რა თქვა ვან გაალმა „არსენალთან“ განადგურების შემდგომ?

„მანჩესტეწრ იუანტიედის„ მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა „არსენალთან“ ანგარიშთ 0:3 წაგებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„მოგება შეუძლებელია, თუ მატჩს ასე იწყებ. ჩვენ ყოველი ორთაბრძოლა წავაგეთ და პრესინგი ვერ გამოგვივიდა. ძალიან გაგვიჭირდა, როდესაც მეტოქეს სივრცე დავუთმეთ.

ჩემი ხელმძღვანელობით „მანჩესტერ იუნაიტედში“ ეს ყველაზე ცუდი შეხვედრა გამოდგა. ჩემი ფეხბურთელები ა სეთ მდგომარეობაში არასდროს მინახავს.

ვერაფერს ვცვლიდი. როდესაც ერთი მოთამაშე ცუდად თამაშობს, რამის შეცვლა შემიძლია, მაგრამ ეს სულ სხვა შემთხვევაა. მოთამაშეთა უმეტესობა ჩემს დარიგებებს ვერ ასწულებდა“, – ციტირებს ჰოლანდიელს „სქაი სპორტსი“.

ვან გაალი: „ტიტულისთვის ბრძოლა შეგვიძლია“

„საუთჰემპტონთან“ გასვლაზე, ანგარიშით 3:2 მოგების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ მის გუნდს მიმდინარე სეზონში ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლია.

„ვფიქრობ, „საუთჰემპტონთან“ შეხვედრის ფანტასტიკური შედეგით ვაჩვენეთ, რომ წელს ტიტულისთვის ბრძოლა შეგვიძლია.

ყოველთვის იმაზე ვსაუბრობ, რომ გუნდი უკეთესობისკენ უნდა იცვლებოდეს. გასულ სეზონში მეოთეხე ადგილი ავიღეთ, წელს კი სამეულში შესვლის შანსი გვაქვს.

თუმცა, პრემიერლიგის მოგება გასულ სეზონშიც შევეძლო. გაიხსენეთ „ჩელსისთან“ გასვლითი მატჩი – მაშინ ბევრი მომენტი გვქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ“, – განაცხადა ჰოლანდიელმა სპეცილისტმა.

ვან გაალს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გახანგრძლივება სურს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა თავის მომავალთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გადაიფიქრა და ახლა „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას „დეილი სტარი“ ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ჰოლანდიელი სპეციალისტი მანჩესტერული კლუბის გენერალურ დირექტორთან ედ ვუდვორდთან შეხვედრას აპირებს, რათა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაწვრილებით გაესაუბროს.

ცნობისთვის, „იუნაიტედთან“ მოქმედი კონტრაქტი ვან გაალს 2017 წლამდე აკავშირებს.

ვან გაალი გულშემატკივრებს „ლივერპულის“ დამარცხებას დაპირდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა „ლივერპულთან“ მატჩის წინ გულშემატკივრებს „სუონსისთან“ წაგება მოუბოდიშა და მერსესაიდელებსი დამარცხებას დაპირდა. ამავდროულად „წითელი ეშაკების“ დამრიგებელმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი ტიტულებისთვის საბრძოლველად მზად ჯერ არ არის.

„ჩემპიონობისთვის ბრძოლა? არა, რეალურად, მეორე ან მესამე ადგილის დაკავება შეგვიძლია, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ეს შემდეგ სეზონში გამოგვივა.

ვწუხვარ, რომ „სუონსისთან“ წავაგეთ, ეს ჩემი ბრალია. არ ინერვიულოთ, შაბათს „ლივერპულს“ აუცილებლად დავამარცხებთ“, – განაცხადა ფეხბურთის ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლიდერები ვან გაალის მეთოდებით უკმაყოფილონი არიან

როგორც ცნობილი გამოცემა „The Times“-ი წერს, „მანჩესტერ იუნაიტედის“ წაყვანმა ფეხბურთელებმა გუნდის მთავარ მწვრთნელს ლუი ვან გაალს, მათი აზრით, ვარჯიშის არასწორი მეთოდის გამო, პრეტენზია წაუყენეს.

