ვან გაალი: “დავბრუნდები თუ არა ჰოლანდიის ნაკრებში?”

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ჰოლანდიის ნაკრების ექს-თავკაცმა, ლუი ვან გაალმა ნაკრებში დაბრუნების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ დენი ბლინდს “ნარინჯისფერთა” მთავარი მწვრთნელის პოსტი ახლახან, ბულგარეთის ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ დაატოვებინეს.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციამ ვან გაალს ფეხბურთის დირექტორის პოსტი შესთავაზა.

“ფეხბურთის დირექტორის მმართველობა საკმაოდ მნიშვნელოვანი თანამდებობაა, მაგრამ მათ ჯერ ნაკრების თავკაცი უნდა იპოვონ.

დავბრუნდები თუ არა ჰოლანდიის ნაკრებში? ამ კითხვაზე პასუხს ფედერაციას გავცემ, თუ შემეკითხებიან,” – აცხადებს ჰოლანდიელი სპეციალისტი.

პიკე: “ვან გაალმა მიწაზე დამანარცხა, გამანადგურა”

კატალონიური “ბარსელონას” ესპანელმა მცველმა, ხერარდ პიკემ საკმაოდ გულახდილად ისაუბრა TV3-ის ჟურნალისტთან და აღნიშნა, რომ ლუი ვან გაალს მისი შესაძლებლობების არ სწამდა.

პიკემ, რომელიც “ბარსელონას” აღზრდილი გახლავთ, განაცხადა: “მან დამიჯიკავა, მიწაზე დამანარცხა. მითხრა, რომ საკმარისად ძლიერი არ ვიყავი “ბარსელონაში” სათამაშოდ.

ვან გაალმა გამანადგურა. არადა, “ბარსელონაში” მყოფთაგან დარბაზში 18-წლამდე არავინ ვარჯიშობს. ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო.”

თუმცა, საბოლოოდ პიკემ მაინც დაუმტკიცა ლუის რომ ეს სიმართლე არ იყო – 29 წლის პიკემ 300-ზე მეტ მატჩში მოირგო “ბლაუგრანას” მაისური და კლუბთან ერთად ბევრი ტიტული მოიგო, მათ შორის 6 ლა ლიგა და 3 ჩემპიონთა ლიგა.

The Sun: ბელგიის ნაკრები შესაძლოა ლუი ვან გაალს ჩააბარონ

ბელგიის ნაკრების “ოქროს თაობა” შესაძლოა სულ მალე ლუი ვან გაალის განკარგულებაში აღმოჩნდეს. ამ ინფორმაციას ინგლისური The Sun ავრცელებს.

როგორც იცით, ბელგიელთა ყოფილი თავკაცი, მარკ უილმოტსი პოსტიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მისმა გაწვრთნილმა გუნდმა მთელ ქვეყანას გაუცრუა იმედები – “წითელი ეშმაკები” ევრო 2016-ის ნახევარფინალში, უელსის ნაკრებთან დამარცხდნენ.

ბელგიური ფეხბურთის ფედერაციაში ფიქრობენ, რომ ლუი ვან გაალი ბელგიის ნაკრების საჩემპიონო გუნდად გარდაქმნას შეძლებს. შეგახსენებთ, რომ მას ასეთივე მიზანი დაუსახეს “მანჩესტერ იუნაიტედშიც”, თუმცა ინგლისში მოვლენები სხვაგვარად წარიმართა.

იმ შემთხვევაში, თუ ვან გაალს ბელგიის ნაკრებს ჩააბარებენ, ის გახდება რიგით მეორე ჰოლანდიელი მწვრთნელი, რომელიც ამ ნაკრებს გაუძღვება. პირველი დიკ ადვოკაატი გახლდათ, მან ნაკრები 2009-10 წლებში გაწვრთნა.

დეპაი: “მანჩესტერში ბედნიერი ვარ და წასვლას არ ვაპირებ”

მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მანჩესტერულ კლუბს ვან გაალი ტოვებდა, მემფის დეპაიმ პრესასთან ისაუბრა, სადაც მან თავისი სამომავლო გეგმებიც განიხილა.

