„მოურინიო „მანჩესტერ იუანიტედის“ ყველა დროის საუკეთესო ახალწვეულია“

„ჩელსის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის პიტერ კენიონის აზრით, ჟოზე მოურინიოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისტორიაში საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

„როდესაც ის მოვიწვიე, ვეძებდი ადამიანს, რომელიც კარგ გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტს შესძენდა. ის, რაც მან გუნდს მისცა, სწორედ ჩემპიონის მენტალიტეტი იყო. ჟოზემ 50 წელიწადში „ჩელსის“ პორიველი ტიტული მოაგებინა.

ის კარგი ფეხბურთელებისგან უკეთესებს აყალიბებს. ყველა ახალწვეულების შესახებ საუბრობს, მაგრამ მოურინიოს თავკაცობით „მანჩესტერ იუნაიტედის“ ამჟამინდელი ფეხბურთელები უკეთესები გახდებიან.

„წითელმა ეშმაკებმა“ ის მწვრთნელი დაიმატეს, რომელიც გუნდს ახალ ტექნიკას, განვითარების გეგმასა და მიმართულებას მისცემს. ვფიქრობ, მას დიდი გავლენა ექნება. მოურინიო „მანჩესტერ იუანიტედის“ ყველა დროის საუკეთესო ახალწვეულია“, – ციტირებს კენიოს „სქაი სპორტსი“.

იბრაჰიმოვიჩი: „მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღე“

პსჟ-ს თავდამსხმელმა ზლატან იბრჰაიმოვიჩმა, რომლის პარიზელებვთან კონტრაქტი დასასრულს მიუახლოვდა, განაცხადა, რომ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეიტლება მიიღო. ამავდროულად ზლატანს არ უთქვამს, თუ რომელი კლუბის მაისურს მოირგებს.

„ჩემი მომავალი უკვე დაწერილია. არჩევანი გავაკეთე. მნიშვნელობა არ აქვს, ხელშეკრულება ევროპის ჩემპიონატამდე გაფორმდება თუ არა. პრესაში ჩემ შესახებ დაწერილი სიახლეებისგან სიამოვნებას ვიღებ. ამ ყველაფრისთვის თვალყურის დევნა სახალისოა. ინტერესი ყველა ქვეყნიდანაა, ვგულისხმობ ინგლისს, იტალიას და სხვა ლიგებს. არის კონკრეტული წინადადებებიც და ბევრი ალტერნატივა. ახლა მხოლოდ ევრო-2016-ზე ვფიქრობ“, – ციტირებს ზლატანს პორტალი Goal.

ბოლო დროს იბრას სახელს „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირებენ.

რონალდუ: „ვისურვებ, რომ მოურინიომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მწვერვალზე დააბრუნოს“

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედში“ უახლოეს დროში მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიოს დანიშვნის შესახებ ისაუბრა.

„ვფიქრობ, ეს კარგი ნაბიჯია. კარგია, თუ „იუნაიტედს“ ეს უნდოდა. იმედია, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ძველ დონეზე დაბრუნდება, რადგან ეს შთამბეჭდავი კლუბია, რომელსაც ბოლო წლებში ერთანობა აკლდა.

ასეთი „იუანიტედის“ ხილვა მტკივა, რადგან ის ჩემს გულში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ვისურვებ, რომ მოურინიომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მწვერვალზე დააბრუნოს“, – ციტირებს პორტუგალიელს Goal.com.

დეპაი: “მანჩესტერში ბედნიერი ვარ და წასვლას არ ვაპირებ”

მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მანჩესტერულ კლუბს ვან გაალი ტოვებდა, მემფის დეპაიმ პრესასთან ისაუბრა, სადაც მან თავისი სამომავლო გეგმებიც განიხილა.

“ვან გაალის წასვლა ჩემზე გავლენას არ იქონიებს. მე “მანჩესტერ იუნაიტედში” თავს ბედნიერად ვგრძნობ, კლუბი კი ჩემით კმაყოფილია. არამგონია ლუის წასვლამ ჩემთვის რამე შეცვალოს.

“იუნაიტედში” ვან გაალის გარეშეც მოვხვდებოდი. მჯერა, რომ აქაურობას ისედაც კარგად შევეწყობოდი, მჯერა, რადგანაც ძალიან მშრომელი ადამიანი ვარ.

