ჟოზეს ასისტენტი: “მანჩესტერი” ტიტულზე არ ფიქრობს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” დამხმარე მწვრთნელის, რუი ფარიას თქმით “წითელი ეშმაკები” მიმდინარე სეზონისგან ტიტულს ნამდვილად არ ელიან და მათი მთავარი მიზანი თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაა.

“ტიტული დავკარგეთ? ამ მომენტში ჩვენთვის გუნდის თამაშის დონე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტიტული. ჩვენი მიზანი გუნდისგან საუკეთესოს მიღებაა, რასაც დრო სჭირდება.

თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული სამუშაო გველოდა წინ. ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა რაღაცეები ჩვენს სასიკეთოდ შევცვალოთ. ჩვენი ფეხბურთელების გვჯერა.

გვჯერა, რომ ეს გუნდი შეძლებს ისეთ ძალად ჩამოყალიბებას, რომელიც ბევრ წარმატებას მიაღწევს.” – განაცხადა მან.

“მანჩესტერი” შინ, “ვესტ ჰემს” დაუზავდა (ვიდეო)

27 ნოემბერს, პრემიერ ლიგის მე-13 ტური “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ვესტ ჰემ იუნაიტედის” შეხვედრამ დააგვირგვინა, სადაც მასპინძელ “წითელ ეშმაკებს” 3 ქულის მოპოვების ბრწყინვალე შანსი ჰქონდათ, თუმცა მისი გამოყენება ვერ მოახერხეს.

მატჩში ანგარიში მეორე წუთზე სახომ გახსნა, ამ უკანასკნელმა დიმიტრი პაიეტის პასი გამოიყენა. 19 წუთის შემდეგ კი “მანჩესტერმა” ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლით გაათანაბრა. თითქოს, ამის შემდეგ მასპინძლებს უპირატესობა უნდა ეგდოთ ხელთ და წინაც უნდა გასულიყვნენ, თუმცა მატჩში მეტი გოლი არ გასულა.


“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; ვალენსია, ჯონსი, როხო, დარმიანი; პოლ პოგბა, ანდერ ერერა; რეშფორდი (რუნი 66′), ხუან მატა (მხითარიანი 65′), ლინგარდი (ფელაინი 87′); იბრაჰიმოვიჩი

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

“ვესტ ჰემი”: რენდოლფსი; კუიატე, კოლინსი, ოგბონა; ანტონიო, ობიანგი, ნოუბლი, ქრესველი; ლანცინი (აიუ 74′), პაიეტი; სახო (ფლეტჩერი 64′)

მთავარი მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი


მოურინიო: “რეალში ყოფნის დროს, ვცდილობდი, რომ “მანჩესტერის” ეს მოთამაშე მეყიდა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელმა თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ, “რეალის” ხელმძღვანელობისას, მისი ახლანდელი კლუბის ერთ-ერთი მოთამაშის შეძენას ცდილობდა.

“ძალიან მინდოდა, ანტონიო ვალენსია “ბლანკოსში” გადამეყვანა. ეს რამდენიმე წლის წინ იყო. მაშინ, ეკვადორელი მარჯვენა მცველად არ თამაშობდა, მაგრამ “რეალში” სწორედ ამ პოზიციაზე ვაპირებდი მის განმწესებას.”

“ინგლისელებს ფეხბურთელის თაობაზე მივმართეთ, მაგრამ მათ კატეგორიული უარით გამოგვისტუმრეს,” – განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

 

ოლივიე ჟირუმ “არსენალს” ქულა ბოლო წუთებზე გადაურჩინა (ვიდეო)

ინგლისური პრემიერ ლიგის მე-12 ტურის ცენტრალურ მატჩს “ოლდ ტრაფორდმა” უმასპინძლა, სადაც 3 ქულის მოსაპოვებლად ლონდონიდან არსენ ვენგერის “არსენალი” ჩავიდა.

ექსპერტები ფავორიტან “მეთოფეებს” მიიჩნევდნენ, თუმცა ჟოზე მოურინიოს გუნდი არაფრის დათმობას არ აპირებდა. “წითელი ეშმაკები” თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას და რომ არა ოლივიე ჟირუს მიერ ბოლო წუთებზე გატანილი გოლი, 3 ქულასაც ჩაიწერდნენ აქტივში.