„წითელი ეშმაკების“ ლიდერები ჰოლანდიელის სამუშაო მეთოდებს საკმაოდ მკაცრს თვლიან, რაც შემდგომ ჩემპიონატში მანჩესტერელთა შედეგიანობაზეც მოქმედებს.

თუმცა, წყაროს ცნობით, სპეციალისტმა ფეხბურთელების ეს პრეტენზია არ მიიღო და არჩეული მეთოდით მუშაობის გაგრძელება ამჯობინა.

რომერო: „ვან გაალმა ჩემი აკრიერა გადაარჩინა“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარემ სერხიო რომერომ გუნდის მთავარ მწვრთნელს ლუი ვან გაალს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ვან გაალის მადლიერი ვარ. ზაფხულში ახალი კლუბის პოვნა რთული იყო, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე და კოპა ამერიკაზე კარგად ვითამაშე. არ მგონია, რომ გუნდში ნომერ პირველი ვარ, მაგრამ სამწვრთნელო შტაბისგან მხარდაჭერას ვხედავ. მეკარისთვის მწვრთნელის ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია. ვან გაალს ჩემი სჯერა, ეს კი სწორედ ისაა, რაც მჭირდება“, – განაცხადა რომერომ.

„მანჩესტერ იუნაიტედში“ ვან გაალის დრო ამოიწურა“

„ნიუკასლისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ალან შირერმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცის ლუი ვან გაალის შესახებ ისაუბრა.

„ვფიქრობ, ვან გაალს „ლივერპულთან“ მოახლოებული მატჩის ფრედ დასრულებაც კი ვერ გამოუვა. ის მეტ დროს ითხოვდა, რათა ახალგაზრდები შეთამაშებულიყვნენ. ახლა, მგონია, ეს დრო ამოიწურა.

არ შეიძლება წყნარად იმის ყურება, თუ როგორ ხარჯავს ვიღაც მილიონებს, შემდგომ კი ამბობს, რომ მოთამაშეებს დიდი დრო სჭირდებათ. შენი ამოცანა გუნდის შექმნაა. მგონია, „მანჩესტერ იუნაიტედის“ დონის კლუბისთვის ერთი სეზონი საკმარისია“, – ციტირებს შირერს გაზეთი „The Sun“-ი.

ვან გაალი: “პედრო სწორედ ისაა, ვინც ჩვენ გვჭირდება”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა ღიად განაცხადა, რომ “ბარსელონას” ფორვარდ პედრო როდრიგესის დამატება სურს, თუმცა იქვე დაამატა, რომ ტრანსფერი ჯერ არ განხორციელებულა.

“შემიძლია გითხრათ, რომ პროცესი მიმდინარეობს. რაიმე მინიშნებებს არ გავაკეთებ მანამ, სანამ ტრანსფერი ოფიციალურად არ განხორციელდება. როდესაც ხელშეკრულებას ხელი მოეწერება, გამოვალ და გეტყვით, რომ პედრო ჩვენი გუნდის წევრი გახდა. ახლა მხოლოდ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. პედრო სწორედ ის ფორვარდია, რომელიც ჩვენ გვჭირდება”, – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს Goal.com-ი.

ესპანეთის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში პედრომ 44 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

ანრი: “პედროს იმ ფეხბურთის თამაში შეუძლია, რომელსც ვან გაალი ითხოვს”

ლონდონის “არსენალისა” და “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად “სქაი სპორტსის” ექსპერტი ტიერი ანრი ამბობს, რომ არ გაუკვირდება, თუ ერთ დღესაც კატალონიური გუნდის თავდამსხმელი პედრო როდრიგესი “მანჩესტერ იუნაიტედში” აღმოჩნდება.

“პედროს იმ ფეხბურთის ჩვენება შეუძლია, რომელსაც ვან გაალი ითხოვს. “ბარსელონაში” ერთად ვთამაშობდით და ვიცი, რომ მას როგორც პრესინგზე თამაში, ასევე ფლანგებზე გახსნაც შეუძლია. სწორედ ამიტომ, ჰოლანდიელს ძალიან სურს ამ ფეხბურთელის დამატება.

