ზუმას ტრავმა არც ისე მარტივია – ფრანგი “ვესტ ჰემთან” იუქმებს

ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელმა, კურტ ზუმამ, რომელიც ამჟამად “სტოკ სიტიშია”, პრემიერ ლიგის მეჩვიდმეტე ტურში,”ბარნლის” წინააღმდეგ, მუხლის ქვედა მყესის ტრავმა მიიღო. მინიმალური ანგარიშით წაგებული დაპრისიპირების შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა, მარკ ჰიუზმა განაცხადა, რომ ფრანგის დაზიანება არც ისე სერიოზული იყო და ის უიქენდზე გუნდს დაუბრუნდებოდა.

როგორც ირკვევა, უელსელი სპეციალისტი მართალი არ აღმოჩნდა. 23 წლის ცენტარლური მცველი ლაზარეთში კიდევ რამდენიმე დღე დარჩება. რაც იმას ნიშნავს, რომ იგი “სტოკს” ინგლისის ჩემპიონატის მეთვრამეტე ტურში (16 დეკემბერს), “ვესთ ჰემის” წინააღმდეგ მატჩში ვერ დაეხმარება.

“სამწუხაროდ, კურტი ამ უიქენდზე ჩვენთან არ იქნება. იმედგაცრუებულები ვართ, თუმცა ფაქტს თვალი უნდა გავუსწოროთ. თუმცა, კარგი ამბავი ისაა, რომ დაზიანება ხანგრძლივი არაა და, დიდი ალბათობით, ზუმა მომავალ კვირაში დაბრუნდება,” – აცხადებს ჰიუზი.

ზუმა: “მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება გვინდა!”

საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პერუს, დანიასა და ავსტრალიას დაუპირისპირდება.

კენჭისყრის შემდეგ ჟურნალისტებს ფრანგთა ცენტრალური მცველი, კურტ ზუმა ესაუბრა.

“რა თქმა უნდა, რუსეთში ამბიციების მაქსიმუმი გვექნება. ხედავთ, რომ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს. არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია. ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. სხვა გზა არცაა.”

“ჩვენ ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებით დს შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებთ. თუმცა, არსებობენ სხვა გუნდები, რომლებიც საკმაოდ ძლიერები არიან. ყველაფრის მიუხედავად, საფრანგეთზე ცუდს არავინ ამბობს. ჩვენ ხომ ძალიან ძლიერი და მეგობრული კოლექტივი ვართ, რომელსაც ყველაფრის მიღწევა შეუძლია!” – აცხადებს ზუმა.

“შალკეს” “ჩელსის” ამომავალი ვარსკვლავი სურს

ძალიან ცოტა რჩება სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე. გუნდები მაქსიმალურ აქტიურობას ცდილობენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გენზელკეხენის “შალკეს” “ჩელსის” მცველის, კურტ ზუმას იჯარით აყვანა სურს. მოგეხსენებათ, ამ უკანასკნელმა წინა სეზონში მუხლის ტრავმა მიიღო და რამდენიმე თვე უქმობა მოუწია. ახლა ფრანგი ახალგაზრდა ფიტნესდარბაზში ვარჯიშობს და ცდილობს, ჩვეულ ფორმას დაუბრუნდეს.

“არისტოკრატთა” მთავარ  მწვრთნელს, ანტონიო კონტეს სურს, სრულყოფილი დაცვა ჰყავდეს. ზუმა კი ჯერ არაა ოპტიმალურ კონდიციებში. თუ იგი “შალკეში” გადავა ნახევარ წლიანი იჯარით, შეეძლება, იქ თამაშით სასურველ ფორმას დაუბრუნდეს და შემდეგ “ჩელსიში” წამოვიდეს.

“პარის სენ-ჟერმენთან” ჯონ ტერის თამაში საეჭვოა

ჯონ ტერი შესაძლოა ლონდონის “ჩელსის” ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, “პარის სენ-ჟერმენთან” გასამართ მატჩში ვერ დაეხმაროს, რისი მიზეზიც “ნიუკასლთან” თამაშისას მიღებული ტრავმაა.

ლონდონელთა კაპიტანმა მატჩის 38-ე წუთზე ალექსანდერ მიტროვიჩთან შეჯახების შედეგად მარცხენა ფეხი დაიზიანა, რის გამოც მისი შეცვლა აუცილებელი გახდა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “ჩელსის”  ფრანგებთან მატჩში ვერც კურტ ზუმა დაეხმარება, რომელმაც ძალიან სერიოზული ტრავმა მიიღო. “პსჟ-ს” კი ამავე მიზეზით ხავიერ პასტორე დააკლდება.

ზუმა ევრო-2016-ს გამოტოვებს

„მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩში „ჩელსის“ მცველმა კურტ ზუმამ მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო. როგორც ლონდონური კლუბის პრესსამსახური იუწყება, ფეხბურთელს 48 საათის განმავლობაში ოპერაცია ჩაუტარდება, რის შემდეგ ის თამაშს, დაახლოებით, 6 თვის განმავლობაში ვერ მოახერხებს.

