ლუის ფელის სკოლარის შეგირდები საშინაო მუნდიალის 1/2 ფინალში გავიდნენ.
ორივე გუნდის მწვრთნელებმა შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს მიმართესე. კოლუმბიელთა არგენტინელი თავკაცი 4-2-3-1-ს დაუბრუნდა. სასტარტოში კვლავ გამოჩნდა იბარბო, რომელიც ფლანგზე თამაშობდა. აგილარმა კი ადგილი გუარინს დაუთმო.
როგორც მოსალოდნელი იყო, ლუის ფელიპე სკოლარიმ დისკვალიფიცირებული ლუის გუსტავო ფერნანდინიოთი შეცვალა. დანი ალვეშის ნაცვლად მარჯვენა ფლანგზე მაიკონი გამოჩნდა.
მასპინძლებმა საკმაოდ აგრესიულად დაიწყეს. მე-4 წუთზე ფრედის აქტიურობას საკმაოდ სახიფათო საჯარიმო მოჰყვა, რომელიც ნეიმარმა შეასრულა, მაგრამ კოლუმბიელთა კარს მცირე მანძილით ააცილა. მალევე ბრაზილიელებმა კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვეს და ანგარიშიც გახსნეს. მეტოქის საჯარიმოში ჩასულმა ტიაგუ სილვამ ბრაზილია დააწინაურა – 1:0. კოლუმბიელებს კუადრადოს დარტყმით გათანაბრება შეეძლოთ, თუმცა კოლუმბიელს არ გაუმართლა.
პირველი ტაიმი საკმაოდ კარგი სანახავი გამოდგა. ძირითადად უპირატესობა მასპინძლებს ქონდათ, მაგრამ რამდენიმე კარგი შანსი კოლუმბიელებსაც მიეცათ.
მეორე ნახევარში პეკერმანი ორ ფორვარდზე გადავიდა და მოედანზე რამოსი შეუშვა, თუმცა შედეგი ამას არ მოუტანია. ჟულიო სეზარის კართან მომენტები არ იქმნებოდა. კოლუმბიელი ფანები მხოლოდ ერთხელ გამოცოცხლდნენ, თუმცა იეპესის გატანილი გოლი მსაჯმა მანამდე დაფიქსირებული თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩათვალაა. მალევე ბრაზილიამ მეორედ გაიტანა. დავიდ ლუისმა შორი დისტანციიდან საჯარიმო ძლიერად შეასრულა და ბრაზილიელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა.
პეკერმანმა მოედანზე ბაკა შეიყვანა. სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა სახიფათო მომენტი და პენალტი ბრაზილიელთა კარში, რომელიც გოლად ხამეს როდრიგესმა აქცია. კოლუმბიელებმა შეხვედრაში ინტრიგა დააბრუნეს, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ შესძლეს.
ბრაზილია 2-1 კოლუმბია
გოლები: ტიაგუ სილვა 7′ (1:0); დავიდ ლუისი 69′ (2:0); ხამეს როდრიგესი 81′ (2:1);