ესპანეთის პრიმერადივიზიონის III ტურში “ბარსელონა” შინ “ალავესთან” სენსაციურად, ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო კატალონიური გუნდის ლიდერი ლიონელ მესი, რომლისთვისაც ეს “ბარსას” რიგებში ჩატარებული 536-ე ოფიციალური შეხვედრა გახლდათ. ამ მაჩვენებლით არგენტინელმა ფეხბურთელმა უკან მოიტოვა გუნდის ყოფილი მეკარე ვიქტორ ვალდესი, რომელსაც “ბარსელონას” ფორმით 535 შეხვედრაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. მესი კატალონიური გუნდის რიგებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მეხუთე ადგილზე გადავიდა და ახლა მხოლოდ ჩავის (767), ანდრეს ინიესტას (594), კარლეს პუიოლსა (593) და მიგელის (549) ჩამორჩება.