რომელ 3 ფეხბურთელს დაიმატებდა იოზილი გუნდში, მწვრთნელი რომ ყოფილიყო?

მესუტ იოზილის სატრანსფერო გეგმები “არსენალმაც” რომ გაითვალისწინოს, არსენ ვენგერი საკმაოდ საინტერესო გუნდს მიიღებს.

საერთაშორისო ბატალიების მიმდინარეობისას, გერმანელმა ნახევარმცველმა დრო გამონახა გულშემატკივართა კითხვებისთვის პასუხების გსაცემად.

ერთ-ერთმა გულშემატკივარმა მას ჰკითხა, თუ რომელ 3 ფეხბურთელს დაიმატებდა გუნდში, კლუბის უფროსი რომ ყოფილიყო. იოზილმა კი ასე უპასუხა : “ზინედინ ზიდანი, გიუნტერ ნეტცერი და კრიშტიანუ რონალდუ”.

დღეს ზიდანსა და რონალდუს ყველა იცნობს, თუმცა შესაძლოა ნეტცერი ბევრისთვის უცნობი იყოს. ამიტომაც გეტყვით, რომ ნეტცერი “მიუნხენგლადბახის” ლეგენდა არის, რომელმაც დასავლეთ გერმანიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონობა მოაგებინა 1972 წელს, ორი წლის შემდეგ კი გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში დიდი დახმარება გაუწია. მან “რეალთან” ერთად ორჯერ ლა ლიგაც მოიგო (3 წელში).

ზიდანი: “რონალდუ 100 პროცენტით მზად არის”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა “ბლანკოსის” ყველა გულშემატკივარს გაუქარწყლა ყოველგვარი შიში იმისა, რომ კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ შეძლებდა თამაშს.

“ის მცირე ტკივილს გრძნობდა, თუმცა ახლა ის 100 პროცენტით მზად არის.

ესეც რომ არ იყოს, საქმე ფინალს ეხება. რაიმე ტკივილს რომ გრძნობდე, ფინალში მაინც ყველაფერი უნდა დაივიწყო.

მცირე ტკივილი და დისკომფორტი არის, თუმცა შაბათისთვის ის 100 პროცენტით მზად იქნება.” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

რონალდუ: „კრიშტიანუ „ბარსელონას“ ტიტულის მოგების დროსაც უნდა ახსოვდეს“

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ „ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალურ მატჩზე საუბრისას „ბარსელონას“ მცველის ხერარდ პიკეს შესახებაც ისაუბრა.

„კრიშტიანუ „ბარსელონას ტიტულის მოგების დროსაც უნდა ახსოვდეს. გასაკვირია, რომ ამის შესახებ არც კარგი და არც ცუდი კუთხით ვისაუბრე, თუმცა პიკესთან პირადი პრობლემა არ მაქვს“, – ციტირებს რონალდუს ესპანური AS-ი.

რონალდუ: „ვისურვებ, რომ მოურინიომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მწვერვალზე დააბრუნოს“

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედში“ უახლოეს დროში მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიოს დანიშვნის შესახებ ისაუბრა.

„ვფიქრობ, ეს კარგი ნაბიჯია. კარგია, თუ „იუნაიტედს“ ეს უნდოდა. იმედია, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ძველ დონეზე დაბრუნდება, რადგან ეს შთამბეჭდავი კლუბია, რომელსაც ბოლო წლებში ერთანობა აკლდა.

ასეთი „იუანიტედის“ ხილვა მტკივა, რადგან ის ჩემს გულში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ვისურვებ, რომ მოურინიომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მწვერვალზე დააბრუნოს“, – ციტირებს პორტუგალიელს Goal.com.

რონალდუ საერთო ჯგუფში, შესაძლოა, ორშაბათს დაბრუნდეს

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ბევრს მუშაობს, რათა „მანჩესტერ სიტისთან“ 1/2 ფინალის განმეორებით მატჩისთვის მზად იყოს.

როგორც „მარკა“ უწყება, ფეხბურთელმა გრძელ დისტანციაზე სირბილი დაიწყო და უახლოეს მომავალს ოპტიმიზმით უყურებს. გარდა ამისა, მისი ტრავმა მოსალოდნელზე ნაკლებად მძიმე აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, პორტუგალიელის საერთო ჯგუფში ორშაბათს დაბრუნება არ გამოირიცხება.

რონალდუ ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

უეფა-ს ვებსაიტზე ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ 56%-ით პირველი ადგილი დაიკავა.

სამეულში ასევე პსჟ-ს ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი (35%) და „ზენიტის“ თავდამსხმელი ჰალკი (6%) მოხვდნენ. 4%-ით მეოთხე პოზიციაზე „ვოლფსბურგის“ მოთამაშე ანდრე შიურლე აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ „რომასთან“ ტურნირის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში რონალდუმ გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში ჩატარებული მატჩების რეკორდი დაამყარა

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ „რომასთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.

