მარკიზიო: “სხვა იტალიურ კლუბში არასოდეს გადავალ”

კლაუდიო მარკიზიომ, რომელიც “ბიანკონერიმ” აღზარდა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ არასოდეს დათანხმდებოდა კარიერის სხვა იტალიურ კლუბში გაგრძელების ვარიანტს.

“ერთადერთი რამ, რისი თქმაც ჩემს მომავალთან დაკავშირებით შემიძლია, არის ის, რომ თავს ბედნიერად ვგრძნობ. “იუვესთან” კონტრაქტი მაკავშირებს, თუმცა ფეხბურთში რთულია რამეზე პროგნოზი გააკეთო.

ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ არავითარ შემთხვევაში ვაპირებ კარიერა სხვა იტალიურ კლუბში გავაგრძელო. ამჟამად ჩემს თანაგუნდელებთან ყოფნით ბედნიერი ვარ.

მართალია, სერიოზული ტრავმა მქონდა, თუმცა მოტივაციის ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდი,” – აცხადებს 32 წლის კლაუდიო მარკიზიო.

“სევილიასთან” მოგების მიუხედავად, მარკიზიო “იუვესგან” უფრო მეტს ითხოვს

“იუვენტუსის” იტალიელი ნახევარმცველი, კლაუდიო მარკიზიო თვლის, რომ ტურინელებბს მეტი მოეთხოვებათ, მიუხედავად იმისა, რომ მათი ამჟამინდელი ფორმა საკმარისად კარგია, “სევილიას” “სანჩეს პისხუანზე” დასამარცხებლად.

“უკეთ უნდა ვითამაშოთ, ეს მოგვეთხოვება, რადგანაც ამის კეთების საშუალება გაგვაჩნია. გაცილებით უკეთ შეგვიძლია თამაში არსებული რესურსის გამოყენებით.

აქ თამაში ძალიან რთული იყო, ფანები თავიანთ საქმეს ბრწყინვალედ აკეთებდნენ, მაშინაც კი, როდესაც მესამე გოლი გავიტანეთ.

მოგებით ბედნიერი ვარ, მაგრამ ის ფაქტი მაბრაზებს, რომ ბოლო წუთებზე მეტოქეს ბურთის ფლობისა და კუთხურის მოპოვების შანსს ვაძლევთ, მაშინ როცა მეორე სართულზე თამაში მათი მთავარი კოზირია. გოლიც ასე გავუშვით, ეს აღარ უნდა განმეორდეს.”

მარკიზიო „მანჩესტერ სიტისთან“ ადვილ მატჩს არ ელის

„იუვენტუსის“ ნახევარმცველმა კლაუდიო მარკიზიომ „მანჩესტერ სიტისთან“ დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს თავისი მოლოდინი გაუზიარა.

„გასულ სეზონში ფინალამდე მვიედით. მიმდინარე სეზონში, გარკვეული პრობლემების მიუხედავად, კარგად დავიწყეთ და როგორც „სევილიას“, ასევე „სიტის“ მოვუგეთ. მანჩესტერელებთან საშინო შეხვედრა ძალიან რთული იქნება, რადგან ჩვენი მეტოქე ჩემპიონებითაა დაკომპლექტებული. ვიცით, რომ ჯგუფში მათ პირველი ადგილის დაკავება სურთ, თუმცა ჩვენც იგივე მიზანი გვაქვს“, – ციტირებს მარკიზიოს უეფა-ს ოფიციალური საიტი.

მარკიზიომ, შესაძლოა, ერთ თვემდე გამოტოვოს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა კლაუდიო მარკიზიომ „კიევოსთან“ იტალიის სერია ა-ს გუშინდელ მატჩში კუნთების ტკივილი იგრძნო.

წინასწარი ინფორმაციით, იტალიელი ნახევარმცველი თამაშს, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. მისი გამოჯანმრთელების დაახლოებითი პერიოდი სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვევა.

უკვე ცნობილია, რომ მარკიზიო „მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრას გამოტოვებს, რომელიც 15 სექტემბერს შედგება. გარდა ამისა, კლაუდიო თავის გუნდს ვერც „ჯენოასთან“ იტალიის ჩემპიონატის მეოთხე ტურში დახმარება.

შეგახსენებთ, რომ კუნთების პრობლემების გამო მარკიზიომ აქამდე უკვე სამი კვირა გამოტოვა და მიმდინარე სეზონში მხოლოდ 45 წუთი ითამაშა.

მარკიზიო “იუვენტუსთან” ახანგრძლივებს

გამოცდილი ნახევარმცველი, კლაუდიო მარკიზიო მზადაა, ტურინის “იუვენტუსთან” გრძელვადიან ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი.

ამ ზაფხულს, არტურო ვიდალი და პოლ პოგბა “ბიანკონერიდან” წასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატები არიან. ანდრეა პირლომაც ზღვისპირეთს მიაშურა. მასიმილიანო ალეგრის გუნდსაც ჰყავს უერთგულესი შუახაზელები.

ერთ-ერთი, ვინც “ზებრების” ერთგულად რჩება, მათი აღზრდილი კლაუდიო მარკიზიოა, რომელიც დიდი ალბათობით უახლოეს დღეებში გუნდთან 2019 წლამდე გაახანგრძლივებს.

