რონალდუმ მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა

მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ტურნირის ფავორიტები დაასახელა.

„იმედი მაქვს, ბრაზილიაში საოცარი მსოფლიოს ჩემპიონატი გველის. პორტუგალია წნეხს არ გრძნობს, რადგან ტურნირის ფავორიტებად ბრაზილიის, ესპანეთის, არგენტინისა და გერმანიის ნაკრებები ითვლება. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება გერმანელთა წინააღმდეგ გასამართ პირველ შეხვედრას“, – რონალდუს სიტყვები ესპანურმა „ასმა“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიას G ჯგუფში მეტოქეებად გერმანიის, განისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებები ჰყავს.

ბექა დოგრაშვილი

რონალდუ „რაიო ვალეკანოსთან“ სათამაშოდ მზად არის

მადრიდის „რეალის“ ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ ჯანმრთელობასთან არსებული პრობლემების მიუხედავად, „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.

„ბლანკოსის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ დაადასტურა, რომ პორტუგალიელი თამაშის დროს დისკომფორტს გრძნობს, თუმცა ეს პრობლემა მას მოედანზე გამოსვლაში ხელს არ შეუშლის.

გარდა ამისა, ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა ისიც აღნიშნა, რომ უახლოეს შეხვედრაში „რეალის“ კარს კვლავ დიეგო ლოპესი დაიცავს, ხოლო იკერ კასილიასი დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ითამაშებს.

ალექანდრე მატევოსოვი

პორტუგალიის ნაკრების ახალი საგარეო ფორმა

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ გუნდის ახალი გასვლითი ფორმა წარადგინა. პორტუგალიელები აღნიშნულ ფორმას 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე სარეზერვო ვარიანტად განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობა ბრაზილიაში 12 ივნისიდან 13 ივლისამდე გაიმართება.

კალდერონი: „შესაძლოა, რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნებაზე დაფიქრდეს“

მადრიდის „რეალის“ ყოფილი პრეზიდენტის რამონ კალდერონის აზრით, მომავალში კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნდება გამორიცხული არ არის.

„არავინ იცის, თუ რა მოხდება მომავალში. მახსოვს, როდესაც რონალდუსთან კონტრაქტის გაფორმებას ვაპირებდით, იგი ამბობდა, რომ მანჩესტერი მისი სახლია. კრიშტიანუსთვის სერ ალქს ფერგიუსონი მამა იყო. „იუნანაიტედში“ მისთვის იდეალური გარემო იყო.

მაგრამ, მას მადრიდში გადასვლა სურდა, რათა „რეალის“ მაისური მოერგო. შესაძლოა, ოდესმე რონალდუ ინგლისში, კერძოდ კი „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნებაზე დაფიქრდეს. ამ ფეხბურთელის ძალა იმაში გამოიხატება, რომ დილით ადგომისას იგი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, თუ როგორ გააუმჯობესოს თავისი თამაში. ცხოვრებაში მსგავსი მოთამაშე არ მინახავს“, – განაცხადა კალდერონმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ფერგიუსონი: „მინდოდა, რონალდუ უფრო ძვირად გაგვეყიდა, მაგრამ…“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა სინანული გამოთქვა იმის შესახებ, რომ კლუბმა მადრიდის „რეალს“ კრიშტიანუ რონალდუ მხოლოდ 96 მილიონ ევროდ დაუთმო.

„ერთადერთი რამ, რაც მე მამწუხრებს, ისაა, რომ დევიდ გილის („მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი) დარწმუნება ვერ შევძელი.

მე მას ვუთხარი, რომ რონალდუ 150 მილიონ ფუნტად (180 მილიონი ევრო) გაგვეყიდა, თუმცა მან მიპასუხა, რომ 150 მილიონს არასდროს არ გადაგვიხდიდნენ.

