახანგრძლივებს

“ბარსელონას” ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო კატალონიურ კლუბში რჩება.

ესპანური პრესისი ცნობით არგენტინელმა მოთამაშემ კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა. 29 წლის მოთამაშის ახალი ხელშეკრულება 2018 წლამდე იქნება გათვლილი.

“ბარსელონას” ახალმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კლუბის ხელმძღვანელობა დაარწმუნა, რომ მასკერანო გუნდს აუცილებლად სჭირდება.

მასკერანო: „სანამ შანსი გვაქვს, ბოლომდე ვიბრძოლებთ“

„ბარსელონას“ მცველმა ხავიერ მასკერანომ ბილბაოს „ატლეტიკთან“ ანგარიშით 2:1 მოგებული შეხვედრა შეაფასა.

„კვლავ უამრავი მომენტი გვქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. მთავარია, რომ მოვიგეთ და, ამასთან ე თად, კარგად ვითამაშეთ.

ფეხბურთი – ჩვენი სამუშაო და პროფესიაა, შესაბამისად, ყოველთვის პროფესიონალებად უნდა ვრჩებოდეთ. სანამ იმედი გვაქვს, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვაქვს.

გულშემატკივართა კრიტიკა? ისინი ტრიბუნებს ავსებენ და კრიტიკის უფლებაც აქვთ. მათი აზრი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ“, – განუცხადა არგენტინელმა AS-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი