“ლიონს” იმედი აქვს, რომ “ბარსელონას” სამიზნის გადაბირებას შეძლებს

“ლიონის” მფლობელ ჟან-მიშელ ოლას იმედი აქვს, რომ ჰატემ ბენ არფას დაბრუნებას შეძლებს, რომელთანაც ამჟამად კატალონიური “ბარსელონა” აწარმოებს მოლაპარაკებებს.

როგორც იცით, 29 წლის ფეხბურთელს “ნიცასთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. ასე რომ, ზაფხულში ის თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს.

ორშაბათს გავრცელებული ცნობების თანახმად, ბენ არფა ესპანეთში გაფრენას და კატალონიელებთან შეხვედრას აპირებდა. მის გეგმებში “ბარსას” სავარჯიშო ცენტრის მონახულებაც შედიოდა.

თუმცა ოლას სჯერა, რომ “ლიონს” მისი გადაბირების შანსი კვლავ აქვს: “მას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. თუ ის “ლიონში” დაბრუნდება, ჩვენ შევძლებთ დაწყებული საქმის დასრულებას.”

ფრანგული პრესა: “ბარსელონამ” თვალი ლაკაზეტს დაადგა

ცნობილი ფრანგული გამოცემა, L’Equipe გვატყობინებს, რომ “ბარსელონა” “ლიონის” შემტევის, ალექსანდრე ლაკაზეტის გარშემო არსებული სიტუაციით არის დაინტერესებული.

კატალონიელები თვლიან, რომ გასულ თვეში მომხდარი ჩავარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი MSN-ის გადაღლილობა და მათი დამხმარე ფეხბურთელის არარსებობა იყო, რაც ლუის ენრიკეს როტაციის უფლებას არ აძლევდა.

ლაკაზეტის უნარით, რომელიც მას საშუალებას მისცემს “ბლაუგრანას” შემტევი ტრიოს ნებისმიერი ფეხბურთელის ნაცვლად თამაშისა, კატალონიელთა ყოფილი ფეხბურთელი, ერიკ აბიდალი მოიხიბლა. სწორედ მან ურჩია კლუბის ხელმძღვანელობას ფრანგი თავდამსხმელის ვარიანტი.

თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ ლაკაზეტს ამავდროულად მუდმივ სათამაშო დროს სთავაზობენ შემდეგი კლუბები: “ვესტ ჰემი”, “ტოტენჰემი” და “ატლეტიკო”. ამიტომაც მას დიდი არჩევანის გაკეთება მოუწევს – იყოს “მეორე” “ბარსელონაში”, ან იყოს ძირითადის ფეხბურთელი სხვა კლუბში.

მარეზი: “კანტეს სანაცვლოდ ფრანგული კლუბები 8 მილიონსაც არ გადაიხდიდნენ”

“ლესტერ სიტის” ლიდერი და პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელი, რიად მარეზი თვლის, რომ კარგა ხნის მანძილზე, საფრანგეთში არასწორად უყურებდნენ ნელ, მაგრამ მოაზროვნე ფეხბურთელებს. მათი ეს შეხედულება კი ალჟირელის აზრით “ბარსელონამ” შეცვალა.

“ადრე, საფრანგეთში დიდ და სწრაფ ფეხბურთელებს აღმერთებდნენ. და რას ნიშნავდა ეს? და სხვებს, ჩვენ რა უნდა გაგვეკეთებინა?

მაშინ კი, როცა ესპანეთმა და “ბარსელონამ” ყველაფერი მოიგო, მათ შეხედულებები შეიცვალეს, გაანალიზეს, რომ ჩვენც შეგვეძლო ფეხბურთის თამაში. ამ ყველაფერმა მათი პოზიცია ცოტათი შეცვალა.

ადრე კლუბები კანტეს დონის ფეხბურთელში 8 მილიონსაც არ გადაიხდიდნენ, მათ ეს ზედმეტად ძვირი მიაჩნდათ… დაუჯერებელია!”

ლაკაზეტისთვის “ლივერპული” და “ევერტონი” იბრძოლებენ

მერსესაიდული კლუბები ერთმანეთს “ლიონის” თავდამსხმელის, ალექსანდრე ლაკაზეტის გადაბირებისთვის შეებრძოლებიან. ამ ინფორმაციას Sunday People ავრცელებს.

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრი ბოლო ორი სეზონია კარგად გამოიყურება, ლიგა 1-ის გასულ სეზონში მან საუკეთესო ბომბარდირის სტატუსიც მოიპოვა.

ამავდროულად, რომელუ ლუკაკუ და კრისტიან ბენტეკე “გუდისონ პარკისა” და “ენფილდის” მიტოვებას აპირებენ, ამიტომაც მათი ჩამნაცვლებლის პოვნა მერსესაიდელთათვის აუცილებელია. ლაკაზეტის კანდიდატურით კი ორივე კლუბი მოხიბლულია.

მაურისიო პოჩეტინო “სან პაულოს” ფორვარდით არის მოხიბლული

“ტოტენჰემის” მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს არგენტინელი ფორვარდის, ჯონათან კალერის გადაბირება სურს. მაურისიომ უკვე მიმართა თხოვნით “მამლების” ხელმძღვანელობას.

Sunday People-ს ცნობით, “ბოკა ხუნიორსის” ყოფილი ფეხბურთელი ტურინული “იუვნეტუსისა” და მილანური “ინტერის” ინტერესთა სფეროშიც არის მოქცეული.

პოჩეტინო პრემიერ ლიგის ტიტულისთვის მებრძოლი გუნდის შეტევის ხაზის გადახალისებას აპირებს. აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ ლონდონელებმა ლაკაზეტიც მოიწვიეს.

