პრიმერადივიზიონის პრეზიდენტმა “ოქროს ბურთის” ფავორიტი დაასახელა

ესპანური პრიმერადივიზიონის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვის უნდა გადაეცეს “ოქროს ბურთი”. შეგახსენებთ, რომ ჯილდოზე წარდგენილნი არიან ლიონელ მესი, ნეიმარი და კრიშტიანუ რონალდუ.

“ჩემი აზრით, “ოქროს ბურთს” მესი მოიგებს. თავად რონალდუც აღიარებს, რომ დღესდღეობით მას მესი სჯობია”, – აღნიშნა ტებასმა.

“ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონია 2016 წლის 11 იანვარს ჩატარდება.

 

კრიშტიანუ რონალდუს დედას შვილის „მანჩესტერ იუანიტედში“ დაბრუნება სურს – „Mirror“

თუ ცნობილ ბრიტანულ გამოცემა „Mirror“-ს დავუჯერებთ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ თავის რიგებში კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნების შანსი გაუჩნდა.

წყროს ცნობით, კრიშტიანუს დედის დოლორეს ავეირუ რონალდუს აზრით, მისი ხუთ წლის შვილიშვილისთვის კრიშტიანუ-უმცროსისთვის საუკეთესოს აცხოვრებელი ადგილი მანჩესტერია. მისივე აზრით, რონალდუს პსჟ-ში შესაძლო ტრანსფერი პარიზში არსებული ვითარების გამო უსაფრთხო არაა.

შეგახსენებთ, რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2009 წელს დატოვა.

დავიდსი: “მესი ანომალიაა, რონალდუ – უბრალოდ სპორტსმენი”

ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ედგარ დავიდსმა “ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა შესახებ ისაუბრა.

“მესი ანომალიაა. მას შეუძლია დრიბლინგი, გოლების გატანა, გადაცემის გაკეთება. მას თავისებური ხედვა აქვს, ესმის ფეხბურთი.

კრიშტიანუ რონალდუ უბრალოდ სპორტსმენია. იგი ძალიან ბევრს შრომობს, მაგრამ შესაძლებელია თუ არა ბევრი მუშაობით მესის დამარცხება? არა, ეს შეუძლებელია. შესაძლებელია თუ არა, გახდე ისეთი, როგორიც არის რონალდუ? დიახ, გარკვეულწილად ეს შესაძლებელია.

ნეიმარი ჯერ მზად არ არის იმისთვის, რომ მესი და რონალდუ შეცვალოს, თუმცა თითქმის იმავე დონეზეა”, – განაცხადა დავიდსმა FIFA TV-ს ეთერში.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონია 2016 წლის 11 იანვარს ჩატარდება.

 

„ოქროს ბურთის“ კანდიდატთა ვინაობა ცნობილია

ფიფა-მ 2015 წლის „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა სამეული გამოაქვეყნა. როგორც მოსალოდნელი იყო, მათ შორის „ბარსელონას“ ლიდერები ლიონელ მესი და ნეიმარი არიან. ასევე, „ოქროს ბურთისთვის“ მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალი 11 იანვარს, ციურიხში შედგება.

ოლივერ კანი: „ვფიქრობ, „ოქროს ბურთს“ რონალდუ მოიგებს“

ლეგენდარული გერმანელი მეკარის ოლივერ კანის აზრით, 2015 წლის „ოქროს ბურთს“ მადრიდის „რეალის“ ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ მოიგებს.

„ცალსახაა, რომ მესისა და რონალდუს შორის ახალი დუელი გველის. ლიონელს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა, კრიშტიანუმ კი კვლავ ბევრი გოლი გაიტანა. ვფიქრობ, რონალდუ გაიმარჯვებს, რომელიც თვითონაც ამბობს, რომ საუკეთესოა“, – ციტირებს კანს „მარკა“.

ბრავომ რონალდუს სასწაულებრივი ბურთი მოუხსნა (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-12 ტურში “ბარსელონამ” გასვლაზე მადრიდის “რეალი” ანგარიშით 4:0 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას “სამეფო კლუბის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს თავური დარტყმით გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა კატალონიელთა კიპერმა კლაუდიო ბრავომ შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

 

რატომ არ ახსენა რონალდუმ თავის ავტობიოგრაფიულ ფილმში ირინა შეიკის შესახებ?

მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ ავტობიოგრაფიულ ფილმში თავისი ყოფილი გერლფრენდის ირინა შეიკის არ გამოჩენის შესახებ ისაუბრა.

„ცხოვრებაში იღბლიანი და უიღბლო პერიოდები არსებობს. ასევე არის უმნიშვნელო მომენტებიც“, – განაცხადა პორტუგალიელმა.

ფილმის ერთ-ერთა რეჟისორმა ენტონი ვონკემ კი აღნიშნა, რომ თავდაპირველად ირინა შეიკის მონაწილეობით რამდენიმე სცენა გადაიღეს, რომლებიც შემდგომ ფილმის დასამოკლებლად ამოიღეს.

ლაპორტა: „ნეიმარი და რონალდუ ერთი დონის ფეხბურთელები არიან“

„ბარსელონას“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის თემაზე ისაუბრა. გარდა ამისა, ის კრიშტიანუ რონალდუს მომავალსაც შეეხო.

