კოლუმბია — კოტ დივუარი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კოლუმბიისა და კოტ დივუარის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა სამხრეთამერიკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კოლუმბიის ნაკრების ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში 64-ე წუთზე ანგარიში გახსნა.

„მონაკოში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 53 გადაცემა და კარში 2-ჯერ დაარტყა.

 

კოლუმბიამ კოტ დივუარი დაამარცხა

C ჯგუფის მეორე ტურის ლიდერების მატჩში კოლუმბიის ნაკრებმა კოტ დივუარის დამარცხება მოახერხა და პლეი-ოფის საგზურიც მოიპოვა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ გულშემატკივრებმა საინტერსო მეორე ნახევარი იხილეს.

ანგარიში 64-ე წუთზე როდრიგესმა გახსნა. ზუსტად 4 წუთში კოლუმბიელთა უპირატესობა ორბურთიანი შეცვლაზე შემოსულმა კინტერომ გახადა. მალევე ჟერვინიომ შესანიშნავი რეიდის შემდეგ ანგარიშში სხვაობა შეამცირა, თუმცა მეტის გაკეთება აფრიკელებმა ვეღარ მოასწრეს.

პრევიუ: კოლუმბია – კოტ დივუარი

პირველი ტურში გამარჯვებული გუნდები ჯგუფიდან გასვლისთვის იბრძოლებენ. 

ჯგუფში, რომელშიც გამოკვეთილი ლიდერი არ არის ყოველ მატჩს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. გამარჯვების შემთხვევაში კოლუმბიაც და კოტ დივუარიც მომდევნო ეტაპზე თამაშს ფაქტობრივად ინაღდებენ.

კოლუმბიამ პირველ მატჩში ბერძნებს დამაჯერებლად სძლია და მათ კარში სამი უპასუხო გოლი გაიტანა. ხოსე პეკერმანის გუნდს პირველ მატჩთან შედარებით, შემადგენლობის გაძლიერების საშუალებაც იქნება. გუნდს დიკვალიფიცირებული გუარინი უბრუნდება, რომელიც დიდი ალბათობით აგილარს შეცვლის.

შემადგენლობის შერჩევისას პირვლე მატჩი გარკვეული სიურპრიზები შემოგვთავაზა კოტ დივუარელთა მთავარმა მწვრთნელმა საბრი ლამუშიმ. ფრანგმა სპეციალისტმა სათადარიგოთა სკამზე კოლო ტურე და დიდიე დროგბა დატოვა. ასე რომ, კოლუმბიასთან კვალვ ბონის გამოჩენას უნდა ველოდოთ.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Columbia_cotDuvar_GEO

ნოვატორი პეკერმანი განიარაღებული ბერძნები

კოლუმბიის ნაკრებმა ბერძნებს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და მუნდიალი გამარჯვების დაიწყო. 

შესარჩევ ეტაპზე ბერძნები საკმაოდ ცოტა გულს უშვებდნენ. მათი მთავრი იარაღის წორედ ძლიერი დაცვის ხაზი იყო, რომელმაც გუშინ მთავრი გოლეადორის გარეშე მოთამაშე კოლუმბიელების შეჩერება ვერ შესძლო.

ხოსე პეკერმანმა შემადგენლობის მხრივ მცირე ექსპერიმენტები ჩაატარა. ფალკაოს ნაცვლად მოედანზე ფეხბურთის სპეციალისტები ჯექსონ მარტინესის გამოჩენას ელოდნენ, თუმცა კოლუმბიელთა თავკაცმა სქემა შეცვალა და 4-4-2-ზე უარი თქვა. შეტევაში მხოლოდ გუტიერესი მოქმედებდა.

აღნიშნულმა სქემამ პირველივე წუთებიდან გაამართლა. ბერძნები კოლუმბიელთა სწრაფ შეტევებს ვერ უმკალვდებოდნენ, ბევრს თავისუფალ ზონას ტოვებდნენ, რითაც საჯარიმოში შეჭრილმა არმერომ შესანიშნავად ისარგებლად და მე-5 წუთზე ანგარიში გახსნა მოახერხა.

ბუნებრივია, რომ სწრაფი გოლის გაშვება სანტუშის გეგმებში არ შედიოდა. ბერძნები პოზიციური შეტევებით ცდილობნდნენ კოლუმბიელთა საჯარიმოს მისადგომებთან მისვლას, თუმცა პეკერმანის გუნდი თავს კარგად იცავდა და საკუთარ შანსს ელოდა, რომელიც 58-ე წუთზე მიიღეს – გუტიერესმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

თუმცა, აუცილებლად უნდა აღინინოს ბერძნების მომენტი გოლამდე რამდენიმე წუთით ადრე. გეკასის დარტყმა ხარიხამ მოიგერია, რამაც ბერძნების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ძალიან იმოქმედა.

