ფეხბურთელმა გოლი ბუცის გარეშე გაიტანა

1 ნოემბერს, ავსტრიის პირველ ლიგაში, “პიოლტენმა” საკუთარ მოედანზე “ჰორნი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 5:2 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში მეექვსე წუთზე, “ჰორნის” ფეხბურთელმა, ტიერი ფიდჯეუმ გახნსა. 31 წლის კამერუნელმა მოთამაშემ გოლი ისე გაიტანა, რომ მას მარცხენა ფეხზე ბუცი არც ცმია.

“პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელების ძალიან სასაცილო ცეკვა

“პარი სენ-ჟერმენის” არგენტინელმა ფეხბურთელმა, ეზიკელ ლავესიმ Instagram-ში საკუთარი თანაგუნდელების მიერ შესრულებული ძალიან სასაცილო ცეკვა განათავსა.

ყველაზე ცუდად შესრულებული კუთხური მსოფლიოში?

30 ოქტომბერს, სერბეთის თასის გათამაშებაში, “ცრვენა ზვეზდამ” საკუთარ მოედანზე “რადნიცკი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში კურიოზული რამ მოხდა, მასპინძელთა ფეხბურთელებმა კუთხური საშინლად შეასრულეს.

შეშლილი ფანი “პორტოს” სტადიონზე

27 ოქტომბერს, “პორტომ” საკუთარ მოედანზე “სპორტინგი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

აღნიშული შეხვედრის მიმდინარეობისას, კამერებმა საკმაოდ საინტერესო და სასაცილო მომენტი დააფიქსირეს, რომელსაც თავად ნახავთ.

ყველაზე ცუდად შესრულებული პენალტი მსოფლიოში?

ავსტრიაში, ერთ-ერთ ქვედა ლიგაში საკმაოდ საინტერესო რამ მოხდა. “სტადლ-პაურასა” და “ალტეიმს” შორის გამართულ შეხვედრაში (5:1), “სტადლ-პაურას” ფეხბურთელებმა პენალტის გათამაშება ორიგინალურად სცადეს, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ.

კურიოზი: ფეხბურთელმა მეტოქეს მუშტი უხერხულ ადგილში ჩაარტყა

26 ოქტომბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “საუთჰემპტონმა” საკუთარ მოედანზე “ფულჰემი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში კურიოზული რამ მოხდა. “ფულჰემის” მცველმა, ფერნანდო ამორებიეტამ “საუთჰემპტონის” მცველს, დეიან ლოვრენს მუშტი უხერხულ ადგილში ჩაარტყა.

“ვულვზის” ფეხბურთელმა მეტოქე გუნდის მწვრთნელი “მოცელა”

22 ოქტომბერს, ინგლისის პირველ ლიგაში “ვულვზმა” საკუთარ მოედანზე “ოლდჰემი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში საკმაოდ კურიოზული რამ მოხდა. “ვულვზის” ფეხბურთელმა, ჯეიმს ჰენრიმ მეტოქე გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლი ჯონსონი “მოცელა”.

ლამაზი ავტოგოლი

საკმაოდ ლამაზი გოლი გაიტანა საკუთარ კარში “ინტერნასიონალის” ფეხბურთელმა ჯექსონმა. “გრემიოსთან” გამართულ შეხვედრაში, მან საკუთარი გუნდის მეკარეს თავზე ბურთი გადაუგდო.

 

გვერდითა არბიტრს ჩიტმა შეუტია

ძალიან უცნაური და სახალისო რამ მოხდა ერთ-ერთ ქვეყანაში, საფეხბურთო მატჩის მიმდინარეობისას.

მეკარის კურიოზული შეცდომა

აშშ-ში, კოლეჯების ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩში, მეკარემ ძალიან კურიოზული შეცდომა დაუშვა.

კურიოზი, რომელიც უნდა ნახოთ

ძალიან კურიოზული რამ მოხდა მაროკოს ჩემპიონატში. “კასაბლანკასა” და “ტემარას” შორის გამართულ შეხვედრაში, “ტემარას” მეკარემ უცნაური შეცდომა დაუშვა.

მოედანზე შეჭრილი გულშემატკივარი: მოატყუა ერთი, მოატყუა ორი… გაიტანა გოლი

11 ოქტომბერს, ლუქსემბურგის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე რუსეთის ნაკრები მიიღო და ანგარიშით 0:4 დამარცხდა.

თამაშის მიმდინარეობისას, მოედანზე გულშემატკივარი შეიჭრა, რომელმაც ჯერ რამდენიმე პოლიციელი ჩამოიტოვა, შემდეგ კი კარის ხაზი გადაკვეთა.