კრიშტიანუ რონალდუს ახალი მანქანა (ფოტო)

მადრიდის „რეალის“ ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ თავისი ახალი მანქანის „ფერარის“ სურათი განათავსა.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ სპორტსმენებს შორის 2015 წლის ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების ათეულში მოხვდა.

20152310115944

რონალდუსა და რამოსს ბეილთან ცუდი ურთიერთობა აქვთ

მადრიდის „რეალის“ წამყვან ფეხბურთელებს შორის კონფლიქტია.

ყოველ შემთხვევაში, ესპანური ტელეგადაცემის „El Chiringuito de Jugones“-ის ეთერში გავრცლელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, კრიშტიანუ რონალდუსა და სერხიო რამოსს უელსის ნაკრების ნახევარმცველ გარეთ ბეილთან ცუდი უერთიერთობა აქვთ.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ ბეილმა თავისი აგენტის სიტყვების გამო რონალდუს ბოდიში მოუხადა. უელსელი ფეხბურთელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბეილი ნამდვილი ვარსკვლავია და არა საცვლების რეკლამებში მონაწილე ადამიანი.

ევრო-2016-ზე რონალდუ ცენტრფორვარდი იქნება

2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფერნანდუ სანტუში კრიშტიანუ რონალდუს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე გამოყენებას აპირებს. პორტუგალიელები, სავარაუდოდ, 4-4-2 სქემით ითამაშებენ და აქედან ერთი თავდამსხმელი სწორედ რონალდუ იქნება. სანტუში კრიშტიანუს მთლიანად გაათავისუფლებს თავდაცვითი ფუნქციებისგან.

Cadena Cope-ს ცნობით, კრიშტიანუ რონალდუმ ცოტა ხნის წინათ მადრიდის “რეალის” თავკაც რაფაელ ბენიტესს სთხოვა, რომ არა ცენტრალური თავდამსხმელის, არამედ მარცხენა გარემარბის პოზიციაზე დაეყენებინა, რადგან ამ ამპლუაში თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობს.

 

რონალდუ: “ჩემთვის “ოქროს ბუცზე” მნიშვნელოვანი ჯილდო არ არსებობს”

მადრიდის “რეალის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს “ოქროს ბუცი” გადაეცა. პორტუგალიელი ფეხბურთელისთვის ეს კარიერაში მოგებული მეოთხე “ოქროს ბუცი” გახლავთ, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ჯილდოს მიღების შემდეგ რონალდუმ ჟურნალისტები კითხვებს უპასუხა.

— რა ადგილს დაიკავებს “ოქროს ბუცი” თქვენი ჯილდოების სიაში?
— ჩემთვის ამ ჯილდოს დიდი ფასი აქვს. “ოქროს ბუცზე” მნიშვნელოვანი ჯილდო ჩემთვის არ არსებობს. თავდამსხმელის საქმე გოლების გატანაა. ევროპის მასშტაბით ოთხჯერ საუკეთესო ბომბარდირად გახდომა საოცარი რამ გახლავთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ “ოქროს ბუცი” ოთხჯერ არავის მოუპოვებია. ასე რომ, ეს ჯილდო ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, ეს ჩემი მუშაობის მტკიცებულებაა. ძალიან მიხარია, რომ “ოქროს ბუცი” ოთხჯერ მოვიგე, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

— კარიერის დასაწყისში თუ ოცნებობდით ასეთ შედეგზე?
— არა. ვფიქრობდი, რომ “ოქროს ბუცს” ერთხელ ან ორჯერ მოვიგებდი და არა ოთხჯერ. ყოველ სეზონში ვცდილობ, რომ მეტი გოლი გავიტანო. ამავე შემართებით გავაგრძელებ თამაშს. თითოეული მოგებული ჯილდო ახალი გამარჯვებებისკენ მოტივაციას გძენს.

 

რონალდუს “ოქროს ბუცი” გადაეცა (ფოტო)

მადრიდის “რეალის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს “ოქროს ბუცი” გადაეცა.

2014/15 წლების სეზონში პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 48 გოლი გაიტანა. ეს ჯილდო რონალდუსთვის მეოთხეა. მანამდე მან “ოქროს ბუცი” 2008, 2011 და 2014 წლებში დაისაკუთრა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მოგებული “ოქროს ბუცის” რაოდენობით რონალდუ რეკორდსმენი გახდა.

CR7

 

პელე: “მესი ბოლი ათწლეულის საუკეთესო ფეხბურთელია”

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ, რომელიც ვიზიტით ინდოეთში იმყოფება, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

“მესი ბოლო ათწლეულის საუკეთესო მოთამაშეა. ბევრი ადარებს ერთმანეთს მესისა და კრიშტიანუ რონალდუს, თუმცა ისინი სრულიად განსხვავებული ფეხბურთელები არიან. ამასთან, ორივე მათგანი ფანტასტიური მოთამაშეა”, – ციტირებს პელეს სიტყვებს ესპანური გამოცემა “ასი”.

“ეჭვგარეშეა, რომ ფეხბურთი დღეს უფრო რთული სათამაშოა, ვიდრე ადრე, მაგრამ როდესაც ღმერთი გაძლევს განსაკუთრებულ ნიჭს, თაობას მნიშვნელობა აღარ ენიჭება”, – აღნიშნა პელემ.

