კარიკატურა: დრაკონმა ვენგერმა მოძულეთა თვითმფრინავი ჩამოაგდო (ფოტო)

18 მარტს პრემიერ ლიგაში ერთმანეთს “ვესტ ბრომვიჩი” და “არსენალი” დაუპირისპირდნენ. მატჩის მიმდინარეობის დროს მოედნის თავზე თვითმფრინავმა გადაიფრინა, რომელზე მობმულ ბანერზე არსებული წარწერით, ისინი არსენის გუნდიდან წასვლას მოითხოვდნენ.

ამასთან დაკავშირებით ომარ მომანიმ შემოგვთავაზა კარიკატურა, სახელწოდებით: “დრაკონმა ვენგერმა მოძულეთა თვითმფრინავი ჩამოაგდო”.

 

 

ვენგერი: “სჭირდება თუ არა “არსენალს” პაიე?”

ბოლო დროს “ვესტ ჰემის” შემტევს, დიმიტრი პაიეს აქტიურად უკავშირებენ ლონდონის “არსენალს”.

არსენ ვენგერმა აღნიშნული ტრასნფერის განხორციელების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

“ვფიქრობ, არავის შეძენა არ გვჭრდება შეტევაში. ადრე პაიეზე ნამდვილად ვფიქრობდი, რადგან უელბეკი იყო ტრავმირებული. თუმცა, ახლა ინგლისელი დაგვიბრუნდა. გუნდში საკმაო რაოდენობის გამოსადეგი ფეხბურთელია.”

“ვფიქრობ, სატრანსფერო ფანაჯარაზე აღარავის შევიძენთ,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

ჟირუ: “იმეიდ მაქვს, ოზილი და სანჩესი გაახანგრძლივებენ”

ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელებს, მესუთ ოზილსა და ალექსის სანჩესს გუნდთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულზე ეწურებათ. ჯერჯერობით, უცნობია დადებენ თუ არა ისინი ახალ ხელშეკრულებას გუნდთან.

“მეთოფეთა” თავდამსხმელს, ოლივიე ჟირუს, რომელმაც კონტრაქტი უკვე გაახანგრძლივა, იმედი აქვს, რომ გუნდის ლიდერები მის გზას გაყვებიან.

“რა თქმა უნდა, როგორც მე, ასევე მთელს გუდნდს სურს, რომ მესუთი და ალექსისი ჩვენთან დარჩნენ. თუმცა, ეს მათი გადასაწყვეტია. ნამდვილად არ ვიცი, რას ფიქრობენ ისინი აღნიშნულ საკითხზე ამ მომენტში. იმედი მაქვს, მალე გადაწყვეტენ ახალ კონტრაქტებზე ხელის მოწერას.”

“რაც შემეხება მე… “არსენალში” ძალიან ბედნიერი ვარ. გუნდთან ერთად ბევრი თავგადასვაალი გადამხდა თავს და კიდევ უფრო უკეთესი მომავლის იმედი მაქვს,” – განაცხადა ფრანგმა შემტევმა.

ოზილი: “უილშირის ათნომრიანი მაისური ისევ მსურს”

მესუთ ოზილი ლონდონის “არსენალში” 2013 წელს მივიდა. იქიდან მოყოლებული, გერმანელი ფეხბურთელი ტიპიური “ათიანია”, თუმცა 11-ნომრიან მასიურს ატარებს. 10-ნომრიანი ფორმა აქამდე ჯეკ უილშირს ეცვა, რომელიც წელს “ბორნმუთშია” განათხოვრებული.

ერთ-ერთ ინტერვიუში ოზილს ამ საკითხზე კითხვა დაუსვეს, რომელზეც თურქული ფესვების მქონე მოთამაშემ საინტერესო პასუხი გასცა.

“რაც უილშირი წავიდა, ათნომრიანი მაისური თავისუფალია. თუმცა, ჯერ მაინც არ მაძლევენ მისი ჩაცმის საშუალებას. დიახ, მე ნამდვილად მსურს მეცვას აღნიშნულნორმიანი ფორმა,” – განაცხადა 28 წლის ფლეიმეიქერმა.

