ხორვატთა ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 1 დღით ადრე საკუთარი ნაკრების შანსებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ხორვატია D ჯგუფში, ესპანეთის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იმყოფება.
“ვფიქრობ, რომ ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით. თავდაპირველად თურქეთთან გვიწევს თამაში, შემდეგ ჩეხეთთან, ბოლოს კი ესპანეთთან.
ვთვლი, რომ პირველი მატჩის შედეგი უმნიშვნელოვანესი იქნება. თუ გამარჯვების მოპოვებას შევძლებთ, ჩვენი შანსები ძალიან გაიზრდება.
ესპანეთთან კი ისეთივე რთული იქნება, როგორც ყოველთვის. ესპანეთი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.
ჩვენი მთავარი მიზანი ჯგუფური ეტაპის გადალახვაა. მინდა, რომ ნაკრებთან ერთად მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიო.”