“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; ვალენსია, ჯონსი, როხო, დარმიანი (ბლინდი 64′); კერიკი, ერერა; ხუან მატა, პოლ პოგბა, მარსიალი (უეინ რუნი 63′); რეშფორდი.

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

“არსენალი”: ჩეხი; ჯენკინსონი (ოქსლეიდ-ჩემბერლინი 84′), მუსტაფი, კოშელნი, მონრეალი; კოკლინი (ჯაკა 80′), ელნენი (ჟირუ 73′); რემზი, იოზილი, უოლკოტი; სანჩესი.

მთავარი წმვრთნელი: არსენ ვენგერი


“მანჩესტერ იუნაიტედი” – “არსენალი”: რუნი სათადარიგოთა სკამზეა, რეშფორდი – სასტარტოში

ცნობილი გახდა, თუ “მანჩესტერ იუნაიტედისა” და ლონდონის “არსენალის” რომელ ფეხბურთელებს მოუწევთ დღევანდელი მატჩის სასტარტო შემადგენლობიდან დაწყება, რომელიც 16:30-ზე აიღებს სტარტს.


“მანჩესტერ იუნაიტედის” სასტარტო თერთმეტეული: დე ხეა; ვალენსია, ჯონსი, როხო, დარმიანი; კერიკი, ერერა; ხუან მატა, პოლ პოგბა, მარსიალი; რეშფორდი.

სათადარიგოთა სკამი: დეპაი, რუნი, ლინგარდი, ბლინდი, იანგი, რომერო, შნაიდერლინი.

“არსენალის” სასტარტო შემადგენლობა: ჩეხი; ჯენკინსონი, მუსტაფი, კოშელნი, მონრეალი; კოკლინი, ელნენი; რემზი, იოზილი, უოლკოტი; სანჩესი.

სათადარიგოთა სკამი: გიბსი, გაბრიელი, ჟირუ, ოსპინა, ოქსლეიდ-ჩემბერლინი, აივობი, ჯაკა.

ციფრები ამბობენ: წინ დიდებული საფეხბურთო კვირა გველის

დამღლელი და მეტწილად იმედგამაცრუებელი სანაკრებო ბატალიების შემდეგ, საკლუბო ფეხბურთი მართლაც რომ ბრწყინვალე სანახაობას გვპირდება.

ევროპის უმაღლესი დონის ჩემპიონატებში რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი უნდა ჩატარდეს, რომელთა მცირე მიმოხილვასაც Fanebi.Com გთავაზობთ…


8

  • “არსენალმა” “ოლდ ტრაფორდზე” “მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხება 24-დან მხოლოდ 3 შემთხვევაში მოახერხა – 6 ფრე და 15 მარცხი;
  • “არსენალის” წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო 10 მატჩიდან “მანჩესტერმა” მხოლოდ ერთი დათმო;
  • არსენ ვენგერმა ჟოზე მოურინიოს დამარცხება 15-ჯერ სცადა, თუმცა მხოლოდ ერთხელ შეძლო.

    8

  • ზედიზედ 7 მატჩია, რაც “ბაიერნს” “დორტმუნდთან” არ წაუგია – 4 მოგება და სამი ფრე;
  • მხოლოდ “ვერდერს” ჰყავს “ბაიერნი” უფრო მეტჯერ დამარცხებული, ვიდრე “ბორუსიას” – 26-23;
  • ობამეიანგს (11 გოლი მიმდინარე სეზონში) მხოლოდ ერთხელ აქვს ბავარიელთა კარი აღებული;
  • რუნის სწორედ “არსენალის” კარში აქვს ყველაზე მეტი, 11 გოლი გატანილი (პრემიერ ლიგაში).

    8

  • შაბათს, “ვისენტე კალდერონზე” შეკრებილი გულშემატკივარი მადრიდული დერბის 265-ე ვერსიას იხილავს – 136 მოგება “რეალს”, 67 – “ატლეტიკოს”, 61-ჯერ კი მატჩი ფრედ დასრულდა;
  • “ატლეტიკომ” “რეალთან” ჩატარებული ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ 1 დათმო;
  • სიმეონემ ზიდანი 4-ჯერ დაამარცხა, როგორც მოთამაშემ, ზიდანმა კი – 3-ჯერ;
  • რონალდუს სულ რაღაც 2 გოლი აშორებს დი სტეფანოს რეკორდამდე (17) და დერბის საუკეთესო გოლეადორის სტატუსის მოპოვებამდე.

