კარიკატურა: კონტემ პრემიერ ლიგის მოგების აღსანიშნავად აღლუმი მოაწყო (ფოტო)

12 მაისს პრემიერ ლიგის 37-ე ტურში ლონოდნის “ჩელსიმ” “ვესტ ბრომვიჩ ალბიონი” ანგარიშით, 1-0 დაამარცხა და ინგლისის ჩემპიონი გახდა!

ომარ მომანის აზრით, სწორედ ასე გამოიყურება “ლურჯების” საზეიმო ცერემონია, რომლის მთავარი ორგანიზატორი ანტონიო კონტეა.

 

კონტეს მორატა მოუნდა

უკანასნელ პერიოდში გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელსა და დიეგო კოშტას შორის კონფლიქტია. ამან ეჭვქვეშ დააყენა “არისტოკრატების” თავდამსხმელის ლონდონური მომავალი.

Calciomercato იტყობინება, რომ იტალიელმა სპეციალისტმა უკვე დაიწყო სხვა ფორვარდის ძებნა. შესაძლოა, კოშტა სულაც არ წავიდეს და კონტემ ალვაროთი, უბრალოდ, შეტევა კიდევ უფრო გააძლიეროს. ფაქტია, რომ ანტონიოსა და “ბლანკოსის” თავდამსხმელს შორის უკვე შედგა კონტაქტი.

მორატა “იუვენტუსიდან” გასულ ზაფხულს დაბრუნდა “რეალში”. იგი ნამდვილად არაა ძრითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრი. პრიმერა დივიზიონში 24 წლის ფეხბურთელმა 12 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლიც გაიტანა.

ტრანსფერის განხორციელებას ისიც ართულებს, რომ “თეთრებს” სატრანსფერო ბანი აქვთ და ამ ზამთარში, თუ მორატას გაუშევებენ, მის შემცვლელს ვერ დაიმატებენ.

საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები, მით უმეტეს, თუ გუდნდიდან კოშტა წავა.

“ჩელსიმ” “მილანზე” იმარჯვა (ვიდეო)

დღეს დილაადრიან აშშ-ში მიმდინარე ამხანაგურ ტურნირზე, “ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე” გაიმართა მატჩი, რომელშიც ერთმანეთს “მილანი” და “ჩელსი” დაუპირისპირდნენ.

როგორც მოსალოდნენლი იყო, პირველი წუთებიდანვე “ჩელსი” დაეუფლა უპირატესობას. ლონდონელებმა მალე ეს გოლშიც ასახეს – 24-ე წუთზე ტრაორემ წინ გაიყვანა მისი გუნდი. ზუსტად 14 წუთში “მილანმა” ანგარიში გაათანაბრა – ამის გაკეთება ბონავენტურამ შეძლო.

მეორე ტაიმში კიდევ ორი გოლი გავიდა – ორივე იტალიელელბის კარში. 70-ე წუთზე ოსკარმა პენალტი ზუსტად შეასრულა, ხოლო 79-ეზე კი ბრაზილიელმა მოთამაშემ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში, 1-3 დააფიქსირა.

 

ფალკაო ლონდონურ მომავალზე: “ჩემს შანსს ველოდები”

მართლია, რადამელ ფალკაოს სათადარიგოთ სკამზე უწევს ჯდომა, თუმცა ის დანებებას არ აპირებს. მისი თქმით ის შანსს ელოდება, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებს.

კოლუმბიელი ფეხბურთელი Goal-ის ჟურნალისტს კიდევ რამოდენიმე საინტერესო თემაზე ესაუბრა …

მის მიერ გატანილ ყველაზე მნიშვნელოვან გოლზე

“უმნიშვნელოვანესი გოლი? რა თქმა უნდა ის, რომლის მეშვეობითაც კოლუმბიამ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

ასევე აღსანიშნავია ევროპა ლიგის ფინალში გატანილი გოლებიც, “პორტოსთან” და “ატლეტიკოსთან” ერთად. მიყვარს მაკრატელა გოლებიც.”

მის ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგეზე

“სერხიო რამოსი ყველაზე რთული მეტოქეა, რომლის წინააღმდეგაც მითამაშია. ის ძალიან ძლიერი და სრულყოფილი ფეხბურთელია.”