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა იქვე ისიც განაცხადა, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს.

 

ტატუები კრიშტიანუ რონალდუს გამოსახულებით (ფოტოები)

წარმოგიდგენთ მადრიდის „რეალის“ ლიდერის კრიშტიანუ რონალდუს გამოსახულებით რამდენიმე ტატუს, რომელიც მისმა თაყვანისმცემლებმა გაიკეთეს.

2009 წლიდან “რეალის” გოლების 40 პროცენტი რონალდუზე მოდის

კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის “რეალში” 2009 წლის ზაფხულში გადავიდა. ამ დროიდან მოყოლებული “სამეფო კლუბის” მიერ გატანილი გოლების 40 პროცენტი სწორედ პორტუგალიელ ფეხბურთელზე მოდის.

ოთხშაბათს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში “მალმიოს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:0) რონალდუმ თავის კარიერაში მე-500 და 501-ე გოლი გაიტანა. გაზეთ “მარკას” ცნობით, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გატანილი ბურთების რაოდენობით “სამეფო კლუბის” ლეგენდარულ თავდამსხმელ რაულს გაუსწრო და ახლა მას “რეალის” რიგებში 324 გოლი აქვს. დღეს “ბლანკოსის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა რონალდუს სარეკორდო გოლის გატანისთვის სპეციალური ჯილდო გადასცა.

 

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ რონალდუს კარიერაში მე-500 გოლი მიულოცა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ პრესსამსახურმა თავის ყოფილ და მადრიდის „რეალის“ ამჟამინდელ ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს კარიერაში მე-500 გოლის გატანა მიულოცა. ცნობისთვის, „მალმიოსთან“ მატჩში პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა და ახლა მისი კარიერული მაჩვენებელი უკვე 501 გოლს შეადგენს.

„რონალდუს, რომელმაც ამ საღამოს მე-500 გოლი გაიტანა, ვულოცავთ. „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში მას 118 მატჩი აქვს ჩატარებული“, – ნათქვამია მანჩესტერელთა „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რონალდუ: “რუნისთან ერთად თამაში მენატრება”

მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდ უეინ რუნის შესახებ BBC-ს მიერ გადაღებულ ფილმში მიიღო მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ ისინი ერთად თამაშობდნენ “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა იმედი გამოთქვა, რომ ინგლისელთან ერთად თამაში კიდევ მოუწევს.

“რუნისთან ერთად თამაში მენატრება. შესაძლოა, ჩვენ კიდევ ვითამაშოთ ერთად. რა მახსენდება მასზე? იგი ყველას უყვარდა. რუნი იმდენად ძლიერია, რომ მას “პიტბულს” ეძახდნენ. მისი ძალა მის ფორმასა და ხასიათშია. რუნი არასდროს არ ჩერდება. იგი ფანტასტიური მოთამაშეა. როდესაც მანჩესტერში გადავბარგდი, უეინი დიდად დამეხმარა”, – რონალდუს სიტყვებს ესპანური სპორტული პორტალი sport.es ციტირებს.

 

„მიხარია, რომ რონალდუ და იბრაჰიმოვიჩი ჩემს რეკორდებს აუმჯობესებენ“

„პარი სენ-ჟერმენისა“ და პორტუგალიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი პედრუ პაულეტა არ დარდობს, რომ მის რეკორდებს დღეს სხვა ფეხბურთელები ამყარებენ. ნაკრებში პაულეტეტას მიღწევა კრიშტიანუ რონალდუმ გაიმეორა, ხოლო პსჟ-ში ამასთან ახლოს ზლატან იბრაჰიმოვიჩია.

„რეკორდები იმისთვის გამოიგონეს, რომ ისინი ვინმემ დაამყაროს, მაგრამ მე ბედნიერი ვარ. ჩვენ უბრალო ფეხბურთელზე არ ვსაუბრობთ, ეს ზლატან იბრაჰიმოივიჩია, რომელსაც დიდებული შესაძლებლობები გააჩნია. გასულ წელს ნაკრებში საუკეთესო ბობმარდირის ადგილი რონალდუმ დაიკავა. როდესაც ასეთი ფეხბურთელები გჯობნიან, ამას მშვიდად უყურებ“, – განაცხადა პაულეტამ.

ამჯამად იბრაჰიმოვიჩის ანგარიშზე პსჟ-ში 107 გოლია, ხოლო პაულეტამ 109 ბურთი გაიტანა.

ვის თვლის მსოფლიო დონის ფეხბურთელად ალექს ფერგიუსონი?

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა თანამედროვე მსოფლიო დონის მოთამაშეებზე ისაუბრა.

„გეზეთების კითხვისას ან ტელეკომენტატორების მოსმენისას, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მსოფლიოში უმაღლესი დონის ბევრი ფეხბურთელია. ჩემი აზრით, დღეს ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს სახით მხოლოდ ორი მსგავსი მოთამაშეა.

ბრწყინვალე ფეხბურთელების კრიტიკა არ მინდა, მაგრამ იმ მოთამაშეებს შორის, რომლებთან მუშაობა მომიწია, მსოფლიო დონის მხოლოდ კანტონა, გიგსი, რონალდუ და სქოულზი იყვნენ“, – ციტირებს „წითელი ეშმაკების“ ლეგენდარულ თავკაცს გამოცემა „დეილი მეილი“.