„48 საათის განამვლოობაში ოპერაცია ჩატარდება. როგორც მოსალოდნელია, ის, დაახლოებით, ექვს თვეს გამოტოვებს“, – ნათქვამის „ჩელსის“ ოფიციალურ განცხადებაში.

„ოპერაცია ამ კვირას ჩატარდება, მოედანზე უფრო ძლიერი დავბრუნდები. დიდი მადლობა თქვენი შეტყობინებებისთვის“, – დაწერა ზუმამ თავისი „ტვიტერის“ გვერდზე.

აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, საფრანგეთის ნაკრების წევრი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს.

მოურინიო: “საფრანგეთის ნაკრები მე უნდა მიმადლოდეს”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო თვლის, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მას რაფაელ ვარანისა და კურტ ზუმას განვითარებისთვის სამადლობელი წერილი უნდა გაუგზავნონ. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტი ვარანს მადრიდის “რეალში” მუშაობის პერიოდში თავკაცობდა, ზუმას კი ამჟამად “ჩელსიში” ხელმძღვანელობს.

“საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ მსოფლიოს მასშტაბით ორი საუკეთესო ახალგაზრდა ცენტრალური მცველის გამო მადლობის წერილი უნდა გამომიგზავნოს. წარმოგიდგენიათ, კიდევ რამდენი წლის განმავლობაში ითამაშებენ ვარანი და ზუმა უმაღლეს დონეზე? ფრანგთა თავკაცი დიდიე დეშამი ამით ბედნიერი უნდა იყოს”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს BBC.

 

ჩეხი: “თავსაბურავმა გადამარჩინა მეც და ზუმაც” (ფოტოები)

ლონდონის “ჩელსის” კიპერმა პეტრ ჩეხმა ინგლისის ლიგის თასზე “დერბი ქაუნთის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (3:1) მომხდარ შემთხვევაზე ისაუბრა. შეხვედრის მიმდინარეობისას ჩეხი მეკარე და ლონდონელთა მცველი კურტ ზუმა ერთმანეთს თავებით შეასკდნენ, რის შემდეგაც ფრანგმა ფეხბურთელმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

“ერთმანეთს თავებით შევასკდით. ზუმას გაუმართლა, რომ თავი ჩემს თავსაბურავს დასცხო. სხვა შემთხვევაში, უფრო ძლიერ დარტყმას მიიღებდა.

ვფიქრობ, თავსაბურავმა გადამარჩინა მეც და ზუმაც. კურტი კარგად არის. სამედიცინო შტაბმა ძალიან კარგად იმუშავა”, – ჩეხის სიტყვები “თაიმსმა” გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე “ჩელსი” “ლივერპულს” დაუპირისპირდება. შესაბამისად, მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს “ტოტენჰემ ჰოთსპური” და “შეფილდ იუნაიტედი” შეხვდებიან. მატჩები იანვარში გაიმართება.

Zouma1Zouma2Zouma3Zouma4Zouma5Zouma6

ზუმა “სენტ-ეტიენში” რჩება

“ჩელსის” მცველი კურტ ზუმა “სენტ-ეტიენში” იჯარით კიდევ ერთ სეზონს გაატარებს.

იანვარში ლონდოელებმა 19 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები 15 მილიონ ევროდ შეისყიდეს, მაგრგამ მცველი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ფრანგულ კლუბში დატოვეს.

გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში ზუმამ 24 მატჩი ჩაატარა და აქტივში ერთი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

“მანჩესტერ სიტი” 19 წლის ფრანგი მცველის შეძენას გეგმავს

როგორც პოპულარული საფეხბურთო პორტალი Goal-ი იუწყება, “მანჩესტერ სიტი” ფრანგული “სენტ-ეტიენის” 19 წლის ფეხბურთელით, კურტ ზუმათი დაინტერესდა.

მანჩესტერული კლუბის აღმასრულებელ დირექტორსა და სპორტულ დირექტორს ახალგაზრდა მოთამაშე ძალიან მოსწონთ. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “სიტი” ფეხბურთელში დაახლოებით 13 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.

ზუმას საფრანგეთის 16, 17, 19, 20 და 21-წლამდელთა ნაკრებებში თამაშის გამოცდილება აქვს. ტანმაღალ მცველს “სენტ-ეტიენის” მთავარ გუნდში დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა. ამჟამად კი, გუნდის მაისურით ჩატარებულ 51 მატჩში, 4 გოლი აქვს გატანილი.

ცნობისათვის, ზუმას თებერვლამდე ფეხბურთის თამაში აკრძალული აქვს, ამის მიზეზი კი ისაა, რომ მან “სოშოს” ნახევარმცველს ფეხი მოტეხა.

დიტო ჭიჭინაძე