უილშირს ოცდაორი გუნდისგან ჰქონდა შეთავაზება, საბოლოოდ კი…

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ლონდონის “არსენალს” ჯეკ უილშირი დიდი ალბათობით დატოვებს. ინგლისელ ფეხბურთელს წინა სეზონში ტრავმა ჰქონდა და ძალიან დიდი პერიოდი გაუცდა. სასურველ კონდიციებში არყოფნის გამო, ჯეკი სემ ელერდაისმა ინგლისის ნაკრებში არ გამოიძახა. “არსენალსაც” არ სჭირდება მოთამაშე, რომელსაც ძალები აქვს აღსადგენი.

ზემოთ ნახსენების გამო, უილშირმა გადაწყვიტა “მეთოფეთა” რიგები ერთწლიანი იჯარის წესით დატოვოს. როგორც ირკვევა, 24 წლის სპორტსმენს 22 გუნდისგან ჰქონდა შემოთავაზება. მათ შორის იყვნენ “უოტფორდი”, “ბორნმუთი” და “ვესთ ბრომვიჩი”. გარდა ამისა, უილშირის წაყვანა იტალიურ “რომასა” და ესპანურ “ვალენსიას” სურდათ. იყო სხვა მრავალი კლუბიც…

საბოლოოდ, როგორც ირკვევა, ჯეკის არჩევანი “კრისტალ პალასზე” შეჩერდა. ამის მთავარი მიზეზი, ისაა, რომ ეს გუნდი ლონდონურია და ჯეკს საკუთარი სახლისა და ოჯახის დატოვება არ მოუწევს; ერთი წლის მანძლზე აღიდგენს ფორმას და შემდეგ ისევ “მეთოფეთა” რიგებს დაუბრუნდება.

დაველოდოთ, როდის დადასტურდება ოფიციალურად ეს ტრანსფერი.

აფრიკელ მილიარდერს „არსენალის“ ყიდვა სურს

აფრიკელმა მილიარდერმა ალიკო დანგოტემ განაცხადა, რომ ლონდონის „არსენალის“ შეძენა სურს, რის შესახებაც „ბლუმბერგი“ იტყობინება.

„ვიმედოვნებ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ გუნდს სათანადო ფასად ვიყიდი. მისი შეძენა ახლაც შემიძლია, თუმცა არა ამ სასაცილო ფასად. ჩემი სტრატეგია კარგად ვიცი.

ვენგერმა კლუბის მართვის გეგმა უნდა შეცვალოს, მას ახალი კურსი ესაჭიროება“, – განაცხადა დანგოტემ.

55 წლის ნიგერიელი მილიარდერის ქონება 15,7 მილიარდ ევროს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ დანგოტე, რომელიც ლონდონური კლუბის გულშემატკივარია, „არსენალის“ ყიდვას 2010 წელსაც ცდილობდა. მას შემდეგ მისი ქონება შვიდჯერ გაიზარდა.

„მირორი“: ჰუმელსი „არსენალში“, როისი „ბაიერნში“

ბრიტანული გამოცემა „მირორი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ გარშემო არსებული სიტუაციის შეფასებას აგრძელებს.

დღე არ გადის, რომ ვინმემ მარკო როისის ევროპის სხვა ტოპ კლუბში გადასვლაზე არ ისაუბროს. ყოველ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ნახევარმცველი ამჟამინდელ კლუბს დატოვებს. შეგახსენებთ, რომ დორტმუნდელებთან კონტრაქტი როისს 2017 წლამდე აკავშირებს, თუმცა ჯერჯერობით მისი გახანგრძლივების სურვილი არ გამოუთქვამს. მეტიც, პრესა წერს, რომ როისის შეძენის მსურველებს 25 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

აქამდე არსებული ჭორებით, მარკოს შეძენა „ბარსელონას“, „რეალის“, „ბაიერნისა“ და რამდენიმე ინგლისური კლუბის ხელმძღვანელებს ჰქონდათ. აქედან ყველაზე დიდი შანსი „ბაიერნს“ აქვს, რომელმაც აქამდე დორტმუნდიდან მარიო გიოტცე და რობერტ ლევანდოვსკი გადაიბირა.

განსხვავებული სიტუაციაა მცველ მატს ჰუმელსის შემთხვევაში. ფეხბურთელის ტრანსფერი ოცდაათ მილიონ ევროდ ფასდება, მისი შეძენის ყველაზე დიდი სურვილი კი „მანჩესტერ იუნაიტედს“ აქვს. თუმცა, როგორც ცოტა ხნის წინ გაირკვა, თავად 25 წლის ფეხბურთელს ლონდონის „არსენალში“ გადასვლის სურვილი აქვს. გამორიცხული არ არის, უახლოეს მომავალში „მეთოფეებმა“ „ბორუსიას“ მენეჯერებს სათანადო წინადადებითაც მიმართონ.

