როდის დაბრუნება სერხიო აგუერო?

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ მოედანზე სერხიო აგუეროს დაბრუნების დაახლოებით თარიღზე ისაუბრა.

„სერხიოს მუხლის ტრავმა აწუხებს. დარწმუნებული ვარ, საჭირო ფორმაში იგი „ბარსელონასთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პლეიოფისთვის ჩადგება. დიდი ალბათობით, აგუერო მოედანზე იანვრის პირველ კვირას დაბრუნება“, – განაცხადა ჩილელმა სპეციალისტმა.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 26 წლის არგენტინელმა 15 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 14 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

აგუერომ ტრავმა მიიღო

ინგლისის პრემიერლიგის XV ტურში “მანჩესტერ სიტისა” და ლივერპულის “ევერტონს” შორის გამართულ მატჩში (1:0) “ქალაქელთა” თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ ტრავმა მიიღო.

კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ არგენტინელ ფეხბურთელს მუხლის მყესები აქვს დაზიანებული.

შესაძლოა, აგუეროს ტრავმა სერიოზულიც კი აღმოჩნდეს, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.

“ვნახოთ, რას გვეტყვის ხვალ ექიმი, თუმცა დღეს უკვე გადაჭრით შემიძლია გითხრათ, რომ მომდევნო კვირას აგუერო ვერ ითამაშებს”, – ციტირებს პელეგრინის სიტყვებს “მირორი”.

 

სტივენ ჯერარდი პელეგრინისაც სურს

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გამოტყდა, რომ სიამოვნებით იხილავდა მის გუნდში “ლივერპულის” ნახევარმცველ სტივენ ჯერარდს.

ერთ-ერთ ინტერვიუში მერსისაიდული გუნდის კაპიტანმა განაცხადა, რომ თუ “ლივერპულის” ხელმძღვანელობასთან მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწევს, არაა გამორიცხული, მან კარიერა სხვა კლუბში გააგრძელოს.

Pellegrini

“ფეხბურთელებს ასაკის მიხედვით არ ვაფასებ. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია მოთამაშის ღირებულება და ის, თუ კიდევ რამდენი წლის განმავლობაში შეუძლია ფეხბურთელს უმაღლეს დონეზე თამაში.
ფრენკ ლამპარდის მსგავსად, სტივენ ჯერარდიც ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და მას შეუძლია უმაღლეს დონეზე კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში თამაში”, – პელეგრნის სიტყვები “დეილი მეილმა” გამოაქვეყნა.

ცნობისათვის, 34 წლის ჯერარდს “ლივერპულთან” მოქმედი კონტრაქტი 2015 წლის 30 ივნისს ეწურება.

 

ჟოზე მოურინიომ წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულზე ისაუბრა

“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჯოზე მოურინიომ, ჟურნალისტებს თავისი მოსაზრება გაუზიარა წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულთან დაკავშირებით.

“ვიცი, რომ წლის საუკეთესო მწვრთნელის ტოპ 10_ეულში ვარ, მაგრამ ეს ყოველივე არ მაინტერესებს. დარწმუნებული ვარ, რომ ვერ გავიმარჯვებ, მესმის, რომ არ ვიმსახურებ ამ ტიტულს. ახლა მხოლოდ შაბათს გასამართ მატჩზე ვფიქრობ, რომელშიც მხოლოდ მოგება დამაკმაყოფილებს, დანარჩენი არ მაინტერესებს.” – განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ პირველ ათეულში მოხვდნენ: კარლო ანჩლოტი (“რეალი”), პეპ გვარდიოლა (“ბაიერნი”), იურგენ კლინსმანი (აშშ-ის ნაკრები), იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრები), ჟოზე მოურინიო (“ჩელსი”), მანუელ პელეგრინი (“მანჩესტერ სიტი”), დიეგო სიმეონე (“ატლეტიკო მადრიდი”), ლუი ვან გაალი (ჰოლანდიის ნაკრები, “მანჩესტერ იუნაიტედი”), ანტონიო კონტე (“იუვენტუსი”, იტალიის ნაკრები), და ალეხანდრო საბელია (არგენტინის ნაკრები).

პელეგრინის ებოლას ვირუსის არ ეშინია

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრნიმ განაცხადა, რომ დასავლეთ აფრიკაში გავრცელებული ებოლას ვირუსიის არ ეშინია. “ქალაქელთა” ჩილელმა თავკაცმა განაცხადა, რომ კოტ დივუარიდან ახლახანს დაბრუნებული იაია ტურე სრულიად ჯანმრთელია, ასე რომ კლუბში ამ მხრივ სიმშვიდე სუფევს.

“არ ვთვლი, ამის გამო განგაშის ატეხვა აუცილებელი იყოს. იაია ჯანმრთელადაა და არა მგონია, რაიმე პრობლემა წარმოგვექმნას”, – ციტირებს პელეგრინის სიტყვებს tuttomercatoweb-ი.

 

პელეგრინის არ გაათავისუფლებენ

”მანჩესტერ სიტიმ” ამ კვირაში, ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ დაკარგა ქულები და ფლეი-ოფში გასვლის დავალება გაირთულა. ჟურნალისტები, მომენტალურად ალაპარაკდნენ ჩილელი სპეციალისტის მომავალზე და მისი ”ქალაქელებთან” თანამშრომლობა, ეჭვქვეშ დააყენეს.

ერთი რამ ცნობილია, მანუელ პელეგრინის არ გაათავისუფლებენ. ”სიტის” ხელმძღვანელობა, პელეგრინის სრულ ნდობას უცხადებს და ფლეი-ოფში ვერ გასვლის შემთხვევაში, მას მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან არ გაათავისუფლებენ. ყველას კარგად ესმის, რომ ”მანჩესტერ სიტის” ქვე-ჯგუფი მძიმეა და დავალების შესრულება საკმაოდ რთული იქნება.

მაგრამ, ”მანჩესტერ სიტის” მიზანი, მინიმუმ 1/4 ფინალია. გასულ სეზონში, ქალაქელები 1/8 ფინაში გავიდნენ, სადაც ”ბარსელონასთან” დამარცხდნენ, წელს კი მათი მიზანი, მინიმუმ ერთი საფეხურით მაღლა აწევაა.

პელეგრინი: ”რომასთან” ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქვს”

მოახლოვდა ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტური. ხვალ, ”მანჩესტერ სიტი” საკუთარ მოედანზე ”რომას” მიიღებს. ქალაქელები პირველი ტურში ”ბაიერნთან” მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ(1-0), ”რომასთან” ქულების დაკარგვა კი მანჩესტერულ გუნდს მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს, სწორედ ეს აღნიშნა ”სიტის” თავკაცმა, მანუელ პელეგრინიმ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.

”ჩვენ დავმარცხდით ”ბაიერნთან”, ამიტომ ”რომასთან” იძულებულნი ვართ 3 ქულა მოვიპოვოთ, ქულების დაკარგვის უფლება არ გაქვს.”

”ყველამ მშვენივრად დავინახეთ, თუ როგორ იასპარეზეს იტალიელებმა პირველ ტურში და აქედან გამომდინარე, ხვალ რთულ და საინტერესო მატჩს ველოდები.”

”ხვალინდელი შეხვედრა, თავისუფლად შეიძლება, რომ ჩვენთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს.” – განაცხადა ჩილელმა სპეციალისტმა.

მანუელ პელეგრინი: “ვფიქრობ, “მანჩესტერ სიტის” ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია”

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ, მისი გუნდის შანსები შეაფასა, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე.

“ვფიქრობ, “მანჩესტერ სიტის” ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. ეს შესანიშნავი მიღწევა იქნება. ჩვენ ეს უნდა შევძლოთ. შეიძლება ითქვას რომ ეს ჩვენი ერთ-ერთი დავალებაა, მაგრამ გუნდმა ასევე უნდა იფიქროს პრემიერ ლიგისა და ინგლისის თასის მოგებაზე. ვფიქრობ უმთავრესი ისაა, რომ გუნდი ყოველწლიურად იღებდეს მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგაზე.” – განაცხადა პელეგრინიმ

 

 

ჟოზე მოურინიო: “პელეგრინიმ კლატენბურგი მოკლა”

ჟოზე მოურინიოს და მანუელ პელეგრინის კონფლიქტი გრძელდება. პორტუგალიელმა სპეციალისტმა თავისი კოლეგა მარკ კლატენბურგის “სიტყვიერ მკვლელობაში” დაადანაშაულა.

“მანჩესტერ სიტის” და “ჩელსის” დაპირისპირების შემდეგ ორივე სპეციალისტმა საკმაოდ ხმამაღალი განცხადებები გააკეთეს. კერძოდ, პელეგრინიმ “ჩელსის” “პატარა გუნდი უწოდა და კლატენბურგიც გააკრიტიკა, რომელმაც მოედნიდან პაბლო საბალეტა გააძევა.

