წლის საუკეთესო კომბინაცია ფეხბურთში? (ვიდეო)

რამდენიმე დღის წინ, დანიაში, “ნორდშელანდისა” და “კოპენჰაგენის” 19-წლამდე გუნდებს შორის გამართულ მატჩში შესანიშნავი გოლი გავიდა.

“კოპენჰაგენის” ფეხბურთელი თანაგუნდელის წინააღმდეგ

“კოპენჰაგენის” ერთ-ერთ ვარჯიშზე ფეხბურთელმა თანაგუნდელს ფეხებს შორის ბურთი ოსტატურად გაუძვრინა.

ქომაგთა მიერ მოწყობილი 2013 წლის საუკეთესო შოუები

გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც გასული წლის საუკეთესო საქომაგო შოუებია აღბეჭდილი.

 

რონალდუ: “მიხარია, რომ რეკორდის დამყარება მოვახერხე”

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ფეხბურთელი, კრიშტიანო რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დამყარებული რეკორდით გახარებულია და ამბობს, რომ რეკორდის დამყარებაში დიდი წვლილი მის თანაგუნდელებს მიუძღვით.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებულ 6 მატჩში 9 გოლის გატნა მოახერხა.

“რეკორდი დავამყარე, რაც ნამდვილად სასიხარულოა. მინდა, რომ ჩემს თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ეს მოვახერხე” , – ამბობს პორტუგალიელი.

მოდრიჩის ულამაზესი გოლი “კოპენჰაგენის” კარში

10 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “კოპენჰაგენმა” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალი” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში ლუკა მოდრიჩმა გახსნა, მან მეტოქის კარი ულამაზესი გოლით დალაშქრა.

კრიშტიანო რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რეკორდი დაამყარა

10 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, დანიურმა “კოპენჰაგენმა” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალი” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი კრიშტიანო რონალდუმ გაიტანა, რომლისთვისაც ის მიმდინარე სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე რიგით მე-9 გამოდგა. შესაბამისად, პორტუგალიელმა, ჯგუფურ ეტაპზე გატანილი გოლების მიხედვით, ყველა დროის რეკორდი მოხსნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ რონალდუს მე-10 გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მან თერთმეტმეტრიანი ზუსტად ვერ შეასრულა.

“კოპენჰაგენის” მწვრთნელმა შუა თამაშში აზიდვების კეთება დაიწყო

7 დეკემბერს, დანიის ჩემპიონატში, “კოპენჰაგენმა” საკუთარ მოედანზე “ვესტაელანდი” მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

თამაშის მიმდინარეობისას, საკმაოდ სახალისო რამ მოხდა. მოედანზე ასრიალებულმა “კოპენჰაგენის” თავკაცმა, უხერხული სიტუაციიდან გამოსავალი იპოვნა და აზიდვების კეთება დაიწყო.

პეპეს საშინელი ტრავმა

2 ოქტომბერს, მადრიდის “რეალსა” და “კოპენჰაგენს” შორის გამართულ შეხვედრაში (4:0), “სამეფო კლუბის” პორტუგალიელმა მცველმა, პეპემ მეტოქე გუნდის ფეხბურთელთან შეჯახების დროს წარბი გაიხეთქა.