მინოლე კარიუსზე: “ვიცი, რასაც გრძნობს, მაგრამ მას წინ დიდი მომავალი ელის”

მერსესაიდის “ლივერპულის” მეკარემ, სიმონ მინოლემ, ლორის კარიუსს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი უპატიებელი შეცდომა დაუშვა, თანადგომა გამოუცხადა.

“ვიცი, რასაც გრძნობს. მას ახლა უბრალოდ დრო სჭირდება. კარგი რამ ის არის, რომ სეზონი დასრულებულია და ამ ყველაფრის გასაანალიზებლად და გასაძლიერებლად დიდი დრო გვაქვს.

თუ მას საუბარი დასჭირდება, რა თქმა უნდა, მე მის გვერდით გავჩნდები. ყველა მეკარეს ესმის, მსგავსი მომენტი ყველასთვის ნაცნობია. მეც ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში, ამ დროს ძლიერი უნდა იყო.

მას ვუთხარი, რომ ფინალში უმიზეზოდ არ გავსულვართ და რომ ამაზე უნდა ეფიქრა. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ცუდ პერიოდს უკან მოიტოვებს,” – აცხადებს მინოლე.

სებალიოსი კარიუსს სპოციალური ქსელში გამოქვეყნებული პოსტით მხარს უჭერს

ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის “რეალმა” მერსესაიდის “ლივერპულს” სამი გოლი გაუტანა. ორი მათგანი ინგლისელთა მეკარის, ლორის კარიუსის შეცდომების შედეგად გავიდა. გერმანელი მატჩის ანტიგმირი გახდა და შეხვერდის შემდეგ ბევრმა გააკრიტიკა. თუმცა, “ბლანკოსის” ნახევარმცველმა, დანი სებალიოსმა მეკარის მხარდასაჭერი პოსტი გამოაქვეყნა.

“დაცემა ნებადართულია, თუმცა ადგომა სავალდებულო! დიდი თანადგომა, მეგობარო! ფეხბურთი ყოველთვის გვთავაზობს მეორე შანსს. წავედით!”

კარიკატურა: მადრიდის “რეალმა” რბოლა მოიგო

გუშინ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის “რეალმა” მერსესაიდის “ლივერპული” ანგარიშით, 3-1 დაამარცხა და ზედიზედ მესამედ იზეიმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგება.

“ბლანკოსის” გამარჯვებაზე გთავაზობთ Zezo-ს კარიკატურას.

 

პორნოვარსკვლავი მია ხალიფა ლორის კარიუსს ამხნევებს, რამოსს კი შეურაცხყოფას აეყენებს (ფოტო)

გუშინ ჩემპიონთა ლიგის ფინალში “რეალის” გამარჯვვებაში დიდი წვლილი “ლივერპულის” მეკარემ, ლორის კარიუსმა შეიტანა. გერმანელმა კარის დარაჯმა ორჯერ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და, შესაბამისად, ორი გოლი გაუშვა.

მატჩის შემდეგ, სოციალურ ქსელებში კარიუსს ძალიან ბევრი სრულიად საფუძვლიანად აკრიტიკებდა და შეურაცხყოფასაც აყენებდა. თუმცა, მათ რიგს არ მიუკუთვნება ამერიკელი პორნოვარკსვლავი, მია ხალიფა. მან ტვიტერში ლორის კარიუსს მხარდაჭერა გამოუცხადა და სერხიო რამოსს შეურაცხყოფა მიაყენა.

“გაიღიმე. შეცდომები ადამიანის ბუნებაშია,” – წერს პორნოვარსკვლავი.

 

კიევში ოც ათასამდე გულშემატკივარი ჩავიდა, ქვეყანაში არ შეუშვეს ექვსი უცხოელი, მათ შორის რუსებიც

კიევში, მადრიდის “რეალისა” და მერსესაიდის “ლივერპულის” საფინალო მატჩზე დასასწრებად 18 ათასზე მეტი გულშემატკივარი ჩავიდა. უკრაინის სასაზღვრო კონტროლის თქმით, ბოლო 24 საათის მანძილზე ფინალზე დასასწრება 8 ათასმა ფანმა გადაკვეთა საზღვარი.