„ლიონის“ პრეზიდენტი: „ზიდანის მოწვევა გვსურდა“

„ლიონის“ რერზიდენტმა ჟან-მიშეილ ოლამ გაიხსენა, რომ დეკემბერში გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე „რეალის“ ამჟამინდელი თავკაცის ზინედინ ზიდანის დანიშვნა სურდა.

„ჩვენ ზიდანთან კონტრაქტის გაფორმება გვსურდა. ეს 24 დეკემბერს იყო. მასთან დაახლოებულ წრესთან მოლაპარაკება დავიწყე, მაგრამ ფინანსური მიზეზით, ეს შეუძლებელი გახდა.

სულ ცოტა ხანში კი ზიდანი „რეალის“ თავკაცად დაინიშნა“, – ციტირებს ოლას Goal.com-ი.

ინძაგიმ, შესაძლოა, „ლიონს“ უთავკაცოს

„მილანის“ ყოფილმა მოთამაშემ და მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ, შესაძლოა, „ლიონის“ თავკაცის უბერ ფურნიეს ადგილი დაიკავოს. როგორც Football-Italia წერს, დანიშვნის შემთხვევაში, იტალიელის ხელფასი წელიწადში 1,5 მილიონ ევროს შეადგენს.

„ლიონის“ შესაძლო თავკაცებს შორის ასევე ბრუნო ჯენეზიო და ლიუსიენ ფავრი არიან.

შეგახსენებთ, რომ ინძაგი „მილანის“ დამრიგებლის პოსტიდან ზაფხულში გაათავისუფლეს. მანამდე ის „როსონერის“ ახალგაზრდულ გუნდს თავკაცობდა.

ჟუნინიო, შესაძლოა, „ლიონში“ დაბრუნდეს

„ლიონის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჟერარ ულიე და ექს-ნახევარმცველი ჟუნინიო, შესაძლოა, ფრანგუნგული კლუბის პრეზიდენტის ჟან-მიშელ ოლას მრჩეველები გახდნენ. როგორც „L’Equipe“ იტყობინება, ოლას ფრანგისა და ბრაზილიელის დუეტის დაბრუნება სურს, რომელმაც 2000 წლების დასაწყისში მის კლუბს დიდი წარმატება მოუატანა.

ორივეს მოწვევით, ოლა, „ლიონის“ კრიზისიდან გამოყვანას იმედოვნებს.

შეგახსენებთ, რომ 40 წლის ჟუნინიომ ფეხბურთის კარიერა უკვე დაასრულა, 68 წლის ულია კი ამერიკული „რედ ბულის“ საფეხბურთო პროექტებზე მუშაობს.

როგორი იქნებოდა “ლიონის” შემადგენლობა, კლუბს რომ რამდენიმე ვარსკვლავი არ გაეყიდა

საფეხბურთო პორტალმა Squawka-მ “ლიონის” მიერ გაყიდული და კლუბს ამჟამინდელი ფეხბურთელებისაგან საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა.

უგო ლორისი
ამჟამინდელი კლუბი: “ტოტენჰემი”

1

კრისტოფ ჟალე
ამჟამინდელი კლუბი: “ლიონი”

2

სამუელ იუმტიტი
ამჟამინდელი კლუბი: “ლიონი”

3

ჟერემი ტულალანი
ამჟამინდელი კლუბი: “მონაკო”

4

მიშელ ბასტოსი
ამჟამინდელი კლუბი: “სან პაული”

5

მაიკლ ესიენი
ამჟამინდელი კლუბი: “პანათიონაიკოსი”

6

მირალემ პიანიჩი
ამჟამინდელი კლუბი: “რომა”

7

იოან გურკუფი
ამჟამინდელი კლუბი: “რენი”

8

ნაბილ ფეკირი
ამჟამინდელი კლუბი: “ლიონი”

9

კარიმ ბენზემა
ამჟამინდელი კლუბი: “რეალი”

10

ალექსანდრ ლაკაზეტი
ამჟამინდელი კლუბი: “ლიონი”

11

LyonWhatIf

ჯაბა კანკავა “ლიონის” წინააღმდეგ (ვიდეო)

3 ოქტომბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “ლიონმა” საკუთარ მოედანზე “რეიმსი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო ჯაბა კანკავა, რომელმაც ერთ-ერთ ეპიზოდში “ლიონის” ფეხბურთელებს ძალიან სახიფათო შეტევის დასრულების საშუალება არ მისცა.

“მარსელის” ფანებმა ვალბუენას ნივთები დაუშინეს (ვიდეო)

20 სექტემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “მარსელმა” საკუთარ მოედანზე “ლიონი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.

მატჩის მიმდინარეობისას, “მარსელის” ფანები მატიე ვალბუენას უსტვენდნენ, მათ მისი საწინააღმდეგო ბანერებიც ჰქონდათ ჩამოკიდებული. ერთ-ერთ ეპიზოდში, როცა 30 წლის ფეხბურთელი კუთხურს აწვდიდა, მას ტრიბუნიდან სხვადასხვა ნივთები დაუშინეს, რის გამოც მატჩი რამდენიმე წუთით შეწყდა.

მოგეხსენებათ, ვალბუენა “მარსელის” ღირსებას რვა წლის განმავლობაში იცავდა, ფანებმა კი ის “ლიონში” გადასვლის შემდეგ მოღალატედ შერაცხეს.

გურკუფი “რენში” გადავიდა

ფრანგი ნახევარმცველი იოან გურკუფი კარიერას “რენში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

29 წლის ფეხბურთელმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ იოან გურკუფმა პროფესიონალური კარიერა სწორედ “რენში” დაიწყო. უკანასკნელად იგი “ლიონის” ღირსებას იცავდა.