Bleacher Report: “ტოტენჰემი” დანიელ სტარიჯის გადაბირებას ცდილობს

Bleacher Report-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “ლივერპულის” ინგლისელი ფორვარდი, დანიელ სტარიჯი ზამთარში შესაძლოა, “მამლების” ბანაკში გადაბარგდეს.

როგორც იცით, სტარიჯი ბოლ დროს კლოპის ფავორიტთა სიიდან ამოვარდა. ამასთანავე, მას პრემიერ ლიგის ახალ სეზონში საკუთარი ანგარიში ჯერაც (11 ტურის შემდეგ) არ გაუხსნია.

თავად “ტოტენჰემს” კი გოლების პრობლემა ნამდვილად აქვთ. ჰარი კეინმა სეზონის უდიდესი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა, ის კი ვინსენტ იანსენს უნდა ჩაენაცვლებინა, რომელმაც ახალ სეზონში მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა ჩემპიონატში.

მაურისიო პოჩეტინო კი, ზაფხულში განცდილ მარცხზე გაჩერებას არ აპირებს და კვლავ ეცდება ინგლისელი ფორვარდის “უაით ჰართ ლეინზე” გადაბირებას.

რაკიტიჩის ჩამნაცვლებელი? როგორი იქნება “ბარსას” ტაქტიკური განლაგება კოუტინიოსთან ერთად

ბოლო დროს საკმაოდ ბევრმა ავტორიტეტულმა გამოცემამ დაადასტურა კავშირი კატალონიურ “ბარსელონასა” და “ლივერპულის” ბრაზილიელ ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოს შორის, რომელიც ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ კოუტინიოს “კამპ ნოუზე” გადაბარგების მომხრეა ჩავი ერნანდესიც, რომელიც “ბარსას” ლეგენდად ითვლება.

როგორი იქნება “ბარსას” ტაქტიკური განლაგება კოუტინიოსთან ერთად?

როგორც იცით, “ბარსას” ნახევარმცველთა ტრიოს შემადგენლობაში ანდრეს ინიესტა, ივან რაკიტიჩი და სერხიო ბუსკეტსი შედიან. დიდი ალბათობით, კოუტინიო სწორედ ხორვატი ფეხბურთელის ჩამნაცვლებლად მოგვევლინება, განლაგება კი იგივენაირი დარჩება:

იურგენის სამიზნეთა სიის სათავეში ბერაჰინო და ლაკაზეტი იმყოფებიან

საიდო ბერაჰინო და ალექსანდრე ლაკაზეტი იურგენ კლოპის სამიზნეთა სიაში პირველ პოზიციებს იკავებენ. აღნიშნულ ინფორმაციას Fichajes.net გვატყობინებს.

როგორც იცით, ბოლო დროს “წითლები” არაერთ უცხოელ თავდამსხმელს დაუკავშირეს, მათ შორის ბილბაოს “ატლეტიკის” ინაკი უილიამსსაც, რომლის ესპანეთიდან წასვლის შანსებიც საკმაოდ დიდია.

იმ შემთხვევაში, თუ მერსესაიდელები 22 წლის ინაკისთან შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, კლოპი “ლიონის” თავდამსხმელზე, ლაკაზეტზე გადაერთვება, რომელმაც ლიგა 1-ის 10 მატჩში ამავე რაოდენობის გოლების გატანა მოახერხა.

მსგავსად ლაკაზეტისა, ბერაჰინოსაც საკმაოდ ჰყავს მთხოვნელები, თუმცა იურგენის “ლივერპულში” გადასვლაზე მათ უარის თქმა ნამდვილად გაუჭირდებათ.

კუმანი: “ლივერპულს” პრემიერ ლიგის მოგება ნამდვილად შეუძლია”

შესაძლოა, რონალდ კუმანი “ლივერპულის” მოსისხლე მტრის, “ევერტონის” თავკაცი იყოს, მაგრამ ის ობიექტურობას მაშინაც არ კარგავს, როდესაც საქმე იურგენ კლოპის გუნდის საჩემპიონო შანსებს ეხება.

“ფავორიტებზე საუბარი ჯერ კიდევ ძალიან ადრეა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ “ლივერპულის” ასპარეზობით მოხიბლული ვარ.

შესაძლოა, “ევერტონის” თავკაცისგან ასეთ განცხადებას არ ელით, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი დიდებულ ფეხბურთს თამაშობენ და ცხრილის სათავეში ყოფნასაც იმსახურებენ. მათ გააჩნიათ კონკრეტული მიზნები, რაც წარმატებისთვის აუცილებელია.

რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ ჩემპიონის სტატუსის მოპოვება. ამის შანსი საკმაოდ დიდია, ამგრამ ამ დროისთვის ისინი მხოლოდ კანდიდატები არიან.” – დაამატა კუმანმა, რომლის გუნდიც 11 ტურის შემდეგ 8 ქულით ჩამორჩება კლოპისას.