ვან გაალი გუნდში იმ მოთამაშეებს იმატებს, რომლებიც მის სათამაშო ფილოსოფიას კარგად ერგებიან. ამის კარგი მაგალითია ბასტიან შვაინშტაიგერის შემთხვევა”, – ანრის სიტყვები “ასმა” გამოაქვეყნა.

 

ვან გაალის კომენტარი „ტოტენჰემთან“ მოგებული მატჩის შემდეგ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვვრთნელმა ლუი ვან გაალმა „ტოტენჰემთან“ ინგლისის პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა, მინიმალური სხვაობით, 1:0 მოიგო.

„თამაში ადვილი არ ყოფილა, ორივე გუნდი ერთმანეთზე ზეწოლას ცდილობდა, ამიტომაც მოთამაშეებს გადაწყვეტილების მისაღებად ბევრი დრო არ ჰქონიათ. პრესინგი კარგად გამოვიყენეთ და გოლიც გავიტანეთ. ვფიქრობ, მოგება დავიმსახურეთ.

სერხიო რომერომ კარი მშრალად შეინახა, მან ლამაზი სეივები მიითვალა. დარმიანის თამაშიც მომეწონა, ბურთის გარეშე ის კარგად მოქმედებდა. შვაინშტაიგერი? ბასტიანი გამოცდილია, თუმცა „ოლდ ტრაფორდზე“ უკეთესი მხარდაჭერა მას არსად ჰქონია.

დღეს დაბადების დღე მაქვს, რაც განსაკუთბული მოვლენაა. კარგია, რომ გავიმარჯვეთ, რადგან წაგების შემთხვევაში, სიცილის ხასიათზე ნამდვილად ვერ ვიქნებოდი“, – განაცხადა ჰოლანდიელმა.

ვან გაალის გადაწყვეტილებით, დე ხეა „ტოტენჰემთან“ არ ითამაშებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ მეკარე დავიდ დე ხეა „ტოტენჰემთან“ პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩს გამოტოვებს და მის ადგილს სერხიო რომერო დაიკავებს.

„დავიდი არ ითამაშებს. ფეხბურთელებს არამხოლოდ მათი შესაძლებლობების მიხედვით ვაფასებ. ვფიქრობ, დე ხეა მზად არაა, ამოცანა შეასრულოს“, – განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მანჩესტერული კლუბის თავკაცმა ხელმძღვანელობას დე ხეას მადრიდის „რეალში“ რაც შეიძლება სწრაფად გაყიდვა სთხოვა.

ვან გაალი: „მეუღლეს დავპირდი, რომ ფეხბურთიდან წავალ“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი მეუღლეს დაპირდა, რომ სამწვრთნელო კარიერას ორ წელიწადში დაასრულებს, რის შესახებაც ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ისაუბრა.

„ცოლს დავპირდი, რომ ორ წელიწადში კარიერას დავასრულებ. ერთად არც ისე ბევრი დრო დაგვრჩა. როდესაც ერთმანეთს პირველად შევხვდით, ვუთხარი, რომ ფეხბურთელს თავს ჯერ კიდევ 55 წლის ასაკში დავანებებდი. თუმცა, როგორც ხედავთ, კვლავ საქმეში ვარ, შემდეგ კვირას კი 64-ე დაბადების დღეს აღვნიშნავ.

მე სამშობლოში, ესპანეთსა და გერმანიაში მიმუშავია. გარდა ამისა, მსოფლიო ჩემპიოანტზეც ვიმუშავე, ახლა კი ინგლისში ვარ. ამის შემდეგ მეტი ფულის მოსაპოვებლად ღირს თუ არა ყატარში წასვლა? ვფიქრობ, არა. სჯობს, ცხოვრებით დავტკბე და ოჯახთან ერთად ვიყო“, – ციტირებს ჰოლანდიელ სპეციალისტს „სქაი სპორტსი“.