ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელი, სამი ხედირა აცხადებს, რომ მადრიდის “რეალში” თამაშის დროს (2010-2015) გულშემატკივრებისგან არც ისე დიდ პატივისცემას გრძნობდა.
“მადრიდში ჩემი მწვრთნელები მაფასებდნენ და სათამაშო დროც არ მაკლდა. მათ ჩემს შესაძლებლობებზე სწორი წარმოდგენა ჰქონდათ, რასაც ვერ ვიტყვი “რეალის” ფანებზე. თუ ათ თამაშს ძალიან კარგად ჩავატარებდი და მეთერთმეტეში რაღაც შეცდომას დავუშვებდი, გულშემატკივრები მაშინვე ჩემს კრიტიკას იწყებდნენ და ამბობდნენ, რომ სათანადო დონის არ ვიყავი.”
“იუვეში” თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. იმედი მაქვს, ჩემპიონთა ლიგის თასსაც აღვმართავთ!” – აცხადებს სამი.