Don Balon: იურგენ კლოპი არდა თურანს აკვირდება

მერსესაიდული “ლივერპულის” თავკაცი, იურგენ კლოპი კატალონიური “ბარსელონას” თურქი ნახევარმცველის, არდა თურანის გარშემო არსებულ სიტუაციას აკვირდება. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური Don Balon-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის “ატლეტიკოს” ექს-ფეხბურთელი “კამპ ნოუზე” 2015 წლის ზაფხულში გადაბარგდა.

ტრავმის მოშუშების შემდეგ, თურქი ფეხბურთელი ლუის ენრიკეს გუნდში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა ლუის ენრიკეს გუნდში, თუმცა ბოლო დროს ის კონკურენციას ვეღარ უძლებს.

ესპანური გამოცემების თანახმად, საკმაოდ დიდია შანსი იმისა, რომ თურქმა კლუბი ზამთარშივე დატოვოს, “ლივერპული” კი მისთვის ბრწყინვალე ვარიანტი უნდა იყოს.

ბალოტელი: “ნიცას” უკეთესი ფანები ჰყავს, ვინემ “ლივერპულს”

ფრანგული “ნიცას” იტალიელმა ფორვარდმა, მარიო ბალოტელიმ საკმაოდ ხმაურიანი განაცხადი გააკეთა, რომლის თანახმადაც “ნიცას” უკეთესი გულშემატკივრები ჰყავს, ვიდრე “ლივერპულს”, “მილანს”, “მანჩესტერ სიტის” ან “ინტერს”.

“გულწრფელად რომ ვთქვა, ეს გულშემატკივრები უფრო კარგ ატმოსფეროს ქმნიან მოედანზე, ვიდრე სხვა იმ კლუბის ფანები, რომელთა რიგებშიც ოდესმე მითამაშია.

დიდებული რამაა. ძალიან ბედნიერი ვარ, ხალხს რომ ვუყვარვარ.” – დაამატა მან.

ცნობისთვის გეტყვით, რომ “ნიცას”, რომელმაც ლიგა 1-ში პირველად “კაენთან”, კვირას გამართულ მატჩში იგემა მარცხი, საშინაო არენაზე გამართულ მატჩებში დასწრება საშუალოდ 22 700-ს შეადგენს.

იან რაში: “ლივერპული” ყველაზე კარგად თამაშობს”

“ლივერპულის” ექს-ფორვარდი, იან რაში თვლის, რომ ამ დროისთვის “ლივერპული” ყველაზე კარგად თამაშობს და რომ “ენფილდელებს” ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად აქვთ.

“ვთვლი, რომ ამჟამად “ლივერპული” ყველაზე უკეთ თამაშობს. ისინი ყოველთვის ცდილობენ გოლის გატანას, რაც ნამდვილად ამაღელვებელია.

ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ, რამაც შესაძლოა, მათი ეს ბრწყინვალე სვლა შეაჩეროს.

თუ ისინი ახალი წლისთვისაც შეინარჩუნებენ პირველ ადგილს სატურნირო ცხრილში, მაშინ, დიახ, ჩემპიონობაზე საუბარი შესაძლებელი იქნება.

კლოპის მუშაობით მოხიბლული ვარ, ის უბრალოდ ფანტასტიკურია. მან ფეხბურთელებისაგან მაქსიმუმი მიიღო.” – განაცხადა რაშმა.

მარიო ბალოტელი: “სახომ “ლივერპული” უნდა დატოვოს “

ფრანგული “ნიცას” იტალიელი თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი, რომელიც ლიგა 1-ში წელს, “ლივერპულიდან” გადაბარგდა, აცხადებს, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა მას მამადუ სახომ ურჩია.

“სახომ ყველაფრის შესახებ მომიყვა, მითხრა, რომ “ნიცა” ძალიან კარგი კლუბია. ახლა კი მე გავესაუბრე მას და ვურჩიე “ლივერპული” დაეტოვებინა და “ნიცაში” გადმობარგებულიყო.” – განუცხადა იტალიელმა Telefoot-ის ჟურნალისტს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ მერსესაიდელთა 26 წლის ფრანგი ნახევარმცველი ერთხელაც არ მოხვედრილა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში.

იურგენის “ლივერპულმა” მაცარის “უოტფორდს” ექვსი გოლი აკმარა (ვიდეო)

იურგენ კლოპის “ლივერპულმა” “ენფილდზე” უოლტერ მაცარის “უოტფორდი” მიიღო, რომელიც ევროტურნირების საგზურებზე აცხადებს პრეტენზიას.

მართალია, “ლივერპული” წყვილის უდაო ფავორიტი იყო, თუმცა ის ანგარიში, რომელიც მატჩის დასრულებისას ტაბლოზე დაფიქსირდა (6-1), მართლაც მოულოდნელი იყო.