    8

  • ეს რიგით 217-ე დერბი იქნება ამ გუნდების მონაწილეობით. “ინტერს” 77 მოგება აქვს, “მილანს” – 75, ფრედ კი მატჩი 64 შემთხვევაში დამთავრდა;
  • მაურო იკარდის არცერთხელ არ აუღია “როსონერის” კარი (სერია ა-ში 2012 წლიდან თამაშობს). წლევანდელი სეზონის 12 მატჩში მას 10 გოლი აქვს გატანილი;
  • 3 წელია მილანურ დერბიში არავინ გაუძევებიათ.
  • ნევილი: “რა დრო სჭირდება მოურინიოს “მანჩესტერში” წარმატების მისაღწევად?”

    “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველი, გარი ნევილი თვლის, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელ თავკაცს, ჟოზე მოურინიოს მინიმუმ 3 წელი დასჭირდება იმისათვის, რათა მისმა გუნდმა წარმატებას მიაღწიოს.

    “ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა ჟოზე მოურინიოს თავისი გეგმების განსახორციელებლად სამი წელი მისცეს, თავისი საქმის კეთება უნდა აცალონ. მისი მისია ძალიან რთულად მისაღწევია, რაც ყველასათვის ნათელია.

    დიდებული რამ იყო, როდესაც “მანჩესტერელთა” გამარჯვებებს ვუყურებდი და ამ გამარჯვებებში მოქმედი პირიც ვიყავი, მაგრამ სამუდამო არაფერია. ცუდი პერიოდის აცილება შეუძლებელია.

    ვფიქრობ, დღევანდელი გადმოსახედიდან მოურინიოს მიერ “მანჩესტერში” გაწეული სამუშაოს შეფასება უსამართლო იქნება. ამ სპეციალისტმა ტიტული 18 თვის წინ მოიგო, ის ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, უბრალოდ დრო სჭირდება.” – განაცხადა მან.

    “ჩელსის” ექს-თავკაცი: “მანჩესტერში” ნამდვილად იქნება ვიღაც, ვისაც ტერის გადაბირება გაუხარდება”

    ლონდონის “ჩელსისა” და ჯონ ტერის ყოფილი დამრიგებლის, რეი უილკინსის აზრით, საკმაოდ დიდია ალბათობა იმისა, რომ “არისტოკრატთა” ინგლისელმა ლეგენდამ “სტემფორდ ბრიჯი” “ოლდ ტრაფორდში” გაცვალოს.

    “დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ის ჩინეთში გადასვლას ვარიანტადაც არ თვლის, ამას გამოვრიცხავ.” – განაცხადა მან talkSport-ის ჟურნალისტებთან საუბრისას.

    “ოლდ ტრაფორდზე” გადასვლა? ახლა ის “ჩელსის” ძირითადში აღარ თამაშობს, თუმცა მაინც მჯერა, რომ გუნდისთვის კიდევ ბევრი აქვს შესათავაზებელი. იქ (მანჩესტერში) კი ნამდვილად იქნება ვიღაც, ვისაც მისი გადაბირება ესურვება.”

    შეგახსენებთ, რომ ამ ტრანსფერის მთავარ ხელისშემწყობ ფაქტორს “წითელ ეშმაკთა” დამრიგებელი, ჟოზე მოურინიო წარმოადგენს, რომელსაც ტერისთან მშვენიერი ურთიერთობა გააჩნია.

    დე ხეას გამოსასყიდ თანხას 60 მილიონი ევრო შეადგენს

    ესპანური გავლენიანი ტაბლოიდის, Marca-ს ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და დავიდ დე ხეას შორის არსებულ კონტრაქტში არსებული პუნქტის თანახმად, კლუბი, რომელიც დე ხეას სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს გადაიხდის მის გადაბირებას შეძლებს.

    როგორც იცით, 26 წლის მეკარემ “ოლდ ტრაფორდის” ბინადრებთან კონტრაქტი 2015 წლის სექტემბერში გაახანგრძლივა. ახალი კონტრაქტი მას “ეშმაკებთან” 2019 წლამდე აკავშირებს.