“ვან გაალის წასვლა ჩემზე გავლენას არ იქონიებს. მე “მანჩესტერ იუნაიტედში” თავს ბედნიერად ვგრძნობ, კლუბი კი ჩემით კმაყოფილია. არამგონია ლუის წასვლამ ჩემთვის რამე შეცვალოს.

“იუნაიტედში” ვან გაალის გარეშეც მოვხვდებოდი. მჯერა, რომ აქაურობას ისედაც კარგად შევეწყობოდი, მჯერა, რადგანაც ძალიან მშრომელი ადამიანი ვარ.

არ ვიცი როგორ შეიძლება აღიწეროს ჩემსა და ვან გაალს შორის არსებული ურთიერთობა. მისი წასვლა ფეხბურთის ერთი ჩვეულებრივი მოვლენაა.”

ვან გაალი გათავისუფლების შემდეგ ხუთ მილიონ ფუნტს მიიღებს

ჰოლანდიელი სპეციალისტი ლუი ვან გაალი „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ოფიციალურად გათავისუფლების შემდეგ, კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტისთვის, კომპენსაციის სახით,ხუთ მილიონ ფუნტს მიიღებს, წერს Goal.com.

მანჩესტერელებთან ხელშეკრულება ვან გაალს შემდეგი წლის ზაფხულამდე აკავშირებდა.

იხილეთ ასევე – BBC-ს ჟურნალისტი: რაიან გიგზს მოურინიოსთან ერთად მუშაობა არ სურს

 

BBC-ს ჟურნალისტი: რაიან გიგზს მოურინიოსთან ერთად მუშაობა არ სურს

ახლახან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, რაიან გიგზი მანჩესტერული გრანდის დატოვებას აპირებს.

როგორც BBC-ს ჟურნალისტი, რიჩარდ ესკამი გვამცნობს, “წითელი ეშმაკების” ლეგენდა უკმაყოფილოა იმით, რომ “მანჩესტერში” ჟოზე მოურინიო მოდის.

შეგახსენებთ იმასაც, რომ რაიან გიგზი დევიდ მოიესთან ერთადაც მუშაობდა, რომელმაც თავის დროზე სერ ალექს ფერგიუსონი ჩაანაცვლა.

ლუიმ მოურინიოზე საუბარს თავი აარიდა: “ლიგა მოგაგებინეთ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა ინგლისის თასის მოგების შემდეგ უარი განაცხადა ჟოზე მოურინიოს თაობაზე გავრცელებულ ჭორებზე კომენტარის გაკეთებაზე.

“მე თასი მოგაგებინეთ. არ ვაპირებ ჩემ მეგობრებზე საუბარს მედიასთნ, რომელმაც უკვე გამათავისუფლა სამსახურიდან, თანაც 6 თვის წინ.

არ მინდა წასვლაზე ვისაუბრო.

რა თქმა უნდა ბედნიერი ვარ იმით, რომ სერ ალექს ფერგიუსონი ჩავანაცვლე. თავიდანვე ვთქვი, რომ გუნდს ტრანსფორმაცია ესაჭიროებოდა. ამ დროის მანძილზე კი ძალიან ბევრი ფაქტორი ჩვენს წინააღმდეგ იყო.”

„The Guardian“: ვან გაალის დარჩენის შემთხვევაში, დე ხეა სხვა კლუბში გადავა

ბრიტანული „The Guardian“-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ლუი ვან გაალი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება, მეკარე დავიდ დე ხეა სამუშაო ადგილს შეიცვლის.

წყაროს ცნობით, დე ხეა ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების სეზონის გათამაშების მიღმა დარჩენით უკმაყოფილოა. „The Guardian“-ი წერს, რომ ესპანელი ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემთხვევაში დარჩება, რადგან ორივე მათგანს ჟორჟე მენდეშის სახით ერთი აგენტი ჰყავს.

“მანჩესტერი” ლუის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის 100 მილიონს გამოუყოფს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ ლუი ვან გაალს სრული ნდობა გადაუხადა და მის გაშვებას არ აპირებს, მეტიც ისინი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისათვის ჰოლანდიელს 100 მილიონ ევროს გამოუყოფენ. ამ ინფორმაციას De Telegraaf ავრცელებს.

