ერერა მატჩის წინ: “უკანმოუხედავად თამაშის უფლება არ გვაქვს”

ანდერ ერერამ თანაგუნდელები გააფრთხილა, რომ “ლივერპულის” წინააღმდეგ უკანმოუხედავად თამაშის უფლება არ აქვთ, რამეთუ შეიძლება “წითლებმა” “ეშმაკები” ნებისმიერ მომენტში დასაჯონ.

“გიჟივით თამაშის უფლება არ გვაქვს. წინ დიდი დრო გვაქვს. რაც მე მოვედი “ლივერპულს” 5-ჯერ ვეთამაშეთ და აქიდან 4-ჯერ მოვიგეთ. ვფიქრობ, რომ ვიცით, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ მათ წინააღმდეგ.

უმჯობესი იქნებოდა “ენფილდზე” უკეთ გვეთამაშა, თუმცა ახლა ამაზე ფიქრის დრო არ არის. წინ დიდი გამოწვევა გველის. იმ მატჩიდან ბევრი რამ ვისწავლეთ. “ოლდ ტრაფორდზე” ყველაფერი სხვანაირად იქნება.

სახლში ვთამაშობთ, უფრო ძლიერები ვართ. მოგების სურვილი გვაქვს და ვიცით, თუ რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის. მართალია ისინი კარგ ფორმაში იმყოფებიან, თუმცა ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ.”

სარფიანი შემოთავაზების შემთხვევაში “ჯენოა” მზადაა პერინი ინგლისში გაუშვას

მატია პერინის, იტალიური “ჯენოას” კარის დარაჯის აგენტის თქმით, ფეხბურთელი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს ინგლისურ პრემიერ ლიგაში გადაბარგებას, თუ ინგლისელები საკმაო თანხას გადაიხდიან.

“ჯენოას” მეკარე, რომელიც მიმდინარე სეზონში ძირითადის მუდმივ წევრად იქცა, რამოდენიმე ინგლისური კლუბის ინტერესთა სფეროშია მოქცეული. საუბარია “ტოტენჰემზე”, “არსენალსა” და “ლივერპულზე”.

“იმედი მაქვს, რომ პერინი დიდ კლუბში შესძლებს გადასვლას. იტალიაში მან 120 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელსაც ასეთი გამოცდილება აქვს.

თუმცა “ჯენოა” მას მხოლოდ სარფიანი გარიგების შემთხვევაში შეელევა.” – განაცხადა იტალიელის აგენტმა.

“ტოტენჰემი” ჰენდერსონის სანაცვლოდ 25 მილიონს ჩამოდის

ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობა მზადაა “ლივერპულის” კაპიტნის, ჯორდან ჰენდერსონის სანაცვლოდ 25 მილიონ ფუნტს შეელიოს. ინფორმაციას ამის შესახებ The Sun გვატყობინებს.

როგორც იცით, წლევანდელ სეზონსი “მამლები” საკმაოდ კარგად გამოიყურებიან, რისი მიზეზიც მათი თავკაცის, მაურისიო პოჩეტინოს კარგი მუშაობაა. ამ დროისთვის “სპურსი” მეორეზეა და 5 ქულით ჩამორჩება ლიდერ “ლესტერს”.

ლონდონელთა შეფმა, ლევიმ იცის, რომ ეს შესანიშნავი დროა სასურველი ტრანსფერების განსახორციელებლად, რამეთუ მას ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შეთავაზება შეუძლია ფეხბურთელებისათვის. მას სჯერა, რომ ჰენდერსონის გადაბირების რეალური შანსი აქვს.

მატა: “მანჩესტერ იუნაიტედი” დანებებას არ აპირებს”

ხუან მატამ პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ “ლივერპულთან” განცდილი მარცხის (2-0) მიუხედავად, მანჩესტერული კლუბი დანებებას არ აპირებს და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საგზურისთვის იბრძოლებს.

“ჩვენ არასდროს ვნებდებით. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ პირველივე წუთებიდან შევუტიოთ და გოლის გატანა ვცადოთ.

გასულ სეზონში ისინი 3-0 დავამარცხეთ, ასე რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. რთული იქნება, რადგანაც “ლივერპულს” ძალიან კარგი გუნდი ჰყავს თავისი მწვრთნელით, თუმცა ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად ამის გაკეთებას შევძლებთ.”

ამ მატჩში 2 გოლის გაშვების მიუხედავად საუკეთესო დავიდ დე ხეა იყო, რომელიც მატამაც შეაქო: “მათ გოლის გატანის მეტი შანსი ჰქონდათ, თუმცა დე ხეა როგორც ყოველთვის, დღესაც მოწოდების სიმაღლეზე იყო.”