ტრავმებსა და ამჟამინდელ სიტუაციაზე

“ორი თვის მანძიზლე გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი და თავს მშვენივრად ვგრძნობ. ეხლა კი სათამაშო დრო მესაჭიროება. ბოლო თვეებმა ისე ვერ გაიარა, როგორც მინდოდა, თუმცა მომავალში შანსს აუცილებლად გამოვიყენებ.”

ლონდონურ ცხოვრებაზე

“უფრო ხშირად იმ ადამიანებს ვესაუბრები, რომლებმაც ესპანური და პორტუგალიური იციან. პედრო, ცესკი, ასპილიკუეტა. ინგლისურ ენასთან თანდათანობით ვმეგობრდები.

ლონდონი გასაოცარი ქალაქია, აქ მრავლად არის გართობის საშუალებები. ჩემი ოჯახი აქ თავს ბედნიერად გრძნობს.”

დიეგო კოშტასა და სიმეონეზე

“დიეგო კოშტა არის ფეხბურთელი, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს. ჩვენ “ატლეტიკოში” ყოფნისასაც კარგი მომენტები ურთიერთობა გვქონდა.

სიმეონე კი მას “რივერ პლეიტიდან” იცნობდა. სწორედ მან მიიყვანა “ატლეტიკო” იმ დონემდე, რომელზეც ეხლა იმყოფება.”

ლონდონის “ჩელსი” პრემიერ ლიგის ჩემპიონია

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პრემიერ ლიგის 35-ე ტურის შეხვედრა “სტემფორდ ბრიჯზე”, სადაც ლონდონის “ჩელსიმ” “კრისტალ პალასი” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და პრემიერ ლიგის ტიტული ოფიციალურად მიისაკუთრა.

“ჩელსი” 1-0 “კრისტალ პალასი”

გოლი: ედენ აზარი ’45

მოურინიო: „იმედია, კოსტა ოთხ მატჩზე მეტს არ გამოტოვებს“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თავდამსხმელ დიეგო კოსტას ტრავმის შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ კოსტამ ტრავმა „სტოკ სიტისთან“ პრემიერლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში მიიღო.

„წინ რვა მატჩი გველის., ნორმალური იქნება, თუ დიეგო მათ შორის მხოლოდ ოთხს გამოტოვებს. სამი შეხვედრის გამოტოვების შემთხვევაში, ჩემი პროგნოზი გამართლდება. ხუთ შეხვედრაში მის გარეშე თამაში კი ძალიან ცუდი იქნება“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ჩეხს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ სურს

ლონდონის „ჩელსის“ მეკარე პეტერ ჩეხი უკმაყოფილოა, რომ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა უწევს.

„არ ვიცი, რა გეგმები აქვს კლუბის ხელმძღვანელობას. თუმცა, გეტყვით, რომ კიდევ ერთი მსგავსი სეზონის ჩატარება არ მინდა. ჩემი მომავლის გარშემო ბევრი საუბარია, თუმცა ამ საკითხს მხოლოდ ზაფხულში გადავწყვეტთ“, – განაცხადა ჩეხმა.

“რეალმა” მიზანში კურტუა ამოიღო

“სამეფო გუნდი” კვლავ აქტიურად აგრძელებს მუშაობას, მეკარის პრობლემის მოგვარებაზე.

“რეალში” იკერ კასილასის მომავალი კვლავ გაურკვეველია. პრესას ლეგენდარულ მეკარეზე ახალი სალაპარაკო მიეცა. ესპანელმა მადრიდულ დერბიში მიუტევებელი შეცდომა დაუშვა.

თავდაპირველად, იკერის შემცვლელად დავიდ დე ხეას მიიჩნევდნენ, რომელსაც “მანჩესტერ იუნაიტედთან” ხელშეკრულების ვადა 18 თვეში გასდის.

Daily Star-ის ცნობით, მადრიდელთა ახალი სამიზნე 22 წლის ბელგიელი, ტიბო კურტუა გახდა, რომელმაც იჯარის წესით საკმაოდ დიდი ხანი გაატარა მადრიდის “ატლეტიკოში”. იგი მხოლოდ ზაფხულში დაბრუნდა ლონდონში და პიტერ ჩეხი სათადარიგოთა სკამზე გადასვა.

“ბლანკოსი” ეშმაკურ ხერხსაც მიმართავს. ესპანელებმა იციან, რომ ჟოზე მოურინიოს რაფაელ ვარანის წაყვანა სურს, ხოლო არაა გამორიცხული, ფრანგი სწორედ ტიბოს ტრანსფერში გამოიყენონ.

