ლიტვამ ბელგიასთან წააგო

ევრობასკეტის მესამე ტურში D ჯგუფში ბელგია ლიტვის ნაკრებს შეხვდა და ანგარიშით 76:74 მოუგო. პირველ მეოთხედში უკეთესი ლიტვა იყო, მეორეში კი ინიციატივა ბელგიელებიოსკენ გადავიდა. მესამე ათწუთიან პერიოდში ბელგიამ სამქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რომელმაც მას მოგებაში ხელი შეუწყო.

შევხედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ლიტველი იონას ვალანჩნასი გამოდგა, რომელმაც 25 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.

ლიტვა – ბელგია – 74:76 (20:12, 15:23, 19:22, 20:19)

ლიტვა: ვალანჩნასი (25 ქ. 12 მ.), იანკუნასი (13 ქ. 4 პ.), საბონისი (10 ქ.), კალნიეტისი (7 ქ. 13 პ.), კუზმინსკასი (7 ქ. 6 მ.), მაჩულისი (4 ქ.), სეიბუტისი (4 ქ.), ლეკავიჩუსი (2 ქ.), მილაკნისი (2 ქ.)

ბელგია: ლოიესკი (20 ქ. 5 პ), ტაბუ-ებომა (16 ქ. 3 პ.), ვან როსომი (13 ქ. 5 პ.), ერველი (11 ქ.), მვემა (10 ქ.), ბოსკო (2 ქ. 3 პ.), ჟილე (2 ქ. 4 პ.), ტუმვა (2 ქ.)

საქართველომ ლიტვას ექვსბურთიანი სხვაოით სძლია (ვიდეო)

ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ლიტვას კაუნასში შედგა. ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 8:2 სძლია და შესარჩევი ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ალიკ სარქისიანის გუნდი მარტში რუმინეთში გასამართ ელიტ-რაუნში მიიღებს მონაწილეობას. ჯგუფში მასპინძლებთან ერთად ყაზახეთისა და პორტუგალიის ნაკრებები იასპარეზებენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თავი გოლებით ტიკურიშვილმა, ლუკავამ, ალთუნაშვილმა, სებისკვერაძემ, მაისაიამ და ჯვარაშვილმა გამოიჩინეს.

ოლეგ გუსევმა ბურთი სახეში მოირტყა (ვიდეო)

უკრაინისა და ლიტვის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში ოლეგ გუსევს კურიოზული რამ შეემთხვა.

რობერტ ლევანდოვსკიმ ცარიელ კარს რამდენიმე მეტრიდან ააცილა

6 ივნისს, პოლონეთისა და ლიტვის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში (2:1), რობერტ ლევანდოვსკიმ ცარიელ კარს ძალიან ახლო მანძილიდან ააცილა.

“ბარსელონას” ამომავალი ვარსკვლავის ულამაზესი გოლი ლიტვის ნაკრების კარში

კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა, 18 წლის ფეხბურთელმა მუნირ ელ ჰადადიმ ესპანეთისა და ლიტვის 19-წლამდელთა ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში ულამაზესი გოლი გაიტანა.

იხილეთ ელ ჰადადის გოლი 00:38-დან

ქართველთა ოთხი გოლი ერთ მატჩში

30 მარტს, ლიტვის ჩემპიონატში, “დაინავამ” საკუთარ მოედანზე “კლაიპედა” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:5 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ოთხი გოლი ქართველთა ანგარიშზეა. გიორგი ალავერდაშვილმა (მე-19 და 86-ე წუთებზე), თამაზ ჩარგეიშვილმა (37-ე და 89-ე წუთებზე) ორ-ორი გოლის გატანა მოახერხეს.

როგორ გადაარჩინა „ჟალგირისი“ ტალახის გუბემ?

ლიტვის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე, „კრუოიასა“ და „ჟალგირისს“ შორის გამართულ მატჩში ერთი კურიოზული ეპიზოდი მოხდა. თამაში იმდენად ცუდ მოედანზე გაიმართა, რომ „ჟალგირისი“ გარდაუვალი გოლისგან ტალახის გუბემ იხსნა.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასლას.