ფეკირი “ლივერპულში” სათამაშო ნომერს ირჩევდა, როდესაც “ლიონმა” ტრანსფერი ჩაშალა

ნაბილ ფეკირის ტრანსფერი “ლიონიდან” მერსესაიდის “ლივერპულში” ბოლო წამს ჩაიშალა. ამ ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს.

როგორც იცით, ფეკირს უკვე გავლილი ჰქონდა სამედიცინო შემოწმება და ძალიან ახლოს იყო “ენფილდზე” გადაბარგებასთა. ფრანგული გამოცემების მიხედვით, ის უკვე თავისი სათამაშო ნომრის არჩევაზე ფიქრობდა, როდესაც ტრანსფერი ჩაიშალა.

“ლივერპულს” გარკვეული ეჭვები ჰქონდა ფეხბურთელის ფიზიკურ მზადყოფნასთან დაკავშირებით. 2015 წელს მიღებული ტრავმის კვალი მას დღესაც ეტყობა, ამის ხარჯზე მერსესაიდელებმა ტრანსფერის პირობების შეცვლა სცადეს, თუმცა “ლიონმა” საქმე მაშინვე დახურა.

ფეკირი “ლივერპულში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა

უცხოურ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, “ლივერპული” “ლიონს” ნაბილ ფეკირის ტრანსფერთან დაკავშირებით შეუთანხმდა. მოლაპარაკებებს იურგენ კლოპი ხელმძღვანელობდა.

როგორც ცნობილი ხდება, 24 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა “ლივერპულში” სამედიცინო შემოწმება მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა გაიაროს.

L’Equipe-ს ცნობით, “ლიონი” “ლივერპულისგან” 65 მილიონ ევროს მიიღებს. გარდა ამისა, გუნდები 7 მილიონის ოდენობის ბონუსებზეც შეთანხმდნენ.

გასულ სეზონში ნაბილ ფეკირის ანგარიშზე 37 მატჩში გატანილი 22 გოლი და 7 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

ფეკირის ტრანსფერის თითქმის ყველა დეტალი შეთანხმებულია

“ლიონის” ნახევარმცველი, ნაბილ ფეკირი, ძალიან ახლოსაა ფრანგული ლიგა 1-ის დატოვებასთან. როგორც ცნობილი ხდება, ფეკირის მომავალი კლუბი მერსესაიდის “ლივერპული” იქნება.

24 წლის ფრანგი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს თავად იურგენ კლოპი იჩენს. Canal+ დღეს საკმაოდ სანდო წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მხარეებმა ტრანსფერის 99 პროცენტი უკვე შეათანხმეს.

“შესანიშნავი სეზონი იყო ბრწყინვალე ფანებთან, ფეხბურთელებთან და პერსონალთან ერთად. დღეს წელი ჩვენს სტილში დავხურეთ, რაც ძალიან გვახარებს.

“ლივერპულში” გადასვლა? უკვე ისედაც ბევრი ვთქვი,” – აცხადებს ფეკირი “ნიცასთან” მოგებული მატჩის შემდეგ (3:2), რომელშიც მან საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

ფეკირის სავარაუდო ფასად 69 მილიონ ევროს ასახელებენ.

ფეკირი “ლივერპულში” გადასვლაზე: “შეთანხმებისთვის ჯერ არ მიგვიღწევია”

“ლიონის” ნახევარმცველი, ნაბილ ფეკირი ძალიან ახლოს არის “ლივერპულში” გადასვლასთან. როგორც ფრანგული პრესის ავტორიტეტული წარმომადგენლები იუწყებიან, ფეკირის გადაბირება თავად იურგენ კლოპის სურვილს წარმოადგენს.

“ლიონისთვის” სეზონი ჯერ არ დასრულებულა, წინ კიდევ ორი მატჩია. ამის შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება. ამ დროისთვის არანაირი სახის შეთანხმება არ არსებობს. კლუბის პრეზიდენტი ცდილობს, დარჩენაში დამარწმუნოს.