    ინგლისში გავრცელებული ჭორების თანახმად კი, ის ამდენ ხანს ინგლისში გაჩერებას არ აპირებს. მისი გადაბირებით კი კვლავ არის დაინტერესებული მადრიდის “რეალი”, რომელსაც ფეხბურთლის დამატება მომავალი წლის ზამთრამდე აკრძალული აქვს.

    შვაინშტაიგერი: “ვცდილობ, მუდმივად ფორმაში ვიყო”

    ბასტიან შვაინშტაიგერი თქმით, ის ცდილობს მუდმივ მზადყოფნაში იყოს, მიუხედავად იმისა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცი მის გამოყენებას სულაც არ ცდილობს.

    “ვცდილობ მუდმივად ფორმაში ვიყო. როდესაც მათ დავჭირდები, მაქსიმუმი უნდა გავაკეთო.” – განაცხადა გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა.

    “იმედი მაქვს, რომ შანსს მომცემენ. მომავალს პოზიტიურად ვუყურებ, ყოველდღიურად ვვარჯიშობ. არ ვიცი, მივიღებ თუ არა ამ შანსს, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ, რათა საჭირო დროს ჩემი მოვალეობა შევასრულო.

    32 წლის ასაკში თავს კვლავ მშვენივრად ვგრძნობ. გულის სიღრმეში მინდა, კიდევ უფრო მეტი ვითამაშო. მინდა ტიტულები მოვიგო, მინდა ჩემპიონი ვიყო.”

    “მანჩესტერ იუნაიტედი” – “არსენალი”: მატჩის მთავარი არბიტრის ვინაობა ცნობილია

    ცნობილი გახდა, თუ ვინ განსჯის “მანჩესტერ იუნაიტედსა” და ლონდონის “არსენალს” შორის შაბათს, პრემიერ ლიგის მე-12 ტურის ეგიდით გასამართ მატჩს.

    საუბარია ანდრე მარინერზე, რომელმაც ჟოზე მორუინიოს სადებიუტო მატჩიც განსაჯა მიმდინარე სეზონში. “ვიტალიტი სტედიუმზე”, 14 აგვისტოს გამართულ მატჩში, რომელშიც სტუმრებმა იმარჯვეს (1-3), მარინერმა მხოლოდ ერთი ფეხბურთელი გააფრთხილა.

    ახალ სეზონში მარინერმა პერმიერ ლიგის რვა მატჩი განსაჯა. საერთო ჯამში მან 29 ფეხბურთელი გააფრთხილა ყვითელი ბარათის ჩვენებით, ერთი კი პირდაპირ გააძევა (“ჰალ სიტის” აჰმედ ელმუჰამედი).

    მაგრამ საპირისპირო თვისებებზე მიგვანიშნა ევროპა ლიგის მატჩმა, “პანათინაიკოსსა” და “აიაქსს” შორის, რომელიც ბერძენთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა. ამ მატჩში მან 9 ფეხბურთელს უჩვენა ყვითელი ბარათი, სამს – წითელი.

    “ინტერის” ინტერესთა სფეროში “მანჩესტერის” რამდენიმე ფეხბურთელი მოექცა

    თუ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცი, ჟოზე მოურინიო იანვრის თვეში წმენდის ჩატარებას აპირებს, სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ამ მოვლენით სარგებლის მიღებას იტალიური “ნერაძური” შეეცდება.

    იტალიური პრესის, Corriere dello Sport-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, “ინტერის” ხელმძღვანელები ისეთი ფეხბურთელების გადაბირებას აპირებენ, როგორებიც არიან: მატეო დარმიანი, მემფის დეპაი, დეილი ბლინდი და ქრის სმოლინგი.

    აქვე შეგახსენებთ, იმასაც, რომ “ინტერი” ერთადერთი კლუბი არ არის, რომელიც მემფისის გადაბირებას ცდილობს. ჰოლანდიელი შემტევის სერვისით ამავდროულად “ევერტონი” და “იუვენტუსიც” არის დაინტერესებული.

    არც ისაა გამორიცხული, რომ “სან სიროზე” ბასტიან შვაინშტაიგერი აღმოჩნდეს, რომელსაც “მანჩესტერში” საკმაოდ ცუდად ექცევიან.