ეს შეხვედრა 31 წლის პორტუგალიელისთვის ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში 57-ე გახდა, რითიც მან ტურნირის ამ ეტაპზე ჩატარებული მატჩების რეკორდი დაამყარა. ამჟამად კრიშტიანუს ანგარიშზე ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნრიზე „ბარსელონას“ ყოფილ ნახევარმცველ ჩავი ერნანდესზე ერთი შეხვედრით მეტია. 55 მატჩი კი იკერ კასილიასის ანგარიშზეა. მათ შემდგომ ანდრეს ინეისტა (53), ფრენკ ლამპარდი (52), ლიონელ მესი და ვიქტორ ვალდესი (ორივე 51) მოდიან.

რონალდუ: „ბარსა“ იქ არ იქნებოდა, სადაც ახლა არის“

მადრიდის „რეალის“ ლიდერის კრიშტიანუ რონალდუს აზრით, „ბარსელონას“ ძალიან გაუმართლა, რომ მისი წამყვანი ფეხბურთელები, „რეალის“ მოთამაშეთა მსგავსად, ხშირი ტრავმებით არ გამოირჩევიან.

„ჩემპიონთა ლიგაში ბრძოლას ვაგრძელებთ, ეს სხვა ტურნირია, რომელიც განსხვავებულ მოტივაციას გვმატებს.

არ ვიცი, ეს სეოზნის დასაწყისში ცუდი მომზადების ბრალი არის თუ არა, მაგრამ ბევრი ტრავმა გვაქვს, რაც უარყოფითად მოქმედებს. მაგალითისთვის, თუ ნეიმარი, სუარესი და მესი ხშირად ტრავმირებულები იქნებოდნენ, „ბარსა“ იქ არ იქნებოდა, სადაც ახლა არის“, – ციტირებს კრიშტიანუს Goal.com.

რონალდუ: „მომწონს, როდესაც მანდილოსნები კრიშტიანუს მეძახიან“

„რეალის“ ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ „მარკასთან“ ინტერვიუში თავისი სახელის შესახებ ისაუბრა.

„მომწონს, როდესაც მანდილოსნები კრიშტიანუს მეძახიან, კაცები კი – რონალდუს. ასე უფრო კაცურად ჟღერს. ახლო მეგობრები კრიშტით მომმართავენ“, – განაცხადა რონალდუმ.

კაფუ: „ტექნიკით ნეიმარი მესიზე და რონალდუზე უკეთესია“

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მველმა კაფუმ თავისი თანამემამულის, „ბარსელონას“ თავდამსხმელ ნეიმარის შესაძლებლობები შეაფასა.

„ტექნიკურად ნეიმარი მესიზე და რონალდუზე უეკთესია.

ამჟამად ნეიმარი საუკეთესო ბრაზილიელი ფეხბურთელია. სხვა ბრაზილიელებთან შედარებით, ის სულ სხხა დონეზეა, თუმცა ახლა ნაკრებს ერთიანობა როგორც არასდროს სჭირდება. ნაკრები ძლიერი მხოლოდ ამის დახმარებით შეიძლება გახდეს“, – ციტირებს კაფუს ESPN-ი.

რონალდუ პირველი სპორტსმენია, რომელმაც სოციალურ ქსელებში 200 ათასი მოწონება დააგროვა

მადრიდის „რეალის“ ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს სოციალურ ქსელებში უკვე 200 მილიონი გამომწერი ჰყავს.

„ფეისბუქზე“ პორტუგალიელის გვერდი 109,7 მილიონი მომხმარებელს აქვს მოწონებული, „ინსტაგრამზე“ – 49,6 მილიონს, „ტვიტერზე“ კი – 40,7 მილიონს. „Forbes“-ის ინფორმაციით, სპორტსმენთა შორის ეს საუკეთესო შედეგია. ყოველდღე რონალდუს „ფოლოუერთა“ რაოდენობა 135 ათასით იზდება. ყველაზე მეტი გამომწერი რონალდუს აშშ-დან ჰყავს (13,5%). ამის შემდეგ საფრანგეთი (7,4%), ბრაზილია (6,4%) და მექსიკა (6,2%) მოდიან. „ინსტაგრამზე“ ყველაზე მეტი მოწონება პორტუგალიელის დაბადების დღეზე გამოქვეყნებულ პოსტს აქვს (1,7 მილიონი).

რონალდუმ საუდის არაბეთში ფოტოსესიისთვის 1,1 მილიონი ევრო მიიღო

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთში ტელეკომუნიკაციურ კომპანია „Mobily“-ს რეკლამისთვის 1,1 მილიონი ევრო მიიღო.

ფეხბურთელის ფოტოსესია 2013 წელს შედგა. ღონისძიების დროს პორტუგალიელი გულშემატკივრებს შეხვდა და სოციალურ ქსელებში ორი სარეკლამო შეტყობინებაც დაწერა.