ედენ აზარი: ”მინდა ”ჩელსისთვის” ისეთივე ღირებული ფეხბურთელი ვიყო, როგორიც…”

ლონდონის ”ჩელსის” შემტევმა ნახევარმცველმა, ედენ აზარმა, გუნდზე და გუნდთან ერთად დასახულ მიზნებზე ისაუბრა.

”მინდა ”ჩელსისთვის” ისეთივე ღირებული ფეხბურთელი ვიყო, როგორიც დროგბაა. მინდა გავაკეთო იგივე, რაც მან ”ბაიერნთან” ფინალში გააკეთა. მას თუ შეუძლია ამის გაკეთება, მე რატომ ვერ შევძლებ?”

”გასული სეზონი, ინდივიდუალური თვალსაზრისით ცუდი არ ყოფილა, მაგრამ უფრო მეტი მინდა. შარშან, პრემიერ ლიგაში 14 გოლი გავიტანე, მაგრამ ეს არაა საკმარისი.”

”ჩვენ პრემიერ ლიგის მოგება გვინდა. გასულ სეზონში, ამის მისაღწევად რაღაც მენტალიტეტი დაგვაკლდა, ისეთ თამაშებში ვკარგავდით ქულებს, სადაც აუცილებლად უნდა გაგვემარჯვა.” – განაცხადა ბელგიელმა ფეხბურთელმა.

კურტუა: ”დერბი ყოველთვის საინტერესოა”

ხვალ, თბილისის დროით 17:05 საათზე, ინგლისის პრემიერ ლიგაში გაიმართება ლონდონური დერბი, სადაც ”ჩელსი”, საკუთარ მოედანზე, ”არსენალს” დაუპირისპირდება. ”არისტოკრატთა” მეკარემ, ტიბო კურტუამ, ჟურნალისტებთან, მომავალ მატჩზე ისაუბრა.

”დედაქალაქში, საკმაოდ ბევრი გუნდია და თითოეულ მათგანს, საუკეთესოდ ყოფნა სურს. ასეთ დერბიში თამაშზე, ყველა ბავშვი ოცნებობს, გამონაკლისი არც მე ვიყავი. დერბი ყოველთვის საინტერესოა. იმედი მაქვს, რომ ”არსენალთან” გავიმარჯვებთ.” – კანაცხადა ბელგიელმა კიპერმა.

მოურინიო: ”ფაბრეგასს ”ჩელსი” შეუყვარდა”

ლონდონის ”ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, სესკ ფაბრეგასის შეძენის მიზეზებზე ისაუბრა.

”მინდოდა რომ სესკი ჩემს გუნდში გადმოსულიყო, რადგან კარგად ვიცი, თუ რა სტილის მოთამაშეა და ჩვენი თამაშის ხარისხის გასაუმჯობესებლად, ბრწყინვალე ფილოსოფია გააჩნია.”

”ის არის ერთ-ერთი, იმ რამდენიმე ფეხბურთელიდან, რომელსაც ”რვიანზე” და ”ათიანზე” შეუძლია თამაში. ეს, საშუალებას გვაძლევს, რომ იგი ორ პოზიციაზე გამოვიყენოთ. მაგალითად, ”სპორტინგთან”, მან თამაში ”რვიანზე” დაიწყო და ”ათიანზე” დაამთავრა.”

”როგორც ფეხბურთელი, იგი ინგლისში განვითარდა. მან რამდენიმე წელი გაატარა ინგლისურ ფეხბურთში და ამის გამო, ”ჩელსიში” ადაპტაცია არ გასჭირვებია.”

”ვფიქრობ, ფაბრეგასს უკვე შეუყვარდა ”ჩელსი”. ამას ვხედავ მის თამაშში, ვხედავ როგორ გრძნობს თავს გუნდში და როგორც ცხოვრობს ჩვენთან ერთად ერთ პატარა ლურჯ სახლში.” – განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

სპორტინგი 0-1 ჩელსი

ლისაბონში, ადგილობრივმა ”სპორტინგმა”, ლონდონის ”ჩელსი” მიიღო და მინიმალური ანგარიშით, 0-1 დამარცხდა.

გოლი: მატიჩი 0-1 34′.