„რონალდუ იმ ასაკშია, როდესაც ყველა ასპექტის გათვალისწინებაა საჭირო. ის უკვე დიდი ხნის განმავლობაში „რეალშია“ და სატრანსფერო ბაზარი ისეთ მდგომარეობაშია, რომ კრიშტიანუმ ახალი გამოწმევევა უნდა იპოვოს. კლუბის შესაცვლელად ეს კარგი ასაკია.

მეორე მესის შემდეგ? რა თქმა უნდა, ლეო საუკეთესოა, მის შემდეგ კი ფეხბურთელთა დიდი ჯგუფი მოდის, რომელთა შორის ნეიმარიც არის. რონალდუსთან ერთად ბრაზილიელი ერთი დონის ფეხბურთელია“, – განაცხადა ლაპორტამ.

რონალდუ: “ოქროს ბურთს” მესი მოიგებს”

მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ “ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა შანსებზე ისუაბრა. მისი თქმით, წლევანდელ “ოქროს ბურთს” ლიონელ მესი მოიგებს.

“ამ ტიტულის მფლობელის ვინაობა გამოკითხვის შედეგად ვლინდება და გამარჯვებული მესი იქნება. მან მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის ჩემპიონატი.

ინდივიდუალური თვალსაზრისით, ალბათ, კარიერის საუკეთესო სეზონი მქონდა. ევროპაში ყველაზე მეტი გოლი გავიტანე.

მე და მესი ამ ტიტულს უკვე მერვე წელია ვინაწილებთ. ასეთი რამ მანამდე არ მომხდარა. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ ძველი მეგობრები ვართ, მაგრამ ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება გვაქვს და ერთმანეთს პატივს ვცემთ.

მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და ვფიქრობ, კიდევ მოვიგებ “ოქროს ბურთს”. მინდა, რომ კიდევ ვითამაშო ექვსი-შვიდი წელი და ვფიქრობ, გუნდური ტიტულების მოგება კვლავ შემიძლია. გუნდური ტიტულების გარეშე ინდივიდუალურ ჯილდოებს ვერ მოიგებ”, – რონალდუს კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, 11 იანვარს გაიმართება.

 

ტიაგო სილვა: „ვფიქრობ, კრიშტიანუ რონალდუ პსჟ-ში გადავა“

პსჟ-ს მცველის ტიაგო სივლას აზრით, მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ კარიერას მის გუნდში გააგრძელებს.

„ვფიქრობ, რონალდუ პსჟ-ში გადავა. არ ვიცი, ბლანს მან კონკრეტულად რა უთხრა, რადგან მწვრთნელი ჩვენ თავის საუბრებს არ გვიზიარებს, მაგრამ მე საუკეთესოს იმედი მაქვს. სხვათა შორის, რონალდუ ფრანგულად კარგად საუბრობს. შესაძლოა, ენა მან ჩემზე უკეთესადაც კი იცოდეს. ასე რომ, პსჟ-ში გადასვლის შემთხვევაში, კრიშტიანუს ადაპტაციის პრობლემა ნაკლებად ექნება“, – ციტირებს ფეხბურთელს „Le Parisien“-ი.

„იბრაჰიმოვიჩი მესიზე და რონალდუზე უკეთესია“

ცნობილი საფეხბურთ აგენტი მინო რაიოლა თვლის, რომ მისი ერთ-ერთ კლიენტი, პსჟ-ს ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი თანამედროვეობის ორ გამორჩეულ ფეხბურთელზე ლიონელ მესიზე და კრიშტიანუ რონალდუზე უკეთესია.

„ჩემთვის ზლატანი მსოფლიოს ყველაზე მრავალფეროვან ფეხბურთელად რჩება. მისი დამატება ყველა კლუბს სურს.

ყოველი სატრანსფერო ფანჯრის დროს უამრავი კლუბისგან საინტერესო წინადადება მაქვს. იბრაჰიმოვიჩი მესისა და რონალდუს სჯობს“, – ციტირებს რაიოლას Goal.com-ი.

ცნობისთვის, აქამდე გავრცელებუყლი ცნობით, იბრაჰიმოვიჩი, შესაძლოა, სათამაშოდ აშშ-ში გადავიდეს.

„უემბლიზე“ რონალდუზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგება

9 ნოემბერს ლონდონის სტადიონ „უემბლიზე“ მადრიდის „რეალისა„ და პორტუგალიის ნაკრების კრიშტიანუ რონალდუს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგება, რის შესახებაც AS-ი წერს.

ფილმი მაყურებელს ფეხბურთელის ცხოვრების შესახებ მოუთხრობს. პრემიერას თავად ფეხბურთელი დაესწრება.

„ამ ფილმის დახმარებით, მსურს, გიჩვენოთ, სინამდვილეში როგორი ვარ. მინდა, რომ გულშემატკვირებს ჩემ შესახებ ობიექტური ინფორმაცია ჰქონდეთ. ვფიქრობ, ხალხს ის მოეწონება, რადგან მასში მოთხრობილი ყველა ისტორია სინამდვილეს შეესაბამება“, – განაცხადა თავად რონალდუმ.