“პუბლიკოს” ცნობით, ჩინური “გუანჩჟოუს” მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი გადასახადების გადაუხდელობისთვის 3 მილიონი დოლარით დააჯარიმეს.
პორტუგალიის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე 2003-დან 2007 წლამდე პერიოდში გადასახადების გადაუხდელობის გამო აღიძრა. შეგახსენებთ, რომ 2002 წელს სკოლარიმ ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ პორტუგალიის ეროვნული გუნდი ჩაიბარა.
ლუიშ ფელიპე სკოლარის თავკაცობით პორტუგალიის ნაკრებმა 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, 2006 წლის მუნდიალზე ნახევარფინალამდე გააღწია, ევრო-2008-ზე კი ტურნირს მეოთხედფინალურ სტადიაზე გამოეთიშა.