29 წლის ჰავბექი იტალიურ გრანდის პირველ გუნდში 2006 წლიდან თამაშობს. ჩაატარა 305 მატჩი და გაიტრანა 30 გოლი. ამ დროის განმავლობაში, იტალიის ოთხგზის ჩემპიონია, იტალიის ორი სუპერთასის და გავიდა გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც “ბარსელონამ” დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსმა” მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დაიმატა: პაულო დიბალა, მარიო მანჯუკიჩი, დანიელე რუგანი, რობერტო ნეტო და სიმონე ძაძა.

მარკიზიო ტევესს დაემშვიდობა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო თანაგუნდელ კარლოს ტევესს დაემშვიდობა. სავარაუდოდ, 31 წლის ფორვარდი სულ მალე სამშობლოში დაბრუნდება და „ბოკა ხუნიორსის“ შემადგენლობაში ითამაშებს, რომლის რიგებში პროფესიონალურ კარიერას იწყებდა.

„წარმატებები, დიდი მადლობა ამ ფანტასტიკური ორი სეზონისთვის. ყველანი ერთად ვზეიმობდით და ვიგებდით. ნახვამდის, ჩემპიონო“, -დაწერა მარკიზიომ თავისი „ტვიტერის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ტევესი „იუვენტუსში“ 2013 წელს „მანჩესტერ სიტიდან“ გადავიდა. „ბიანკონერის“ მაისურით 96 მატში მან 50 გოლი გაიტანა.

“ბოკამ” ტევესის ტრანსფერი დაადასტურა

მარკიზიო: “მადრიდში ღიად თამაშია საჭირო”

“იუვენტუსის” ნახევარმცველმა, კლაუდიო მარკიზიომ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა მადრიდში ჩაკეტილი ფეხბურთი არ უნდა ითამაშოს.

იტალიაში გამართული შეხვედრა მასპინძელთა სასარგებლოდ, 2-1 დასრულდა.

“ჩვენ დავუპირისპირდებით დიდ გუნდს, ლამაზ სტადიონზე, მაგრამ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. არ უნდა გავიმეოროთ ის შეცდომები, რაც ტურინში დავუშვით, თორემ კარლო ანჩელოტის გუნდში ნამდვილი პროფესიონალები თამაშობენ, რომლებიც ამის გამო დაგვსჯიან. საჭიროა შემტევი ფეხბურთი,”-განაცხადა მარკიზიომ.

“წელს “იუვენტუსი” ნახევარფინალშია, ამიტომ ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ”.



მარკიზიო: „სკუდეტოს მოგება „რეალთან“ ძალიან დაგვეხმარება“

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო კმაყოფილია, რომ მისმა გუნდმა სკუდეტო ჯერ კიდევ მადრიდის „რეალთან“ 1/2 ფინალური ეტაპის ორმატჩიანი დუელის წინ მოიპოვა.

„ამ გამარჯვებამ მე და ჩემს გუნდს ჩინებული ემოციები გვაჩუქა. სკუდეტოს მოგება ადვილი არაა, ჩვენ კი ამის გაკეთება ზედიზედ მეოთხედ მოვახერხეთ. ვფიქრობ, ის, რომ ნახევარფინალში უკვე საჩემპიონო ტიტულის მოგების შემდეგ ვითამაშებთ, ძალიან დაგვეხმარება“, – განაცხადა მარკიზიომ.

მარკიზიო „ემპოლისთან“ არ იქნება

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო თავის გუნდს „ემპოლისთან“ დღევანდელ მატჩში ვერ დაეხმარება. ფეხბურთელმა ტრავმა ბულგარეთთან იტალიის ნაკრების მოსამზადებელ ვარჯიშზე მიიღო.

ტურინელთა სამწვრთნელო შტაბმა უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად მარკიზიოს განაცხადს მიღმა დატოვება ამჯობინა.

მარკიზიოს ნაკრებში თამაში მოენატრა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო იტალიის ეროვნული ნაკრების რიგებში დაბრუნებით კმაყოფილია.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის შუახაზელი მიღებული ტრავმის შემდეგ, ერთ თვეზე მეტს მკურნალობდა, რის გამოც წინა სანაკრებო პაუზის დროსაც ვერ ითამაშა.
„ნაკრები ნამდვილად მომენატრა. ახლა ვმკურნალობ და აძურის ფორმის ჩასაცმელად კვლავ ვარ მზად. ჩვენ მეგობრული კოლექტივი გვყავს, რომელმაც ბოლო სამ წელიწადში ბევრი რამ გააკეთა. მადლობა ჩეზარე პრანდელის უნდა გადავუხადოთ, რომლის წყალობითაც ასეთ მაღალ დონეზე ავედით“,- აცხადებს მარკიზიო.
„ხვალ, ჩვენი მიზანი მხოლოდ მოგება იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე გასულები ვართ, კარგი თამაშის ჩვენება გვსურს“, – დაასრულა „ბიანკონერის“ მოთამაშემ.
ცნობისთვის, „სკუადრა-აძურას“ 2014 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე 8 ჩატარებული შეხვედრაში 20 ქულა აქვს მოპოვებული. ციკლის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ჩეზარე პრანდელი გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა.
ალექსანდრე მატევოსოვი