ევროპის ლიგა: “ლივერპულმა” “მანჩესტერი” უპრობლემოდ დაამარცხა (ვიდეო)

უეფას ევროპის ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ლივერპულმა” “ენფილდზე” “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მასპინძლები შეხვედრის მე-20 წუთზე დნაიელ სტარიჯმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით დააწინაურა. პენალტი “ენფილდროუდელთა” მარჯვენაფლანგელმა მცველმა ნათან კლაინმა გამოიმუშავა. 73-ე წუთზე მერსისაიდელთა უპირატესობა რობერტო ფირმინომ გაზარდა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

საპასუხო შეხვედრა მანჩესტერში, 17 მარტს გაიმართება.

ევროპის ლიგა
მერვედფინალი (პირველი მატჩი)
“ლივერპული” — “მანჩესტერ იუნაიტედი” 2:0 (1:0)
გოლები: სტარიჯი 20′ (პენ), ფირმინო 73′.
გაფრთხილებები: ჰენდერსონი 2′, ლოვრენი 43′, კოუტინიო 49′ — დეპაი 19′, რაშფორდი 45′, ფელაინი 60′.

6 მიზეზი, რატომაც არ უნდა უყუროთ “ლივერპულისა” – “მანჩესტერის” დაპირისპირებას

ეს ხომ ევროპა ლიგის მატჩია

მუსიკალური კოლეჯი კონსერვატორიის ნაცვლად, საშინელი შეყვარებული ნაცვლად იმისა, ვინც მესამე კლასიდან გიყვარდა, ევროპა ლიგა ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად – განსხვავება მართლაც რომ დიდი და საზარელია.

ევროპა ლიგას ინგლისური კლუბებისთვის დიდი ფინანსური სარგებლის მოტანა არ შეუძლია, არც ჰიმნი აქვთ ისეთი, როგორიც ჩემპიონთა ლიგას, არც სტატუსი – ტურნირი სადაც ის გუნდები თამაშობენ, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაზე ‘ვერ გაქაჩეს’.

ევროპა ლიგის პროგრესისთვის ერთადერთი გზა არსებობს – ჯგუფიდან მხოლოდ პირველადგილოსანი უნდა გადიოდეს შემდეგ ეტაპზე და ისეთი გუნდები, როგორებიც არიან “სიონი” და “მიოლდე” სახლში უნდა დარჩნენ.

საშუალო კლასის თამაშია

“ლივერპულისა” და “მანჩესტერის” თამაშის ყურება სხვის ‘Mazda 6″-თან გადაღებულ სელფის წააგავს. რატომ? “იუნაიტედი” წარმოადგენს კლუბს, რომელიც მეექვსე ადგილზე იმყოფება, თუმცა “ვესტ ბრომვიჩთან” და “სანდერლენდთან” უმიზეზოდ მარცხდება. იგივეს თქმა შეიძლება “ლივერპულზეც”. ამ კლუბის ფანები მთელი სეზონი ელოდნენ, როდის მოახერხებდა “ლივერპული” ზედიზედ 3 მატჩის მოგებას, მათი სურვილი ასრულდა (ძალიან უცნაურ მატჩში “კრისტალ პალასთან”), თუმცა ცოტა დაგვიანდა.

კლოპი ვეღარ გაგვაკვირვებს

ბრენდან როჯერსში ერთადერთი გამორჩეული დეტალი იყო: მას ძალიან უყვარდა სნუპ დოგი. ამ მხრივ კლოპი უფრო მრავალფეროვანია, თუმცა მან უკვე გახსნა ყველა კარტი თავისი კატალოგიდან. შეგიძლიათ თავად ნახოთ:

სიცილი

გოლის გიჟური აღნიშვნა

გოლის მშვიდი (შედარებით) აღნიშვნა

ჩართულობა

 

ალერსი

გინება

 

ცირკის ელემენტები

ვან გაალს ევროპა ლიგის მოგება არ სჭირდება

ჟოზე მოურინიომ, რომელიც ზაფხულში “მანჩესტერ იუნაიტედს” ჩაუდგება სათავეში (დიდი ალბათობით), ერთხელ უკვე განაცხადა, რომ მას ევროპა ლიგა საერთოდ არ აინტერესებს – “ჩემთვის ძალიან დიდი იმედგაცრუება იქნება თუ “ჩელსი” ევროპა ლიგას მოიგებს”. ამ განცხადებით მან პირველ რიგში რაფა ბენიტესს უკბინა. იგივეს თქმა კი ნამდვილად არ მოერიდება. ლუი ვან გაალისთვის გაცილებით უფრო ადვილი იქნება, თუ ყურადღებას პრემიერ ლიგაზე გადაიტანს და მეოთხე ადგილიდან ეცდება ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება. 3 ტურნირზე ბრძოლა ჰოლანდიელისთვის ძალიან რთული იქნება.