არადა, ვიცოდი, რომ ფლორენტინო პერესი მზად იყო, ჩვენთვის ეს თანხა გადაეხადა“, – ფერგიუსონის სიტყვებს AS ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

კალდერონი: „ფერგიუსონს სურდა, რომ რონალდუ „ბარსელონაში“ გადასულიყო“

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა განაცხადა, რომ თავის დროზე კრიშტიანუ რონალდუს მიმართ ინტერესს „ბარსელონა“ იჩენდა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ თავკაც ალექს ფერგიუსონს კი სურდა, რომ პორტუგალიელი სწორედ კატალონიურ გუნდში გადასულიყო.

„ფერგიუსონს უნდოდა, რომ რონალდუ არა „რეალში“, არამედ „ბარსელონაში“ გადასულიყო. არც თავად კატალონიელები იყვნენ ამ ტრანსფერის განხორციელების წინააღმდეგნი, თუმცა უარი კრიშტიანუმ თქვა.

სწორედ ამიტომ გადმოვიდა რონალდუ ჩვენთან. ამით ყველა კმაყოფილი დარჩა: „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 80 მილიონი ფუნტი ჩაიჯიბა, ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ფეხბურთელი დავიმატეთ, კრიშტიანუმ კი ის მიიღო, რაც სურდა. მისნაირ ფეხბურთელებს მხოლოდ ფული კი არა, დიდება აინტერესებთ. ასეთი მოთამაშეები იმ გუნდს ეძებენ, რომელიც ტიტულების მოგების შესაძლებლობას მისცემს“, – კალდერონის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

პლატინი: „ოქროს ბურთს“ ათი წლის შემდეგაც მესი ან რონალდუ მოიგებს“

უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2013 წლის „ოქროს ბურთი“ ფრანკ რიბერის უნდა გადასცემოდა.

ფრანგმა ნახევარმცველმა გამოკითხვის ბოლო ეტაპზე მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა, გამარჯვებული კი კრიშტიანუ რონალდუ გახდა. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში ამ ჯილდოს ან „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლეო მესი ან „რეალის“ პორტუგალიელი ფორვარდი რონალდუ იღებს.

„არსებული სისტემით „ოქროს ბურთს“ ათი წლის შემდეგაც მესი ან რონალდუ მიიღებს. ამ წელს რონალდუმ, მესიმ და რიბერიმ დაიმსახურეს ჯილდოს მოგება, მაგრამ ფრანკმა ყველა შესაძლო ტურნირი მოიგო. აქედან გამომდინარე, მე ხმას რიბერის მივცემდი. ასეთი პროზიცია იმიტომ არ მაქვს, რომ ის ფრანგია. არა, ასეთივე სიამოვნებით მხარს არიენ რობენს ან ბასტიან შვაინშტაიგერს დავუჭერდი. ნეიმარს, მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონაში“ თამაშობს, კიდევ სჭირდება დრო მესის ტახტიდან ჩამოსაგდებად“, – პლატინის სიტყვები Le Journal du Dimanche-მა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

რომელ ფეხბურთელს ჰყავს ცხოვრების ყველაზე ლამაზი მეგზური?

მსოფლიოს ჩემპიონატი ახლოვდება და ფეხბურთელთა მიმართ ინტერესი ისეთი ადამიანების მხრიდანაც იზრდება, რომლებსაც ფეხბურთი სულ არ აღელვებთ, უფრო მეტად კი სპორტსმენთა პირადი ცხოვრება აინტერესებთ.  FreeBetNegotiator-მა ღია გამოკითხვა მოაწყო, რომლის მიზანიც იმის გარკვევა იყო, თუ რომელი ფეხბურთელის ოჯახს მიიჩნევს ხალხი ყველაზე ლამაზად.

არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ პირველ ადგილზე კრიშტიანუ რონალდუ – ირინა შეიკის წყვილი გავიდა. მეორე პოზიცია წილად ხვდა დევიდ ბექჰემისა და ვიქტორია ადამსის ოჯახს. პირველმა წყვილმა ხმათა 18 პროცენტი მიიღო, მეორემ კი – 14.  მესამე ადგილზე ლეო მესისა და ანტონელა როკუზოს ოჯახი გავიდა, მეოთხე პოზიცია სტივენ ჯერარდისა და ალექს კურანის წყვილს მიაკუთვნეს, მეხუთე ადგილი წილად ხვდა ჟერარ პიკე – შაკირას წყვილს.