“პელეგრინისთვის ასეთი რამ დამახასიათებელია. ის ყოველთვის ამბობს, რომ მსაჯობაზე არ საუბრობს, მაგრამ კლატენბურგი უბრალოდ მოკლა. ყოველთვის აღნიშნავს, რომ ჩემზე და ჩემს გუნდებზე საუბარს არ აპირებს, მაგრამ გასულ კვირას იგივე გაიმეორა. ამიტომ, ამ თემაზე ლაპარაკი არ მსურს. თუ თქვენ ისტორია გჭირდებათ, მაშინ პელეგრინის მიმართეთ” – განაცხადა მოურინიომ.

პელეგრინი: “ჩელსი” თამაშობდა ისე, როგორც “სტოკი”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ “ჩელსის” სათამაშო ტაქტიკა გააკრიტიკა.

“ვფიქრობ, რომ 90 წუთი ვითამაშეთ სუსტი გუნდის წინააღმდეგ, რომლის მიზანი იყო დაეცვა საკუთარი თავი, მაშინაც კი როდესაც 10 კაცით ვიყავით დარჩენილი. ხოლო ჩვენ ვითამაშეთ ისე როგორც შეგვეფერება, თავიდანვე გვსურდა მატჩის წარმატებით დაწყება.”

“ვფიქრობ, რომ ჩვენ ისეთი სტილის გუნდთან ვითამაშეთ, როგორიც “სტოკია”

“ეს იყო ძალიან რთული მატჩი, სადაც თითქმის შეუძლებელი იყო გოლი გატანა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით.” – განაცხადა პელეგრინიმ

 

მიკა რიჩარდს “მანჩესტერ სიტი” პელეგრინის გამო დაუტოვებია

იტალიური “ფიორენტინას” ახალწვეულმა მიკა რიჩარდსმა განაცხადა, რომ “მანჩესტერ სიტი” დიდწილად გუნდის მთავარი მწვრთნელის, მანუელ პელეგრინის გამო დატოვა. 26 წლის ინგლისელი მცველი ამბობს, რომ ჩილელი სპეციალისტის თავკაცობის პერიოდში მას საკუთარი თავის წარმოჩენის შესაძლებლობა არ მისცემია.

“გადამწყვეტი მომენტი “უოტფორდის” წინააღმდეგ გამართული მატჩი იყო. ანგარიშით 0:2 ვაგებდით. არ მინდა, ეს წარუმატებლობა ვინმეს დავაბრალო, თუმცა ყველა ხედავდა, რომ იმ მატჩში ნორმალურად ვთამაშობდი. ამის მიუხედავად, პელეგრინიმ ჩემი და ჯეკ როდუელის შეცვლა გადაწყვიტა. მაშინ მივხვდი, რომ განტევების ვაცი ვხდებოდი.

კი ბატონო, “სიტის” რიგებში ყოველთვის კარგად არ ვთამაშობდი, თუმცა ასეთი შემთხვევა მანამდე არასდროს მომხდარა. ეს უცნაური და არაბუნებრივი სიტუაცია იყო. მივხვდი, რაც არ უნდა გამეკეთებინა, მწვრთნელი ჩემით კმაყოფილი მაინც არ დარჩებოდა. ის მიხსნიდა, რომ ტრავმის მოშუშების არ სურდა, დაეჩქარებინა მოედანზე ჩემი დაბრუნება. თუმცა, მე არც პრემიერლიგის და არც ჩემპიონთა ლიგის არცერთ მატჩში მონაწილეობა არ მიმიღია. ინგლისის თასზე “უოტფორდის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მაინც არ გავეყვანე მოედნიდან. აი, ამ შემთხვევის შემდეგ მისდამი ნდობა დავკარგე”, – რიჩარდსის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ მიკა რიჩარდსი “ფიორენტინაში” იჯარის წესით თამაშობს.

 

მანუელ პელეგრინი: “ჯეკო კონტრაქტს გაახანგრძლივებს”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ დაადასტურა, რომ ედინ ჯეკო ახალი კონტრაქტის გაფორმებას უახლოვდება.

“გასული სეზონის დასკვნითი ნაწილი ჯეკომ შესანიშნავად ჩაატარა. ის ძალაინ ბევრს მუშაობდა და მეორე სართულზე ფაქტობრივად ყველაფერს იგებდა. მის თამაშში სუსტი წერტილები არ იყო.

ამიტომ, ჩვენ მას კონტრაქტის გახანგრძლივება შევთავაზეთ. ედინი გუნდში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჯეკო კონტრაქტს გაახანგრძლივებს” – განაცხადა პელეგრინიმ.

გავრცელებული ინფორმაციით ახალი კონტრაქტი 2018 წლამდე იქნება გათვლილი და ხელფასის სახით ფეხბურთელი კვირაში 189 ათას ევროს მიიღებს.