როგორც იცით, ვან გაალი ინგლისურ პრემიერ ლიგაში 2014 წელს გამოჩნდა და მანჩესტერულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მას კიდევ ერთი წელი დარჩა “ოლდ ტრაფორდზე”, თუმცა მისი არასახარბიელო ასპარეზობიდან გამომდინარე ბევრი გამოცემა იწერებოდა, რომ ედ ვუდვორდი მასთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებდა.

64 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტის ჩამნაცვლებლად მის ამჟამინდელ ასისტენტს, რაიან გიგზსა და ჟოზე მოურინიოს მოისაზრებდნენ.

გაზეთის ცნობით, ლუი ვან გაალის მთავარი სამიზნე სატრანსფერო ფანჯარაზე რომელუ ლუკაკუ იქნება, რომლის სანაცვლოდაც “ევერტონი” 80 მილიონს ითხოვს.

ბლანი შესაძლოა “მანჩსტერ იუნაიტედში” დაბრუნეს

Daily Star-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად,”პარის სენ-ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი, ლორან ბლანი შესაძლოა ინგლისში, კერძოდ კი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგდეს.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი სპეციალისტი “მანჩესტერთან” ფეხბურთელის რანგშიც თანამშრომლობდა – 2001-2003 წლებში. ასე რომ საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ ჰოლანდიელი ლუი ვან გაალი ფრანგმა ბლანმა ჩაანაცვლოს.

ბლანმა, რომელიც ცნობილია როგორც Le President, “პსჟ-ს” ზედიზედ 3-ჯერ მოაგებინა ლიგა 1 და შესძლო ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპიდან ლონდონის “ჩელსი” გამოეთიშა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ვან გაალის ჩამნაცვლებლად ჟოზე მოურინიოსა და მაურისიო პოჩეტინოსაც მოისაზრებენ.

ლუი ვან გაალის “მანჩესტერი” საკმაოდ სასიამოვნო რეკორდს უახლოვდება

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი, რომლის გუნდიც ხუთშაბათს, ევროპა ლიგის ეგიდით “ლივერპულს” დაუპირისპირდება, ახალ რეკორდს უახლოვდება.

ვან გაალის კლუბს შესანიშნავი შედეგი აქვს “ლივერპულთან” გასამართ მატჩებში. ჰოლანდიელი სპეციალისტის გუნდმა ბოლო 4 მატჩიდან ოთხივე მოიგო, მას შემდეგ რაც კლუბი 2014 წელს ჩაიბარა.

კიდევ ერთი მოგება კი აღნიშნულ რეკორდს დაამხობს – “წითელ ეშმაკებს” “ლივერპული” ზედიზედ 5-ჯერ არასდროს დაუმარცხებიათ.

“ძალიან საკვირველია ის ფაქტი, რომ “ლივერპულის” დამარცხება ამდენჯერ შევძელით. თუმცა იმედი მაქვს, რომ “წითლებს” მეხუთეჯერაც დავამარცხებთ, მე კი კლუბის ისტორიაში შევალ.”

ლუი ვან გაალი: “არსენალი” სულ სხვა საფეხურზე დგას”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე ლონდონის “არსენალი” შეაქო და აღნიშნა, რომ ის ამ მომენტში სულ სხვა საფეხურზე იმყოფება.

“არსენალი” ერთადერთი გუნდი იყო, რომელმაც 3-0 დაგვამარცხა. ამ დროისთვის “არსენალი” ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია, ისინი სულ სხვა საფეხურზე იმყოფებიან.

ჩვენთვის ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა. თუკი გამარჯვება გვინდა, ეს მატჩი ძალიან მაღალ დონეზე უნდა ჩავატაროთ.

ჩვენ ევროპა ლიგაზე ჩვენი მატჩი ხუთშაბათს ვითამაშეთ, მაშინ როცა “არსენალმა” – სამშაბათს. ისინი უკეთეს მდგომარეობაში არიან, თუმცა ყველაფერი მოედანზე გადაწყდება.”