„ჩელსიმ“ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტიზე“ უკეთესი წინადადება შესთავაზა“

„Sky Sports“-ის, AS-ისა და „Yahoo! Sports“-ის ჟურნალისტმა გილიემ ბალაგემ ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვით, „არისტოკრატებმა“ მიუნხენის „ბაიერნის“ თავკაც ხოსეპ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტიზე“ უკეთესო კონტრაქტი შესთავაზეს.

„საინტერესო მომენტი. „ბაიერნში“ პეპის წასვლას ელიან. „სიტიში“ კი იმედოვნებენ, რომ ის მათ შეუერთდება. თუმცა, ყველაზე დიდი ფინანსური წინადადება გვარდიოლამ „ჩელსისგან“ მიიღო“, – დაწერა ჟურნალისტმა თავისი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

გვარდიოლა: „ჩემს მომავალს „ჰანოვერთან“ მატჩის შემდეგ განვიხილავთ“

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა თავისი სამწვრთნელო კარიერის შესახებ გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა.

„რა თქმა უნდა, მიუნხენი მომწონს. მე და ჩემი ოჯახი აქ ძალიან კმაყოფილები ვართ. კლუბი და მოთამაშეები მომწონს.

„ჰანოვერთან“ შეხვედრის შემდეგ კლუბის ხელძღვანელბოასთან ყველაფერს განვიხილავთ და საერთო გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – ციტირებს გვარდიოლას „ბილდი“.

გვარდიოლას ხელფასი, შესაძლოა, 15 მილიონ ევრომდე გაიზარდოს

როგორც გერმანული Sport1.de წერს, უახლოეს დროში მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა კლუბთან კონტრაქტს გააგრძელებს.

წყაროს ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა ესპანელი სპეციალისტის ხელფასის 11 მილიონი ევროდან 15 მილიონ ევრომდე გაზრდას გეგმავს. მოქმედი შეთანხმება მხარეებს 2016 წლის ზაფხულამდე აკავშრებთ. აქედან გამომდინარე, მიუნხენელები სპეციალისტთან თანამშრომლობის 2018 წლამდე გაგრძელების ალბათობას განიხილავენ.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, „ბაიერნიდან“ წასვლის შემთხვევაში, გვარიდოლა მუშაობას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს.

ანრი: „გვარდიოლა მალე ინგლისის პრემიერლიგაში გადავა“

„არსენალისა“ და „ბარსელონას“ ექს-ფეხბურთელს ტიერი ანრის ეჭვი არ ეპარება, რომ უახლოეს მომავალში „ბაიერნის“ მთავარი მვწრთნელი ხოსეპ გვარდიოლა სამუშაოდ ინგლისის პრემიერლიგაში გადავა.

„გვარდიოლა ამბიციური მწვრთნელია და მას, ალბათ, წარმატების მიღწევა ყველა შესაძლო ტოპლიგაში სურს. ვიცი, რომ მან ინგლისური ჩინებულად იცის. ვფიქრობ, მალე პეპს პრემიერლიგაში ვიხილავთ“, – განაცხადა ანრიმ.

ცნობისთვის, ბოლო დროს გვარდიოლას „მანჩესტერ სიტის“ უკავშირებენ.

დარჩება თუ არა გვარდიოლა „ბაიერნში“?

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელს ხოსეპ გვარდიოლას მომავალთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

როგორც Goal.com-ი წერს, ესპანელი სპეციალისტი ჯერჯერობით არც მიუნხენელებთან კონტრაქტის გახანგრძივებას და არც „მანჩესტერ სიტის“ წინადადებას დათანხმებულა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნთან“ კონტრაქტი სპეციალისტს 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. კლუბის ხელმძღვანელობას ესპანელთან თანამშრომლობის გაგრძელება სურს.

გვარდიოლა: „ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ“

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა „ბორუსიასთან“ ანგარიშით 5:1 მოგებული მატჩით ძალიან კმაყოფილი დარჩა.

