მადრიდის „რეალის“ ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„ფეხბურთის შემდეგ სხვა ცხოვრებაა. ვფიქრობ, თავიდან თამაშის გარეშე გამიჭირდება, მაგრამ თუ მკითხავთ, მსურს თუ არა მწვრთნელობა, უარყოფით პასუხს გაგცემთ. არც მწვრთნელობაზე და არც პრეზიდენტობაზე არ ვფიქრობ.
თქვენ ფიქრობთ, რომ საუკეთესო სამსახური, ბევრი ფული, მანქანები, სახლები და ა.შ. გამაჩნია, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. მაგალითს მოვიყვან: შაბათს ლას-ვეგასში კრივი იყო. იქ ოჯახის წევრებისა და მეგობრების წაყვანაც მსურდა, მაგრამ ეს დროის უკმარისობის გამო ვერ გამოვიდა. კარიერის დასრულების შემდეგ როგორც მეფე მინდა ვიცხოვრო.
ზეწოლასთან გამკლავება შემიძლია, რადგან ბავშვობაში მძიმე მცხოვრება მქონდა. სახლი 11 წლის დავტოვე და ინგლისში საცხოვრებლად გადავედი. ეს ყველაფერი რთული იყო. მოზარდი ვიყავი, მაგრამ ზრდასრული ადამიანის ცხოვრება მქონდა. სწორედ მაშინ ფსიქოლოგიურად გავძლიერდი. ყველას შეუძლია ის იფიქროს, რაც უნდა, მაგრამ ყოველდღე დასაძინებლად სუფთა ნამუსით ვწვები. არ შეიძლება, ხალხის აზრი გვადარდებდეს“, – ციტირებს პორტუგალიელს Goal.com-ი.