ვან გაალი მთელ მატჩს თავის წიგნაკთან ერთად გაატარებს

ყველასათვის ცნობილია, რომ ლუი ბოდიშს არ იხდის. თუმცა მან ეს გააკეთა იმ ორი წამის გამო, რომელიც შესაძლოა საუკეთესო მომენტიც კია მისი ინგლისურ კარიერაში. 

“ლივერპულთან” მატჩში ჩვენ ტიპიურ ლუი ვან გაალს ვნახავთ : მოჟამული სახით მჯდარ პასიურ და საკუთარ წიგნაკზე შეყვარებულს. ჰოლანდიელი ხანდახან რაიან გიგზსაც გადაელაპარაკება და კვლავ დაუბრუნდება წიგნაკს. დიდწილად სწორედ ამიტომ სძულთ “მანჩესტერის” ფანებს ის.

უკეთესი ვარიანტი

ნაცვლად ამ მატჩის ყურებისა, თქვენ შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ “ტოტენჰემისა” და “ბორუსიას” დაპირისპირებას, რომელიც 2 საათით ადრეა დაგეგმილი.

უმჯობესი იქნება თუ ამ ორი ყველაზე შემტევი და მოდური კლუბის დაპირისპირებას უყურებთ და 12 საათზე დასაძინებლად დაწვებით, დილით კი ნახავთ “მანჩესტერისა” და “ლივერპულის” მატჩის მიმოხილვას, რომელიც დიდი ალბათობით 1 წუთზე მეტი არ გასტანს.

ლუის სუარესი: “ლივერპული” მენატრება”

“ბარსელონას” ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა აღიარა, რომ “ლივერპულში” გატარებული დრო ენატრება და აღნიშნავს, რომ ინგლისური კარიერა მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო.

29 წლის შემტევმა, რომელიც “წითლების” ვარჯიშს დაესწრო განაცხადა: ” მათი ნახვა მართლაც რომ ფანტასტიური შეგრძნებაა. აქ მომუშავე პერსონალი ნამდვილად მენატრება, ამიტომაც მოვედი აქ, ჩემი მეგობრების სანახავად. აქ ნამდვილად კარგი მეგობრები მყავს.

3-ნახევარი წელიწადი გავატარე აქ და ეს პერიოდი ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი პერიოდია. ძალიან ბევრი რამ ჩამრჩა მეხსიერებაში.

ყოველთვის ვცდილობ, რომ “ლივერპულის” მატჩებს ვუყურო და შედეგები გავიგო. ძალიან მაინტერესებს “ლივერპულის” მდგომარეობა, რადგანაც ეს გუნდი ჩემთვის უმნიშვნელოვანესია.” – განაცხადა ევროპის ჩემპიონმა.

ლუი ვან გაალის “მანჩესტერი” საკმაოდ სასიამოვნო რეკორდს უახლოვდება

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი, რომლის გუნდიც ხუთშაბათს, ევროპა ლიგის ეგიდით “ლივერპულს” დაუპირისპირდება, ახალ რეკორდს უახლოვდება.

ვან გაალის კლუბს შესანიშნავი შედეგი აქვს “ლივერპულთან” გასამართ მატჩებში. ჰოლანდიელი სპეციალისტის გუნდმა ბოლო 4 მატჩიდან ოთხივე მოიგო, მას შემდეგ რაც კლუბი 2014 წელს ჩაიბარა.

კიდევ ერთი მოგება კი აღნიშნულ რეკორდს დაამხობს – “წითელ ეშმაკებს” “ლივერპული” ზედიზედ 5-ჯერ არასდროს დაუმარცხებიათ.

“ძალიან საკვირველია ის ფაქტი, რომ “ლივერპულის” დამარცხება ამდენჯერ შევძელით. თუმცა იმედი მაქვს, რომ “წითლებს” მეხუთეჯერაც დავამარცხებთ, მე კი კლუბის ისტორიაში შევალ.”

“კრისტალ პალასის” ფანების მოთხოვნა: დასაჯეთ ბენტეკე და ჩამოაჭერით “ლივერპულს” ქულები

“კრისტალ პალასის” ფანებმა საკმაოდ ამბიციური პეტიცია შექმნეს, სადაც ისინი კრისტიან ბენტეკეს დასჯასა და “ლივერპულისთვის” ქულების ჩამოჭრას მოითხოვენ.