ჩვენ, ფეხბურთელები, სრულიად თავისუფლებიც არ ვართ. კონტრაქტის გაფორმებისას შევთანხმდით, რომ თუ წასვლა მოგვინდება, ხელმძღვანელობასთან შევათანხმოთ.მე კი კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე მაკავშირებს,” – აცხადებს ფეკირი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ “ლივერპული” ფრანგულ კლუბს ამ ტრანსფერის სანაცვლოდ 70 მილიონ ფუნტს სთავაზობს.

მარიანო დიასი: “რეალში” დაბრუნება წარმოუდგენელი იქნება”

მარიანო დიასმა, რომელიც “ლიონში” გადასვლის შემდეგ გუნდის ლიდერი გახდა, “რეალში” დაბრუნების შანსებზე ისაუბრა. ამ დროისთვის დომენიკელი ფეხბურთელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში გატანილი 18 გოლია.

როგორც იცით, მარიანო დიასს ალვარო მორატასა და კარიმ ბენზემასთვის უწევდა კონკურენციის გაწევა და შესაბამისად მცირე სათამაშო დრო ჰქონდა:”იმ დროს ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. “ლიონთან” 5-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს, ამიტომაც “რეალში” დაბრუნება წარმოუდგენელი იქნება.

ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი? მე მაინც “რეალს” დავასახელებდი. მართალია, “მანჩესტერ სიტი” ინგლისში ბრწყინვალედ გამოიყურება, მაგრამ მათი რეალური სიძლიერე გრანდთან გამოჩნდება,” – აცხადებს მარიანო დიასი.

მსაჯი მარიანო დიასის უნიჭო სიმულიანტობას წამოეგო და პენალტი დანიშნა (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” ექს-თავდამსხმელმა, მარიანო დიასმა საფრანგეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში საკუთარ გუნდს სიმულიანტობის საშუალებით მოაპოვებინა პენალტი. “ტულუზას” კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი გოლად ფეკირმა გადააქცია.

ეპიზოდი მატჩის 23-ე წუთის მიმდინარეობისას განვითარდა, როდესაც ალბან ლიაფონტი (18 წლის მეკარე) საჯარიმოში შესული მარიანო დიასის შევიწროვებას ცდილობდა. “ლიონის” შემტევმა მეტოქის გამოცუდელობა გამოიყენა და მას პენალტი “აკიდა”.

საბოლოო ჯამში მატჩი “ლიონის” გამარჯვებით, 1:2 დასრულდა. ეს შედეგი კი მეტწილად მატჩის მთავარი არბიტრის, ფრანსუა ლეტეკსეს შეცდომამ განაპირობა.

უეფამ “ევერტონი” 30 000 ევროთი დააჯარიმა

უეფას მიერ სპეციალურად შექმნილმა დისციპლინარულმა კომიტეტმა საფუძვლიანად გამოიკვლია “ევერტონსა” და “ლიონს” შორის გამართულ მატჩში მომხდარი ინციდენტი და მასპინძელი გუნდი 30 000 ევროთი დააჯარიმა.

როგორც იცით, საქმე ევროპა ლიგის ეგიდით ჩატარებულ მატჩს ეხება, რომელიც 19 ოქტომბრით თარიღდება. ამ მატჩში მცირე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, რომელშიც მონაწილეობა ერთმა ფანმაც მიიღო.

ფოტო და ვიდეომასალაზე ნათლად ჩანს, როგორ ურტყამს გულშემატკივარი, რომელსაც ცალ ხელში ბავშვი ეჭირა, “ლიონის” მეკარეს.

მიუხედავად იმისა, რომ უეფას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა ამ ფანის იდენტიფიცირებისთვის, კომიტეტმა თავისი სამუშაო შეასრულა და შესაბამისი რეაგირებაც მოახდინა.

“რეალი” ფეკირის დამატების ვარიანტს განიხილავს

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები ფრანგული “ლიონის” შემტევი ნახევარმცველის, ნაბილ ფეკირის გადაბირების ვარიანტს განიხილავენ. ამ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა As ავრცელებს.

როგორც იცით, ბოლო დროს ფეკირი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და ამის წყალობით მან “რეალის” მსგავსად “ბარსელონას”, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “იუვენტუსის” უფროსების ყურადღებაც მიიპყრო.