ყველაზე ხშირად ფანებმა ტრანსპორტირებისთვის “კიევისა” და “ბორისპოლის” აეროპორტები გამოიყენეს. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ექვსი უცხოელი არ შეუშვეს, მათ შორის ორი რუსი ჟურნალისტი, რომელიც მინსკისა და თბილისის აეროპორტებიდან აპირებდნენ გამგზავრებას.

ამჟამად სტადიონის გარემოცვას 5 000 პოლიციელი იცავს, მატჩის მიმდინარეობისას კი ეს რიცხვი გაორმაგდება. აღსანიშნავია ისიც, რომ სერიოზული დარღვევები ჯერ არ ფიქსირდება. პოლიციამ მხოლოდ 15 მცირე საქმე გახსნა.

მუსლიმები მოჰამედ სალაჰს მარხვის დარღვევის გამო მკაცრად აკრიტიკებენ (ფოტო)

მერსესაიდის “ლივერპულის” ფიზიოთერაპისტი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მოჰამედ სალაჰი მარხვის, რომელსაც მუსლიმები უწმინდესას მიიჩნევენ, დარღვევას აპირებს.

როგორც იცით, მოჰამედ სალაჰი, სადიო მანეს მსგავსად ღრმად მორწმუნე მუსლიმია. რამადანის წესების თანახმად ამ ფეხბურთელებს განთიადიდან მზის ჩასვლამდე ჭამა და წყლის დალევა ეკრძალებათ. ფინალი კი საღამოს უნდა გაიმართოს.

როგორც მოსალოდნელი იყო, მუსლიმები სალაჰის ამ გადაწყვეტილებას უარყოფითად გამოეხმაურნენ:


“რატომ? სალაჰმა მარხვა უნდა დაიცვას და ალაჰი მას დაეხმარება. თუ მარხვას დაარღვევს, გეფიცებით, აღარასოდეს ვუგულშემატკივრებ მას. ბენზემამაც კი დაიცვა მარხვა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.”


“თუ ეს მართალია, მაშინ დიდი სირცხვილია მისთვის. მარხვის ერთი დღით დაცვა უფრო მნიშვნელოვანი და ღირებულია, ვიდრე ჩემპიონატის მოგება. იმედია, ეს ცრუ ინფორმაციაა!”


“ალაჰი გაიგებს, რომ ცხოვრებაში არსებობს რელიგიაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიც! ფაქტია! სალაჰის გადაწყვეტილება საუკეთესოა. წარმატებები მო!”


“რელიგიაზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერია, მაგრამ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება რა არის, სალაჰი ვალდებულია ეს გააკეთოს.”


“ბენზემა მარხვას დაიცავს, გოლსაც გაიტანს და ჩემპიონთა ლიგასაც მოიგებს. ჩემპიონობისთვის მარხვის დარღვევა აუცილებელი არ არის.”

კარიკატურა: რონალდუ თუ სალაჰი?

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს მადრიდის “რეალი” და მერსესაიდის “ლივერპული” დაუპირისპირდება. ამ მომენტში ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში მყოფთა შორის კრიშტიანუ რონალდუ და მოჰამედ სალაჰი არიან. ისინი ერთმანეთს ტიტულისთვის და ნახსენებ ბრძოლაში დიდი პლუსის დაწერისთვის შეებრძოლებიან.

მათ ჯახზე გთავაზობთ კარიკატურას

 

ზინედინ ზიდანის პრესკონფერენცია ფინალის წინ

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს მადრიდის “რეალი” და მერსესაიდის “ლივერპული” დაუპირისპირდება. გუნდები უკვე უკრაინის დედაქალაქ კეივში იმყოფებიან.

“ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“ჩემი გადასაწყვეტია, ვინ დაიწყებს ძირითად შემადგენლობაში. თუმცა, სულაც არ ვფიქრობთ, რომ ისინი, ვინც სკამზე დარჩებიან, ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. როგორც ისკომ თქვა, სულაც არაა სასიამოვნო, მაგრამ, მიწევს გადაწყვეტილების მიღება. ჩემი ყველა ფეხბურთელი კარგია, თუმცა გვაქვს გუნდური ფილოსოფია. შესაძლოა, ვიღაც იმედგაცრუებული დარჩეს, თუმცა ყველამ იცის, რომ გუნდის ნაწილია. ყოველთვის იქნებიან ისინი, ვინც მოედანზე თავიდანვე ვერ გავლენ. მაგრამ, კონკრეტულ მომენტში ეს ფეხბურთელები მაინც შეიტანენ წვლილს კლუბის წარმატებაში.”

ფრანგს ჰკითხეს, რა არის ზედიზედ მესამედ ფინალში მოხვედრის საიდუმლო.

“ძალიან ბევრი შრომა და დიდი ტალანტი. ფინალში ერთხელაც რომ გახვიდე, არც ესაა მარტივი. მე ვარ სხვისი მეტოქე და მომწონს ჩემი პოზიცია. ევრი მუშაობა გვიმაგრებს ზურგს. თუ იმას გააკეთებთ, რასაც ჩვენ, ანუ იშრომებთ ბევრს, შეგიძლიათ, იმავეს მიაღწიოთ. ფავორიეტბი არ ვართ – 50-50-ზეა. თუმცა, აუცილებლად კარგი მატჩი უნდა ჩავატაროთ, რათა მოვიგოთ. საერთოდ არაფერში არ ვართ ფავორიტები. ეს ძალიან მარტივი გასაგებია, მით უმეტეს, ფეხბურთში. აქ არის ორი გუნდი. შენ კი გიწევს, გაიგო, როგორ აპირებს შენს დაზიანებას ოპონენტი. აუცილებლად უნდა აღმოფხვრა საფრთხე და აკონტროლო თამაში. როცა ბურთი გაქვს, უნდა ავნო მეტოქეს. გასულ შეხვედრებში რთული მომენტები გვქონდა. ვნახოთ, რა იქნება ხვალ. ვეცდებით, შევაჩეროთ და შევუქმნათ საფრთხე მეტოქეს,” – ამბობს ზიდანი.

“ლივერპულის” მფლობელი: “არ მესმის, რატომ უნდა უნდოდეს ვინმეს “ლივერპულის” დატოვება”

“ლივერპულის” ხელმძღვანელმა, ჯონ ჰენრიმ, ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის წინ ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერი გაიხსენა, რომელმაც ზამთარში “ენფილდი” “ნოუ კამპში” გაცვალა.

“ალბათ იმიტომ, რომ ამერიკელი ვარ, არ მესმის, რატომ უნდა უნდოდეს ვინმეს “ლივერპულის” დატოვება. ამ კლუბს უმდიდრესი ისტორია აქვს, ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციულია მსოფლიოში და უამრავი ფანი გულშემატკივრობს.

არავის უნდა ისეთ მდგომარეობაში ყოფნა, როცა ფეხბურთელებს კლუიდან წასვლა უნდათ, თუნდაც ისეთ ძლიერ კლუბში, როგორიც “ბარსელონაა”. რთულია გაიგო, თუ რატომ უნდა ფეხბურთელს იქ გადასვლა, სადაც კონკურენცია ასეთი დაბალია. ისინი სეზონში 30 უაზრო და ფორმარულ თამაშს ატარებენ ჩემპიონთა ლიგის მოლოდინში.

ისინი (კოუტინიო და სუარესი) ტელევიზორიდან ნახავენ ფინალს, სადაც შეეძლოთ, რომ თავადაც ეთამაშათ,” – აცხადებს ჯონ ჰენრი.

