“ნიუკასლ იუნაიტედი” ერთ-ერთია იმ 5 კლუბთაგან, რომელიც მაიკლ კერიკის გადაბირებას სცდილობს. მაგრამ თავად ნახევარმცველი იმედოვნებს, რომ “მანჩესტერთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას შეძლებს.
ინგლისელი ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი “ოლდ ტრაფორდის” ბინადარ კლუბთან სეზონის ბოლოს იწურება. Goal-ის ცნობით, ზაფხულში კერიკი ბენიტესის პრიორიტეტული სამიზნე იქნება.
კერიკს “წითელი ეშმაკის” როლში 411 მატჩი აქვს ჩატარებული 2006 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც მან “ტოტენჰემი” დატოვა. ინგლისელმა 5-ჯერ მოიგო პრემიერ ლიგა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგის თასიც აღმართა 2008 წელს.