მიმდინარე სეზონში 24 წლის ნახევარმცველის ანგარიშზე, რომელსაც თავდამსხმელის პოზიციაზეც შეუძლია თამაში, 11 მატჩში დაგროვებული 11 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა საფრანგეთის ლიგა 1-ში. “ლიონთან” კი კონტრაქტი მას 2020 წლამდე აკავშირებს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მადრიდელთა მხედველობის არეში მარიანოც იმყოფება, რომელიც “რეალიდან” წასვლის შემდეგ ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება.

ჟან-მიშელ ოლა: “დიდი მადლობა ბენზემას ამისათვის”

“ლიონის” პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა კარიმ ბენზემასა და მარიანო დიასზე.

მას შემდეგ, რაც მადრიდის “რეალის” აღზრდილი ფეხბურთელი “ლიონში” გადაბარგდა საკმაოდ კარგად გამოიყურება და ცხრა შეხედრაში შვიდი გოლი აქვს გატანილი.

რა თქმა უნდა, მარიანოს მსგავსი შედეგით ყველა აღფრთოვანებულია. ლიონის პრეზიდენტის განაცხადა: “მარიანო შესანიშნაი ფეხბურთელია, მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბენზემას იმის გამო, რომ დიასის მსგავსი ფეხბურთელის დამატება გვირჩია.” -განაცხადა ჟან-მიშელ ოლამ.

მემფის დეპაი: “იმედი მაქვს, ოდესმე “რეალში” ვითამაშებ”

ლიონის “ოლიმპიკის” ფეხბურთელი, მემფის დეპაი იმედოვნებს, რომ მას მადრიდის “რეალში” ასპარეზობის საშუალება მიეცემა.

“მჯერა, რომ “რეალში” წავალ. ახლა ეს ჩემი მიზანია. როდის მივაღწევ მას? მხოლოდ ღმერთმა იცის. სწორედ ის დამეხმარება და წამიყვანს იქ. ცდას არ დავაკლებ, რომ მადრიდულ გრანდში მოვხვდე,” – აცხადებს ჰოლანდიელი.

შეგახსენებთ, რომ მემფისი გასულ ზამთარში გადავიდა “მანჩესტერ იუნაიტედან” ფრანგულ გრანდში. მან 27 შეხვედრაში 11 გოლის გატანა მოახერხა.

კარიკატურა: კავანიმ და ნეიმარმა პენალტის დარტყმაზე იკამათეს

გასულ უქმეებზე ლიგა 1-ის მეექვსე ტურის მატჩები შედგა. “პსჟ”-მ საკუთარ მოედანზე ლიონის “ოლიმპიკი” მიიღო და მექტოე ორი ავტოგოლით, ანგარიშით 2:0 დაამარცხა. საგულისხმოა, რომ ამ მატჩში პარიზელთა შემტევებმა, ნეიმარმა და კავანიმ თერთმეტმეტრიანის დროს იკამათეს იმაზე, თუ ვინ შეასრულებდა აღნიშნულ დარტყმას. საბოლოოდ, ურუგვაელმა “გაიმარჯვა”, რომელმაც პენალტი ვერ გამოიყენა.

ომარ მომანი ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.

 

ოფიციალურად: “ლიონმა” მარიანო დიასი დაიმატა

“ლიონმა” მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა თავდამსხმელის, მარიანო დიასის ტრანსფერი ოფიციალურად განახორციელა, რაც ფრანგულ კლუბს 8 მილიონი ევრო დაუჯდა.

23 წლის მარიანო დიასმა “ლიონთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბის რიგით მეოთხე ახალწვეული გახდა მარსალის, ბერტრანდ ტრაორესა და ფერლანდ მენდის შემდეგ.

მარიანომ თავი “რეალის” მეორე გუნდში კარგი ასპარეზობით გამოიჩინა (27 გოლი 2015/16 წლების სეზონში), რის შემდეგაც ის პირველ გუნდში დააწინაურეს, სადაც ის დროის უმეტეს ნაწილს სათადარიგოთა სკამზე ატარებდა.

“ლიონმა” კი გასული სეზონი ლიგა 1-ში მეოთხე ადგილზე დაასრულა, მისი ლიდერი, ალექსანდრე ლაკაზეტი კი ძალიან ახლოსაა კლუბიდან წასვლასთან.