წერტილი შეხვედრაში 90-ე წუთზე გუტიერესმა დასვა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 3:0.

ჯეიმს როდრიგესი: „ჩემი ოცნება ასრულდა“

კოლუმბიის ნაკრების ნახევარმცველმა ჯეიმს როდრიგესმა საბერძნეთთან ანგარიშით 3:0 მოგებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნა, რომ მშობლიურ ბარანკილიეზე ვთამაშობდით, თავს ბედნიერად ვგრძნობ. მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ჩემი ასრულებული ოცნებაა. გუნდს სჯერა, რომ შორს გასვლას შეძლებს.

გოლის გატანა მსურდა, თუმცა მთავარია, რომ გავიმარჯვეთ და სწორი გზით სვლას ვაგრძელებთ.

როდესაც ძლიერი თანაგუნდელები გყავს, თამაში უფრო გიადვილდება. დღეს მე ტეო გუტიერესთან, ვიქტორ იბარბოსთან და ხუან კუადრადოსთან ერთად ვთამაშობდი. ისინი ჩინებული ფეხბურთელბი არიან.

კარგია, რომ სწრაფი გოლი გავიტანე, გამარჯვებით ჩემპიონატის დაწყება მნიშვნელოვანია. ეს სამი ქულა ძალიან დაგვეხმარება“, – განაცხადა როდრიგესმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

პაბლო არმეროს გოლი და კოლუმბიელების სახალისო ცეკვა

14 ივნისს, კოლუბმიისა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის მატჩში (3:0), ანგარიში პაბლო არმერომ გახსნა, ხოლო კოლუმბიელებმა გატანილი გოლი ცეკვით აღნიშნეს.

პრევიუ: კოლუმბია – საბერძნეთი

მუნდიალის ყველაზე თანაბარი ჯგუფის მატჩები კოლუმბიისა და საბერძნეთის გუნდების შეხვედრით იხსნება. 

კოლუმბიელების ტექნიკური გუნდი საკუთარ სტილს სავარაუდოდ არც ბერძნებთან მატჩში უღალატებს და აქცენტს სწრაფ ფლანგებზე გააკეთებს. რადამელ ფალკაოს ტრავმა ძალიან დიდი დანაკლისია, თუმცა პეკერმანმა ეს ფაქტი რამდენიმე თვით ადრე იცოდა და შესაბამისად გუნდის გადასაწყობად საკმაო დროც ჰქონდა. ფალკაოს ადგილს დიდი ალბათობით ტეოფილო გუტიერესი დაიკავებს. რა თქმა უნდა პორტოს მეგოლე, ჯექსონ მარტინესია აღსანიშანვია.

შეტევაში პრობლემები ბერძნებსაც აქვთ. კოსტას მიტროღლუ ჯანმრთელადაა, თუმცა “ფულემში” გადასვლის შემდეგ ბერძენს სათამაშო პრაქტიკა მოაკლდა, რაც მის სპორტულ ფორმაზეც აისახა. შესაბამისად, შესაძლოა, ძირითადში თეოფანის გეკასი ვიხილოთ.

ბერძნების მთავარი იმედი ტრადიციულად მძლავრი დაცვის ხაზი იქნება, სადაც გამოცდილ ტოროსიდისს, სოკრატისს და ჰოლებასს ახალგაზრდა მანოლასი დაეხმარება.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Columbia_Greece_GEO

ფრედი გუარინის ულამაზესი გოლი იორდანიის ნაკრების კარში

7 ივნისს, კოლუმბიისა და იორდანიის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში (3:0), ფრედი გუარინმა მეტოქის კარი უძლიერესი დარტყმით აიღო.

ბრაზილიელმა ცხვრებმა კოლუმბიელი ცხვრები დაამარცხეს

კოლუმბიის ერთ-ერთ პატარა ქალაქში ცხვრებს შორის საკმაოდ სახალისო საფეხბურთო მატჩი გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცხვრებს პატრონები მატჩისათვის ორი კვირის განმავლობაში ავარჯიშებდნენ.

ფალკაო მუნდიალს გამოტოვებს — კოლუმბიის ნაკრების განაცხადი

კოლუმბიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხოსე პეკერმანმა გუნდის საბოლოო სამუნდიალო განაცხადი გამოაქვეყნა.