არ ვიცი როგორ შეიძლება აღიწეროს ჩემსა და ვან გაალს შორის არსებული ურთიერთობა. მისი წასვლა ფეხბურთის ერთი ჩვეულებრივი მოვლენაა.”

BBC-ს ჟურნალისტი: რაიან გიგზს მოურინიოსთან ერთად მუშაობა არ სურს

ახლახან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, რაიან გიგზი მანჩესტერული გრანდის დატოვებას აპირებს.

როგორც BBC-ს ჟურნალისტი, რიჩარდ ესკამი გვამცნობს, “წითელი ეშმაკების” ლეგენდა უკმაყოფილოა იმით, რომ “მანჩესტერში” ჟოზე მოურინიო მოდის.

შეგახსენებთ იმასაც, რომ რაიან გიგზი დევიდ მოიესთან ერთადაც მუშაობდა, რომელმაც თავის დროზე სერ ალექს ფერგიუსონი ჩაანაცვლა.

“მანჩესტერ იუნაიტედს” “სევილიას” ნახევარმცველის გადაბირება სურს

The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები “სევილიას” ნახევარმცველის, გრეგორჟ კრიხოვიაკის გადაბირებას აპირებენ.

როგორც იცით, აქამდე “წითლი ეშმაკები” რენატო სანჩესის გადაბირებით იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა რენატომ “ოლდ ტრაფორდს” “ალიანს არენა” ამჯობინა, ამიტომაც ინგლისელები სხვა ალტერნატიულ ვარიანტს ეძებენ.

გარდა ამისა, დიდი შანსი, რომ კლუბი მაიკლ კერიკმა დატოვოს, რომლის კონტრაქტიც სეზონის ბოლოს იწურება. ასევე გაურკვეველია მორგან შენიდერლინის მომავალიც.

პოლონელმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 38 მატჩში დაიცვა “სევილიას” ღირსება. მისი ღირებულება კი დაახლოებით 30 მილიონ ფუნტს შეადგენს.

ლუიმ მოურინიოზე საუბარს თავი აარიდა: “ლიგა მოგაგებინეთ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა ინგლისის თასის მოგების შემდეგ უარი განაცხადა ჟოზე მოურინიოს თაობაზე გავრცელებულ ჭორებზე კომენტარის გაკეთებაზე.

“მე თასი მოგაგებინეთ. არ ვაპირებ ჩემ მეგობრებზე საუბარს მედიასთნ, რომელმაც უკვე გამათავისუფლა სამსახურიდან, თანაც 6 თვის წინ.

არ მინდა წასვლაზე ვისაუბრო.

რა თქმა უნდა ბედნიერი ვარ იმით, რომ სერ ალექს ფერგიუსონი ჩავანაცვლე. თავიდანვე ვთქვი, რომ გუნდს ტრანსფორმაცია ესაჭიროებოდა. ამ დროის მანძილზე კი ძალიან ბევრი ფაქტორი ჩვენს წინააღმდეგ იყო.”

„მანჩესტერ იუნაიტედმა“, შესაძლოა, დღეს მოურინიოს თავკაცად დანიშვნა დაადასტუროს

„კრისტალ პალასსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის ინგლისის თასის ფინალური მატჩის შემდეგ მანჩესტერელებმა, შესაძლოა, ჟოზე მოურინიოს გუნდის ახალი თავკაცის პოსტზე დანიშვნა დაადასტურონ, იუწყება ესპანური AS-ი.

გამოცემის ცნობით, ეს „უემბლიზე“ ჩასატარებელი მატჩის შედეგის მიუხედავად მოხდება. პორტუგალიელი, რომელმაც ბოლოს „ჩელსიში“ იმუშავა, „წითელ ეშმაკებთან“ სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. AS-ი წერს, რომ 53 წლის სპეციალისტის ხელფასმა „მანჩესტერ იუნაიტედში“, შეიძლება, სეზონში 15 მილიონი ევრო შეადგინოს.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა „წითელი ეშაკები“ 2014 წელს ჩაიბარა.

პარდიუ: “1990 წლისგან განსხვავებით, “მანჩესტერის” დამარცხება სრულიად შესაძლებელია”

“კრისტალ პალასის” მთავარ მწვრთნელს, ალან პარდიუს სჯერა, რომ მის გუნდს “მანჩესტერ იუნაიტედის” ინგლისის თასის ფინალში დამარცხების საკმაოდ კარგი შანსი აქვს.