„ჩვენს ფეხბურთელებს არამხოლოდ გამარჯვებას, არამედ ბოლო თვეებში ნაჩვენებ ფეხბურთს ვულოცავ, კარგი სამუშაო შევასრულეთ. პირველ 15 წუთში პრობლემები გვქონდა, ბურთს ხშირად ვკარგავდით. ყველაფერი ჩვენმა მესამე გოლმა გადაწყვიტა.

ძალიან კმაყოფილები ვართ, რადგან ევროპის ერთ-ერთ საუკეთესი გუნდი დავამარცხეთ. მატჩის წინ შევთანხმდით, რომ თუ „ბორუსიას“ თავისი საუკეთესო თამაშის უფლებას მვიცემდით, დიდი პრობლემები შეგვექმნებოდა“, – განაცხადა მიუნხენელთა თავკაცმა.

ბუნდესლიგის 8 ტურის შემდეგ „ბაიერნი“ ცხრილს 100-პროცენტიანი შედეგით ლიდერობს.

გვარდიოლა ინგლისის ნაკრების თავკაცობის კანდიდატად განიხილება

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ხოსეპ გვარდიოლას კანდიდატურას ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე განიხილავს. ინგლისელები, მზად არიან, როი ჰოჯსონის წასვლის შემდეგ მიუნხენის „ბაიერნის“ ამჟამინდელ თავკაცს წელიწადში ათი მილიონი ფუნტი უხაროდ. ამის შესახებ ინგლისური გამოცემა „სანი“ წერს.

1

გვარდიოლა: „მსგავსი არაფერი მინახავს“

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ „ვოლფსბურგთან“ ანგარიშით 5:1 მოგებულ მატჩში ცხრა წუთში რობერტ ლევანდოვსკის ხუთი გოლის შესახებ ისაუბრა.

„რობერტის გამო ძალიან მიხარია. მსგავსი რამ არც ფეხბურთელობის და არც მწვრთნელობის დროს არ მინახავს. ცხრა წუთში ხუთი გოლი ნამდვილი საოცრებაა. უბრალოდ, სიტყვები არ მყოფნის“, – აღნიშნა გაოცებულმა გვარდიოლამ.

გვარდიოლა: „ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია“

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ გასვლაზე „ოლიმპიაკოსთან“ ანგარიშით 3:0 მოგების შემდეგ თავისი გუნდი შეაქო და აღნიშნა, რომ ეს წარმატებისკენ მხოლოდ პირველი ნაბიჯია.

„ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი ადვილი არასდროსაა. „ოლიმპიაკოსს“ ევროტურნირებზე ბოლო ექვსი საშინაო მატჩი არ წაუგია, ასეთი მეტოქის დამარცხება ადვილი არ იყო. ამის მიუხედავად, „ბაიერნი“ თამაშს აკონტროლებდა. ჩემი გუნდი უნდა შევაქო, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია“, – ციტირებს გვარდიოლას უეფას ოფიციალური საიტი.

გვარდიოლა მოურინიოსთან კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა

„აუდის თასის“ დაწყებამდე ერთი დღით ადრე მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე „ჩელსის“ თავკაცი ჟოზე მოურინიო შეაქო და აღნიშნა, რომ პორტუგალიელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. ასევე გვარდიოლამ განაცხადა, რომ მოურინიოსთან არანაირი კონფლიქტი არ აქვს.

„ჟოზე მოურინიო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მასთან არანაირი კონფლიქტი არ მაქვს. ჩემი მიზანი გუნდისთვის შედეგის მოტანაა და არა პლანეტის საუკეთესო მწვრთნელად ყოფნა“, – ციტირებს გვარდიოლას გამოცემა AS-ი.

„აუდის თასის“ ნახევარფინალში „ბაიერნი“ „მილანს“ შეხვდება. ტურნირის მეორე მატჩში კი „რეალი“ „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება.

„გვარდიოლა „ბარსელონაში“ დაბრუნდება“

„ბარსელონას“ ყოფილი ნახევარმცველის ჩავი ერნანდესის აზრით, მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ერთ მშვენიერ დღეს კატალონიურ კლუბში დაბრუნდება.