„მონაკოს“ თავდამსხმელი რადამელ ფალკაო 23 კაცში ვერ მოხვდა. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა იანვრის თვეში მძიმე ტრავმა მიიღო, რის მოშუშებასაც არანაკლებ ნახევარი წელიწადი სჭირდებოდა. ფალკაომ რეაბილიტაციის პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარა, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სასურველ ფორმაში შესვლა ვერ მოასწრო. ამრიგად, მას მუნდიალის გამოტოვება მოუწევს.

კოლუმბიის ნაკრების სამუნდიალო განაცხადი ასეთია:

მეკარეები: ოსპინა („ნიცა“), მონდრაგონი („დეპორტივო კალი“), ვარგასი („სანტა-ფე“);
მცველები: იეპესი („ატალანტა“), საპატა („მილანი“), ვალდესი („სან-ლორენსო“), ბალანტა („რივერ პლეიტი“), არიასი (პსვ), სუნიგა („ნაპოლი“), არმერო („ვესტ ჰემი“);
ნახევარმცველები: სანჩესი („ელჩე“), გუარინი („ინტერი“), აგილარი („ტულუზა“), რამირესი („მორელია“), კინტერო („პორტუ“), მეხია („ნასიონალი“), როდრიგესი („მონაკო“), კუარდადო („ფიორენტინა“), იბარბო („კალიარი“);
თავდამსხმელები: გუტიერესი („რივერ პლეიტი“), ბაკა („სევილია“), რამოსი („ჰერტა“), მარტინესი („პორტუ“).

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კოლუმბიას მეტოქეებად კოტ დივუარის, საბერძნეთისა და იაპონიის ნაკრებები ჰყავს.

ბექა დოგრაშვილი

ფალკაო მუნდიალის გამოტოვებას არ გამორიცხავს

კოლუმბიის ნაკრების თავდამსხმელმა რადამელ ფალკაომ, რომელიც ამ დრომდე მკურნალობს, განაცხადა, რომ თუ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ოპტიმალური ფორმის დაბრუნებას ვერ მოასწრებს, შესაძლოა, ტურნირზე არც წავიდეს.

„სათამაშო პრაქტიკის გარეშე მსოფლიოს ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში ვერ შეხვდები. თუ თავს კარგად ვიგრძნობ, მუნდიალზე წავალ. თუ სასურველი კონდიციების დაბრუნებას ვერ მოავსწრებ და გუნდისთვის უსარგებლო ვიქნები, მაშინ უკეთესი იქნება, რომ ტურნირზე არც წავიდე. ეს იქნება გონივრული გადაწყვეტილება.

ახლა თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა ბურთი უნდა ვიგრძნო და ვნახო, რა რეაგირება ექნება მუხლს“, – ფალკაოს სიტყვებს „ტუტომერკატო“ ციტირებს.

 

რომელ ნაკრებს ეყოლება ყველაზე ლამაზი გულშემატკივარი მსოფლიოს ჩემპიონატზე?

რაც დრო გადის, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი უფრო გვიახლოვდება. ბუნებრივია, მუნდიალს ძალიან ბევრი ადამიანი ელის. ბრაზილიაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი გულშემატკივარი ჩავა, მათ შორის კი ლამაზი ქალბატონებიც იქნებიან.

გთავაზობთ მუნდიალზე მოასპარეზე ყველა ნაკრების ლამაზი გულშემატკივრების ფოტოებს.

A ჯგუფი

ბრაზილია

1

ხორვატია

2

მექსიკა

3

კამერუნი

4

B ჯგუფი

ესპანეთი

5

ჰოლანდია

6

ჩილე

7

ავსტრალია

8

C ჯგუფი

კოლუმბია

9

საბერძნეთი

10

კოტდიუვარი

11

იაპონია

Mideast Iraq Japan World Cup Qualifying soccer

D ჯგუფი

ურუგვაი

13

კოსტა რიკა

Costa Rican fans cheer from the stands, 09 June 20

ინგლისი

15

იტალია

16

E ჯგუფი

შვეიცარია

17

ეკვადორი

Group A Ecuador v Costa Rica - World Cup 2006

საფრანგეთი

19

ჰონდურასი

20

F ჯგუფი

არგენტინა

21

ბოსნია & ჰერცოგოვინა

22

ირანი

23

ნიგერია

24

G ჯგუფი

გერმანია

25

პორტუგალია

26

განა

27

აშშ

28

H ჯგუფი

ბელგია

29

ალჟირი

რუსეთი

31

სამხრეთ კორეა

32