რონალდო vs. CR7 – საუკეთესო ფინტები

კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის „რეალში“ რეკორდს რეკორდზე ამხობს, მათ შორის ბრაზილიელი რონალდოს მიღწევებსაც აუმჯობესებს. გთავაზობთ ამ ორი ფეხბურთელის საუკეთესო ფინტების ამსახველ ვიდეონაკრებს და დასკვნა თავად გამოიტანეთ: რონალდო თუ რონალდუ?

 

ბეილი:”რონალდო-ჩემი კერპია”

ცნიბილმა ესპანეურმა გაზეთმა Marca-მ ბეილს ინტერვიუ ჩამოართვა, რომელშიც უელსელი რონალდუს აქებს

“რონალდო, ის დიდებული კოლეგა და მეგობარია.მე მისგან უამრავი რჩევა მივიღე. მან შეუფასებელი დახმარება გამიწია მადრიდის “რეალში” ადაპტაციისათვის.
რონალდუ ადრეც იყო ჩემთვის მისაბაძი პიროვნება, მაგრამ ახლა ის ჩემი კერპია.მ მე შემიძლია მასთან ენით აღუწერელი კონტაქტი დავამყარო სტადიონზე. დარწმუნებული ვარ, რომ მე და რონალდუ ერთმანეთს უფრო კარგად გავუგებთ და კლუბს ტიტულების მოგებაში დავეხმარებით.

 

კრიშტიანუ რონალდუს უნიკალური რეკორდი

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ „ატლეტიკოს“ კარში მატჩის მე-7 წუთზე გოლის გატანით უნიკალური რეკორდი დაამაყარა, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელს საფეხბურთო მატჩის ყველა წუთზე აქვს გატანილი.

ერთადერთი წუთი, რომლის დროსაც რონალდუს გოლი არ ჰქონდა გატანილი სწორედ მე-7 წუთი გახლდათ და „ატლეტიკოსთან“ ესეც მოახერხა.

„რეალმა“ „ატლეტიკო“ განმეორებით მატჩშიც დაამარცხა და ფინალში გავიდა

ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „რეალს“ შორის განმეორებითი მატჩი გაიმართა. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა „სამეფო კლუბის“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. „რეალმა“ მეორე მატჩშიც მოახერხა გამარჯვების მოპოვება. შეხვედრის მე-7 წუთზე „ატლეტიკოს“ საჯარიმო მოედანზე კრიშტიანუ რონალდუ წაიქცა და მთავარმა არბიტრმა საეჭვო თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა, რომელიც გოლად თავად პორტუგალიელმა  აქცია. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ სტუმრებმა მეორე პენალტის დარტყმის უფლება მიიღეს, ამჯერად მასპინძელთა საჯარიმოში გარეტ ბეილი წააქციეს. გოლი ამჯერადაც რონალდუმ გაიტანა. საბოლოო ჯამში, „სამეფო კლუბმა“ მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა (ორი მატჩის ჯამში 5:0) და ფინალის საგზური მოიპოვა, რომელშიც დიდი ალბათობით „ბარსელონას“ დაუპირისპირდება. კატალონიურმა გუნდმა ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „სოსიედადი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა. განმეორებითი მატჩი 13 თებერვლის 01:00 საათზე დაიწყება.

ესპანეთის თასი
ნახევარფინალი (II მატჩი)
„ატლეტიკო“ — „რეალი“ 0:2 (0:2)

გოლები: რონალდუ 7′ (პენ), 16′ (პენ).
გაფრთხილებები: მირანდა 80′ — ილიარამენდი 36′, არბელოა 43′, რონალდუ 44′.