შედეგად, “ლივერპულმა” კიდევ ერთი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილშიც გალიდერდა, თანაც ერთპიროვნულად.


“ლივერპული”: კარიუსი; ჯეიმს მილნერი, ლუკას ლეივა, ჟოელ მატიპი, ნათან კლაინი; ემრე ჯანი, ჯორდან ჰენდერსონი, ადამ ლალანა (სტარიჯი 71′); ფილიპე კოუტინიო (ეიარია 87′), ფირმინო, სადიო მანე (ვეინალდუმი 63′)

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი

“უოტფორდი”: გომესი (პანტილილიმონი 33′); იანმაატი, ქაბული, ბრიტოს კაბრერა, ჰოლებასი; ამრბატი, ბეჰრამი (უოტსონი 61′), კაპუ, პერეირა (სუნიგა 86′); იგალო, ტროი დინი

მთავარი მწვრთნელი: ვოლტერ მაცარი


კლოპის მინიშნება: “ლივერპული” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას აპირებს”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა მიგვანიშნა, რომ მერსესაიდული “ლივერპული” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას აპირებს, რითიც ისინი დენი ინგზისა და სადიო მანეს ჩანაცვლებას შეეცდებიან.

“ჩვენ სატრანსფერო მარკეტს ყოველთვის ვაკონტროლებთ და რა თქმა უნდა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის მზად ვართ. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, მათ შორის ტრავმიანობისთვისაც.

ამასთანავე, ისედაც ვიცით, რომ აფრიკის თასის გამო სადიო მანე დაგვაკლდება, ეს ახალი ნამდვილად არ არის.

თავდამსხმელები საკმაო რაოდენობის გვყავს – 3 სრულებით საკმარისია. მაგრამ როდესაც სადიო აფრიკაში წავა, ვინგერის გარეშე დავრჩებით. ბევრი ვინგერი ნამდვილად არ გვყავს.

შესაძლოა, ფლანგზე რობერტო ფირმინომ ითამაშოს, რის შემდეგაც მხოლოდ 2 ფორვარდი დაგვრჩება, რასაც უარყოფითი მხარეებიც გააჩნია.” – განაცხადა გერმანელმა.

Sport: “ლივერპული” “ბარსელონას” ოთხ ახალგაზრდა ფეხბურთელს აკვირდება

იურგენ კლოპმა ბრიტანული “ლივერპულის” სკაუტებს საკმაოდ საინტერესო მისია დაავალა – ამ ადამიანებმა “ბარსელონა ბ”-ს ოთხ ფეხბურთელს უნდა ადევნონ თვალი.

Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “წითლებმა” საქმეში მათი მთავარი სკაუტიც, კიკო ესპინარიც ჩართეს, რომელსაც აქამდე არაერთი ვუნდერკიდი აღმოუჩენია.

რაც შეეხება იმ ფეხბურთელთა სახელებს, რომლებიც “ენფილდის” მკვიდრთა რადარზე გამოჩნდნენ, მათი სახელებია: მარლონი, ნილი პერდომო, მარკ კარდონა და უილფრედ კაპტუმი.

ოთხივე ფეხბურთელი “ბარსელონა ბ”-ს ძირითადი მოთამაშეები არიან, რომელიც ამ დროისთვის სეგუნდა დივიზიონის B ჯგუფს 11 ტურის შემდეგ 22 ქულით ლიდერობს.

გარი ნევილმა ჩემპიონობისთვის მებრძოლთა შანსები შეაფასა

გარი ნევილმა პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლის კანდიდატთა შანსები განიხილა, თუმცა რომელიმე მათგანის გამორჩევა ვერ მოახერხა.

“ვფიქრობ, “ტოტენჰემი” იმდენად ძლიერია, რამდენადაც “ლივერპული”, ვფიქრობ “ტოტენჰემი” ისეთივე დონეზეა, როგორზეც “ჩელსია”. ამაში ეჭვი არ მეპარება. მაგრამ “სპურსი” ევროსარბიელზე გამოდის, ამიტომაც მასზე წინ “ლივერპულსა” და “ჩელსის” დავაყენებდი პრემიერ ლიგაში.

ჩემი გადმოსახედიდან “მანჩესტერ სიტი” და “არსენალი” უკეთესი გუნდები არიან, მაგრამ შეიძლება კი მათი ბოლომდე ნდობა? ასე ნამდვილად არ ვფიქრობ. ეს ორი გუნდი ევროპაშიც თამაშობს, თანაც ჩავარდნებიც ჰქონდათ, ამიტომ მათგან მეტს ვითხოვ, რათა რეალურ კანდიდატად განვიხილო.

სწორედ ასეთია ფავორიტთა მდგომარეობა ინგლისში, ისე რომ “იუნაიტედი” არც კი მიხსენებია, რომელიც ბოლო დროს ძველებურად ვეღარ თამაშობს.”