5 ფეხბურთელი ევროპაში, რომელთა წინააღმდეგ ყველაზე ხშირად ჯარიმდებიან

საფეხბურთო პორტალმა Squawka-მ დაასახელა ევროპაში მოთამაშე ხუთი ფეხბურთელი, რომელთა წინააღმდეგ მიმდინარე სეზონში მეტოქეები ყველაზე ხშირად ჯარიმდებიან.

5. ალბინ ეკდალი (“კალიარი”)
მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ – 71-ჯერ

ITALY SOCCER SERIE A

4. ნაბილ ფეკირი
მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ – 74-ჯერ

4

3. ედენ აზარი (“ჩელსი”)
მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ – 74-ჯერ

3

2. ხუან კუადრადო (“ფიორენტინა” / “ჩელსი”)
მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ – 88-ჯერ

2

1. პერპარიმ ჰეტემაი (“კიევო”)
მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ – 99-ჯერ

1

პოლ პოგბამ “კიევოს” ფეხბურთელებს თავბრუ დაახვია (ვიდეო)

25 იანვარს, იტალიის ჩემპიონატში “იუვენტუსსა” და “კიევოს” შორის გამართულ შეხვედრაში პოლ პოგბამ რამდენიმე მეტოქე მოტყუა.



“კიევოს” ფეხბურთელმა “კალიარის” ეფექტური გოლი გაუტანა (ვიდეო)

8 დეკემბერს, იტალიის ჩემპიონატში, “კალიარისა” და “კიევოს” შორის გამართულ მატჩში რიკარდო მეჯიორინიმ მეტოქეს ეფექტური გოლი გაუტანა.

დი ნატალემ სერია A-ში ჩატარებულ მე-400 მატჩში მე-200 გოლი გაიტანა

იტალიის ჩემპიონატის XII ტურში “უდინეზესა” და “კიევოს” შორის გამართულ მატჩში (1:1) მასპინძელთა ვეტერანმა თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატალემ სერია A-ში თავისი მე-200 გოლი გაიტანა.

გარდა ამისა, აღნიშნული შეხვედრა იტალიელი თავდამსხმელისთვის ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში ჩატარებული მე-400 შეხვედრა გახლდათ.

37 წლის დი ნატალეს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 შეხვედრაში შვიდი გოლი აქვს გატანილი.

კიევო კორინის გაშვებას აპირებს

“რომასთან” განცდილი მარცხის შემდეგ “კიევოს” ხელმძღვანელობამ კლუბის მთავარი მწვრთნელი, ეუჯენიო კორინის გათავისუფლებაზე დაფიქრდა.

იტალიური პრესის ცნობი კორინის შემცვლელად “კიევოში” როლანდო მარანას განიხილავენ, რომელიც ბოლოს “კატანიაში” მუშაობდა”.

ვერონელები შვიდი ტურის შემდეგ სერია ა-ს სატურნირო ცხრილში მე-17 პოზიციაზე იმყოფებიან.

რა გაუკეთა სტეფან ელ შაარავიმ ჯამპაოლო პაცინის?

“კიევოსთან” გამართული მატჩის მიმდინარეობისას, “მილანის” ფეხბურთელებს, სტეფან ელ შაარავისა და ჯამპაოლო პაცინის სათადარიგოთა რიგებში ყოფნა მოუხდათ, კამერებმა კი საინტერესო კადრი დააფიქსირეს.

სალი მუნტარის გასაოცარი გოლი “კიევოს” კარში

5 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში, “მილანსა” და “კიევოს” შორის გამართულ მატჩში სალი მუნტრიმ გასაოცარი გოლი გაიტანა.

“კიევო” 2-3 “პარმა” (გოლები)

5 გოლი გავიდა სერია ა-ს მე-3 ტურის ერთ-ერთ მატჩში,სადაც “კიევო”  “პარმას” დაუპირისპირდა და საკუთარ სტადიონზე 2-3 ანგარიშით დამარცხდა.

გოლები: ისკო 4′, კასანო 65′ 77′, კოდა 75′, პალოსკი 82′

 

ბირსა იჯარით “კიევოში” ითამაშებს

იტალიური “მილანის” ნახევარმცველი ვალტერ ბირსა 2014-15 წლების სეზონში “კიევოს” ღირსებას დაიცავს. სლოვენიელი ფეხბურთელი ახალ კლუბში იჯარის წესით გადაბარგდა.

“მიხარია, რადგან “მილანში” ჩატარებული სეზონის პირველი ნახევარი კარგი გამოდგა, რასაც მეორეზე ვერ ვიტყვი. მადლობას ვუხდი “კიევოს” ხელმძღვანებლობას, რადგან მათ ჩემი შესაძლებლობების სჯერათ. შევეცდები, ახალ კლუბში ბოლომდე დავიხარჯო და გულშემატკივრები გავახარო”, – ამბობს ბირსა.

გონსალო იგუაინის წარმოუდგენელი აცილება “კიევოსთან” მატჩში

25 იანვარს, იტალიის სერია A-ში, “ნაპოლისა” და “კიევოს” შორის გამართულ შეხვედრაში (1:1), ნეაპოლელთა თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა წარმოუდგენლად რეალური მომენტი ვერ გამოიყენა.

„ლაციოს“ ქომაგთა პროტესტი

რომის „ლაციოს“ ქომაგებმა იტალიის სერია A-ს მესამე ტურში, „კიევოს“ წინააღმდეგ გამართული მატჩის დასაწყისს, პროტესტის ნიშნად არ დაესწრნენ. „როიტერის“ ინფორმაციით, „ლაციოს“ ტიფოზები ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კლუბის მონაგარით უკმაყოფილონი არიან და სწორედ ამიტომაც გაატარეს შეხვედრის პირველი 15 წუთი სტადიონის გარეთ, ტრიბუნაზე კი ბანერი გამოკიდეს, რომელზეც ეწერა: „მორიგი სატრანსფერო ფანჯარა – მორიგი კრახი“.

„ქომაგები კლუბთან ერთად უნდა იყვნენ. პროტესტანტი გულშემატკივრები უმცირესობას წარმოადგენენ. მე მხოლოდ კონსტრუქციულ კრიტიკას მივიღებ“, – განაცხადა „ლაციოს“ პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ.

ცნობისთვის, „ლაციოსა“ და „კიევოს“ შორის გამართული მატჩი რომაელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

ბექა დოგრაშვილი