“არწივების” ფანებს მიაჩნიათ, რომ პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში, რომელიც “პალასმა” შინ 1-2 წააგო, მატჩის არბიტრი კრისტიან ბენტეკეს სიმულაციას წამოეგო და პენალტი არასამართლიანად დანიშნა.

“2016 წლის 6 მარტს, “კრისტალ პალასსა” და “ლივერპულს” შორის გამართული მატჩის 94-ე წუთზე კრისტიან ბენტეკემ სიმულანტობის საშუალებით მოიპოვა პენალტი, რომელმაც “ლივერპულს” მატჩი მოაგებინა.

ინგლისური ფეხბურთის ასოციაციის ცნობით სიმულანტობა დანაშაულია. ჩვენ, “კრისტალ პალასის” ფანები მოვითხოვთ, რომ შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც ამ საკითხს განიხილავს. კრისტიან ბენტეკე რამოდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაციით უნდა დაისაჯოს, “ლივერპულს” კი მინიმუმ 6 ქულა უნდა ჩამოაჭრან. ”

აღნიშნულ პეტიციას ამ დროისთვის 1 741 ადამიანი აწერს ხელს, განსახილველად კი 2 500 ხელმოწერაა საჭირო. თქვენც შეგიძლიათ მოაწეროთ ხელი – პეტიცია

კლოპმა თავდამსხმელის შეძენაზე უარი მხოლოდ იმიტომ თქვა, რომ მისი გოლის აღნიშვნა არ მოსწონდა

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იურგენ კლოპმა “ბორუსიაში” ყოფნისას მხოლოდ იმიტომ თქვა ახალი თავდამსხმელის ყიდვაზე უარი, რომ მისი გოლის აღნიშვნა არ მოსწონდა.

ამის შესახებ კლუბის მარკეტინგის დირექტორმა კარსტენ კრამერმა ისაუბრა, რომლის თქმითაც, “ლივერპულის” ამჟამინდელმა თავკაცმა ჩათვალა, რომ ეს ფეხბურთელი გოლს ძალიან ეგოისტურად აღნიშნავდა.

“კლოპმა ერთი საინტერესო ამბავი მიამბო მის სამიზნეზე. კლოპის თქმით, მან არაერთხელ უყურა იმ ფეხბურთელის ვიდეოს, მოეწონა და თქვა: ‘ეს არის სწორედ ის თავდამსხმელი, რომლის დამატებაც მჭირდება.’

შემდგომ კი მისი თამაშიც ნახა, სადაც ამ ფეხბურთლმა გოლი გაიტანა. როდესაც ნახა, თუ როგორ აღნიშნა მან გოლი თქვა: ‘ეს ტიპი “დორტმუნდისთვის” არ არის. ის გოლს ეგოისტურად, მარტო აღნიშნავს და არა კლუბთან ერთად.”

ძალიან საინტერესოა, თუ რა იფიქრა კლოპმა, როდესაც პირველად ნახა, თუ როგორ აღნიშნავდა დანიელ სტარიჯი გოლს…

ორიჯი: “კლოპმა მითხრა კაცს დამესგავსეო, ამიტომაც კუნთების მასა 4 კილოგრამით მოვიმატე”

“ლივერპულის” ბელგიელმა ფეხბურთელმა, დივოკ ორიჯიმ პრესას იურგენ კლოპის სიტყვებზე ისაუბრა, რომლის შემდგომაც მან კუნთების მასა 4 კილოგრამით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ორიჯი “ლივერპულმა” 2014 წელს შეიძინა, თუმცა ერთი სეზონი მაინც “ლილში” დაჰყო და მხოლოდ სექტემბერში გადმობარგდა “ენფილდზე”, მას შემდგომ კი 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი გაიტანა.

ბელგიელის თქმით, კლოპმა მას ურჩია, რომ პრემიერ ლიგასთან ადაპტაციისთვის ფიზიკური სიძლიერე აუცილებელი იქნებოდა: “კუნთების მასა 4 კილოგრამით მოვიმატე, მას შემდეგ, რაც მწვრთნელმა მირჩია კაცს დავმსგავსებოდი.”

დანიელ სტარიჯმა რჩეულები დაასახელა (ვიდეო)

“ლივერპულის” თავდამსხმელმა, დანიელ სტარიჯმა დაასახელა ხუთეული, რომლითაც ის ნებისმიერ მეტოქეს დაუპირისპირდებოდა.

სტარიჯმა რჩეულებში ეშლი კოული, სტივენ ჯერარდი, ედენ აზარი, ფილიპე კოუტინიო და თავისი თავი შეიყვანა.