კურტუა: ”დერბი ყოველთვის საინტერესოა”

ხვალ, თბილისის დროით 17:05 საათზე, ინგლისის პრემიერ ლიგაში გაიმართება ლონდონური დერბი, სადაც ”ჩელსი”, საკუთარ მოედანზე, ”არსენალს” დაუპირისპირდება. ”არისტოკრატთა” მეკარემ, ტიბო კურტუამ, ჟურნალისტებთან, მომავალ მატჩზე ისაუბრა.

”დედაქალაქში, საკმაოდ ბევრი გუნდია და თითოეულ მათგანს, საუკეთესოდ ყოფნა სურს. ასეთ დერბიში თამაშზე, ყველა ბავშვი ოცნებობს, გამონაკლისი არც მე ვიყავი. დერბი ყოველთვის საინტერესოა. იმედი მაქვს, რომ ”არსენალთან” გავიმარჯვებთ.” – კანაცხადა ბელგიელმა კიპერმა.

არსენ ვენგერი: ”უელბეკი საოცარ სისწრაფეს ფლობს”

ლონდონის ”არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, ”გალათასარაისთან” გამარჯვების (4-1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

”დღეს, უელბეკი აგრესიულად მოქმედებდა, მან ყველა საკუთარი მომენტი გამოიყენა, რომელიც გუნდის დახმარებით შეიქმნა. დენი საოცარ სისწრაფეს ფლობს.”

”არსენალს გუნდური სისწრაფე გააჩნია. ჩვენ, ყველა კუთხეში სწრაფად ვმოქმედებდით და მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალებას არ ვაძლევდით.”

”დღეს თქვენ იხილეთ, შესნის გაგდების შემდეგ, თუ როგორც უცბად წაიშალა გუნდი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგად დასრულდა.” – განაცხადა ვენგერმა.

ჟერვინიო: ”არსენალში” არ მენდობოდნენ”

”რომას” შემტევმა, ჟერვინიომ რომაულ კლუბში თამაშის მიზეზებზე ისაუბრა.

”იტალიაში თავს განახლებულ მოთამაშედ ვგრძნობ. ძნელია საკუთარი ძალის რწმენა, როდესაც მწვრთნელი არ გენდობა, ”არსენალში” კი არ მენდობიან.”

”არამგონია, რომ ინგლისთი რამე მაქვს დასამტკიცებელი. ყველა ამჩნევს, რომ ”რომაში” მწვრთნელი მენდობა და ვფიქრობ, რომ ამ ნდობას ვამართლებ.”

”შესაძლოა, ახლა ”არსენალში” ფიქრობენ, რომ ჩემთვის მეტი სათამაშო დრო უნდა მოეცათ, მაგრამ ეს ჩემი პრობლემა აღარაა. ახლა მთლიანად ”რომაში” თამაშზე ვარ ორიენტირებული.” – განაცხადა ჟერვინიომ.

”არსენალმა” ჟირუს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

დღეს, The Telegraph-მა  გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”არსენალმა” და ოლივე ჟირუმ ახალი კონტრაქტი გააფორმეც. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგი ფეხბურთელი, ”მეთოფეების” ღირსებას 2018 წლამდე დაიცავს და ხელფასის სახით, კვირაში 80 ათას ფუნტს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ჟირუ, ტერფის დაზიანების გამო, 3 თვიან რეაბილიტაციას გადის, მაგრამ ”არსენალი” ფეხბურთელის კლუბისადმი მომავალს იმედის თვალით უყურებს.

ვენგერი იანვარში ხედირას დამატებას შეეცდება

ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი კვლავ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის სამი ხედირას გადაბირებას ცდილობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი სპეციალისტი გერმანიის ნაკრების მოთამაშესთან კონტრაქტის გაფორმებას იანვარში შეეცდება.

ამჟამად სამის ხელფასი მადრიდულ კლუბში 3,5 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო „არსენალში“ მისი ანაზღეურება, შესაძლოა, 5-6 მილიონამდე გაიზარდოს.

ცნობისთვის, „ბლანკონსთან“ კონტრაქტი ხედირას 2015 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.