კლოპი: “რონალდუ მაშინ იტანს, როცა ბურთს იღებს – მოდით, ამ უკანასკნელის აღმოფხვრას ვეცადოთ”

ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე, “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ჟურნალისტებთან “რეალის” ლიდერზე, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

“რონალდუ მაშინ იტანს, როცა ბურთს იღებს – მოდით, ამ უკანასკნელის აღმოფხვრას ვეცადოთ. ძალიან ძლიერ და გამოციდლ მეტოქეს ვეთამაშებით. ისინი ამ მხრივ, ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე გამორჩეულნი არიან მთელს მსოფლიოში. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი თამაშია, რომელშიც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენ გვყავს მოჰამედ სალაჰი, რომელსაც თავისი საქმის მიმართ ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს. ის ფანტასტიკურია,” – ამბობს კლოპი.

 

“რეალისა” და “ლივერპულის” სამატჩო განაცხადები ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩისთვის

2017/18 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშება კულმინაციას უახლოვდება – სულ მალე კიევი ფინალურ მატჩს უმასპინძლებს, სადაც “ლივერპული” და “რეალი” საუკეთესოს ვინაობას გაარკვევენ.


გთავაზობთ მადრიდის “რეალის” განაცხადს ფინალური მატჩისთვის:

მეკარეები: კეილორ ნავასი, კასილია და ლუკა ზიდანი;

მცველები: კარვახალი, ვალიეხო, რამოსი, ვარანი, ნაჩო, მარსელო, ტეო ერნანდესი, აშრაფი;

ნახევარმცველები: კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო, ლორენტე, ასენსიო, ისკო, კოვაჩიჩი, სებალოსი;

თავდამსხმელი: კრიშტიანუ რონალდუ, ბენზემა, ბეილი, ლუკას ვასკესი, მაიორალი.


გთავაზობთ “ლივერპულის” განაცხადს ფინალური მატჩისთვის:

მეკარეები: ლორის კარიუსი, სიმონ მინოლე, ვორდი;

მცველები: ვან დეიკი, ლოვრენი, კლავანი, ფილიპსი, ალექსანდერ-არნოლდი, კლაინი, რობერტსონი, მორენო;

ნახევარმცველები: ჰენდერსონი, ვეინალდუმი, მილნერი, ჯანი, ლალანა, ვუდბარნი, ჯონსი;

თავდამსხმელი: ფირმინო, სალაჰი, სადიო მანე, ინგსი, კამაჩო;


კლოპი: “რეალს” სუსტი წერტილები ფაქტობრივად არ აქვს”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “რეალთან” გასამართ მატჩზე საუბრისას, როგორც მოსალოდნელი იყო, მადრიდელთა უპირატესობასა და სიძლიერეს გაუსვა ხაზი.

“ამ გუნდმა ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ახლაც ფინალში იმყოფებიან! “ბაიერნს” ეგონა, რომ უკეთესი გუნდი ჰყავდა, მაგრამ ყველამ ვნახეთ, თუ ვინ აღმოჩნდა უფრო ძლიერი.

“რეალს” ორი გოლის გასატანად ოთხი შანსი დასჭირდა, მაშინ როდესაც “ბაიერნმა” რვიდან მხოლოდ ერთი გამოიყენა. “ბლანკოსი” თავიდან ბოლომდე სავსეა გამოცდილებით. ამ გუნდს სუსტი წერტილები ფაქტობრივად არ გააჩნია.

ფეხბურთი ისეთი მარტივი არ არის, რომ ვთქვათ – “თუ მარსელო შეტევაში წავა და მის სივრცეებს სალაჰი აითვისებს, სალაჰი რამოსთან მარტო დარჩება”. ვიცით რომ შანსები მოგვეცემა და მაქსიმალურად ვეცდებით მათ გამოყენებას.

სულ ერთსა და იმავეს ამბობენ: “იუვესთან” “რეალს” გაუმართლა, გაუმართლა “ბაიერნთანაც”. მაგრამ შეუძლებელია ბოლო ხუთი წლის მანძილზე ოთხჯერ გახვიდე ფინალში გამართლების ხარჯზე,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.