„პეპთან „ბარსელონაში“ წარმატებული პერიოდი მქონდა. ვიცი, რომ ის სწორ მომენტს აირჩევს, რათა კლუბში დაბრუნდეს“, – ციტირებს ჩავის „ალ-სადის“ ოფიციალური ვებსაიტი.

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლა „ბარსას“ 2008 წლიდან 2012 წლამდე თავკაცობდა.

გვარდიოლა შემდეგ ზაფხულში „მანჩესტერ სიტის“ თავკაცი გახდება

საუკეთესო მწვრთნელები, რომელთაც ნაკრებში არასდროს უმუშავიათ

ფეხბურთს არაერთი დიდი მწვრთნელი ახსოვს, რომელსაც კარიერაში სანაკრებო დონეზე არასდროს უმუშავია. წარმოგიდგენთ ასეთი მწვრთნელების კატეგორიიდან თერთმეტ ყველაზე გამორჩეულ სპეციალისტს.

1. ბილ შენკლი „კარლაილის“, „გრიმსბის“, „უორკინგტონის“, „გადერსფილდისა“ და „ლივერპულის“ თავკაცი იყო. ჯამში მან 11 ტიტული მოიგო

1

2. 61 წლის მანუელ პელეგრინის ჯამში თერთმეტ კლუბთან უმუშავია. მისი მონაგარი თორმეტ მოგებულ ტიტულს შეადგენს

Manuel-Pellegrini11-1

3. 70 წლის იუპ ჰაინკესმა სამწვრთნელო კარიერა დაასრულა. გერმანელი სპეციალისტი იმ თვრამეტ მწვრთნელს შორისაა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მინიმუმ ორჯერ მოიგო

Jupp Heynckes

4. რაფაელ ბენიტესი საკლუბო დონეზე მუშაობას აგრძელებს – ამჯერად მან მადრიდის „რეალი“ ჩაიბარა

Florentino Perez - Rafa Benitez

5. უდო ლატეკი დორტმუნდის „ბორუსიას“, „ბარსელონას“, „ბაიერნს“, მიუნხენგლადბახის „ბორუსიას“, „კიოლნსა“ და „შალკეს“ თავკაცობდა. ჯამში ამ კლუბებთან ერთად მან 15 თასი მოიგო. ლატეკი მიმდინარე წლის პირველ თებერვალს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

5

6. ბრაიან კლაფმა „ჰარტლპულთან“, „დერბისთან“, „ბრაიტონ ენდ ჰოუვთან“, „ლიდსთან“ და „ნოტინგემთან“ საერთო ჯამში 16 ტიტული მოიპოვა. კლაფი 2004 წელს გარდაიცვალა

6

7. არა თუ საკლუბო ფეხბურთითან, არამედ „არსენალიდან“ წასვლას არსენ ვენგერი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ გეგმავს

Wenger

8. 44 წლის ხოსეპ გვარდიოლას ჯერ კიდევ ყველაფერი წინ ელის, შესაბამისად, მისი სანაკრებო დონეზე მუშაობა არ გამოირიცხება

Guardiola

9. 1996 წელს გარდაცვლილ ბობ პეისლის „ლივერპულთან“ ერთად, არც მეტი, არც ნაკლები, 20 ტიტული აქვს მოგებული

9

10. 52 წლის ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგა სამ სხვადასხვა კლუბთან მოიგო. გვარდიოლას მსგავსად, მას, დიდი ალბათობით, კიდევ არაერთი სამუშაო ადგილის შეცვლა მოუწევს. სხვათაშორის, ცოტა ხნის წინ პორტუგალიელმა აღიარა, რომ სიამოვნებით აშშ-ს საფეხბურთო ლიგაში იმუშავებდა

Jose Mourinho

 

11. თავისი ცხოვრების 27 წელი ალექს ფერგიუსონმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ მიძღვნა. საინტერესოა, როგორი იქნებოდა სერ ალექსის გაწვრთნილი ნაკრები… სამწუხაროდ, ამას ვერასდროს გავიგებთ

Sir Alex Ferguson