„მანჩესტერ სიტისა“ და კიევის „დინამოს“ შორის ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩი უგოლოდ დასრულდა. აქედან გამომდინარე, ტურნირის შემდგომ ეტაპზე მანჩესტერელები გავიდნენ, რომელთაც კიევში გამართული პირველი შეხვედრა ანგარიშით 3:1 მოიგეს.
„მანჩესტერ სიტი“ – კიევის „დინამო“ 0:0 (3:1)
„სიტი“: ჰარტი, კომპანი (მანგალა 7′), საბალეტა, კლიში, ოტამენდი (დემიჩელისი 24′), ფერნანდო, ხესუს ნავასი, დავიდ სილვა (სტერლინგი 79′), ფერნანდინიო, იაია ტურე, სერხიო აგუერო
„დინამო“: შოვკოვსკი, ანტუნესი, დრაგოვიჩი, ვიდა, ხაჩერიდი, ველოზო, იარმოლენკო, გარმაში (სიროდჩუკი 64′), გუსევი (იაკოვენკო 62′), ბუიალსკი, ტეოდორზიკი (გონსალესი 46′)
გაფრთხილებები: ოტამენდი 18′ – ანტუნესი 21′, გარმაში 57′