“ჩვენს გულშემატკივრებს “უემბლიზე” წასვლა და მოგება უნდათ. ჩვენ მოგება გვინდა. ჩვენ მეორე ადგილზე გასვლით არ დავკმაყოფილდებით.”

პარდიუმ 1990 წელიც გაიხსენა: “1990 წელს როცა ფეხბურთელის რანგში ვიყავი, ვფიქრობდი “ოჰ, ჩვენ უნდა მოვიგოთ”. თუმცა, გულის სიღრმეში მაინც ვიცოდი, რომ ვერ მოვიგებდით.

თუმცა, დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა. მჯერა, რომ მოგება შეგვიძლია და ასევე ფიქრობს “პალასის” ფეხბურთელთა სრული უმრავლესობა. ჩემი გუნდი შესანიშნავ პოზიციაში იმყოფება.”

“ლუკაკუ “ევერტონს” ევროპის ჩემპიონატამდე, 65 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ დატოვებს”

რომელუ ლუკაკუს მამა აცხადებს, რომ “ევერტონი” მისი შვილის სანაცვლოდ 65 მილიონ ფუნტს ითხოვს. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კლუბი ამ თანხას გადაიხდის, რომელუ კლუბს ევრო 2016-მდე დატოვებს.

“რომელუს სანაცვლოდ “ევერტონი” 65 მილიონ ფუნტს იხდის. ვფიქრობ, რომ ტრანსფერი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე განხორციელდება.

რომელუ თავის მომავალს თავად გადაწყვეტს, თუმცა ამ დროს აგენტის სიტყვასაც საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. იმედი მაქვს, რომ მინო რაიოლა გულწრფელი იქნება.

ამ მომენტისთვის ვფიქრობ, რომ მისთვის საუკეთესო ვარიანტი “ბაიერნი” და “მანცესტერ იუნაიტედია”, განსაკუთრებით კი “ბაიერნი”. ის იტალიაში ნამდვილად არ წავა, რადგანაც იქ თამაში თავდამსხმელისთვის ძალიან რთულია.”

„Daily Mail“: პსჟ-მ მოურინიოს კონტრაქტი შესთავაზა

„ჩელსის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო პსჟ-სთან მოლაპარაკებას იწყებს და, შესაძლოა, უახლოეს მომავალში პარიზული კლუბის ახალი თავკაცი გახდეს, იუწყება ბრიტანული „Daily Mail“-ი.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელი სპეციალისტისთვის პრიორიტეტული ვარიანტი ყოველთვის „მანჩესტერ იუნაიტედი“ იყო, თუმცა ის „წითელი ეშმაკებისგან“ უფრო მეტ აქტიურობიას ელის. აქამდე პორტუგალიელმა განაცხადა, რომ ფეხბურთში ივლისში დაბრუნდება და ევროპაში დარჩენას გეგმავს. „ევერტონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავება მან უკვე იუარა.

„Sky Sports“-ის ერთ-ერთ ჟურნალისტთან საუბრისას ჟოზე მოურინიომ შემდეგი რამ განაცხადა: „არავისთან არაფერზე შევთანხმებულვარ. ახლა მონრეალში, კანადის გრან-პრიზე ჩავდივარ, დასვენებას ვაგრძელებ“.

ანჩელოტი: “რომ არა “რეალი”, 100 პროცენტით “მანჩესტერში” წავიდოდი”

კარლო ანჩელოტიმ ინგლისურ The Times-ს გაუმხილა, რომ 2013 წელს ის “მანჩესტერ იუნაიტედს” ჩაიბარებდა, რომ არა მადრიდის “რეალისგან” მიღებული წინადადება.

როგორც იცით, 2013 წელს “მანჩესტერის” ლეგენდამ, სერ ალექს ფერგიუსონმა სამწვრთნელო კარიერა დაასრულა. ანჩელოტის თქმით, ფერგიუსონმა ის პარიზში, ვახშამზე დაპატიჟა, რათა მისთვის მწვრთნელის პოსტი შეეთავაზებინა.

“სასიამოვნო ვახშამი გამოვიდა. ღვინო ალექსმა აირჩია, მართლაც რომ ძალიან ძვირი იყო.” – განუცხადა იტალიელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებს.

“მაგრამ, იმ დროისთვის უკვე მიღებული მქონდა “რეალის” წინადადება. ასე რომ არ ყოფილიყო, 100%-ით “მანჩესტერში” წავიდოდი.”