8 თებერვალს, საფრანგეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში “ლიონმა” საკუთარ მოედანზე “ნანსი” მიიღო. შეხვედრის 58-ე წუთზე “ლიონის” ახალწვეულმა, მემფის დეპაიმ სტუმართა კარი დალაშქრა და ანგარიში 4:0 გახადა.
იხილეთ ვიდეო
8 თებერვალს, საფრანგეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში “ლიონმა” საკუთარ მოედანზე “ნანსი” მიიღო. შეხვედრის 58-ე წუთზე “ლიონის” ახალწვეულმა, მემფის დეპაიმ სტუმართა კარი დალაშქრა და ანგარიში 4:0 გახადა.
იხილეთ ვიდეო
გუშინ ლიგა 1-ის 23-ე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს დერბიში “სენტ ეტიენი” და “ლიონი” დაუპირისპირდნენ.
მატჩში “სენტ ეტიენი” მალევე დაწინაურდა და 23-ე წუთზე, ანგარიშით, 2:0 იგებდა. საბოლოოდ, ასეც დასრულდა მატჩი.
საინტერესო შემთხვევას ჰქონდა ადგილი 90-ე წუთზე. “ლიონის” ფეხბურთელმა, რაშიდ გეზალმა ლემუანს ხელი კისერში დაარტყა და წააქცია. მან მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. სულ რამდენიემ წამში “სენტ ეტიენის” იგივე ფეხბურთელი უკვე ტოლისომ წააქცია. მან ვარდნაში მეტოქის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა და პირდაპირ წითელი ბარათი დაიმსახურა. ამის შემდეგ ფეხბურთელებს შორის ჩხუბი გაჩაღდა.
იხილეთ ვიდეო
ფრანგული “ლიონის” თავდამსხმელმა, ნაბილ ფეკირმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც, ის კარიერის ლა ლიგაში გაგრძელებაზეც ფიქრობს.
“ახლა ჩემს მომავალზე ფიქრის დრო ნამდვილად არ არის. სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო, სამი თვეა დარჩენილი.
ესპანეთის ჩემპიონატში გადასვლაზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყვი. ლა ლიგა ის ადგილია, სადაც ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ.
ვთვლი, რომ ლა ლიგა საუკეთესოა, შემდეგ კი ინგლისისა და გერმანიის ჩემპიონატები მოდის. სერია ა ამ ლიგებთან შედარებით ნაკლებად მხიბლავს,” – განაცხადა 23 წლის ფეკირმა, რომელიც წლევანდელ სეზონში “ლიონის” ერთ-ერთ ლიდერად გვევლინება.
ტურინის “იუვენტუსის” ფრანგი მცველი, პატრის ევრა საფრანგეთის ლიგა 1-ში გადაბარგებასთან ძალიან ახლოსაა.
როგორც იტალიური გამოცემები იტყობინებიან, “ლიონის” ხელმძღვანელები უკვე დაუკავშირდნენ “ბებერ ქალბატონს” ევრას ტრანსფერის თაობაზე.
“ლიონის” მთავარმა მწვრთნელმა, ბრუნო ჟენეზომ ევრაზე საუბრისას განაცხადა: “ევრა დიდებული და უდიდესი გამოცდილების მქონე ფეხბურთელია. მასთან თანამშრომლობა შეიძლება საინტერესოც გამოდგეს.”
ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში 35 წლის პატრის ევრამ სერია ა-ს მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი, მემფის დეპაი “ლიონში” ითამაშებს. ტრასნფერის შესახებ ფრანგული კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება.
ირკვევა, რომ “ლიონის” მესვეურებმა 15 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. ჰოლანდიელის წარმატებული ასპარეზობის (კონტრაქტში კონკრეტული პირობებია ჩაწერილი) შემთხვევაში, ლიგა 1-ის ბინადრებს, მაქსიმუმ, 6.7 მილიონი ფუნტის დამატება მოუწევთ.
მემფისი ცხრანომრიან მაისურს მოირგებს. მას კვირას, “მარსელის” წინააღმდეგ შესაძლოა, ჰქონდეს დებიუტი.
აქვე გეტვყით, რომ მეფისის “წითელი ეშმაკი” 2015 წლის ზაფხულზე გახდა. მან “მანჩესტერელთა” რიგებში 18 თვეში, მხოლოდ და მხოლოდ, 56 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.
საიდო ბერაჰინო და ალექსანდრე ლაკაზეტი იურგენ კლოპის სამიზნეთა სიაში პირველ პოზიციებს იკავებენ. აღნიშნულ ინფორმაციას Fichajes.net გვატყობინებს.
როგორც იცით, ბოლო დროს “წითლები” არაერთ უცხოელ თავდამსხმელს დაუკავშირეს, მათ შორის ბილბაოს “ატლეტიკის” ინაკი უილიამსსაც, რომლის ესპანეთიდან წასვლის შანსებიც საკმაოდ დიდია.
იმ შემთხვევაში, თუ მერსესაიდელები 22 წლის ინაკისთან შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, კლოპი “ლიონის” თავდამსხმელზე, ლაკაზეტზე გადაერთვება, რომელმაც ლიგა 1-ის 10 მატჩში ამავე რაოდენობის გოლების გატანა მოახერხა.
მსგავსად ლაკაზეტისა, ბერაჰინოსაც საკმაოდ ჰყავს მთხოვნელები, თუმცა იურგენის “ლივერპულში” გადასვლაზე მათ უარის თქმა ნამდვილად გაუჭირდებათ.
15 ოქრომბერს, სერია ა-ს მე-8 ტურში ტურინის “იუვენტუსი” საკუთარ მოედანზე “უდინეზეს” დაუხვდა და მეტოქეს, ანგარიშით, 2-1 სძლია.
შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ტურინელთა დაცვის ბურჯს, ჯორჯო კიელინის, რომელმაც თამაშის დღეს, დილის ვარჯიშზე ბარძაყის ტრავმა მიიღო.
“იუვენტუსის” ოფიციალური გვერდი წერს, რომ ჯორჯოს დაიზიანება სახიფათო არაა. მან, შესაძლოა, სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე საფრანგეთში “ლიონთან” გასამართი შეხვერდა გამოტოვოს. ხოლო, სერია ა-ს მეცხრე ტურის მატჩისთვის ( “მილანის” წინააღმდეგ, 22 ოქტომბერს) 32 წლის მცველი სრულ მზადყოფნაში იქნება.
ბოლო დღეებში ვრცელდებოდა ხმები იმის შესახებ, რომ ლონდონის “არსენალის” თავკაცი, არსენ ვენგერი სერიოზულად იყო დაინტერესებული ლიონის “ოლიმპიკის” შემტევის, ალექსანდრ ლაკაზეტის შეძენით.
ამ საკითხზე ჟურნალისტებთან ისაუბრა ფრაგული კლუბის პრეზიდენტმა, აულასმა და განაცხადა, რომ ზემოთ ნახსენები ინფორმაცია ჭორია:“ევროპის ჩემპიონატზე” საფრანგეთის ნაკრების თამაშებს დავესწარი და არსენ ვენგერიც ვნახე, მაგრამ მას ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს ალექსანდრის ტრანსფერი თაობაზე. ის ინფორმაცია, რომ ლაკაზეტი შესაძლებელია, “მეთოფეებს” შეუერთდეს, ჭორია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, “არსენალისგან” არანაირი შემოთავაზება არ მიგვიღია. ალექსს გუნდში დარჩენა და “ოლიმპიკისთვის” გამარჯვებების მოტანა სურს.”
კატალონიური “ბარსელონა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრაზე პირველი დიდი სვლის განხორციელებას აპირებს. “ბლაუგრანას” “ლიონთან” სამუელ უმტიტის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.
ესპანეთის ჩემპიონებს საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე უკავშირებდნენ უმტიტს, რომელსაც ახლახან შეუსრულდა 22 წელი. მიუხედავად ასაკისა, უმტიტმა უკვე მოიპოვა საკუთარი ადგილი ტოპ-დონის მცველებს შორის.
ესპანელებს უმტიტის სანაცვლოდ “ლიონისთვის” 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, ყველანაირი ბონუსის ჩათვლით. ამ ინფორმაციას ფრანგული L’Equipe გვაწვდის.
დიდი ალბათობით უმტიტი კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მას კონკურენციის გაწევა პიკესა და მაშერანოსთვის მოუწევს.
“ლიონის” პრეზიდენტი, ჟან-მიშელ ოლასი მზად არის მიყიდოს გუნდის ლიდერი, ალექსანდრე ლაკაზეტი მათ მეტოქეებს. თუმცა ამისათვის “პარის სენ-ჟერმენს” საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოუწევს.
“თუ 28 აგვისტოს ჩვენ მივიღებთ 80 მილიონიან წინადადებას, მას არ გავუშვებთ. თუმცა,თუ იმ დღეებში ისინი მოვლენ ისეთი წინადადებით, რომელზეც უარს ვერ ვიტყვი, მაშინ ეს შესაძლებელია.
“თუ პარიზელებს ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდათ, მათ ლაკაზეტი აუცილებლად დაჭირდებათ. მე მის გაყიდვაზე უარს არ ვიტყვი. უბრალოდ მათ გაცილებით უფრო მეტის გადახდა მოუწევთ, ვიდრე ისინი აპირებენ.”
Goal-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, “ლიონის” ხელმძღვანელებმა ალექსანდრე ლაკაზეტის ტრანსფერის თაობაზე “ვესტ ჰემის” 31 მილიონ ფუნტიანი შემოთავაზება უარით გაისტუმრეს.
როგორც იცით, “ჩაქუჩებისთვის” ფრანგი ფორვარდი ყველაზე პრიორიტეტული სამიზნეა, ამიტომაც ინგლისელები დანებებას არა აპირებენ და მზად არიან თანხა 33 მილიონ ფუნტამდე გაზარდონ.
“ვესტ ჰემის” ხელმძღვანელებმა “მარსელთანაც” წამოიწყეს მოლაპარაკებები ბატშუაის ტრანსფერთან დაკავშირებით, თუმცა “მარსელმა” მის სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტი მოითხოვა.
ამავდროულად ლაკაზეტის გარშემო არსებულ სიტუაციას აკვირდება ლონდონური “ტოტენჰემიც”, რომელიც ჰარი კეინისთვის პარტნიორის მოყვანას აპირებს. 36 მილიონი ფუნტის გადახდა მათ ნამდვილად არ გაუჭირდებათ.
ინგლისური “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელები გოლეადორის ძიებაში არიან. Goal-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ამ პოზიციაზე მათი ფავორიტი ალექსანდრე ლაკაზეტია, რომელიც ფრანგული “ლიონის” ღირსებას იცავს.
წყაროს ცნობით, “ჩაქუჩებმა” უკვე გაუგზავნეს ოფიციალური შეთავაზება ფრანგ გიგანტებს ლაკაზეტის ტრანსფერის თაობაზე, რომელმაც 229 მატჩში 92 გოლის გატანა მოახერხა.
სლავენ ბილიჩი მომავალი სეზონისთვის საკმაოდ მებრძოლი გუნდის ჩამოყალიბებას აპირებს “ოლიმპიურ სტადიონზე”, ლაკაზეტი კი მისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მის სანაცვლოდ ინგლისელები 30 მილიონ ევროს ჩამოდიან.